სრნა: "არაბიძე მაღალი დონის მოთამაშეა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

სრნა: "არაბიძე მაღალი დონის მოთამაშეა"



უკრაინის ჩემპიონატის გასულ ტურში დონეცკის "შახტარის" მთავარი მწვრთნელი ახალგაზრდა ქართველ ფეხბურთელს, გიორგი არაბიძეს ენდო და მეორე ტაიმში შეცვლაზე შემოიყვანა. მანამდე კი არაბიძემ ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაზე საოცარი გოლი გაიტანა. ქართველ ტალანტზე კომენტარი უკრაინულ პრესასთან "შახტარის" ხორვატმა კაპიტანმა დარიო სრნამ გააკეთა. "არაბიძე მაღალი დონის მოთამაშეა და ძალიან კარგი მომავალი აქვს. ის კარგად თამაშობს ინდივიდუალურად, რაც დიდი პლიუსია, მაგრამ გუნდური თამაში აუცილებელია", - აცხადებს სრნა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები