"ევერტონი" მზადაა, ლუკაკუ 64 მლნ ევროდ გაყიდოს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

"ევერტონი" მზადაა, ლუკაკუ 64 მლნ ევროდ გაყიდოს



ცნობილი გახდა "ევერტონის" ფორვარდ რომელუ ლუკაკუს სატრანსფერო ფასი, მისი პრეტენდენტები "პსჟ" და "იუვენტუსი" არიან. როგორც Daily Mail იუწყება, მერსისაიდული კლუბი მზადაა, 22 წლის ბელგიელს არანაკლებ 45 მლნ ფუნტად (64 მლნ ევრო) დაშორდეს. აღსანიშნავია, რომ შესაძლოა ლუკაკუმ "ევერტონი" სეზონის დასრულების შემდეგ დატოვოს, რამდენადაც, უნდა იმ კლუბში თამაში , რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობს. შეგახსენებთ, "ევერტონმა" ფეხბურთელი "ჩელსისგან" გამოისყიდა შარშან 28 მლნ ფუნტად. სულ "ირისების" მაისურით ლუკაკუმ 44 გოლი გაიტანა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები