» იხილე განახლებული ვებ-გვერდი
7

U19-ის ევროპული დღიური - ნაკრები 12 ივლისს შეივსება



12 ივლისს, საქართველოს 19-წლამდე ნაკრებს ნიკა ჭანტურია და ნიკა სანდოხაძე შეუერთდებიან და გია ცეცაძის განკარგულებაში უკვე თვრამეტივე რჩეული ფეხბურთელი იქნება. ნაკრების ეს ორი მცველი 11 ივლისს, ევროპალიგის განმეორებით მატჩს ჩაატარებს სლოვაკეთში და იქიდან, პირდაპირ ლატვიაში გამოემგზავრებიან. 9 ივლისს, ნაკრებმა კვლავ ორჯერ ივარჯიშა. ორჯერვე სრული დატვირთვით გაისარჯა შეკრებაზე ახლადჩამოსული ნიკა კაჭარავა. 10 ივლისს, დილის ვარჯიში არ იქნება, რადგან 11 ივლისს, ნაკრებს პირველი ტესტ-მატჩი აქვს „სკონტოს“ დუბლებთან. მანამდე კი, სასტუმროში „სკონტოს“ მთავარი მწვრთნელი - თამაზ პერტია გვეწვია. მას თან ლაშა დვალი და ირაკლი კლიმიაშვილიც ახლდნენ. „სკონტოს“ თავკაცმა სფფ-ის ოფიციალურ ვებ-გვერდთან კომენტარიც გააკეთა და ლაშა დვალზე ისაუბრა. თამაზ პერტია („სკონტოს“ მთავარი მწვრთნელი): „11 ივლისს, ევროპალიგაზე “სკონტოს“ ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი ელის და რა თქმა უნდა, დადებით შედეგზე ვფიქრობთ. ჩვენს გუნდს კი, ამის ძალა რეალურად შესწევს. გუნდი, ძირითადად, ახალგაზრდებითაა დაკომპლექტებული. მოლდოვაში, ევროპალიგაზე პირველ თამაში ჩაატარა ლაშა დვალმა. ასაკს არ აქვს მნიშვნელობა - ლაშა იმსახურებს ძირითად შემადგენლობაში თამაშს. იმდენად ჩამოყალიბებული ფეხბურთელის შთაბეჭდილებას ტოვებს, იმდენად კარგად ჯდება ჩვენს ტაქტიკაში და ადვილად უღებს ალღოს ყველაფერს, რომ ამ ასაკში ეს ნამდვილად იშვიათია. ხანდახან, წლოვან და გამოცდილ ფეხბურთელებსაც უჭირთ მწვრთნელთან და მის მოთხოვნებთან შეგუება. ლაშა უკვე იმდენად სერიოზული ფეხბურთელია, რომ ასეთი დონის მატჩებში მისი ნდობა, სულაც არაა რისკი. რადგან დავაყენე, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ბიჭს ვენდობი და მან ეს ნდობა გაამართლა. მოლდოვურ მატჩში, მის წინააღმდეგ საკმაოდ სერიოზული თავდამსხმელი თამაშობდა, რომელიც სხვადასხვა წლებში იყო განის ახალგაზრდული ნაკრებების წევრი... მისი თამაშიდან გამომდინარე, ლაშასთვის სულ ერთია ვის წინააღმდეგ ითამაშებს - ის ძალიან თამამი და მოურიდებელია. თუმცა, ეს იმას არ გულისხმობს, რომ 18 წლის ბიჭი უკვე მზადაა ყველა თამაში ძირითადში ითამაშოს. ის ახლა იწყებს ყველაფერს და ბევრი უნდა იშრომოს. დღესდღეობით კი, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ დვალი არის იმ 11 ფეხბურთელში, რომელიც მინდორზე გადის და თამაშს იწყებს. ეს, რაღა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ნაკრებისთვისაც, სადაც ლაშა ერთ-ერთი საკვანძო ფიგურაა. მე ვფიქრობ, ნაკრებში დვალი უფრო თამამი და გაბედული იქნება. მითუმეტეს, ამ ევროპის ჩემპიონატზე, სადაც ყველა მისი ტოლია.“ შეგახსენებთ, რომ 11 ივლისს, „სკონტო“ ტირასპოლურ გუნდს უმასპინძლებს. საქართველოს 19-წლამდე ნაკრები სრული შემადგენლობით დაესწრება თანაგუნდელის თამაშს და ყველა ერთად გაამხნევებს ლაშა დვალს. თამაზ პერტიას შეფასებები კი, ვფიქრობთ, ძალზე საინტერესო და გასახარია, რადგან ჩვენი 19-წლამდე ნაკრების მცველს ასეთ მაღალ ნდობას უცხადებს და საქებარ სიტყვებსაც არ იშურებს. იმედია, მოახლოებულ ევროპის ჩემპიონატზე, ლაშა დვალი თავისი თამაშით დაამტკიცებს და გაამყარებს მისი მისამართით გამოთქმულ ყველა მოსაზრებას. ბოლოს, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ 19-წლამდე ნაკრების მზადების ამსახველ ახალ ფოტორეპორტაჟებსა და ვიდეოებს მუდმივად შეგიძლიათ გაეცნოთ სფფ-ის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე - https://www.facebook.com/gffge სფფ-ის პრესსამსახური რიგა, ლატვია

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

დინამო თბილისმა მორიგი ტრანსფერი განახორციელა

საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა "დინამო თბილისმა" მორიგი ტრანსფერი განახორციელა.

გუშინ, 23:55

საუკეთესო მოედანზე: ლუკა ლოჩოშვილის ბრწყინვალე მატჩი ავსტრიაში

ავსტრიის ჩემპიონატის გასულ ტურში "ვოლფსბერგერი" "ჰარტბერგს" დაუპირისპირდა და ფრედ 0:0 ითამაშა.

გუშინ, 23:52

ინტერმა მილანის ფეხის დაცდენით ვერ ისარგებლა და უდინეზეს ვერ მოუგო

იტალიის ჩემპიონატის მე-19 ტურის ეგიდით, მილანის "ინტერი" "უდინეზეს" ესტუმრა.

გუშინ, 23:04

ატალანტამ სან სიროზე მილანს 3 უპასუხო გოლი გაუტანა და გაანადგურა! [VIDEO]

იტალიის ჩემპიონატის მე-19 ტურის ეგიდით, "მილანმა" შინაურ კედლებში "ატალანტას" უმასპინძლა.

გუშინ, 22:57

ბარსელონას პრეზიდენტობის კანდიდატებს აგუერო და ალაბა შესთავაზეს

"ბარსელონას" პრეზიდენტობის კანდიდატებს ორი მაღალი დონის ფეხბურთელის დამატება შესთავაზეს.

გუშინ, 22:44

ზაფხულში მბაპესა და ჰოლანდის რეალში გადასვლა პრაქტიკულად გამორიცხულია

"რეალს" კორონავირუსის პანდემიის გამო სერიოზული ფინანსური პრობლემები აქვს, იტყობინება Marca.

გუშინ, 22:36

"დიახ, ბისექსუალი ვარ", - დიბალას მეგობარი გოგონას სკანდალური აღიარება

"იუვენტუსის" შემტევ პაულო დიბალას მეგობარმა გოგონამ, ორიანა საბატინიმ აღიარა, რომ ბისექსუალია.

გუშინ, 22:31

უილშირი: "არსენალი ოზილს უსამართლოდ მოექცა, მასთან არ მილაპარაკია"

"არსენალის" ყოფილმა ნახევარმცველმა, ჯეკ უილშირმა მესუთ ოზილის წასვლაზე განცხადება გააკეთა.

გუშინ, 22:19

"ვნახოთ, რა გამოგვივა", - არტეტა რეალის ფეხბურთელის შესაძლო ტრანსფერზე

"არსენალის" მთავარმა მწვრთნელმა, მიკელ არტეტამ მარტინ ედეგორის შესაძლო დამატებაზე ისაუბრა.

გუშინ, 21:57

"ყველა სუარესზე მეკითხება, როცა გოლს იტანს", - კუმანი გააბრაზეს

"ბარსელონას" მწვრთნელი, რონალდ კუმანი კლუბიდან წასული თავდამსხმელის, ლუის სუარესის თემას შეეხო.

გუშინ, 21:51

"მადრიდიდან ჩემთვის არავის დაურეკავს", - ჰაკიმის აგენტი ჭორებს ეხმაურება

"ინტერის" მცველ აშრაფ ჰაკიმის აგენტმა, ალეხანდრო კამანომ გავრცელებულ ჭორებს ბოლო მოუღო.

გუშინ, 21:42

ოზილის ტრანსფერის გაოფიციალურების თარიღი ცნობილი გახდა

"არსენალის" აწ უკვე ექს-ნახევარმცველის, მესუთ ოზილის ტრანსფერი უახლოეს პერიოდში გაოფიციალურდება.

გუშინ, 21:35

რამდენ მილიონს ითხოვს სეტიენი ბარსელონასგან კომპენსაციის სახით?

"ბარსელონა" გუნდის ყოფილ მთავარ მწვრთნელს, კიკე სეტიენს კომპენსაციის საკითხზე ვერ უთანხმდება.

გუშინ, 21:29

ნორვეგიის ნაკრების მწვრთნელმა ედეგორის ტრანსფერი დააანონსა

ნორვეგიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, სტოლე სოლბაკენმა მარტინ ედეგორის ტრანსფერი დაადასტურა.

გუშინ, 21:01

ვარანი საკუთარ მომავალზე დაფიქრდა და რეალის დატოვება უნდა

"რეალის" მცველი, რაფაელ ვარანი მადრიდული კლუბიდან ზაფხულში წასვლის ვარიანტს განიხილავს.

გუშინ, 20:54

ატლეტიკო სუარესს წარმატებულ თამაშს დაუფასებს - MARCA

"ატლეტიკოს" ფორვარდი, ლუის სუარესი ბრწყინვალე დებიუტის შემდეგ ხელფასის გაზრდასთან ახლოსაა.

გუშინ, 20:47

არსენალი დამარცხდა - საუთჰემპტონმა ინგლისის თასიდან მოქმედი ჩემპიონი გააგდო [VIDEO]

ინგლისის თასის 1/16 ფინალში "საუთჰემპტონმა" "არსენალს" უმასპინძლა და დაამარცხა - 1:0.

გუშინ, 20:35

კუმანი: "ბარსელონას ფეხბურთელები პენალტებს ვერ ასრულებენ"

"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი აღშფოთებულია იმით, რომ გუნდი თერთმეტმეტრიანს ხშირად აფუჭებს.

გუშინ, 20:29

უხვგოლიანი თრილერი! რომამ სპეცია დაამარცხა და რევანში აიღო [VIDEO]

სერია ა-ს მე-19 ტურში „რომამ“ შინ „სპეციას“ 4:3 მოუგო.

გუშინ, 20:17

ედინ ჯეკო გუნდიდან მოკვეთეს და კაპიტნის სამკლაური ჩამოართვეს

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, პაულო ფონსეკამ „სპეციასთან“ მატჩის წინ გუნდს ედინ ჯეკოს შემადგენლობიდან ამოგდების შესახებ შეატყობინა.

გუშინ, 18:32

ბარსელონა დემბელეს გაყიდვაზე მხოლოდ ერთ შემთხვევაში დაფიქრდება

„ბარსელონა“ უსმან დემბელეს მომავალზე გადაწყვეტილებას ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებების შემდეგ მიიღებს.

გუშინ, 18:29

მბაპეს რეალში გადასვლაში ეჭვი რამდენიმე მიზეზის გამო ეპარება

ესპანური გამოცემა AS საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.

გუშინ, 18:24

ჰოლანდმა ლეგენდარული უვე ზეელერის რეკორდი გაიმეორა

ბუნდესლიგის მე-18 ტურის მატჩში „გლადბახმა“ „დორტმუნდს“ 4:2 მოუგო.

გუშინ, 17:52

ელ შაარავის ტრანსფერი ჩაიშლება? ფარაონს კორონავირუსი დაუდასტურდა!

როგორც გუშინ გითხარით, ელ შაარავი ძალიან ახლოს არის „შანხაი შენხუადან“ „რომაშ“ დაბრუნებასთან.

გუშინ, 17:46

სალაჰი თუ ვან დეიკი? ლივერპულმა კონტრაქტის გახანგრძლივების პრიორიტეტი აირჩია

„ლივერპულმა“ მიიღო გადაწყვეტილება იმის თაობაზე, თუ ვისთან უფრო სურს კონტრაქტის გახანგრძლივება.

გუშინ, 17:44

რაფაელ ბენიტესმა ჩინური გუნდი კორონავირუსის გამო დატოვა

ესპანელმა მწვრთნელმა რაფაელ ბენიტესმა ჩინური „დალიან პრო“ დატოვა.

გუშინ, 17:40

ჰოლანდი: "ვერც წარმოგიდგენიათ, როგორი გაბრაზებული ვარ"

„დორტმუნდის“ ფორვარდმა, ერლინგ ჰოლანდმა, „გლადბახთან“ 2:4 წაგებაზე ისაუბრა.

გუშინ, 17:30

თორნიკე ოქრიაშვილმა ვარჯიში განაახლა და დასაბრუნებლად მზადაა!

რამდენიმე კვირიანი პაუზის შემდეგ, ქართველმა ფეხბურთელმა თორნიკე ოქრიაშვილმა ვარჯიში განაახლა.

გუშინ, 17:29

უილშირი: "ვერასდროს ვიფიქრებდი, თუ ჩემპიონშიპში მომიწევდა თამაში"

„არსენალის“ ექს-ნახევარმცველმა, ჯეკ უილშირმა, „ბორნმუთთან“ კონტრაქტის გაფორმებაზე ისაუბრა.

გუშინ, 17:28

ჯორჯ ვეა: "რონალდუ მსოფლიოს საუკეთესო არ არის, მაგრამ ყველაფერს იმსახურებს, რასაც მიაღწია"

„მილანის“ ექს-ფორვარდმა, აფრიკელმა ჯორჯ ვეამ კრიშტიანუ რონალდუზე ისაუბრა.

გუშინ, 17:22
i

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10