F ჯგუფი. "ბაიერნმა" "არსენალი" არ დაინდო, პარდო "ოლიმპიაკოსს" გმირად მოევლინა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

F ჯგუფი. "ბაიერნმა" "არსენალი" არ დაინდო, პარდო "ოლიმპიაკოსს" გმირად მოევლინა



რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ჩემპიონთა ლიგის მე-4 ტურის F ჯგუფის შეხვედრები. ჯგუფის საინტერესო შეხვედრა "ალიანს არენაზე" იმართებოდა. "რეკორდმაისტერებმა" პირველი მატჩის წაგების შემდეგ, მოახერხეს არსენ ვენგერის ბიჭების განადგურება. რაც შეეხება საბერძნეთში გამართულ შეხვედრას, "ოლიმპიაკოსი" დასაწყისში აგებდა, მე-2 ნახევარში პენალტიც გააფუჭა, შემოვიდა მოედანზე პარდო და დუბლით ბერძნებს 3 ქულა მოუტანა.

„ბაიერნი“ 5-1 „არსენალი“, „ალიანს არენა“

გოლი: ლევანდოვსკი ’10, მიულერი ’29; '89, ალაბა ‘44, რობენი '55 - ჟირუ '69

„ბაიერნი“: ნოიერი, ბოატენგი(ბენატია '68), ლამი, ალაბა, მარტინესი, ტიაგო ალკანტარა, დუგლას კოშტა, ხაბი ალონსო, ლევანდოვსკი(ვიდალი '71), მიულერი, კომანი(რობენი '54)

„არსენალი“: ჩეხი, დებუში, მერტესაკერი, გაბრიელი, მონრეალი, ოზილი, კასორლა(ჩემბერსი '87), კოკელენი, ჟირუ(ივობი '85), სანჩესი, კემპბელი(გიბსი '59)

გაფრთხილება: ოზილი, კემპბელი

„ოლიმპიაკოსი“ 2-1 „დინამო ზაგრები“, „კარაისკაკისი“

გოლი: პარდო ’65, '90 - ჰოჯიჩი ‘21

„ოლიმპიაკოსი“: რობერტო, ბოტია(და კოშტა ’51), ელაბდელაუი, სიოვასი, მასუაკუ, მილივოევიჩი, ფორტონუსი, კასამი(ფინგდბოგასონი '80), ერნანი(პარდო ’64), სება, იდეიე

„დინამო ზაგრები“: ედუარდო, მატელი, ტარაველი, ანტოლიჩი, მაჩადო, სანტოსი, პივარიჩი, როგი, ფერნანდესი(მუსა '88), ჰოჯიჩი(ენრიკესი ’57), პიაცა(სიგალი '80)

გაფრთხილება: მაჩადო, სანტოსი, პივარიჩი, როგი

გაძევება: პივარიჩი '79(X2 ყვითელი)

საბა საპანაძე


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები