Goal.Ge

მე-16 ტურის შეჯამება: ხაბელაშვილის ბენეფისი, ტურის კადრი, საუკეთესო გოლები...



პარასკევს, 19 თებერვალს საქართველოს უმაღლესი ლიგის მე-2 წრე განახლდა. უმაღლეს ლიგას გუნდები მომზადებულნი შეხვდნენ. კლუბების უმეტესობამ შეკრება საზღვარგარეთ გაიარა და სამშობლოში დაახლოებით 2 კვირაა დაბრუნდა, ხოლო მათ, ვინც უცხოეთში ვერ მოახერხა წასვლა, ადგილობრივი შეკრება ჰქონდათ. ასეა თუ ისე, მე-16 ტური გაიმართა. 8 გამართულ შეხვედრაში 20 გოლი გავიდა, იყო საკმაოდ ლამაზი, კომბინაციური გოლები, იყო დაძაბული თამაშები. მაყურებელმა იხილა შეხვედრები, რომელშიც კლუბებმა ანგარიშის შემობრუნება რამდენჯერმე სცადეს. საერთო ჯამში, საკმაოდ საინტერესო ტური გამოვიდა, ხოლო საფეხბურთო საიტი GOAL.GE განვლილი ტურის შეჯამებას გააკეთებს.

ტურის საუკეთესო მატჩი

IVAN

მე-16 ტურის ერთ-ერთი გამხსნელი შეხვედრა "მიხეილ მესხი 2"-ზე გაიმართა, სადაც "საბურთალომ "ცხინვალს" უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში დაუზავდა. კლუბის ხელმძღვანელების გადაწყვეტილებით, "საბურთალო" ბენდელას მაგივრად საშინაო არენად "მიხეილ მესხი 2"-ს აქცევს, ამიტომაც დედაქალაქელებმა დაიწყეს ბუნებრივსაფარიან მოედანზე ბურთაობა. სანახაობრივად, მე-16 ტურში ყველაზე მეტი გოლი 2 შეხვედრაში გავიდა და ერთ-ერთი აღნიშნული შეხვედრაა, რომელშიც მაყურებელმა 4 გოლი იხილა. ამას გარდა, საინტერესო ეს შეხვედრა იმით იყო, რომ მასპინძლები პირველ ტაიმში 2-0 იგებდნენ და საკმაოდ დიდი უპირატესობაც ჰქონდათ, თუმცა კახი კაჭარავას შეგირდებმა მოახერხეს დაპირისპირების შემოტრიალება და 1 ქულა გადაირჩინეს. საინტერესო იყო მატჩი იმ მხრივაც, რომ საკმაოდ მრავალბარათიანი იყო. რეფერის 7 ბარათის ჩვენება მოუწია(5 ყვითელი, 2 წითელი) 2-1-ზე, 10 კაცით დატოვა მსაჯმა "საბურთალო" და მეკარე, ოთო გოშაძე უხეშობისთვის გაუძევა. ახალგაზრდა კარის დარაჯმა გიორგი ივანიშვილს სივრცე ჩაუკეტა და მოძრაობა შეაფარხებინა. 10 წუთში, გოშაძეს ბურძენაზეც მიჰყვა "ცხინვალის" მხრიდან. საბოლოო ჯამში, ხისტ ფეხბურთთან ერთად, პუბლიკამ უხვგოლიანი დაპირისპირება იხილა.

ტურის საუკეთესო ფეხბურთელი

XABEL

ამ კატეგორიაში GOAL.GE-ს რამდენიმე ვარიანტი ჰყავდა, თუმცა საბოლოო არჩევანი "მერანის" ახალწვეულზე, ივანე ხაბელაშვილზე გააკეთა. 22 წლის მოთამაშემ უმაღლესი ლიგის მე-16 ტურში ნამდვილად გაიბრწყინა და "მერანს" უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოუტანა. მარტვილელებმა ხაბელაშვილი ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე "ვიტ-ჯორჯიადან" დაიმატეს და "მერანში" ახალგაზრდა შემტევს სუპერ-დებიუტი ჰქონდა. "ტორპედოს" წინააღმდეგ დუბლი გაიფორმა და საბოლოოდ, მეგრელებმა ალექსანდრ შტელინის შეგირდები 2-1 დაამარცხეს, ივანე ხაბელაშვილის დუბლის წყალობით.

ტურის მწვრთნელი

mulet

ჩვენმა ვებ-გვერდმა, უყოყმანოდ, ტურის საუკეთესო მწვრთნელად "ლოკომოტივის" ესპანელი თავკაცი, ჟერარ სარაგოსა მულეტი დაასახელა. პირველ რიგში, თბილისურმა გუნდმა 2-ჯერ მოახერხა მატჩის შემობრუნება "ჩიხურას" წინააღმდეგ. პირველად, ტაიმის მიწურულს, ხოლო მეორედ, თამაშის დასასრულს. ტემპი საკმაოდ მაღალი იყო, ბურთი ცენტრში არ ჩერდებოდა, ჟერარ სარაგოსამ კი 2 ცვლილება გამოიცნო, რომელთაგანაც ორივე ფეხბურთელმა მიიღო მონაწილეობა მეორე გოლის ეპიზოდში. იმერელთა დაცვის არეულობით ისარგებლა "ლოკომოტივის" ახალწვეულმა, ბაჩანა ცხადაძემ, ბურთი გიორგი კიკნაძეს გადააწოდა, ამ უკანასკნელსაც წონასწორობის აღდგენა აღარ გასჭირვებია.

ტურის საუკეთესო 5 გოლი

GOAL.GE-ს ახალი რუბრიკის, “ტურის საუკეთესო 5 გოლი”-ს, თანახმად, ჩვენმა ვებ-გვერდმა ტურის საუკეთესო 5 გოლი გამოარჩია.

ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა: მე-5 ადგილი ვანო ხაბელაშვილის გოლმა დაიკავა, რომელმაც თამაშის დასაწყისში “ტორპედოს” კარი აიღო. მე-4 ადგილზე “დილას” ნახევარმცველის, მათე კვირკვიას გოლი გავიდა, რომელმაც საქართველოს ჩემპიონებს 3 ქულა მოუტანა. მე-3 ადგილს “საბურთალოს” შემტევის, გიორგი ფანცულაიას გოლი იკავებს. “საბურთალოელთა” ბრწყინვალე კომბინაცია ახალგაზრდა წინახაზელმა თავური გოლით დაასრულა. მე-2 ადგილზე თენგიზ ჩიკვილაძის საჯარიმო დარტყმაა, რომელიც “საპოვნელას” ფეხბურთელმა თბილისის “დინამოს” გაუტანა, ხოლო პირველი ადგილი ქობულეთის “შუქურას” ნახევარმცველმა, გრიგოლ დოლიძემ დაიკავა. ზღვისპირული გუნდის მოთამაშემ “სამტრედიას” საოცარი გოლი გაუტანა.

ტურის საუკეთესო კადრი

ასე ემოციურად აღნიშნავს უმაღლესი ლიგის აუტსაიდერის, "საპოვნელას" ახალწვეული მეკარე, გიორგი სომხიშვილი ჩემპიონატის ლიდერის, თბილისის "დინამოს" კარში იმერული გუნდის მიერ გატანილ გოლს.

SOMEX

ტურის კურიოზი

ტურის ცენტრალური შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართა, სადაც ერთმანეთს თბილისის “ლოკოკომოტივი” და საჩხერის “ჩიხურა” დაუპირისპირდნენ. ამ მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი სილქ უნივერსალზე გადმოიცა. აღსანიშნავია, ქართველი კომენტატორის რეაქციები ყველა გატანილ გოლზე.

[jwplayer mediaid="173437"]

სატურნირო მდგომარეობა

UMAGLESI

ბომბარდირები

ნიკა კაჭარავა("ცხინვალი"/"როსტოვი) - 13 გოლი

გიორგი ქვილითაია("დინამო თბ") - 13 გოლი

ოთარ მარცვალაძე("დილა") - 11 გოლი

ირაკლი სიხარულიძე("სამტრედია") - 10 გოლი

გიორგი ბერიაშვილი("დინამო ბთ") - 9 გოლი

მოამზადა საბა საპანაძემ, სპეციალურად GOAL.GE-სთვის

ფოტო: ს.კ "ცხინვალი", ს.კ "ლოკომოტივი", ს.კ "მერანი", სფფ

ტურის კადრი: ლაშა კუპრაშვილის ფოტო


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ტოტენჰემმა ოლიმპიაკოსთან ორბურთიანი უპირატესობა გაანიავა [VIDEO]

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის ეგიდით, "ოლიმპიაკოსმა" "ტოტენჰემს" უმასპინძლა.

გუშინ, 22:54

"ჩვენი იურისტები ამ საქმეზე იმუშავებენ", - ბარსელონა დაისჯება?

"ატლეტიკოს" პრეზიდენტმა, ენრიკე სერესომ ფორვარდ ანტუან გრიზმანის საქმეზე კომენტარი გააკეთა.

გუშინ, 22:26

რონალდუ: "არსენალში გადასვლამდე ერთი ნაბიჯი მაშორებდა"

"იუვენტუსის" ფორვარდმა, კრიშტიანუ რონალდუმ 2003 წელს, "არსენალში" არშემდგარ ტრანსფერზე ისაუბრა.

გუშინ, 22:18

ხავიმ ჩემპიონთა ლიგის მოგების 3 ფავორიტი დაასახელა

"ბარსელონას" ექს-ფეხბურთელმა, ხავიმ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების ფავორიტებზე ისაუბრა.

გუშინ, 22:09

პსჟ - რეალი: სასტარტო შემადგენლობები ცნობილია

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ეგიდით, "პსჟ"-სა და "რეალის" დაპირისპირება ძალიან მალე დაიწყება.

გუშინ, 22:05

ატლეტიკო - იუვენტუსი: სასტარტო შემადგენლობები ცნობილია

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ეგიდით, "ატლეტიკოსა" და "იუვენტუსის" დაპირისპირება ძალიან მალე დაიწყება.

გუშინ, 22:04

მბაპე რეალში გადავა, ტრანსფერის ყველა დეტალი გასაჯაროვდა

"პსჟ"-ს თავდამსხმელი, კილიან მბაპე კარიერას "რეალში" გააგრძელებს, წერენ ესპანურ პრესაში.

გუშინ, 21:16

ანჩელოტიმ ევროპის საუკეთესო კლუბი დაასახელა

"ნაპოლის" მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ ევროპის საუკეთესო კლუბი დაასახელა.

გუშინ, 21:07

ხავიმ დაასახელა ფეხბურთელი, რომელსაც მესისა და რონალდუს შეცვლა შეუძლია

"ალ სადის" მთავარმა მწვრთნელმა, ხავი ერნანდესმა საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა.

გუშინ, 21:00

დაძაბულობა არსენალში - მაიტლანდ-ნაილსმა ემერი საჯაროდ გააკრიტიკა

"არსენალის" ნახევარმცველმა, ეინსლი მაიტლანდ-ნაილსმა საინტერესო განცხადება გააკეთა.

გუშინ, 20:51

დასაფასებელი საქციელი - რატომ გააჩერა რონალდუმ ავტობუსი? [VIDEO]

"იუვენტუსის" თავდამსხმელმა, კრიშტიანუ რონალდუმ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ შესანიშნავი ადამიანია.

გუშინ, 20:41

ოფიციალურად: მანჩესტერმა კონტრაქტი კიდევ ერთ ფეხბურთელს გაუხანგრძლივა

მოგეხსენებათ, აქამდე, "მანჩესტერ იუნაიტედმა" ახალი კონტრაქტი გოლკიპერ დავიდ დე ხეას გაუფორმა.

გუშინ, 19:59

ექიმებმა ალბას დიაგნოზი დაუსვეს - როდის დაბრუნდება ესპანელი?

მოგეხსენებათ, კატალონიის "ბარსელონას" მარცხენა მცველმა, ხორდი ალბამ ტრავმა მიიღო.

გუშინ, 19:54

ეტო'ომ იმის შესახებ ისაუბრა, თუ როგორ შედგა მისი ტრანსფერი ბარსელონაში

"ბარსელონას" ექს-თავდამსხმელმა, სამუელ ეტო'ომ საინტერესო ისტორია გაიხსენა.

გუშინ, 19:50

ტუხელი: "ნეიმარი მთელი ძალებით ცდილობდა პსჟ-დან წასვლას"

"პსჟ"-ს მთავარმა მწვრთნელმა, ტომას ტუხელმა გუნდის თავდამსხმელ ნეიმარზე ისაუბრა.

გუშინ, 19:44

ეტო'ო: "მინდა პირველი ფერადკანიანი მწვრთნელი გავხდე, ვინც ჩემპიონთა ლიგას მოიგებს"

"ბარსელონას" ექს-თავდამსხმელმა, სამუელ ეტო'ომ საინტერესო განცხადება გააკეთა.

გუშინ, 19:40

სად ჩატარდება 2021, 2022 და 2023 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალები?

აღნიშნულ ინფორმაციას ავტორიტეტული ბრიტანული გამოცემა Sky Sports ავრცელებს.

გუშინ, 18:55

რისი წყალობით წაართვა პსჟ-მ ბარსელონას მთავარი ტალანტი?

ფრანგული პრესისთვის "პსჟ"-ს 16 წლის ახალწვეულის, ხავი სიმონსის ხელფასი გახდა ცნობილი.

გუშინ, 18:33

ვერატი: "პარი სენ ჟერმენი რეალზე ძლიერია"

"პსჟ"-ს ნახევარმცველმა, მარკო ვერატიმ განაცხადა, რომ პარიზული კლუბი "რეალზე" ძლიერია.

გუშინ, 18:25

რონალდუ: "მაქვს თუ არა ანგარიშზე ნახევარი მილიარდი დოლარი?"

"იუვენტუსის" თავდამსხმელმა, კრიშტიანუ რონალდუმ საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა.

გუშინ, 18:19

რეალი და პსჟ შეთანხმდნენ - El Chiringuito

"პსჟ"-ს თავდამსხმელი, კილიან მბაპე მომავალ ზაფხულს "რეალში" გადავა, იუწყება El Chiringuito.

გუშინ, 18:11

ჩემპიონთა ლიგა: დღე მეორე - რონალდუ ნაცნობ ქალაქში, ნაცნობ მეტოქესთან

დღეს, თბილისის დროით 20:55-სა და 23:00 საათზე სტარტს აიღებს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე დღე.

გუშინ, 16:45

დადასტურდა: მესი ბოკა ხუნიორსში ითამაშებს

"ბარსელონას" კაპიტანი ლიონელ მესი "ბოკა ხუნიორსის" შემადგენლობაში ითამაშებს.

გუშინ, 16:09

აზარი და კურტუა კანტეს არ ეშვებიან

The Sun-ის ცნობით, მადრიდის "რეალი" ნ'გოლო კანტეს არ ეშვება, უფრო კონკრეტულად კი ედენ აზარი და ტიბო კურტუა.

გუშინ, 15:59

ზიდანი: "პსჟ - ჩემპიონთა ლიგის ფავორიტია"

მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა "პარი სენ-ჟერმენზე" ისაუბრა:

გუშინ, 15:48

ტუხელი: "ვათამაშებ თუ არა რეალთან იკარდის?"

"პარი სენ-ჟერმენის" მთავარმა მწვრთნელმა ტომას ტუხელმა მაურო იკარდიზე ისაუბრა:

გუშინ, 15:38

ეროვნული ლიგა - 27-ე ტურის სიმბოლური გუნდი GOAL.GE-ს ვერსიით

გთავაზობთ ეროვნული ლიგის 27-ე ტურში მოთამაშე ფეხბურთელებისგან შემდგარ სიმბოლურ გუნდს.

გუშინ, 15:27

სიმეონე: "რონალდუს წინააღმდეგ იარაღი არ არსებობს"

მადრიდის "ატლეტიკოს" მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ კრიშტიანუ რონალდუზე ისაუბრა:

გუშინ, 15:06

კლოპი: "ნაპოლის პენალტის შესახებ კიდევ ბევრი რაღაცის თქმა შემიძლია"

"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა "ნაპოლისთან" შეხვედრა კიდევ ერთხელ გაიხსენა:

გუშინ, 14:50

AS: ტერ შტეგენის მოგერიებული პენალტი არ უნდა ჩათვლილიყო?!

AS-მა მარკ-ანდრე ტერ შტეგენის მოგერიებული პენალტის თაობაზე საკმაოდ საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა.

გუშინ, 14:43

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10