ხამესი გამოჯანმრთელდა და "სევილიასთან" ითამაშებს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ხამესი გამოჯანმრთელდა და "სევილიასთან" ითამაშებს



მადრიდის "რეალის" კოლუმბიელი ცენტრალური ნახევარმცევლი ხამეს როდრიგესი სრულად გამოჯანმრთელდა და სათამაშოდ მზადაა. შეგახსენებთ, რომ ხამესმა ტრავმის გამო 2 თვე გამოტოვა. "მე თავს უკეთესად ვგრძნობ. მზად ვარ, რომ მოედანზე საკუთარი ძალების მაქსიმუმი გამოვიყენო", - განაცხადა ხამეს როდრიგესმა. აღსანიშნავია, რომ შემტევი ნახევარმცველი მოედანზე კვირას დაბრუნდება. სავარაუდოდ, ხამესი ესპანეთის ჩემპიონატის შემდეგ ტურში "სევილიასთან" გასამართ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას. ამ სეზონში კოლუმბიელმა 2 მატჩი ჩაატარა და 2 გოლის გატანა მოახერხა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები