ავტორიზაცია

4 ტურით ადრე — ლივერპული ინგლისის პრემიერ ლიგის გამარჯვებულია

4 ტურით ადრე — ლივერპული ინგლისის პრემიერ ლიგის გამარჯვებულია
თარიღი 27 Apr 2025, 21:51
ინგლისის პრემიერ ლიგის 34-ე ტურში, ლივერპულმა საკუთარ მოედანზე ტოტენჰემს უმასპინძლა, მეტოქე 5-1 დაამარცხა და ჩემპიონობა გაინაღდა.

დღევანდელ მატჩში ანგარიში მე-12 წუთზე სტუმრებმა გახსნეს — თავი სოლანკემ გამოიჩინა, რის შემდეგაც ლივერპულმა 5 უპასუხო გოლი გაიტანა. ტოტენჰემის კარი დიასმა, მაკ ალისტერმა, გაკპომ და სალაჰმა აიღეს, ხოლო ერთი ავტოგოლი უდოგიემ მიითვალა.



აღნიშნული გამარჯვების შემდეგ, არნე სლოტი გუნდმა 82 ქულა მოაგროვა და 4 ტურით ადრე, პრემიერ ლიგის ჩემპიონობა გაინაღდა. ლივერპულმა ისტორიაში ინგლისის ჩემპიონატი 20-ჯერ მოიგო, რაც მანჩესტერ იუნაიტედთან ერთად საუკეთესო შედეგია.