ვარდი შესაძლოა რეალში აღმოჩნდეს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ვარდი შესაძლოა რეალში აღმოჩნდეს



ჯემი ვარდიმ სეზონი შესანიშნავად დაიწყო, ისევე როგორც "ლესტერმა". კლაუდიო რანიერის გუნდი შესანიშნავ ფეხბურთს თამაშობს, რაშიც ლომის წვლილი მიუძღვის რიად მაჰრეზსა და ჯემი ვარდის. გუნდი მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩება პირველადგილოსან "სიტის". 28 წლის ინგლისელს ბოლო 7 შეხვედრაში აქვს გოლი გატანილი. იგი ასევე ლიდერობს ბომბარდირთა დავას 10 გოლით. გავრცელდა ინფორმაცია, რომ "მადრიდის რეალს" უნდოდა ინგლისელი ფორვარდის ყიდვა, რაზეც კლაუდიო რანიერიმაც განაცხადა: "თუ რეალს მოუნდება მისი ყიდვა, მათ ბევრის გადახდა მოუწევთ". როგორც ჩანს, "მელიები" არ აპირებენ ვარდის იოლად დათმობას, თუმცა, ფეხბურთელის სურვილის შემთხვევაში მას ვერავინ დაუშლის  წასვლას. სულ რამდენიმე წლის წინ "მელიების" ლიდერი ინგლისის "კონფერენს ლიგაში" თამაშობდა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები