ხამეს როდრიგესი: "ჩვენ "რეალი" ვართ" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ხამეს როდრიგესი: "ჩვენ "რეალი" ვართ"



"რეალის" ნახევარმცველმა, ხამეს როდრიგესმა კომენტარი გააკეთა "სევილიასთან" დამარცხებაზე (2:3) ესპანეთის ჩემპიონატის მე-11 ტურში და "ბარსელონასთან" მატჩის მოლოდინებზე ისაუბრა. "ახლა ადვილია ვინმეზე თითით მინიშნება, მაგრამ გუნდი ყოველთვის იგებს და აგებს ერთად. ვნახოთ, რა იქნება შემდეგ, მომდევნო მატჩისთვის უნდა მოვემზადოთ. "ბარსელონა" შესანიშნავ ფორმაშია, მაგრამ შესაშინებელი არაფერი გვაქვს, რადგან ჩვენ "რეალი" ვართ. მატჩი საინტერესო იქნება. შეცვლაზე გასვლის შემდეგ ნორმალური შეგრძნება მქონდა. 2 თვე არ მითამაშია. მინდა, გუნდს გამარჯვებაში დავეხმარო" , - განაცხადა ხამესმა, რომელმაც ბოლო წუთს გოლი გაიტანა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები