სინიშა მიხაილოვიჩი: "თქვენ რას აკეთებდით 16 წლის ასაკში" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

სინიშა მიხაილოვიჩი: "თქვენ რას აკეთებდით 16 წლის ასაკში"



"მილანის" მთავარმა მწვრთნელმა, სინიშა მიხაილოვიჩმა დაგმო ისინი, ვინც მეკარე ჯანლუიჯი დონარუმას აკრიტიკებს. "დონარუმა ჩვენი განძია. თითოეული ადამიანი, ვინც "მილანზე" წერს, ამ ბიჭს სიყვარულით უნდა მოექცეს, მისი უნდა სჯეროდეს. მან დაამტკიცა, რომ ძლიერი ხასიათი აქვს. ყველას, ვინც დონარუმას განსჯის, ვეკითხები: თქვენ რას აკეთებდით 16 წლის ასაკში? ვწუხვარ, ამ ბიჭს რომ აკრიტიკებენ, მაგრამ მან უნდა გაუძლოს და ამავენაირად გააგრძელოს მუშაობა" , - თქვა სერბმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები