ავტორიზაცია

37 წლის გორან პანდევი ჯენოაში კიდევ ერთ სეზონს გაატარებს

37 წლის გორან პანდევი ჯენოაში კიდევ ერთ სეზონს გაატარებს
თარიღი 24 Jul 2021, 23:45

"ჯენოას" თავდამსხმელმა, გორან პანდევმა კარიერის გაგრძელება გადაწყვიტა.

აღნიშნულ ინფორმაციას ჟურნალისტი, ჯანლუკა დი მარციო ავრცელებს.

ასე და ამგვარად, 37 წლის ჩრდილოეთ მაკედონიელმა ახალი ერთწლიანი კონტრაქტის გაფორმებაზე პრინციპული თანხმობა განაცხადა.

გასულ სეზონში პანდევმა სერია ა-ში 29 მატჩი ჩაატარა, 7 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი გააკეთა.