ავტორიზაცია

38 წლის ასაკში - კრიშტიანუ რონალდუ 2023 წლის საუკეთესო ბომბარდირია

38 წლის ასაკში - კრიშტიანუ რონალდუ 2023 წლის საუკეთესო ბომბარდირია
თარიღი 17 ოქტ 2023, 00:32
ბოსნია და ჰერცოგოვინას კარში შესრულებული დუბლით კრიშტიანუ რონალდუ 2023 წელს გატანილი გოლებით პირველ ადგილზე გადავიდა.

პორტუგალიელისთვის დღეს გატანილი გოლები 39-ე და მე-40 აღმოჩნდა და მან 2023 წლის გოლებით ერლინგ ჰოლანდს გადაუსწრო.

ნორვეგიელ ფეხბურთელს 39 გოლი აქვს გატანილი და ამ სიაში აწ უკვე მეორე ადგილს იკავებს, მესამე კი 35 გოლით კილიან მბაპეა.