ავტორიზაცია

38-ე სეზონი და მე-16 კლუბი! 55 წლის მიურა პორტუგალიაში ითამაშებს

38-ე სეზონი და მე-16 კლუბი! 55 წლის მიურა პორტუგალიაში ითამაშებს
თარიღი 01 Feb 2023, 22:29
„იოკოგომას“ ვეტერანი ნახევაარმცველი, კადზიოსი მიურა, კარიერას პორტუგალიაში გააგრძელებს.

55 წლის იაპონელი პორტუგალიის მეორე დივიზიონის გუნდში, „ოლივეირენსეში“ გადავიდა, რომელთანაც კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე გააფორმა.

„ოლივეირენსე“ ნახევარმცველის კარიერაში მე-16 ზოგადად და მე-5 უცხოური კლუბი გახდა. აქამდე, ის ბრაზილიაში, იტალიაში, ხორვატიასა და ავსტრალიაში თამაშობდა.

მიურა პროფესიონალურ ფეხბურთში თავის 38-ე სეზონს ატარებს. ის ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელია, რომელმაც იაპონიის ლიგაში ითამაშა და ამავე ჩემპიონატში გოლის ყველაზე ასაკოვანი ავტორია.