Goal.Ge

გიორგი არაბიძე: ""ქართველი მესი"? - გადაჭარბებულია, თან ძალიან"



რამდენიმე დღეა, უცხოური პრესა დონეცკის "შახტარის" ახალგაზრდა ქართველ შემტევზე, გიორგი არაბიძეზე წერს, რომელმაც ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაზე, "მალმიოს" წინააღმდეგ "ცხრიანში" ულამაზესი გოლი გაიტანა და, ამასთანავე, რამდენიმე საგოლე გადაცემა გააკეთა. გუშინ გიორგი არაბიძეს დებიუტი ჰქონდა დონეცკის "შახტარის" მთავარ გუნდშიც, უკრაინის თასის შეხვედრაში, "ტერნოპილის" წინააღმდეგ, სადაც მირჩა ლუჩესკუს გუნდმა 4-0 მოიგო, 17 წლის შემტევი კი მოედანზე 90 წუთი იმყოფებოდა. შეხვედრის შემდეგ დონეცკელთა მთავარმა მწვრთნელმა საქებარი სიტყვები არ დაიშურა არაბიძისადმი, რომელსაც უწოდა შრომისმოყვარე, ნიჭიერი ფეხბურთელი. GOAL.GE საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებისა და დონეცკის "შახტარის" შემტევს უკრაინაში დაუკავშირდა და გაესაუბრა. - გაეცანი მკითხველს... - ვარ გიორგი არაბიძე, 17 წლის, 1.70 სანტიმეტრი, პოზიციით მარჯვენა და მარცხენა თავდამსხმელი, ასევე გამთამაშებელი. - პირველი საფეხბურთო ნაბიჯები... - მაშინ, როდესაც ფეხბურთზე შევედი, 6 წლის ვიყავი. ჩემი პირველი გუნდი "ავაზა" იყო, სადაც 2 თვე გავატარე. ამის შემდეგ, "ლოკომოტივში" მოვხვდი. - "შახტარში" მოხვედრის პერიოდი... - სანამ "შახტარში" მოვხვდებოდი, ძალიან ბევრი შემოთავაზება იყო, მაგრამ უკრაინული გუნდის ვარიანტი ვამჯობინე. როდესაც 17 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი ტარდებოდა, დედაქალაქურ გუნდს დამკვირვებლები ჰყავდა შეხვედრებზე გამოგზავნილი, რომლებიც მე მაკვირდებოდნენ. მათ მოვეწონე, გაიმართა მოლაპარაკებები და, საბოლოოდ, "შახტარში" ჩავირიცხე. - როგორი სიტუაციაა, ამჟამად, "შახტარში"? - ამჟამად, "შახტარში" ბრწყინვალე სიტუაციაა, რის გარეშეც, წარმატების მიღწევა წარმოუდგენელია. კარგი ურთიერთობა მაქვს ყველასთან. აქ მაგარი ხალხია. ექიმებიდან დაწყებული, რა თქმა უნდა, მირჩა ლუჩესკუთი დამთავრებული. - რას იტყვი საქართველოს ეროვნული ნაკრების ბოლოდროინდელ გამოსვლებზე? - ჩემი აზრით, ბოლო თამაშებში საქართველოს ნაკრებმა ბრწყინვალე შეხვედრები ჩაატარა. იცვლება ბევრი რამ, უკეთესობისკენ, კახა ცხადაძის მოსვლის შემდეგ. ნელ-ნელა, მაგრამ ხარისხიანად. ვფიქრობ, სამომავლოდ დიდ ტურნირებზე მოხვედრის ნორმალური შანსი გვაქვს. - დღესდღეობით, ეროვნული ნაკრების გამორჩეული ფეხბურთელები... - ნაკრებში ბევრი კარგი ფეხბურთელია, მაგრამ ვფიქრობ, ვაკო ყაზაიშვილი, თორნიკე ოქრიაშვილი, ჯაბა კანკავა და ჯანო ანანიძე გამორჩეულები არიან. arabidze - რას იტყვი ქართულ ფეხბურთზე? - დღესდღეობით, ქართული ფეხბურთის დონე დაბალია და, ალბათ, ამაში ბევრი დამეთანხმება. ჩემი აზრით, ამ სიტუაციის გამოსასწორებლად ფინანსური მხარე და მეტი ყურადღება და პროფესიონალური დამოკიდებულებაა საჭირო. არის კიდევ ბევრი დეტალი და ამის გამოსწორება ასე ადვილი არ არის. ამასთანავე, საქართველოს ჩემპიონატის დონის აწევას კარგი ფეხბურთელები სჭირდება, მაგრამ საქართველოში არ მოდიან მოთამაშეები, ქართველი ფეხბურთელები კი საქმეს არაპროფესიონალურად უდგებიან. - მოედანს გარეთ, როგორია გიორგი არაბიძის ერთი ჩვეულებრივი არასპორტული დღე? - უმეტესწილად, ასეთ დღეებში დასვენებას ვამჯობინებ, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც ხან სად დავდივარ, ხან სად. ვცდილობ, აქაურ გარემოს ასეთ დროს შევეჩვიო. - გიორგი არაბიძეს "ქართველი მესი" შეარქვეს... - როდესაც ეს წავიკითხე, ძალიან გამიხარდა და ახლაც მიხარია, მაგრამ "ქართველი მესი"? - გადაჭარბებულია, თან ძალიან. - როგორია გულშემატკივრის დამოკიდებულება შენდამი, ბოლო დროს, სოციალურ ქსელში? - გულშემატკივრების დამოკიდებულება ძალიან კარგია, რაც მახარებს. მადლობა ყველა კეთილისმსურველს. - ქართველი გულშემატკივარი დარდობს ბოლო დროს გავრცელებულ ტენდენციაზე, ქართველ ფეხბურთელებში. როცა ქართველი ფეხბურთელები საზღვარგარეთ მიდიან, ისინი, გარკვეული წარმატების მიღწევისა და ფულის შოვნის შემდეგ, ზარმაცდებიან, კვლავინდებურად აღარ აგრძელებენ შრომას და მათი კარიერა ნელ-ნელა უკან მიდის. რა აზრის ხართ ამ სტერეოტიპზე? - ისინი, ვინც ასე იქცევიან, უნდა მიხვდნენ, რომ დაიღუპებიან, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ ხვდებიან ამას და ყველაფერი თავიანთ თავს დააბრალონ, მაგრამ ყველა ეგრე არ არის. არც მე და არც ბევრი ქართველი ფეხბურთელი უცხოეთში წასვლის შემდეგ ეგრე არ იქცევა.

 მოამზადა საბა საპანაძემ, სპეციალურად GOAL.GE-სთვის


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ოფიციალურად: კომპანი თავის მშობლიურ გუნდში დაბრუნდება

The Guardian-ისა და კიდევ რამდენიმე წამყვანი ბრიტანული ტაბლოიდის მტკიცებით, ვენსან კომპანის ახალი გუნდი ცნობილია.

დღეს, 14:31

კუალიარელა სერია ა-ს წლის თავდამსხმელი გახდა

როგორც მოგეხსენებათ, კრიშტიანუ რონალდუ სერია ა-ს წლის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.

დღეს, 14:19

მბაპე ლიგა 1-ის ისტორიაში შევიდა

"პსჟ-ს" ფორვარდი ლიგა 1-ს ისტორიაში შევიდა.

დღეს, 13:10

ზიდანმა პოგბას უთხრა, თუ რა უნდა გააკეთოს რეალში გადასასვლელად

ბრიტანულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, პოლ პოგბამ "რეალში" გადასასვლელად უნდა იაქტიუროს.

დღეს, 12:55

ლევანდოვსკი: "რობენის და რიბერის ოჯახების შემხედვარე, კინაღამ ავტირდი"

ბუნდესლიგის საუკეთესო ბომბარდირმა "აინტრახტთან" მოგების შემდეგ, პრესასთან ისაუბრა.

დღეს, 12:46

რიბერიმ ბაიერნის რიგებში თავისი საუკეთესო სეზონი დაასახელა

მიუნხენის "ბაიერნის შემტევმა, ფრანკ რიბერიმ, "ალიანც არენაზე" უკანასკნელი მატჩი შეაფასა.

დღეს, 12:43

ფეხბურთელები, ვისთვისაც ბეტისთან შეხვედრა რეალის მაისურით ბოლო იქნება

"ბეტისთან" შეხვედრა "რეალის" არაერთი ფეხბურთელისთვის გუნდის მაისურით უკანასკნელი იქნება.

დღეს, 12:35

გვარდიოლა: "ინგლისში სამივე ტიტულის მოგება ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე რთულია"

"მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელის აზრით, შიდა ასპარეზზე სამივე ტიტულის მოგება ჩემპიონთა ლიგაზე რთულია.

დღეს, 12:19

ოფიციალურად: ვენსან კომპანი მანჩესტერ სიტის ტოვებს

"მანჩესტერ სიტის" კაპიტანმა გუშინ, თასის ფინალში, გუნდის მაისური უკანასკნელად მოირგო.

დღეს, 12:15

ოქროს ბუცი 2019: მესი ფავორიტია, მბაპეს ჰეთ-ტრიკი სჭირდება

2019 წლის ოქროს ბუცისთვის ბრძოლა ჯერ არ შეწყვეტილა.

დღეს, 12:03

ზიდანი შვილის შესახებ: "ლუკამ თავისი მაღალი დონე უკვე დაამტკიცა"

მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა თავის შვილზე, ლუკაზე ისაუბრა:

დღეს, 11:59

გრიზმანის არასახარბიელო გამომშვიდობება ატლეტიკოს ქომაგებთან

გუშინ, ანტუან გრიზმანმა "ატლეტიკოს" მაისურით უკანასკნელი მატჩი ჩაატარა.

