» იხილე განახლებული ვებ-გვერდი
7

"ტორპედომ" ახალწვეულები წარადგინა



ორ თვეზე მეტი ხნის პაუზის შემდეგ, 19 თებერვალს განახლდება საქართველოს 27-ე ეროვნული ჩემპიონატი, იწყება გათამაშების მე-2 წრე. ქუთაისის "ტორპედო" საშუასეზონო მზადების შემდეგ თავის პირველ ოფიციალურ მატჩს მარტვილში, ადგილობრივ "მერანთან" გამართავს. შეგახსენებთ, რომ ტორპედოელები 9 იანვარს შეიკრიბნენ და 15 დღის განმავლობაში საკუთარ ბაზაზე გადიოდნენ წვრთნას. ეს ეტაპი უმთავრესად ფეხბურთელების ფიზიკური კონდიციების ამაღლებას, თეორიულ მეცადინეობებს დაეთმო. ამავდროულად გუნდმა 4 საკონტროლო მატჩიც ჩაატარა - ხობის "კოლხეთთან" – 5:1, მარტვილის "მერანთან" – 1:0 და 1:1, და ქობულეთის "შუქურასთან" – 1:1. 27 იანვრს "ტორპედო" ორკვირიან თურქულ შეკრებაზე გაემგზავრა და ანტალიის მახლობლად, დაბა სიდეში აგრძელებდა ვარჯიშს. სამწვრთნელო შტაბის განკარგულებაში 24 ფეხბურთელი გახლდათ. ქუთაისელებმა უცხოეთში 5 ტესტ მატჩი ჩაატარეს: რუმინეთის ეროვნულ ნაკრებთან - 1:5, ჩეხურ "დუკლასთან" – 0:1, მონტენეგროს "მლადოსტთან" – 5:1, დანიურ „ჰობროსთან“ – 2:1 და ბულგარულ "ვერეიასთან" – 3:1. უცხოურ შეკრებაზევე გამოიკვეთა "ტორპედოს" ძირითადი ბირთვი, რომელსაც ეროვნულ ჩემპიონატში სადღეისოდ არსებული არასახარბიელო სატურნირო მდგომარეობის გამოსწორება მოუწევს. თურქეთიდან დაბრუნების შემდეგ ქუთაისელები ისევ საკუთარ ბაზაზე ვარჯიშობენ. მათ კიდევ 2 საკონტროლო შეხვედრის გამართვა მოასწრეს, წყალტუბოში წამყვანი შემადგენლობით "სამგურალს" 5:0 მოუგეს, ხოლო შერეული შემადგენლობით ფრედ - 0:0 ითამაშეს ტყიბულის "მეშახტესთან" დღეს რამაზ შენგელიას სახელობის ცენტრალურ სტადიონზე "ტორპედომ" თავის ახალწვეულები წარუდგინა მასმედიის წარმომადგენლებს - მეკარეები მაქსიმე ქვილითაია და როინ კვასხვაძე, რომლებიც შესაბამისად 1 და 89-ნომრიანი მაისურებით ითამაშებენ; ნახევარმცველები ვანო წილოსანი და ბექა ტუღუში, მათ ქომაგნი 77 და 88-ნომრიანი მაისურებით იხილავენ მოედანზე; 17- ნომრიანი მაისურით ითამაშებს თავდამსხმელი ვახტანგ კვარაცხელია. აქვე დავძენთ, რომ დასახელებულ ახალწვეულთაგან ოთხს ადრეც დაუცავს "ტორპედოს" ღირსება. ქუთაისური კლუბისთვის პირველად მხოლოდ საქართველოს ასაკობრივ ნაკრებ გუნდებში, თბილისის "დინამოსა" და ლანჩხუთის "გურიაში" ნათამაშევი ვანო წილოსანი გაირჯება. ახალწვეულთა წარდგენასთან ერთად დღეს დაგეგმილი იყო "ტორპედოს" მთავარი მწვრთნელის ალექსანდრ შტელინის პრესკონფერენცია, მაგრამ ის შეხვედრაზე ვერ მოვიდა (შეუძლოდ გახლდათ) და ტორპედოელთა ჩემპიონატისათვის სამზადისზე , გუნდის ამოცანებზე შტელინის თანაშემწემ მიხეილ აშვეთიამ ისაუბრა. "ტორპედოში" არსებულ მდგომარეობაზე, პრობლემებზე და განსახორციელებელ პროექტებზე ჟურნალისტთა შეკითხვებს კლუბის პრეზიდენტმა თემურ ჩეჩელაშვილმა და აღმასრულებელმა დირექტორმა ზურაბ ჩაკვეტაძემ უპასუხეს. შეხვედრაზე ერთსულოვნად გაცხადდა, რომ "ტორპედოს" დიდ ტრადიციებს გაფრთხილება უნდა, მისი ისტორია არ იმსახურებს იმ ყოფას, რომელშიდაც აღმოჩნდა და ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ გუნდმა ქართულ ფეხბურთში.კუთვნილი ადგილი დაიბრუნოს, თავისი თამაშით კვლავაც გაახაროს მრავალრიცხოვანი გულშემატკივარი.

ქუთაისის "ტორპედოს" პრესსამსახური


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

სჯობს გვიან, ვიდრე რეალივით! ბარსელონამ კორნელიას ეტაპი ექსტრა-ტაიმში დაძლია [VIDEO]

„ბარსელონამ“ კოპა დელ რეის 1/16-ფინალში „კორნელია“ გაჭირვებით, დამატებით დროში, 2:0 დაამარცხა.

დღეს, 02:30

მეკარის მიერ გატანილმა პენალტმა ეიბარი მარცხისგან ვერ იხსნა - სუარესის დუბლი! [VIDEO]

ლა ლიგის მე-19 ტურში „ატლეტიკომ“ სტუმრად „ეიბარს“ 2:1 მოუგო.

დღეს, 02:21

VIDEO: ბარსელონამ სათასო შეხვედრაში ორი თერთმეტმეტრიანი გააფუჭა

სათასო მატჩში „ბარსელონამ" ორი თერთმეტმეტრიანი გააცუდა.

დღეს, 02:12

დიდებული სერიის დასასრული: როდის ჰქონდა ლივერპულს ბოლოს ენფილდზე წაგება?

პრემიერ ლიგის გასულ ტურში "ლივერპული" "ბარნლის" დაუპირისპირდა და 0:1 წააგო.

დღეს, 01:54

მორიგი მარცხი: ლივერპულმა ზედიზედ მე-5 მატჩი ვერ მოიგო [VIDEO]

პრემიერ ლიგაში გამართული მატჩი "ლივერპულსა" და "ბარნლის" შორის, სტუმართა გამარჯვებით 0:1 დასრულდა.

დღეს, 01:52

როდის ჰქონდა ბოლოს ლა ლიგაში მეკარეს გოლი გატანილი?

ესპანეთის ჩემპიონატში "ეიბარი" "ატლეტიკოს" მასპინძლობს და პირველი ტაიმის შემდეგ 1:1-ია.

დღეს, 01:30

რუნი: "მანჩესტერს ჰყავს 3 ისეთი ფეხბურთელი, რომელთაც პრემიერ ლიგის მოგება შეუძლიათ"

ლეგენდარული ინგლისელი ფეხბურთელი უიენ რუნი ამბობს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედს" პრემიერ ლიგის მოგება შეუძლია.

დღეს, 01:25

მანჯუკიჩი: "მზად რომ არ ვიყო, დავჯდებოდი და სახლში ტელევიზორს ვუყურებდი"

ოფიციალურად დადასტურდა, რომ ხორვატი ფორვარდი მარიო მანჯუკიჩი კარიერას "მილანში" გააგრძელებს.

დღეს, 01:19

სანე: "მეგონა, ყურზე გვარდიოლა მეჯდა და მეუბნებოდა, როდის რა გამეკთებინა"

მიუხედავად იმისა, რომ "მანჩესტერ სიტიში" სანეს დიდი სათამაშო დრო არ ეძლეოდა, გერმანელი შემტევი გვარდიოლას მაინც აქებს.

დღეს, 01:16

პოგბამ კავანი შეაქო: "მისი დონის არავინ არ არის"

"მანჩესტერ იუნაიტედის" ფრანგი ნახევარმცველი პოლ პოგბა ამავე გუნდის შემტევს ედინსონ კავანის აქებს.

დღეს, 01:10

უჩვეულო ფაქტი ლა ლიგაში: ატლეტიკოს გოლი მეკარემ გაუტანა [VIDEO]

ლა ლიგაში მიმდინარეობს საინტერესო მატჩი "ეიბარსა" და "ატლეტიკოს" შორის, სადაც მასპინძლები 1:0 იგებენ.

დღეს, 01:03

დავითაშვილის გოლი და არაბიძის დებიუტი ახალ გუნდში [VIDEO]

დღეს გაიმართა ამხანაგური შეხვედრა "როტორსა" და "იაგელონიას" შორის, რომელიც ფრედ 1:1 დასრულდა.

დღეს, 00:58

ვინ შეცვლის ლამპარდს? - ჩელსიმ ზაფხულისთვის მთავარი კანდიდატი შეარჩია

"ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა, ფრენკ ლამპარდმა "არისტოკრატთა" ხელმძღვანელობის ნდობა დაკარგა.

გუშინ, 23:32

"შეგეძლო ჩემთვის რამდენიმე გოლი არ გაგეტანა!", - ბუფონმა რონალდუს ხუმრობით მიულოცა

"იუვენტუსის" გოლკიპერმა, ჯანლუიჯი ბუფონმა კრიშტიანუ რონალდუს ახალი რეკორდი მიულოცა.

გუშინ, 23:25

სენსაციური მარცხის შემდეგ, რეალის ფეხბურთელები ზიდანის საქციელმა გააკვირვა

ესპანეთის თასზე სენსაციური მარცხის შემდეგ, "რეალმა" დღეს დილით პირველი ვარჯიში გამართა.

გუშინ, 23:14

სუპერლიგის ფორმატის დეტალები - ახალ ტურნირში პრემიერ ლიგის 6 კლუბს ვიხილავთ

ევროპის სუპერლიგაში პრემიერ ლიგის 6 კლუბის ჩართვას გეგმავენ, იტყობინება ბრიტანული გამოცემა The Times.

გუშინ, 23:02

"რეალი ზიდანს სეზონის ბოლომდე არ გაუშვებს", - MARCA-ს ჟურნალისტმა მიზეზები განმარტა

"რეალის" მთავარი მწვრთნელი, ზინედინ ზიდანი კლუბში რჩება, მიუხედავად სენსაციური მარცხისა.

გუშინ, 22:51

"ვფიქრობ, მისთვის ეს კარგი ვარიანტია", - რივალდომ მესის კლუბი ურჩია?

"ბარსელონას" ექს-თავდამსხმელმა, რივალდომ ფორვარდ ლიონელ მესის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა.

გუშინ, 22:41

ედეგორი პრემიერ ლიგის გრანდს უფრო და უფრო უახლოვდება - Sky Sports

მადრიდის "რეალის" ნახევარმცველი, მარტინ ოდეგორი პრემიერ ლიგაში გადასვლას უახლოვდება.

გუშინ, 22:27

მოულოდნელი არჩევანი - ვისი ხილვა სურს პერესს ზიდანის შემცვლელად?

არ არის გამორიცხული, "რეალის" მთავარი მწვრთნელი, ზინედინ ზიდანი დაკავებული პოსტიდან დაითხოვონ.

გუშინ, 22:22

რუნი: "მანჩესტერ იუნაიტედი პრემიერ ლიგას ამ სეზონშივე მოიგებს"

"მანჩესტერის" ექს-თავდამსხმელმა, უეინ რუნიმ გუნდის ჩემპიონობის შანსებზე საკუთარი აზრი გამოთქვა.

გუშინ, 22:15

"ტიტულისგან ჯერ კიდევ შორს ვართ", - პოგბამ ჩემპიონობის შანსები შეაფასა

"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველმა, პოლ პოგბამ გამარჯვების შემდეგ ჩემპიონობის შანსები შეაფასა.

გუშინ, 22:08

"ოფიციალურ მატჩებში ბიცანმა 821 გოლი გაიტანა", - რონალდუს ისტორიულ რეკორდს აპროტესტებენ

ჩეხეთის ფეხბურთის ფედერაციამ "იუვენტუსის" ფორვარდის, კრიშტიანუ რონალდუს ახალი მიღწევა გააპროტესტა.

გუშინ, 21:37

როტორში მე-6 ქართველი ფეხბურთელი ითამაშებს

დღეს დადასტურებული ინფორმაციით, რუსულმა "როტორმა" კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი დაიმატა.

გუშინ, 21:15

რონალდუ ხავის გაუთანაბრდა - 10 ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელი ისტორიაში

"იუვენტუსის" თავდამსხმელი, კრიშტიანუ რონალდუ გუნდს იტალიის სუპერთასის მოგებაში დაეხმარა.

გუშინ, 21:08

ვინ შეცვლის ლამპარდს? - ჩელსიში მუშაობით ორი ტოპ-მწვრთნელია დაინტერესებული

არ არის გამორიცხული, "ჩელსის" მთავარი მწვრთნელი, ფრენკ ლამპარდი დაკავებული პოსტიდან დაითხოვონ.

გუშინ, 21:02

"შემიძლია გითხრათ, მე რა დამემართა მადრიდში", - სებალოსმა რეალის ფეხბურთელს წასვლა ურჩია

"რეალის" საკუთრებაში მყოფმა "არსენალის" ნახევარმცველმა, დანი სებალოსმა მარტინ ედეგორს რჩევა მისცა.

გუშინ, 20:53

"ამჟამად რთული სიტუაციაა", - რუნი შესაძლო გათავისუფლებას ეხმაურება

"დერბი ქაუნთის" მთავარმა მწვრთნელმა, უეინ რუნიმ კლუბიდან შესაძლო წასვლაზე განცხადება გააკეთა.

გუშინ, 20:42

მანჯუკიჩი: "მე და ზლატანი ექსპერტები ვართ, ძალიან ბედნიერი ვარ მილანში ყოფნით"

"მილანის" ფორვარდმა, მარიო მანჯუკიჩმა პრესკონფერენციაზე იტალიურ გრანდში გადასვლაზე ისაუბრა.

გუშინ, 20:34

სერია ა-მ პრემიერ ლიგას ლიდერობა წაართვა - 2020 წლის TOP 10 ლიგა IFHHS-ს ვერსიით

IFFHS-მ 2020 წლის საუკეთესო ჩემპიონატების სია შეადგინა - პირველი ადგილი სერია ა-მ დაიკავა.

გუშინ, 20:22
i

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10