» იხილე განახლებული ვებ-გვერდი
7

საფეხბურთო კლუბ დინამო თბილისის განცხადება



გვინდა ყურადღება გავამახვილოთ ბოლო პერიოდში კლუბის გარშემო მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით და საზოგადოებას ინფორმაცია მივაწოდოთ ამის შესახებ. საქართველოს ფიზკულტურულ - სპორტულმა კლუბმა დინამომ წერილით მომართა ჩვენ კლუბს, რომლის შინაარსსაც შეგიძლიათ გაეცნოთ აქ. მოკლედ აღვნიშნავთ, რომ საკითხი ეხება ამავე ორგანიზაციის მიერ ჩვენი კლუბისთვის მიყიდული დინამოს საფეხბურთო ბაზის თითქოსდა ძალდატანებით და იძულებით გასხვისებას. ამავდროულად წერილის ავტორები (იხილეთ სია) ჩვენი კლუბისგან კეთილი ნების გამოხატვას მოელიან ამ საკითხთან დაკავშირებით, რაც თავისთავად გაუგებარია რას გულისხმობს. მითუმეტეს გაუგებარია ამ წერილის მოწერა ეხლა, როცა ამავე ორგანიზაციამ დაახლოებით 10 დღის წინ სარჩელი უკვე შეიტანა ჩვენი კლუბის წინააღმდეგ და მოახდინა დინამო თბილისის ბაზის დაყადაღება, სწორედ იმ პერიოდში როდესაც დინამომ გახსნა ბავშვთა აკადემია და ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის ემზადება. რა თქმა უნდა ამდაგვარი ქმედება იწვევს ჩვენი კლუბისთვის დამატებით მატერიალურ ზიანს, რომელიც არაფრის გამო უნდა იქნას გაღებული. ამჯერად ჩვენ ვაპირებთ ადეკვატური სამართლებრივი პასუხი გავცეთ ამ ქმედებას, ვინაიდან, როგორც ჩანს მომჩივანი მხარე ბოლომდე გათვითცნობიერებული არ არის ან არ უნდა, რომ იყოს - იურიდიულ საკითხებში, ვინაიდან არსებობს სამართლებრივად გამართული დოკუმენტაცია, რის საფუძველზეც მოხდა ამ გარიგების განხორციელება და რომ ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელმა და გამგეობამ თავისი სურვილით და ნებით მოახდინა ამ გარიგების დადება (წინააღმდეგ შემთხვევაში იგი ვალდებულია განაცხადოს თუ ვინ მოახდინა მისი იძულება). ჩვენის მხრივ გვინდა დავამატოთ, რომ კლუბი დინამო თბილისი იმ პერიოდში იყო უმძიმეს ფინანსურ მდგომარეობაში, კლუბი ვეღარ ახერხებდა დამოუკიდებლად ფუნქციონირებას და სწორედ ამ დროს გადაწყვიტა ბიზნესმენმა რომან ფიფიამ აეყვანა ეს კლუბი და უზრუნველყო მისი განვითარება, რაზეც მოწმობს მის მიერ კლუბში ჩადებული საქართველოს მასშტაბით უპრეცედენტო ინვესტიცია, რომლის დახმარებითაც გაკეთდა დინამოს ბაზა (გამორჩეული თავისი სილამაზით და ხარისხით), ბავშვთა აკადემია (ერთადერთი ამ ტიპის და ხარისხის აკადემია საქართველოში) და ასევე დინამო არენა, სადაც ასევე ჩაიდო დიდი ინვესტიცია და მოეწყო ახალი ინფრასტრუქტურა. ჯამში ამ ინვესტიციებმა 40 მლნ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა. ამგვარად განახლებული კლუბი, ბუნებრივია, რომ მუდმივად მოითხოვს დანახარჯებს ანუ კლუბის ბიუჯეტს, რომელიც პრაქტიკულად მთლიანად მეპატრონის მხრიდან ფინანსდება, ვინაიდან სამწუხაროდ საფეხბურთო კლუბების საკუთარი შემოსავლები საქართველოში დღესდღეობით მიზერულია. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ჩვენთვის აბსოლუტურად გაუგებარია სპორტ საზოგადოება დინამოს ამგვარი არამეგობრული და გაუგებარი ქმედება, რომელიც სხვების ხარჯზე, ვიღაცეების მხრიდან ხელის მოთბობის იმედს წარმოადგენს, რასაც ჩვენ სამართლებრივ პასუხს გავცემთ, რომელითაც ასევე მთლიანი მატერიალური ზიანის ანაზღაურებას მოვითხოვთ, რომელიც ჩვენ მოგვადგა. პ.ს. სწორედ ამ დროს ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ის ღვაწლმოსილი ფეხბურთელები, რომლებიც ამ წერილს აწერდნენ ხელს შეცდომაში იყვნენ შეყვანილი და მათ მცდარი ინფორმაციის მიწოდებით მოაწერინეს ამ წერილზე ხელი, რასაც ადასტურებს ამ ფეხბურთელების მხრიდან გაკეთებული განმარტება (იხ. წერილი). წყარო: fcdinamo.ge

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

გვარდიოლას ყველაზე წარუმატებელი სეზონის სტარტი კარიერაში - პეპის ანტი-რეკორდი

როგორც მოგეხსენებათ, "მანჩესტერ სიტიმ" პრემიერ ლიგის უკანასკნელ ტურში "ვესტ ჰემ იუნაიტედთან" მორიგი ქულები დაკარგა.

დღეს, 11:43

ფაქტები: ლევანდოვსკი გერდ მიულერს 21 ჰეტ-ტრიკით ჩამორჩება

მიუნხენის "ბაიერნის" ლიდერს, რობერტ ლევანდოვსკის ბუნდესლიგაში საერთი ჯამში 11 ჰეტრ-ტრიკი დაუგროვდა.

დღეს, 11:33

ბაიერნმა გლადბახის მიერ დაფიქსირებული 47-წლის წინანდელი რეკორდი დაამხო

როგორც მოგეხსენებათ, ბუნდესლიგის უკანასკნელ ტურში მიუნხენის "ბაიერნმა" ფრანკფურტის "აინტრახტი" ანგარიშით 5:0 გაანადგურა.

დღეს, 11:12

არსენალის დამშლელები - ვარდის რუნის მიღწევამდე ერთი გოლი აშორებს

როგორც მოგეხსენებათ, "ლესტერ სიტიმ" ჯეიმი ვარდის გოლით გასვლაზე ლონდონის "არსენალი" მინიმალური ანგარიშით დაამარცხა.

დღეს, 10:57

იუვენტუსი რონალდუზე დამოკიდებული გახდა?!

როგორც მოგეხსენებათ, ტურინის "იუვენტუსის" ლიდერი, კრიშტიანუ რონალდუ კვლავინდებურად კორონავირუსს ებრძვის.

დღეს, 10:50

"ხასიათის გამოსწორებას მანჩესტერთან ვეცდებით", - ჯაკა

ლონდონის "არსენალის" საყრდენმა ნახევარმცველმა, გრანიტ ჯაკამ "ლესტერ სიტის" წინააღმდეგ შეხვედრა შეაფასა:

დღეს, 10:26

"ვარდი მსოფლიო კლასის ფეხბურთელია", - როჯერსი

"ლესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა, ბრენდან როჯერსმა ლონდონის "არსენალთან" გამარჯვების მოპოვების შესახებ ისაუბრა:

დღეს, 10:17

პირლო: "ვერონა ერთ-ერთი ყველაზე უხერხული მეტოქეა"

ტურინის "იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა, ანდრეა პირლომ "ვერონასთან" დაკარგული ქულების შესახებ ისაუბრა:

დღეს, 10:11

კორონავირუსის გამო, ეროვნული ლიგის კიდევ ერთი მატჩი გადაიდო

მოგეხსენებათ, გასულ კვირას კორონავირუსის გამო "ლოკომოტივისა" და "დინამო თბილისის" მატჩი გადაიდო.

დღეს, 02:34

დავიდ სილვა ლა ლიგის ისტორიაში შევიდა

ლა ლიგის გასულ ტურში "სოსიედადი" "უესკას" დაუპირისპირდა და 4:1 გაანადგურა.

დღეს, 02:30

27 მატჩიანი სერია შეწყდა - პირველად 1973 წლის შემდეგ

პრემიერ ლიგის გასულ ტურში "არსენალი" "ლესტერს" დაუპირისპირდა და 0:1 დამარცხდა.

დღეს, 02:25

"ბარსელონადან ასე წასვლა არ მსურს" - უმტიტი თავის მომავალზე

კატალონიის "ბარსელონას" მცველი სამუელ უმტიტი თავის მომავალზე კომენტარს აკეთებს.

დღეს, 02:23

არტეტა: "არ ვიცი, რა მოხდა"

პრემიერ ლიგის გასულ ტურში "არსენალი" "ლესტერს" დაუპირისპირდა და 0:1 დამარცხდა.

დღეს, 02:19

როგორია პსჟ-ს გეგმები მბაპესთან მიმართებაში? - კლუბში კომენტარს აკეთებენ

საფრანგეთის მოქმედი ჩემპიონის ლიდერის კილიან მბაპეს მომავალზე იური ჯორკაეფი საუბრობს.

დღეს, 02:16

რა მოხდა რეალურად ქეცბაიასა და ოქრიაშვილს შორის?

"აპოელთან" მოგებული 2:0 მატჩის შემდეგ, ერთმანეთს თემურ ქეცბაია და თორნიკე ოქრიაშვილი დაუპირისპირდნენ.

დღეს, 02:12

"რატომ ვლაპარაკობ ახლა?" - ქეცბაია ჟურნალისტებს კვლავ დაუპირისპირდა

"ანორთოსისის" ქართველი მწვრთნელი თემურ ქეცბაია ჟურნალისტებს კიდევ ერთხელ დაუპირისპირდა.

დღეს, 02:08

ქვილითაია: "რისთვისაც აქ ჩამოვედი, ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის"

კვიპროსის ჩემპიონატის გასულ ტურში "ანორთოსისი" "აპოელს" დაუპირისპირდა და 2:0 დაამარცხა.

დღეს, 02:06

ბარსელონასთან მატჩის წინ, პირლოს იუვენტუსმა ჩემპიონატში კვლავ ვერ მოიგო [VIDEO]

სერია ა-ს მე-5 ტურში „იუვენტუსმა“ საკუთარ კედლებში „ვერონას“ ვერ მოუგო - 1:1

დღეს, 01:53

ვარდის გოლით, ლესტერმა ემირეითსიდან სამი ქულა წამოიღო [VIDEO]

პრემიერ ლიგის მე-6 ტურში „არსენალმა“ „ლესტერს“ უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა.

დღეს, 01:47

დაინტერესება ლა ლიგიდან - კვარაცხელიას პირველი ტოპ მსურველი გამოუჩნდა

მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელია ბრწყინვალე ფორმაშია და გასაკვირი არაა, რომ მას ბევრი მსურველი ჰყავს.

დღეს, 00:54

"ვირჯილ, გამაგრდი ჩემო ძმაო!", - მემფისმა ვან დეიკს მხარდაჭერა გამოუცხადა [ფოტო]

საფრანგეთის ლიგა 1-ს მერვე ტურში, „მონაკოსთან“ მატჩში, მემფის დეპაიმ თავი გოლით გამოიჩინა.

დღეს, 00:38

ადამა ტრაორე: "არ ვფიქრობ, რომ სისწრაფეს კანის ფერთან რაიმე კავშირი აქვს"

"ვულვერჰემპტონის" გარემარბმა სისწრაფესა და ადამიანების კანის ფერს შორის კავშირზე კომენტარი გააკეთა.

გუშინ, 23:50

"კონტაქტი მქონდა", - უმტიტიმ დაასახელა კლუბი, რომელსაც გასულ ზაფხულს მისი შეძენა უნდოდა

"ბარსელონას" მცველმა, სამუელ უმტიტიმ განმარტა, თუ რატომ არ წავიდა კატალონიური გრანდიდან.

გუშინ, 23:43

"ტოტენჰემში დაბრუნებისთვის ძალიან ბებერი ვარ", - მოდრიჩი საკუთარ მომავალზე ალაპარაკდა

მადრიდის "რეალის" ხორვატი ნახევარმცველი, ლუკა მოდრიჩი საკუთარ მომავალზე ალაპარაკდა.

გუშინ, 23:39

"გადაწყვიტეს, რომ საკმარისად კარგი არ ვიყავი", - მაჰრეზმა 2014 წელს ჩაშლილი ტრანსფერი გაიხსენა

"მანჩესტერ სიტის" შემტევმა ნახევარმცველმა, რიად მაჰრეზმა საკმაოდ საინტერესო ისტორია გაიხსენა.

გუშინ, 23:34

სპორტის სახეობა, რომელზეც ბავშვობაში ადამა ტრაორემ ფეხბურთის გამო უარი თქვა

"ვულვზის" გარემარბმა, ადამა ტრაორემ განაცხადა, რომ ბავშვობაში ამერიკული ფეხბურთის თამაშს სთავაზობდნენ.

გუშინ, 23:29

"პასუხი დადებითი აღმოჩნდა", - რონალდინიოს კორონავირუსი დაუდასტურდა

ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა, რონალდინიომ განაცხადა, რომ კორონავირუსით დაინფიცირდა.

გუშინ, 23:23

"უკვე აღარ იცის, როგორ ითამაშოს ბარსას მაისურით", - ლიზარაზუმ გრიზმანს წასვლა ურჩია

საფრანგეთის ნაკრების ექს-მცველმა "ბარსელონას" რიგებში ფორვარდ ანტუან გრიზმანის ასპარეზობაზე ისაუბრა.

გუშინ, 23:18

"ეს უბრალოდ სასაცილოა", - ანჩელოტი არბიტრის გადაწყვეტილებით აღშფოთებულია

"ევერტონის" მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ დღევანდელი მარცხის შემდეგ განცხადება გააკეთა.

გუშინ, 23:10

"ახლა შემიძლია მოწინააღმდეგეებს თავი დავაღწიო", - ტრაორემ საიდუმლო გაამხილა

"ვულვერჰემპტონის" ესპანელმა გარემარბმა, ადამა ტრაორემ საკმაოდ საინტერესო საიდუმლო გაამხილა.

გუშინ, 23:01
i

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10