» იხილე განახლებული ვებ-გვერდი
7

გიორგი შაშიაშვილი - ყველანი დინამოს სამსახურში ვართ



გიორგი შაშიაშვილი დინამოში 17 წლის ასაკში გამოჩნდა. 10 წლის წინ შესრულებული დუბლის დროს იგი დინამოს კაპიტანი გახლდათ. შემდეგ მცირე ხნით ისევ დაუბრუნდა მშობლიურ კლუბს და ახლა ხანგრძლივი განშორების შემდეგ ისევ დინამოელია. დღეს ჩვენ სწორედ მასთან ინტერვიუ გვინდა შემოგთავაზოთ. – გიორგი 3 წლის მანძილზე თამაშობდი და ცხოვრობდი ავსტრიაში. ეს გარემო შენთვის უცხო არ უნდა იყოს... – ავსტრიის ულამაზეს მხარეში ვიმყოფებით. იდეალური ადგილია. ცნობილი კურორტი, ოცნებობს ხალხი აქ მოხვედრაზე. ამიტომაცაა აქაურობას შეკრების ადგილად არა მხოლოდ დინამო კიევი და შახტარი ირჩევს, არამედ ბევრ სხვა ცნობილ კლუბსაც გაუვლია აქ შეკრება. – შეკრების ეკვატორი გადალახულია, ორი სპარინგიც ვითამაშეთ. როგორ შეაფასებდი განვლილ შეხვედრებს? – ორი ამხანაგური შეხვედრა ჩავატარეთ. უკრაინული ფეხბურთის ორ გრანდთან. ორივე შემთხვევაში, ვფიქრობ გუნდის თამაში დადებითად უნდა შეფასდეს. კიევთან ფრე თავისუფლად შეიძლებოდა. შახტარი კი საერთოდ იშვიათად აგებს. ჩემთვის ძალიან სასიამოვნო გახლდათ ოლეგ ბლოხინის შეფასება, რომელმაც ისევე როგორც შახტარის ფეხბურთელებმა ჩვენი გუნდის ათლეტიზმს და მაღალ ფიზიკურ მომზადებას გაუსვეს ხაზი. ქართულ გუნდებს ყოველთვის უჭირდათ ამ კომპონენტში და ერთგვარი დამღაც გვქონდა, მუდმოვად ფიზიკურად მოვიკოჭლებდით. სხვადასხვა ქვეყნებში მითამაშია და ყველგან გვახასიათებდნენ, როგორც ტექნიკური და ჭკვიანი ფეხბურთის მიმდევრებად, მაგრამ ფიზიკურ მომზადებას გვიწუნებდნენ მუდამ. – ნაწილობრივ უპასუხე მომდევნო კითხვას, ბევრ სხვადასხვა სტილის მიმდევარ მწვრთნელთან გიმუშავია. დუშან უჰრინის მიდგომა რით განსხვავდება? – დუშან უჰრინმა შეძლო გუნდის ფიზიკურად კარგად მომზადება და ფაქტიურად მთელი სეზონის მანძილზე სტაბილურობის შენარჩუნება შეძლო, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ისევე როგორც ყველა მწვრთნელს, მასაც განსხვავებული, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ხედვა აქვს, რომელმაც მოგვიტანა უკვე შედეგი – ჩემპიონობა და თასი. – 10 წლის წინ დინამომ ითამაშა ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე. შენ იმ გუნდის წევრი იყავი. რა პარალელებს გაავლებდი ? მაშინაც და ახლაც გუნდში გარკვეული სინთეზი იყო გამოცდილი და ახალგაზრდა ფეხბურთელების. ახლაც ასეა, მაგრამ დღევანდელი გუნდი იმით გახლავთ უკეთესი რომ ჩვენი გუნდის ღირსებას ლეგიონერებიც იცავენ, რომლებიც Aთავიანთი საქმის პროფესიონალები არიან. – რა არის დღევანდელი დინამოს მთავარი პლიუსი? – ალბათ ის რომ გუნდში ფაქტიურად იდეალური სიტუაციაა. მეგობრული და ამავდროულად საქმიანი ატმოსფეროა. ყველამ იცის რა და როგორ უნდა აკეთოს. ყველა ერთ საქმეს აკეთებს. ხელმძღვანელები, ფეხბურთელები ყველანი დინამოს სამსახურში ვართ. გუნდში სამაგალითო დისციპლინაა. საყოფაცხოვრებო საკითხებში წესრგი მოედანზეც გადადის. ძალიან მეგობრული გუნდი შეიკრა, სადაც ფაქტიურად ყველა რგოლში მაღალი კონკურენციაა, რაც გუნდის ზრდაში დიდ როლს თამაშობს. მთავარი კი ის გახლავთ, რომ გუნდში ყველა პირობაა წარმატებისთვის. ბევრ უცხოურ გუნდში მითამაშია და შემიძლია თამამად ვთქვა რომ ასეთი თანამედროვე ბაზა არსად მინახავს, ჩვენი კლუბის პრეზიდენტმა რომან ფიფიამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რათა კლუბი ნაბიჯ-ნაბიჯ წინ მიიწევდეს და პროგრესირებდეს. ჯერ ინფრასტრუქტურა, შემდეგ წარმატება საქართველოში. ვნახოთ რა იქნება მომდევნო ნაბიჯი. – წილისყრის შედეგებმა ყველანი ოპტიმისტურად განგვაწყო. შეიძლება შედარებით სუსტი გუნდი შეგვხვდა და ვალდებული ვართ ეს ეტაპი გავიაროთ, მაგრამ დიდი ხანია ვთამაშობ და ვიცი რომ მეტოქის შეუფასებლობა არ შეიძლება. ჩვენ ვიცით რა კატეგორიის მოწინააღმდეგე გვეყოლება, მაგრამ ფეხბურთელები და ყველანი, საუბრებში სულ იმას ვამბობთ, რომ ნებისმიერ მეტოქესთან სრული მობილიზაცია და კონცენტრაციაა საჭირო. მოწინააღმდეგე თავის ქვეყანაში საუკეთესოა. უნდა გამოვიდეთ და ჩვენი თამაში ვითამაშოთ. ვინც იქნება მოედანზე ბოლომდე დაიხარჯება და თავის საქმეს გააკეთებს. ჩვენ ასეთი განწყობა გვაქვს. – რას ეტყვი დინამოს გულშემატკივარს? დინამოს ისტორია, ტრადიცია, უბრალოდ დინამოს ფორმა გვავალდებულებს გამარჯვებას. ქართველი ხალხი დინამოს წარმატების მოლოდინშია. სხვა ქართულ გუნდებსაც ჰქონდათ ლოკალური წამატებები, მაგრამ ჩვენი თანამემამულეებისთვის დინამო ქართული ფეხბურთის სახეა. ჩვენგან გულშემატკივრები წარმატებებს ელიან და ვეცდებით ისინი არ გავაწბილოთ. ბევრი ძლიერი მეტოქე გვეყოლება, მაგრამ დინამო დღეს ის გუნდია რომელსაც შესწევს ძალა საკუთარი თავი ღირსეულად წარმოაჩინოს. წყარო: fcdinamo.ge

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

არსენალის დამშლელები - ვარდის რუნის მიღწევამდე ერთი გოლი აშორებს

როგორც მოგეხსენებათ, "ლესტერ სიტიმ" ჯეიმი ვარდის გოლით გასვლაზე ლონდონის "არსენალი" მინიმალური ანგარიშით დაამარცხა.

დღეს, 10:57

იუვენტუსი რონალდუზე დამოკიდებული გახდა?!

როგორც მოგეხსენებათ, ტურინის "იუვენტუსის" ლიდერი, კრიშტიანუ რონალდუ კვლავინდებურად კორონავირუსს ებრძვის.

დღეს, 10:50

"ხასიათის გამოსწორებას მანჩესტერთან ვეცდებით", - ჯაკა

ლონდონის "არსენალის" საყრდენმა ნახევარმცველმა, გრანიტ ჯაკამ "ლესტერ სიტის" წინააღმდეგ შეხვედრა შეაფასა:

დღეს, 10:26

"ვარდი მსოფლიო კლასის ფეხბურთელია", - როჯერსი

"ლესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა, ბრენდან როჯერსმა ლონდონის "არსენალთან" გამარჯვების მოპოვების შესახებ ისაუბრა:

დღეს, 10:17

პირლო: "ვერონა ერთ-ერთი ყველაზე უხერხული მეტოქეა"

ტურინის "იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა, ანდრეა პირლომ "ვერონასთან" დაკარგული ქულების შესახებ ისაუბრა:

დღეს, 10:11

კორონავირუსის გამო, ეროვნული ლიგის კიდევ ერთი მატჩი გადაიდო

მოგეხსენებათ, გასულ კვირას კორონავირუსის გამო "ლოკომოტივისა" და "დინამო თბილისის" მატჩი გადაიდო.

დღეს, 02:34

დავიდ სილვა ლა ლიგის ისტორიაში შევიდა

ლა ლიგის გასულ ტურში "სოსიედადი" "უესკას" დაუპირისპირდა და 4:1 გაანადგურა.

დღეს, 02:30

27 მატჩიანი სერია შეწყდა - პირველად 1973 წლის შემდეგ

პრემიერ ლიგის გასულ ტურში "არსენალი" "ლესტერს" დაუპირისპირდა და 0:1 დამარცხდა.

დღეს, 02:25

"ბარსელონადან ასე წასვლა არ მსურს" - უმტიტი თავის მომავალზე

კატალონიის "ბარსელონას" მცველი სამუელ უმტიტი თავის მომავალზე კომენტარს აკეთებს.

დღეს, 02:23

არტეტა: "არ ვიცი, რა მოხდა"

პრემიერ ლიგის გასულ ტურში "არსენალი" "ლესტერს" დაუპირისპირდა და 0:1 დამარცხდა.

დღეს, 02:19

როგორია პსჟ-ს გეგმები მბაპესთან მიმართებაში? - კლუბში კომენტარს აკეთებენ

საფრანგეთის მოქმედი ჩემპიონის ლიდერის კილიან მბაპეს მომავალზე იური ჯორკაეფი საუბრობს.

დღეს, 02:16

რა მოხდა რეალურად ქეცბაიასა და ოქრიაშვილს შორის?

"აპოელთან" მოგებული 2:0 მატჩის შემდეგ, ერთმანეთს თემურ ქეცბაია და თორნიკე ოქრიაშვილი დაუპირისპირდნენ.

დღეს, 02:12

"რატომ ვლაპარაკობ ახლა?" - ქეცბაია ჟურნალისტებს კვლავ დაუპირისპირდა

"ანორთოსისის" ქართველი მწვრთნელი თემურ ქეცბაია ჟურნალისტებს კიდევ ერთხელ დაუპირისპირდა.

დღეს, 02:08

ქვილითაია: "რისთვისაც აქ ჩამოვედი, ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის"

კვიპროსის ჩემპიონატის გასულ ტურში "ანორთოსისი" "აპოელს" დაუპირისპირდა და 2:0 დაამარცხა.

დღეს, 02:06

ბარსელონასთან მატჩის წინ, პირლოს იუვენტუსმა ჩემპიონატში კვლავ ვერ მოიგო [VIDEO]

სერია ა-ს მე-5 ტურში „იუვენტუსმა“ საკუთარ კედლებში „ვერონას“ ვერ მოუგო - 1:1

დღეს, 01:53

ვარდის გოლით, ლესტერმა ემირეითსიდან სამი ქულა წამოიღო [VIDEO]

პრემიერ ლიგის მე-6 ტურში „არსენალმა“ „ლესტერს“ უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა.

დღეს, 01:47

დაინტერესება ლა ლიგიდან - კვარაცხელიას პირველი ტოპ მსურველი გამოუჩნდა

მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელია ბრწყინვალე ფორმაშია და გასაკვირი არაა, რომ მას ბევრი მსურველი ჰყავს.

დღეს, 00:54

"ვირჯილ, გამაგრდი ჩემო ძმაო!", - მემფისმა ვან დეიკს მხარდაჭერა გამოუცხადა [ფოტო]

საფრანგეთის ლიგა 1-ს მერვე ტურში, „მონაკოსთან“ მატჩში, მემფის დეპაიმ თავი გოლით გამოიჩინა.

დღეს, 00:38

ადამა ტრაორე: "არ ვფიქრობ, რომ სისწრაფეს კანის ფერთან რაიმე კავშირი აქვს"

"ვულვერჰემპტონის" გარემარბმა სისწრაფესა და ადამიანების კანის ფერს შორის კავშირზე კომენტარი გააკეთა.

გუშინ, 23:50

"კონტაქტი მქონდა", - უმტიტიმ დაასახელა კლუბი, რომელსაც გასულ ზაფხულს მისი შეძენა უნდოდა

"ბარსელონას" მცველმა, სამუელ უმტიტიმ განმარტა, თუ რატომ არ წავიდა კატალონიური გრანდიდან.

გუშინ, 23:43

"ტოტენჰემში დაბრუნებისთვის ძალიან ბებერი ვარ", - მოდრიჩი საკუთარ მომავალზე ალაპარაკდა

მადრიდის "რეალის" ხორვატი ნახევარმცველი, ლუკა მოდრიჩი საკუთარ მომავალზე ალაპარაკდა.

გუშინ, 23:39

"გადაწყვიტეს, რომ საკმარისად კარგი არ ვიყავი", - მაჰრეზმა 2014 წელს ჩაშლილი ტრანსფერი გაიხსენა

"მანჩესტერ სიტის" შემტევმა ნახევარმცველმა, რიად მაჰრეზმა საკმაოდ საინტერესო ისტორია გაიხსენა.

გუშინ, 23:34

სპორტის სახეობა, რომელზეც ბავშვობაში ადამა ტრაორემ ფეხბურთის გამო უარი თქვა

"ვულვზის" გარემარბმა, ადამა ტრაორემ განაცხადა, რომ ბავშვობაში ამერიკული ფეხბურთის თამაშს სთავაზობდნენ.

გუშინ, 23:29

"პასუხი დადებითი აღმოჩნდა", - რონალდინიოს კორონავირუსი დაუდასტურდა

ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა, რონალდინიომ განაცხადა, რომ კორონავირუსით დაინფიცირდა.

გუშინ, 23:23

"უკვე აღარ იცის, როგორ ითამაშოს ბარსას მაისურით", - ლიზარაზუმ გრიზმანს წასვლა ურჩია

საფრანგეთის ნაკრების ექს-მცველმა "ბარსელონას" რიგებში ფორვარდ ანტუან გრიზმანის ასპარეზობაზე ისაუბრა.

გუშინ, 23:18

"ეს უბრალოდ სასაცილოა", - ანჩელოტი არბიტრის გადაწყვეტილებით აღშფოთებულია

"ევერტონის" მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ დღევანდელი მარცხის შემდეგ განცხადება გააკეთა.

გუშინ, 23:10

"ახლა შემიძლია მოწინააღმდეგეებს თავი დავაღწიო", - ტრაორემ საიდუმლო გაამხილა

"ვულვერჰემპტონის" ესპანელმა გარემარბმა, ადამა ტრაორემ საკმაოდ საინტერესო საიდუმლო გაამხილა.

გუშინ, 23:01

"არბიტრმა დარღვევა დაინახა", - ზიდანმა კლასიკოში დანიშნული პენალტის ეპიზოდი შეაფასა

"რეალის" მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა "ელ კლასიკოში" დანიშნული პენალტის ეპიზოდზე ისაუბრა.

გუშინ, 22:35

"80 წლის ასაკში ყველაზე მეტად ერთადერთ რამეს ვნანობ", - პელე

ბრაზილიის ნაკრების რიგებში მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა, პელემ საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა.

გუშინ, 22:25

კუმანს 12-მატჩიანი დისკვალიფიკაცია და ფულადი ჯარიმა ემუქრება!

"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი, რონალდ კუმანი შესაძლოა ხანგრძლივი დისკვალიფიკაციით დაისაჯოს.

გუშინ, 22:17
i

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10