ლუჩესკუმ არაბიძე შეაქო » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ლუჩესკუმ არაბიძე შეაქო



უკრაინის თასის 1/8 ფინალური ეტაპის მატჩში დონეცკის "შახტარმა" "ტერნოპილი" გამანადგურებელი ანგარიშით, 4-0 დაამარცხა. მატჩის შემდეგ დედაქალაქელთა მთავარმა მწვრთნელმა, მირჩა ლუჩესკუმ კომენტარი გააკეთა გუნდის ქართველ ახალგაზრდა შემტევ გიორგი არაბიძეზე, რომელსაც 90-წუთიანი სათამაშო დრო მისცა. "არაბიძე ნიჭიერი ფეხბურთელია, რომელსაც ვარჯიში უყვარს. თუ იგი ამავე ტემპში გააგრძელებს მუშაობას, წარმატებას აუცილებლად მიაღწევს. მთავარია, ადვილად გაუგოს მის თანაგუნდელებს და მათთან შეთამაშდეს".

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები