ჭანტურია: "ეს მომენტი ჩემს ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი იყო"

დასრულდა საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის 1/4 ფინალური ეტაპის განმეორებითი შეხვედრა “დინამო არენაზე”, სადაც ერთმანეთს თბილისის “დინამო” ქუთაისის “ტორპედოს” დაუპირისპირდნენ. მატჩი დედაქალაქელთა გამარჯვებით, 2-1 დასრულდა, 2 მატჩის ჯამში კი გია გეგუჩაძის შეგირდებმა 3-1 მოიგეს.
შეხვედრის კიდევ ერთი პოზიტივი იყო ის, რომ დიდხნიანი პაუზის შემდეგ მოედანს ოფიციალურ შეხვედრაში "დინამოს" კაპიტანი, ნიკა ჭანტურია დაუბრუნდა. მატჩის დასრულების შემდეგ მასპინძელთა 4-იანმა GOAL.GE-სთან კომენტარი გააკეთა.
- ვიცოდით, რომ მნიშვნელოვანი მატჩი იყო, ამიტომ თავიდანვე სერიოზულად ვემზადებოდით. მიუხედავად იმისა, რომ ქუთაისში 0-1 მოვიგეთ და მცირე უპირატესობა გქვონდა, ეს არაფერს ცვლიდა, რადგან "დინამო"-"ტორპედო" ყოველთვის გამორჩეული და განსაკუთრებული დაპირისპირებაა. აქედან გამომდინარე, გუნდმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მატჩი სასურველი შედეგით დამთავრებულიყო. ჩვენთვის სასურველი შედეგი მხოლოდ გამარჯვებაა, ფრეს არ დავკმაყოფილდით და მოლოდინმაც გაგვიმართლა.
5 მარტის შემდეგ, თითქმის უკვე 10 თვე გავიდა, რაც ოფიციალური თამაში არ მქონდა ნათამაშები და რა თქმა უნდა, ეს მომენტი ჩემს ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი იყო, რადგან ურთულესი ტრავმის შემდეგ მოედანზე დავბრუნდი და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ფორმა აღვიდგინო და უკეთესად ავთამაშდე.
საბა საპანაძე
ს.კ "დინამოს" ფოტო