ავტორიზაცია

ტატო ხაინდრავა: ''მადლობა ''ტორპედოს'' და ბუხუ ოდიკაძეს''

ტატო ხაინდრავა: ''მადლობა ''ტორპედოს'' და ბუხუ ოდიკაძეს''
თარიღი 12 Dec 2015, 19:24
დღეს, "ბენდელაზე" "საბურთალომ" "ტორპედოს" უმასპინძლა. მატჩი საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა, მაყურებელი 8 გოლის მომსწრე გახდა. აღსანიშნავია, რომ სწორედ დღეს, პირველი წრის ბოლო მატჩში შედგა ახალგაზრდა ''ტორპედოელი'' მეკარის, ტატო ხაინდრავას დებიუტი უმაღლეს ლიგაში. მან თავი საკმაოდ კარგად წარმოაჩინა. GOAL.GE გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს 20 წლის დებიუტანტთან. - ფეხბურთის თამაში 10 წლის ასაკში, ''ნორჩ დინამოში'' დავიწყე, შემდეგ ბედი "ოლიმპში" ვცადე, კოტე მელქაძეს გუნდში, სადაც თემო ჩარკვიანმა მომამზადა და თბილისის ''დინამოში'' წავედი სინჯებზე. აქ ბუხუ ოდიკაძემ დამიტოვა. მან და "დინამოს"  მთელმა კოლექტივმა დიდი წვლილი შეიტანა ჩემს ფეხბურთელად ჩამოყალიბებაში. ''დინამოს'' შემდეგ მარტვილის ''მერანში'' ვიყავი.  აქედან გამანათხოვრეს ხობის ''კოლხეთში''. ამის შემდეგ კი, ისევ ბუხუ ოდიკაძემ წამიყვანა ''ტორპედოში'', სადაც ძალიან კარგი გარემოა, მიწევს გამოცდილ ფეხბურთელებთან ერთად ვარჯიში. გამოვყოფ რამდენიმე ფეხბურთელს, რომელთაგანაც ძალიან ბევრი რამ ვისწავლე. ესენია: ოდიკაძე, კახელიშვილი, სომხიშვილი, თევდორაძე და სიჭინავა. რაც შეეხება ჩემს დებიუტს ''ტორპედოში'',  ძალიან დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობდი ყველას წინაშე. თამაშის შემდეგ ისეთი რამ ვიგრძენი, რაც არასდროს განმიცდია. ყველა მილოცავდა, გვერდში მედგა. ძალიან ემოციური და ბედნიერი დღე იყო ჩემს ცხოვრებაში.

მოამზადა ნინო ვაშაკიძემ, სპეციალურად GOAL.GE-სთვის