» იხილე განახლებული ვებ-გვერდი
7

გიორგი მერებაშვილი: "დინამო" ყველა მატჩში მოსაგებად გადის მოედანზე"



ავსტრიული შეკრების მე-10 დღეც მიილია. დინამოელებმა დღეს მხოლოდ ერთი, დილის ვარჯიში ჩაატარეს. ალპურ გრილ საღამოს გიორგი მერებაშვილს ვესაუბრებით. ყველანი ვთანხმდებით, რომ სეზონისთვის მოსამზადებლად გუნდი საუკეთესო ადგილზე იმყოფება. მაგრამ მაინც ვალდებული ვარ შეკრების მიმდინარეობაზე გკითხო? შეკრებისთვის იდეალურ ადგილზე ვიმყოფებით, მთებში. ორგანიზმი იწმინდება. ყველაფერი ნორმალურად მიდის. შეკრება ნელ-ნელა სრულდება და ვფიქრობ შევძლებთ, რომ ორგანიზმის მდგომარეობა პიკს ევროპული თამაშებისთვის მიუახლოვდეს. ძლიერ მეტოეებთან შეხვედრები კი შეკრებას ორმაგად უფრო ნაყოფიერს ხდის. საკუთარ შესაძლებლობებს და თავს ვცდით. ავსტრიული სპარინგები ალბათ ცალკე თემაა. ასეთი ძლიერი მეტოქეები შეკრებაზე ალბათ კარგა ხანია არ გვყოლია? ისეთ გუნდებთან მოგვიწია სპარინგი, რომლებიც სისტემატურად გამოდიან ჩემპიონთა თუ ევროპის ლიგაზე და ჯგუფური ეტაპის დაძლევის ამბიციაც გააჩნიათ. მე პირადად არც სანაკრებო და არც საკლუბო დონეზე შახტარზე ძლიერ გუნდთან არ მითამაშია. როგორც გუნდურ, ასევე ინდივიდუალურად უმაღლესი კლასის მეტოქესთან შეხვედრაში დიდი გამოცდილება მივიღე. მიუხედავად მატჩის ამხანაგური ხასიათისა, მაქსიმუმი გავაკეთეთ. გამარჯვება ძალიან სასიამოვნო იყო. ასეთ შეხვედრებში წარმატებით თამაშის შემდეგ საკუთარი თავის რწმენა იზრდება, რის გარეშეც მნიშვნელოვან შედეგს ვერ მიაღწევ. მახსოვს მე-2 ტაიმში დონეცკელები როგორი მონდომებულები გამოვიდნენ და მატჩის ბოლოს მათი ბრაზილიელები როგორი აგრესიით იყვნენ განწყობილნი. ალბათ იმიტომ რომ ძალიან იშვიათად აგებენ და მარცხთან შეგუება ძალიან გაუჭირდათ. შეკრებაზე მოწინააღმდეგე გუნდების წარმომადგენლები ერთხმად აღნიშნავენ, ჩვენი გუნდის ათლეტიზმს და გამძლეობას. შენ რას ფიქრობ, მართლაც არის პროგრესი ამ კუთხით? ნამდვილად საგრძნობლად მოვუმატეთ. ადრე მეორე ნახევარში გვიჭირდა, უპირატესობას ვთმობდით, ახლა პირიქით. აქ გამართულ მატჩებშიც მეორე ტაიმი უკეთ ვითამაშეთ. მეც საკუთარ თავს ვამჩნევ, რომ მეტი მანძილის დაფარვა შემიძლია და უფრო მეტი სირბილი მოედანზე ვიდრე ადრე. ეს თბილისში ჩატარებულმა ტესტებმა და სამედიცინო შემოწმებამაც აჩვენა. ორგანიზმს უფრო მეტი დატვირთვების ატანა შეუძლია. ათლეტიზმის, გამძლეობის, ფიზიკური მომზადების პრობლემა არა გვაქვს, ვფიქრობ ამ მხრივ მზადყოფნაში ვართ. წინა შეხვედრებში კომბინაციური თამაში მხოლოდ ეპიზოდურად გამოგვდიოდა, ბურთსაც ვერ ვუფრთხილდებოდით... ეს ყველაფერი უთამაშებლობის ბრალია. კუნთები დაჭიმულია, ტექნიკური მოძრაობა ჭირს, მაგრამ ეს ყველაფერი გამოსწორებადია და გარკვეულ დროს მოითხოვს. მთავარ შეხვერებამდე ჯერ კიდევ არის დრო და ორი ამხანაგური თამაში. ამ პერიოდში აქცენტი სწორედ კომბინაციების დახვეწაზე გაკეთდება, რაც ჩვენს შეტევებსაც უფრო შინაარსიანს და აგრესიულს გახდის. ოფიციალურ შეხვედრებამდე დარჩენილი ორივე თამაში რუსულ კლუბებთან გვიწევს, 30-ში აქ კრასნოდართან, 7 ივლისს კი დინამო არენაზე, მოსკოვის დინამო გვესტუმრება... ჩემთვის ორივე შეხვედრა ჩვეულებრივი იქნება. ჩვენ ყველა მატჩში მოსაგებად გავდივართ მოედანზე და ამჯერადაც ასე იქნება. კრასნოდართან მატჩის წინ ბიჭები ვხუმრობთ, ბოლო მატჩია, უნდა მოვიგოთ და ჯგუფიდან გავდივართ. რაც შეეხება მოსკოვის დინამოსთან თამაშს, მათთან შეხვედრა ისტორიულად ყოველთვის პრინციპულ ხასიათს ატარებდა. დიდი იმედი მაქვს, დინამო არენაზე გულშემატკივარი მოვა და მათი მხარდაჭერით, ჩვენს სტადიონზე დაუმარცხებელ სერიას გავაგრძელებთ. fcdinamo.ge

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ინტერი რეალთან მატჩს შესაძლოა დიდი დანაკლისით შეხვდეს

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ერთმანეთს "ინტერი" და მადრიდის "რეალი" დაუპირისპირდებიან.

დღეს, 03:31

სიტის ვეტერანმა ფეხბურთელმა დაასახელა მწვრთნელი, ვინც გვარდიოლას წასვლის შემდეგ უნდა დაინიშნოს

"მანჩესტერ სიტის" ვეტერანი ფეხბურთელი შონ გოთერი ამ გუნდის მომავალ მწვრთნელებს განიხილავს.

დღეს, 03:28

"ჩავიბარებ თუ არა მანჩესტერს?" - გიგსი კომენტარს აკეთებს

"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდას რაიან გიგს ჰკითხეს, ჩაიბარებდა თუ არა ის "მანჩესტერს."

დღეს, 03:24

მოურინიო გაბრაზებულია: "პირველ ტაიმში 11 ცვლილების გაკეთება მინდოდა"

ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე "ტოტენჰემი" "ანტვერპს" დაუპირისპირდა და 1:0 დამარცხდა.

დღეს, 03:20

გადაწყვეტილია: ბრაზილიის ნაკრებს ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა

ნოემბრის თვეში ბრაზილიის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებს გამართავს.

დღეს, 03:17

ხოჭოლავას, ლორიას და ჩაკვეტაძის შემდეგ, ტრავმა ნაკრების კიდევ ერთმა ფეხბურთელმა მიიღო

ლა ლიგა 2-ის გასულ ტურში "ტენერიფე" "ლუგოს" დაუპირისპირდა და ფრედ 1:1 ითამაშა.

დღეს, 03:05

უპრეცედენტო შემთხვევა ფეხბურთის ისტორიაში, რომელიც არსენალის მატჩში დაფიქსირდა

ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე "არსენალი" "დუნდალკს" დაუპირისპირდა და 3:0 გაანადგურა.

დღეს, 03:00

ლოჩოშვილის კარგი მატჩი ევროპა ლიგაზე და განადგურებული ფეიენოორდი!

ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ერთმანეთს "ფეიენოორდი" და "ვოლფსბერგერი" დაუპირისპირდნენ.

დღეს, 02:41

არსენალმა ევროპა ლიგაზე კვლავ მოიგო და ჯგუფის ლიდერია [VIDEO]

ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ერთმანეთს "არსენალი" და "დუნდალკი" დაუპირისპირდნენ.

დღეს, 02:38

მილანმა სპარტა არ შეიმჩნია და მორიგი გამარჯვება მოიპოვა [VIDEO]

უეფას ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის ფარგლებში "მილანმა" შინაურ კედლებში პრაჟია "სპარტა" მიიღო.

გუშინ, 23:55

ბეილმა ტოტენჰემს ვერ უშველა - ჰოტსპური ბელგიაში დამარცხდა [VIDEO]

უეფას ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის ფარგლებში "ტოტენჰემი" ესტუმრა "როიალ ანტვერპენს" და მინიმალური ანგარიშით დამარცხდა.

გუშინ, 23:48

როდის დაბრუნდება ტერ შტეგენი?

როგორც მოგეხსენებათ, "ბარსელონას" ძირითადი მეკარე, მარკ-ანდრე ტერ შტეგენი აგვისტოს შემდეგ ტრავმირებულია.

გუშინ, 23:35

As: ბენზემასა და ვინისიუსს შორის პირადი შეხვედრაც შედგა - რით დასრულდა საუბარი?

როგორც მოგეხსენებათ, ვინისიუს ჟუნიორის თამაშით უკმაყოფილო კარიმ ბენზემამ ბრაზილიელი თავდამსხმელი ფერლან მენდისთან საუბარში

გუშინ, 23:09

დადასტურდა: პსჟ-მ ნეიმარი დაკარგა - როდის დაბრუნდება ბრაზილიელი?

როგორც მოგეხსენებათ, "პარი სენ-ჟერმენის" ლიდერმა, ნეიმარ ჟუნიორმა ჩემპიონთა ლიგაზე მიიღო ტრავმა და მოედანი დატოვა.

გუშინ, 22:58

ციფრები: ყველაზე წარუმატებელი სეზონის სტარტი მესის კარიერაში

2020-2021 წლის სეზონი მიმდინარეობს ისე, რომ "ბარსელონას" კაპიტანს, ლიონელ მესის გოლი თამაშიდან ჯერ არ გაუტანია.

გუშინ, 22:44

"ბარსაში თამაშობენ აღზრდილები, ჩვენთან კი ფიორენტინას და პარმას ფეხბურთელები", - პირლო

ტურინის "იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა, ანდრეა პირლომ ისაუბრა იმ სხვაობის შესახებ, რომელიც მის გუნდსა და "ბარსას" შორის არის:

გუშინ, 22:09

"რეალს რაულისა და კასილასის მსგავსი სიმბოლო ახლაც ჰყავს", - მადრიდელთა ექს-მოთამაშე

მადრიდის "რეალის" ყოფილმა ფეხბურთელმა, ლუის მილამ თავისი ექს-გუნდის ლეგენდების შესახებ განცხადება გააკეთა:

გუშინ, 21:53

როდის დაბრუნდება ოდეგორი?

მადრიდის "რეალი" აგრძელებს ლა ლიგის შემდეგი ტურისთვის მზადებას, რომელშიც მოწინააღმდეგე "უესკა" იქნება.

გუშინ, 21:39

სარი ახალ გუნდს უახლოვდება - იტალიური პრესა

Tuttomercato-ს თანახმად, ტურინის "იუვენტუსის" ყოფილი მთავარი მწვრთნელი, მაურიციო სარი ახალ გუნდს უახლოვდება.

გუშინ, 21:26

გვარდიოლა: "წაგების დროს, სოციალური ქსელები გუნდის მდგომარეობას ამძიმებს"

"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ გუნდის წაგებასთან დაკავშირებით მორიგი საკმაოდ საინტერესო განცხადება

გუშინ, 21:04

"ჩემპიონთა ლიგის ფინალი? რატომაც არა", - სოლსკიაერი

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ოლე-გუნარ სოლსკიაერმა საკმაოდ ამბიციური განცხადება გააკეთა:

გუშინ, 20:44

"უნდა დავაბრუნოთ პეპი, პუიოლი, ხავი და ინიესტა", - ბარსას პრეზიდენტობის კანდიდატი

"ბარსელონას" პრეზიდენტობის კანდიდატმა, ვიქტორ ფონტმა განაცხადა, რომ კლუბში ლეგენდები უნდა დაბრუნდნენ:

გუშინ, 20:18

მაგუაირი: "განადგურებულები ვიყავით"

"მანჩესტერ იუნაიტედის" კაპიტანმა, ჰარი მაგუაირმა განაცხადა, რომ მისმა გუნდმა სეზონის სტარტზე წარმოქმნილი კრიზისი

გუშინ, 19:54

იბრაჰიმოვიჩი: "ზლატანი თუ არ ხარ, კორონავირუსთან ბრძოლას არ გირჩევ"

"მილანის" ლიდერმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა კორონავირუსთან დაკავშირებით საკმაოდ სახალისო და საინტერესო განცხადება გააკეთა:

გუშინ, 19:45

"თემურ მიყვარხარ" - ოქრიაშვილი ქეცბაიას მიმართავს [VIDEO]

"ანორთოსისის" ქართველი ფეხბურთელი თორნიკე ოქრიაშვილი ამავე გუნდის თავკაცს თემურ ქეცბაიას მიმართავს

გუშინ, 19:07

ორი ვარსკვლავი დიბალას სანაცვლოდ - რეალმა იუვენტუსს შეთავაზება გაუმზადა!

მადრიდის "რეალი" "იუვენტუსს" თავდამსხმელ პაულო დიბალას ტრანსფერზე საინტერესო წინადადებას უმზადებს.

გუშინ, 17:24

ინტერსა და ლაუტაროს ახალი კონტრაქტი სურთ, თუმცა არსებობს ერთი პრობლემა

მილანის "ინტერსა" და თავდამსხმელ ლაუტარო მარტინესს შორის მოლაპარაკებები მძიმედ მიმდინარეობს.

გუშინ, 17:13

კაპელო: "იუვენტუსსა და ბარსელონას შორის არსებულმა სხვაობამ შოკში ჩამაგდო"

"იუვენტუსის" ექს-მწვრთნელმა, ფაბიო კაპელომ "ბარსელონასთან" მატჩში ტურინელთა თამაში შეაფასა.

გუშინ, 17:09

ჰარგრივზი: "ვან დე ბეკს შეუძლია მანჩესტერ იუნაიტედის მიულერი გახდეს"

"მანჩესტერ იუნაიტედისა" და "ბაიერნის" ექს-ნახევარმცველმა, ოუენ ჰარგრივზმა დონი ვან დე ბეკზე ისაუბრა.

გუშინ, 17:03

შეთანხმება ვერ ხერხდება - რას ითხოვს დონარუმა მილანისგან?

"მილანის" მეკარე, ჯანლუიჯი დონარუმა კლუბს ახალ კონტრაქტზე ვერ უთანხმდება, წერენ იტალიურ პრესაში.

გუშინ, 16:35
i

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10