დღეს, 11:53

ანიელი: "ალეგრიმ იუვენტუსის ისტორია დაწერა"

ტურინის "იუვენტუსის" პრეზიდენტმა ანდრეა ანიელიმ მასიმილიანო ალეგრიზე ისაუბრა:

დღეს, 11:45

პიზარომ 40 წლის ასაკში ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი

კლაუდიო პიზარო უკვე 40 წლის არის, თუმცა ასაკის მიუხედავად, პერუელი ფეხბურთიდან წასვლას არ ჩქარობს.

დღეს, 11:30

As: ბარსელონა საჩემპიონო აღლუმს არ ჩაატარებს

As-ის ცნობით, "ბარსელონა" მიმდინარე სეზონში საჩემპიონო აღლუმს არ ჩაატარებს.

დღეს, 11:16

სილვა: "მომავალ სეზონში უფრო მეტ ტიტულს მოვიგებთ"

"მანჩესტერ სიტის" ნახევარმცველმა ბერნარდო სილვამ თავისი გუნდის ამბიციებზე ისაუბრა:

დღეს, 10:53

გვარდიოლა გრიზმანის შესაძლო ტრანსფერს გამოეხმაურა

"მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა ანტუან გრიზმანის შესაძლო ტრანსფერს გამოეხმაურა:

დღეს, 10:39

გოგა ბითაძეს ევროპის საუკეთესო ამომავალი ვარსკვლავის ჯილდო გადასცეს

გუშინ გაიმართა ევროლიგის გალა-დაჯილდოება, სადაც კალათბურთელები სხვადასხვა ნომინაციაში დააჯილდოვეს.

დღეს, 03:32

დავიდ სილვამ საშინელი სერია დაასრულა

ასოციაციის თასის ფინალში "მანჩესტერ სიტი" "უოტფორდს" დაუპირისპირდა და 6:0 გაანადგურა.

დღეს, 03:28

ნაპოლის პრეზიდენტი: "სარი იუვენტუსში? არ გამიკვირდება"

"ნაპოლის" პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი მაურისიო სარის "იუვენტუსში" შესაძლო მისვლას გამოეხმაურა.

დღეს, 03:23

რანიერი: "ბოლო წუთამდე ვიბრძოლებთ"

სერია ა-ს ბოლოსწინა ტურში "რომამ" "სასუოლო" ვერ დაამარცხა და დიდია ალბათობა, რომ ჩემპიონთა ლიგაზე ვერ გავიდეს.

დღეს, 03:19

ოფიციალურად: ჟუნინიო ლიონში დაბრუნდება

ცოტა ხნის წინ, ფრანგულმა პრესამ ვეტერან ფეხბურთელზე, ჟუნინიოზე საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა.

დღეს, 03:15

MLS-ს ახალი ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი ჰყავს

MLS-ში გაიმართა საინტერესო შეხვედრა სან ხოსესა და ჩიკაგოს შორის, რომელიც მასპინძელთა გამარჯვებით 4:1 დასრულდა.

დღეს, 03:10

დე ბრუინი: "მენტალურად მომზადებული ვიყავი"

ტრავმის შემდეგ, კევინ დე ბრუინი მოედანს დაუბრუნდა და თასის ფინალში გოლიც გაიტანა.

დღეს, 03:07

გატუზომ პიონტეკის მომავალზე ისაუბრა

დღეს, იტალიის ჩემპიონატის ბოლოსწინა ტურში "მილანი" "ფროსინონეს" დაუპირისპირდება.

დღეს, 03:04

კრიშტიანო რონალდუ სერია ა-ს წლის საუკეთესო ფეხბურთელია

იტალიის ჩემპიონატი დასრულდა და გასაკვირი არაა, რომ მისი გამარჯვებული ტურინის "იუვენტუსი" გახდა.

დღეს, 03:00

გვარდიოლა: "ამ ტრიპლეტის მოგება უფრო რთულია, ვიდრე ჩემპიონთა ლიგის"

ასოციაციის თასის ფინალში "მანჩესტერ სიტიმ" უოტფორდი" გაანადგურა და მორიგი ტიტული მოიგო.

დღეს, 02:56

ATP რომი: ჯოკოვიჩი ფინალში გავიდა და ნადალს შეხვდება

რომის 1000-იანი მასტერსის 1/2 ფინალში მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა, ნოვაკ ჯოკოვიჩმა დიეგო შვარცმანი სამ სეტში დაამარცხა.

დღეს, 00:47

პირველად ისტორიაში - ევროპის ტოპ 5 ლიგაში უნიკალური შემთხვევა დაფიქსირდა

2018/19 წლების საფეხბურთო სეზონი მართლაც საოცარი და განუმეორებელია და კიდევ ერთი ფაქტით შევიდა ისტორიაში.

დღეს, 00:33

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10