Goal.Ge

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგა 2015/16: საინტერესო და უხვგოლიანი დასაწყისი



25 ოქტომბერს, ახალ სპორტის სასახლეში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2015/16 წ.წ სეზონის რეგულარული გათამაშების პირველი ტურის შეხვედრები გაიმართა. პირველი სათამაშო დღე სუპერლიგა A და სუპერლიგა B-ს გუნდებს დაეთმოთ. პირველები პარკეტზე ევროკრედიტისა და დანაშაულის პრევენციის ცენტრის გუნდები გავიდნენ. დაძაბული პირველი ტაიმის შემდეგ, ევროკრედიტის ფეხბურთელებმა მოახერხეს მეტოქის გატეხვა და დამაჯერებლად, 7-3 იმარჯვეს. ერთ წლიანი პაუზის შემდეგ ლიგაში დაბრუნება, გამარჯვებით აღნიშნა „ჯორჯიან მანგანეზ ზესტაფონის“ საფეხბურთო გუნდმა „ფერომ“, რომელმაც ლიგის დებიუტანტს, UNICREDIT.GE -ს 6-0 სძლია. წარუმატებელი დებიუტი გამოუვიდა აჭარის სომეხთა კავშირის გუნდს „ახპიურს“, რომელიც ლიგის ერთ-ერთ ყველაზე სტაჟიან მონაწილეს, საქართველოს უნივერსიტეტს დაუპირისპირდა. გადახალისებული შემადგენლობით მოასპარეზე სტუდენტებმა 6-2 დაამარცხეს მოწინააღმდეგე. სუპერლიგა B პირველი ტურის შეხვედრებს შორის ყველაზე გამორჩეული რეგიონალური დერბი გამოდგა, რომელშიც ერთმანეთს კასპის „გენერალი“ და „ჯორჯიან მანგანეზ ჭიათურა“ დაუპირისპირდნენ. გარდამავალი უპირატესობით მიმდინარე დაპირისპირება საკმაოდ საინტერესოდ და დაძაბულად წარიმართა, რაზეც მსაჯების მხრიდან ორივე გუნდის თითო ფეხბურთელის გაძევებაც მოწმობს. საბოლოოდ, უკომპრომისო ორთაბრძოლა ფრედ, 3-3 დასრულდა. საყაიმო ანგარიში დაფიქსირდა პალერმოსა და ვივუსის დაპირისპირებაშიც - 5-5. 16 25.10.2015. სუპერლიგა B. I ტური ევროკრედიტი - დანაშაულის პრევენციის ცენტრი (CFCP) 7-3 სკ ფერო (ზესტაფონი) – UNICREDIT.GE 6-0 ახპიური (აჭარა) - საქართველოს უნივერსიტეტი 2-6 მფკ გენერალი (კასპი) – GM  CHIATURA 3-3 მფკ პალერმო - VIVUS.GE 5-5 კიდევ უფრო საინტერესო და დაძაბული გამოდგა პირველი ტური სუპერლიგა A-ში. ტური მფკ ნატახტარისა და ბათუმის „დინამოს“ დაპირისპირებით დაიწყო. მიუხედავად აჭარელთა არაერთი მცდელობისა, ანგარიში ჩემპიონატის ყველაზე ტიტულოვანმა გუნდმა გახსნა, რასაც მატჩის მიწურულს მეორე გოლიც მიუმატა და საბოლოოდ 2-0 იმარჯვა. გამარჯვებით დაიწყო რეგულარული სეზონი მოქმედმა ჩემპიონმა და სუპერთასის მფლობელმა პსპ-მ, რომელმაც მცხეთის სახელით მოასპარეზე „გრანდ გრუპ ჯორჯიას“ გუნდი დაამარცხა 4-0. დღის ყველაზე სანახაობრივი და საინტერესო დაპირისპირება კი მფკ ტატიშვილსა და შსს-ს შორის გაიმართა. ტრიბუნებზე შეკრებილმა გულშემატკივარმა ორივე გუნდის შესრულებით უმაღლესი ხარისხის ფეხბურთი იხილა. „მედიკოსები“ პირველივე ტაიმში სამი ბურთით დაწინაურდნენ, რასაც „ძალოვნებმა“ ტაიმის მიწურულს ერთი ბურთით უპასუხეს. მეორე ნახევარში, მიუხედავად ორივე გუნდის მცდელობისა, გოლები მხოლოდ „ტატიშვილის“ კარში გავიდა და მატჩიც ფრედ 3-3 დასრულდა. 35 წაგებით დაიწო ჩემპიონატი ვეტერანების სახელით მოასპარეზე ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელებით დაკომპლექტებულმა გუნდმა, რომლის რიგებს კახა კალაძე, ლევან კობიაშვილი, დავით მუჯირი, გიორგი დემეტრაძე ლევან ცქიტიშვილი და გივი კავარცხელია იცავენ. სკ „ჯვაროსნები-ევექსის“ წინააღმდეგ ანგარიში სფფ-ს პრეზიდენტის პასით, ვიცე პრემიერმა გახსნა, რომელმაც ამ შეხვედრაში ჰეთ თრიკის შესრულებაც მოახერხა, თუმცა ეს წარმატებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. სამი გოლის საპასუხოდ, მათმა მეტოქემ შვიდის გატანა მოახერხა და დამსახურებული სამი ქულაც მოიპოვა - 7-3. აღსანიშავია, რომ სპორტული კლუბი „ჯვაროსნები“ ახალ სეზონს სამი ახალი სპონსორით შეხვდა - სატიტულო სპონსორი „სამედიცინო კორპორაცია ევექსია“, რაც შეეხება კიდევ ორ სპონსორს, კლუბის წარმატებაზე  „ტრანს ტრეიდინგი“ და „ჯეორჯიან რემედი“  იზრუნებენ. კიდევ ერთი საინტერესო შეხვედრა თბილისის სატრანსპორტო კომპანიისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის გუნდებს შორის გაიმართა. დაძაბული დაპირისპირება სატრანსპორტოს გამარჯვებით 3-2 დასრულდა. 25.10.2015. სუპერლიგა A. I ტური მფკ ნატახტარი - მფკ დინამო (ბთ) 2-0 შსს - მფკ ტატიშვილი 3-3 FC PSP - გრანდე გრუპ ჯორჯია (მცხეთა) 4-0 სკ ჯვაროსნები - ევექსი - მფკ ვეტერანები 7-3 FC TTC - სდსს 3-2 სუპერლიგის მომდევნო ტურის შეხვედრები 8 ნოემბერს გაიმართება, მომდევნო კვირას კი რეგულარულ სეზონს კორპორარტიული, ოქროს და ვერცხლის ლიგის გუნდები დაიწყებენ. ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია „ვითიბი ბანკი“. ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია, ესპანური სპორტული ბრენდი JOMA. 31   ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“, იურიდიული ჯგუფი „ერისთავი და პარტნიორები“, „სამედიცინო კორპორაცია ევექსი“,  სასტუმრო „ჰოლიდეი ინი“,  Apple City, ვერცხლის ნაკეთობები „შემოინახე მემკვიდრეობა“, „ტატიშვილის სამედიცინო ცენტრი“, ყვავილების მაღაზია „flowers.ge” და მუსიკალური მაღაზია „GURU music” მედია პარტნიორები: რადიოები, „იმედი“, „კომერსანტი“, „JAKO FM“, ვებ პორტალები, geosports.ge, sportall.ge, worldsport.ge, GOAL.GE და ყოველკვირეული ჟურნალი „ლელო week”.

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური

 

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

რეალი იკარდის მისი მეუღლის გამო არ იმატებს

ცნობილი ესპანური გამოცემა, MARCA წერს, რომ "რეალმა" მაურო იკარდიზე ფიქრი მისი მეუღლის, ვანდა ნარას გამო შეწყვიტა.

დღეს, 04:52

რამდენი პენალტი აქვს მესის ლა ლიგაში გაცუდებული?

ლა ლიგის მატჩში "ბარსელონამ" "ვალიადოლიდი" 1:0 დაამარცხა, სადაც ლიონელ მესიმ 2 პენალტი შეასრულა - ლეომ 1 გაიტანა, მეორე კი მეკარემ აუღო.

დღეს, 04:48

ჯერარდი: "ტიტულზე ფიქრი დაასრულეთ"

ფეხბურთელის რანგში, სტივენ ჯერარდმა შიდა ჩემპიონატის მოგება (პრემიერ ლიგის) ვერც ერთხელ ვერ მოახერხა, თუმცა მას ამის განხორციელების შესაძლებლობა მთავარი მწვრთნელის რანგში აქვს.

დღეს, 04:41

ფერგიუსონი მანჩესტერის მწვრთნელის რანგში ბრუნდება

აღნიშნულ ინფორმაციას "ეშმაკუნების" ოფიციალური საიტი ავრცელებს.

დღეს, 04:35

ბეილმა ჩელსისა და მანჩესტერს პასუხი შეუთვალა

29 წლის შემტევს, "სამეფო კლუბთან" კონტრაქტი 2022 წლამდე აქვს გაფორმებული.

დღეს, 04:33

დისკვალიფიკაციის გამო, რეალს დღეს მოდრიჩი დააკლდება

დღეს 15:00 საათზე, ლა ლიგის მატჩში მადრიდის "რეალი" "ხირონას" მიიღებს.

დღეს, 04:30

ასე გააცილეს ემილიანო სალა უკანასკნელ გზაზე [VIDEO]

გუშინ, ემილიანო სალა არგენტინაში, მშობლიურ მხარეში დაკრძალეს.

დღეს, 04:27

რატომ არქმევენ ურუგვაიში გრიზმანის სახელს ბავშვებს?

2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მან ურუგვაის ნაკრებს გოლი გაუტანა, თუმცა არ აღნიშნა, რადგან ეს ქვეყანა უყვარ

დღეს, 04:24

"კარგი რა კრიშტიანუ, გაჩერდი", - რონალდუ ვარჯიშიდან ვერ გაჰყავდათ

პორტუგალიელმა პრესასთან ისაუბრა და ის პერიოდი გაიხსენა, როდესაც "სპორტინგის" სკოლაში" "იუვენტუსის" შემტევთან ერთად გამოდიოდა.

დღეს, 04:19

პიკე: "აქ კარგი მხოლოდ გამარჯვება იყო"

ლა ლიგის მატჩში, "ბარსელონამ" "ვალიადოლიდი" მიიღო და მეტოქე 1:0 დაამარცხა.

დღეს, 04:14

სოლარიმ რამოსის ბარათზე პრესა დაადანაშაულა: "თქვენი მეთოდები გაქვთ"

სანტიაგო სოლარიმ სერხიო რამოსის ყვითელი ბარათის გაზვიადებაში პრესა დაადანაშაულა.

დღეს, 04:11

ვალვერდე: "ყველა თამაშში 7 საგოლე ეპიზოდი არ გვექნება"

ლა ლიგის მატჩში, "ბარსელონამ" "ვალიადოლიდი" მიიღო და მეტოქე 1:0 დაამარცხა.

დღეს, 04:07

მილანის ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლეადორი!

თუმცა, 23 წლის კრიშტოფ პიონტეკმა დებიუტში მათ ყველას აჯობა.

დღეს, 04:03

მოიხსნება კონტეს 102 ქულიანი რეკორდი სერია A-ში?

სერია A-ს 24-ე ტურის შემდეგ "იუვენტუსს" 66 ქულა აქვს და მასიმილიანო ალეგრიმ შესაძლოა ისტორიული რეკორდიც დაამყაროს.

დღეს, 03:58

პიონტეკი: "ჩემი თავის მჯეროდა, თუმცა ამას ვერც წარმოვიდგენდი"

სერია A-ს მატჩში "მილანი" "ატალანტას" ესტუმრა და მეტოქე 3:1 დაამარცხა, სადაც კრიშტოფ პიონტეკმა 2 გოლის გატანა შეძლო.

დღეს, 03:54

რაგბი ევროპა: ქართველებმა იმსაჯეს, რუმინელებმა და რუსებმა გაისეირნეს [VIDEO]

რაგბი ევროპის ჩემპიონატის დღის მატჩების მიმოხილვა

დღეს, 02:45

ქვილითაია დაბრუნდა! - ქართველმა ფორვარდმა გენტში წლის პირველი გოლი გაიტანა [VIDEO]

ბელგიის ჩემპიონატის 26-ე ტურში ერთმანეთს "ბევერენი" და "გენტი" დაუპირისპირდნენ.

დღეს, 02:35

ქართველების დაპირისპირება პოლონეთში - ზარანდიამ პენალტი გამოიმუშავა [VIDEO]

პოლონეთის ჩემპიონატის გასულ ტურში გამართული მატჩი "ზაგლებიესა" და "არკას" შორის, მასპინძელთა გამარჯვებით 3:2 დასრულდა.

დღეს, 02:32

პიონტეკმა რეკორდი დაამყარა - პირველად ბალოტელის შემდეგ

იტალიის სერია ა-ში გამართული მატჩი "ატალანტასა" და "მილანს" შორის, სტუმართა გამარჯვებით 1:3 დასრულდა.

დღეს, 02:18

ყველაზე ხნიერი მეგოლე ბუნდესლიგის ისტორიაში

გერმანიის ბუნდესლიგაში გამართული მატჩი "ჰერტასა" და "ვერდერს" შორის, 1:1 დასრულდა.

დღეს, 02:15

ლეო მესიმ ვალიადოლიდთან ერთბაშად 2 რეკორდი დაამყარა

ლა ლიგის გასულ ტურში, "ბარსელონამ" "ვალიადოლიდი" მესის ერთადერთი გოლით დაამარცხა.

დღეს, 02:11

მესის გოლით ბარსელონამ მოუგებელი სერია შეწყვიტა [VIDEO]

ლა ლიგის მთავარი ფავორიტი "ბარსელონა" 24-ე ტურში "ვალიადოლიდს" დაუპირისპირდა და 1:0 დაამარცხა.

დღეს, 01:54

პიონტეკის ბენეფისი გრძელდება - მილანმა კვლავ მოიგო! [VIDEO]

იტალიის ჩემპიონატში გაიმართა საინტერესო და დაძაბული მატჩი "ატალანტასა" და "მილანს" შორის.

დღეს, 01:52

სოლარიმ ვინისიუსი შეაქო

მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა სანტიაგო სოლარიმ ამ გუნდის ახალგაზრდა შემტევი ვინისიუს ჯუნიორი შეაქო.

დღეს, 00:58

როდის დაბრუნდებიან ნეიმარი და კავანი? - ტუხელის კომენტარი

ჩემპიონთა ლიგაზე, "მანჩესტერთან" მატჩში, ედინსონ კავანიმ და ნეიმარმა ტრავმის გამო ვერ ითამაშეს.

დღეს, 00:54

გრიზმანის საოცარი სტატისტიკა ატლეტიკოში

ლა ლიგის გასულ ტურში მადრიდის "ატლეტიკო" "რაიო ვალეკანოს" დაუპირისპირდა და 0:1 დაამარცხა.

დღეს, 00:50

სოლარი: "რამოსი ამას არ იკადრებს!"

ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში, "აიაქსთან" მატჩის ბოლო წუთზე, სერხიო რამოსმა ყვითელი ბარათ მიიღო.

დღეს, 00:43

ასოციაციის თასი: მანჩესტერ სიტიმ მარტივად იმარჯვა და 1/4 ფინალში გავიდა [VIDEO]

ასოციაციის თასის 1/4 ფინალში ერთმანეთს "ნიუპორტი" და "მანჩესტერ სიტი" დაუპირისპირდნენ.

დღეს, 00:30

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები