პრემიერ ლიგა. "მანჩესტერმა" დამაჯერებლად იმარჯვა, "ლესტერს" ვერც "უოტფორდი" აჩერებს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

პრემიერ ლიგა. "მანჩესტერმა" დამაჯერებლად იმარჯვა, "ლესტერს" ვერც "უოტფორდი" აჩერებს



რამდენიმე წუთის წინ დასრულდა პრემიერ ლიგის მე-12 ტურის შეხვედრები. კლაუდიო რანიერის "ლესტერი" კვლავ შეუჩერებელია, ლუის ვან გაალის შეგირდებმა კი 3 ქულის მოპოვება ახალგაზრდა ხესე ლინგარდის გოლის და ხუან მატას პენალტის წყალობით მოახერხეს.

"მანჩესტერ უტდ" 2-0 "ვესტ ბრომვიჩი"

გოლი: ლინგარდი '52, მატა '90(პ)

"მანჩესტერ უტდ": დე ხეა, როხო(ჯექსონი '76), სმოლინგი, ბლინდი, იანგი(ჯონსი '62), რუნი(ერერა '82), მატა, კერიკი, შვაინშტაიგერი, ლინგარდი, მარტიალი

"ვესტ ბრომვიჩი": მიუჰილი, ევანსი, ბრანტი(მაკმანამანი '85), მაკაული, დაუსონი, იაკობი, მორისონი(ბერაჰინო '72), მაკლიანი, ფლეტჩერი, სესენიონი, რონდონი(ლაბერტი '72)

გაფრთხილება: როხო - დაუსონი, რონდონი, ბრანტი

გაძევება: მაკაული '90

სხვა მატჩები:

"ლესტერი" 2-1 "უოტფორდი"

გოლი: კანტე '53, ვარდი '65(პ) - დეენი '76(პ)

"ნორვიჩი" 1-0 "სუონსი"

გოლი: ჰაუსონი '70

"ვესტ ჰემი" 1-1 "ევერტონი"

გოლი: ლანცინი '30 - ლუკაკუ '43

"სანდერლენდი" 0-1 "საუთჰემპტონი"

გოლი: ტადიჩი '69(პ)


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები