ქართველების ფრე გერმანიაში » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ქართველების ფრე გერმანიაში



დღეს გაიმართა გერმანიის მეორე ბუნდესლიგის მატჩი "დუისბურგსა" და "ფრაიბურგს" შორის, რომელიც ფრედ 1-1 დასრულდა. მოგეხსენებათ, ორივე გუნდის რიგებში ქართველი ფეხბურთელები ირიცხებიან. "დუისბურგის" რიგებში განაცხადს მიღმა დარჩა ლაშა დვალი, გიორგი ჭანტურიას კი სათამაშო დრო არ მიეცა. რაც შეეხება ფრაიბურგის ფეხბურთელს, ლუკაშ ჰუფნაგელს, ის მოედანზე მეორე ტაიმის დასაწყიში გამოვიდა და საკმაოდ აქტიურად ჩაერთო თამაშში. 14 ტურის შემდეგ "დუისბურგი" სატურნირო ცხრილის ბოლო პოზიციაზეა, ფრაიბურგი კი - პირველზე.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები