Goal.Ge

უმაღლესი ლიგის მე-18 ტური: მატჩი "უზმოზე", ტურის მატჩი გორში



27 თებერვალს უმაღლესი ლიგის მე-18 ტურის შეხვედრები გაიმართება. ხვალ, „მიხეილ მესხის” სახელობის სათადარიგოთა არენაზე, „საბურთალო“ თბილისის „დინამოს“ მიიღებს. დაძაბული დაპირისპირება გველის „დინამო არენაზე“, სადაც თბილისის „ლოკომოტივი“ „სამტრედიას“ უმასპინძლებს. რაც შეეხება ტურნირის მეორე ადგილოსან გორის „დილას“, ის სახლში „ტორპედოსთან“ მოსინჯავს ძალებს.

"მიხეილ მესხი" (სათადარიგო), თბილისი, 12:00. „საბურთალო“ (თბილისი) – „დინამო“ (თბილისი)

„საბურთალოს“ არსებობის ისტორიაში თბილისური გუნდი "დინამოსთან" რიგით მეორე ოფიციალურ შეხვედრას გამართავს. აქვე შეგახსენებთ, რომ ამ გუნდებს შორის პირველ წრეში გამართული ორთაბრძოლა "დინამო არენაზე" მასპინძლების გამარჯვებით, 4:0 დასრულდა. როგორც „საბურთალოს“ ვებგვერდი იუწყება, ხვალინდელ შეხვედრაში ურთიერთშეთანხმების საფუძველზე თამაშის საშუალება ექნება ლაშა თოთაძეს, რომელიც "დინამოდან" "საბურთალოში" იჯარის წესით თამაშობს. ტრავმის გამო მასპინძლებს ვერ დაეხმარება გრიგოლ ჩაბრაძე, რომელმაც ფეხი "ჩიხურასთან" შეხვედრაში იტკინა. „დედაქალაქურ დერბს“ დააკლდება ცოტნე ნადარაიაც, რომელმაც ვარჯიში სულ რამდენიმე დღის წინ განაახლა. როგორც ცნობილია, დისკვალიფიკაციის გამო,"საბურთალოს" წინააღმდეგ ვერ იასპარეზებს ალექსანდრე იაშვილი.

saburtalo vs dinamo

„დინამო არენა“, თბილისი, 20:00. „ლოკომოტივი“ – „სამტრედია“

საინტერესო შეხვედრა გველის „დინამო არენაზე“, სადაც ერთმანეთს მეტოქეობას „ლოკომოტივი“ და „სამტრედია“ გაუწევს. ბოლო ორ შეხვედრაში ჟერარდ სარაგოსას შეგირდები კარგად გამოიყურებიან, მაგრამ გამარჯვების მიღწევამდე სულ ერთი ნაბიჯი აკლლდებათ. მე-16 ტურში „თბილისელებმა“ „ჩიხურას“ ფრედ, 2:2 ეთამაშეს, ხოლო ამავე არენაზე თბილისის „დინამოსთან“ მინიმალური სხვაობით დამარცხდნენ. უნდა ითქვას, რომ ამ უკანასკნელი თამაშის ბედი მათ საჯარიმოში დანიშნულმა თერთმეტმეტრიანმა გადაწყვიტა. რაც შეეხება „სამტრედიას“, გია ცეცაძის შეგირდები აღნიშნულ დაპირისპირებას კარგ სათამაშო კონდიციებში ხვდებიან. წინა ტურში „სამტრედიამ“ სახლში „საპოვნელა“ დამაჯერებლად დაამარცხა.

loco vs samtredia

„თენგიზ ბურჯანაძე“, გოლი, 14:00. „დილა” (გორი) – „ტორპედო“ (ქუთაისი)

უმაღლესი ლიგის მეორე ადგილის ბინადარი გორის „დილა“ შინ ქუთაისის „ტორპედოს“ მიიღებს. როგორც ჩვენს ერთგულ მკითხველს კარგად მოგეხსენებათ, წინა ტურში „გორელები“ ბათუმის „დინამოს“ ეწვივნენ და რთულ ბრძოლაში ფრედ, 2:2 ეთამაშეს. მათი მხრიდან ორივე გატანილი გოლის ავტორი ოთარ მარცვლაძე გახდა. რაც შეეხება „ტორპედოს“, მე-17 ტურში ალექსანდრ შტელინის შეგირდებმა საკუთარ კედლებში „ზუგდიდი“ მიიღეს და ორბურთიანი სხვაობით დაამარცხეს. აღნიშნულ ორთაბრძოლაში „რიონისპირელებიდან” თავი გიორგი ქიმაძემ (35’) და თორნიკე კაპანაძემ (90’) გამოიჩინეს.

dila vs torpedo

27.02.16. "მიხეილ მესხი" (სათადარიგო), თბილისი, 12:00 „საბურთალო“ – „დინამო“ 27.02.16. „დინამო არენა“, თბილისი, 20:00. „ლოკომოტივი“ – „სამტრედია“ 27.02.16. „თენგიზ ბურჯანაძე“, გოლი, 14:00. „დილა“ – „ტორპედო“ 27.02.16. "ბაიას" ბაზა, ზუგდიდი, 14:00„ზუგდიდი“ - „ცხინვალი“ 27.02.16. "ეროსი მანჯგალაძე", სამტრედია, 14:00„კოლხეთი“ – „დინამო (ბთ)“ 27.02.16. "მურთაზ ხურცილავა", მარტვილი, 14:00„მერანი“ - „ჩიხურა“ 27.02.16. "დავით აბაშიძე", ზესტაფონი, 14:00„საპოვნელა“ - „გურია“ 27.02.16. "ჩელე არენა", ქობულეთი, 14:00„შუქურა“ - „სიონი“

უმაღლესი ლიგის სატურნირო მდგომარეობა მე-17 ტურის შემდეგ

18

მოამზადა შაკო შიუკაშვილმა, სპეციალურად Goal.Ge-სთვის


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ტოტენჰემმა ოლიმპიაკოსთან ორბურთიანი უპირატესობა გაანიავა [VIDEO]

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის ეგიდით, "ოლიმპიაკოსმა" "ტოტენჰემს" უმასპინძლა.

გუშინ, 22:54

"ჩვენი იურისტები ამ საქმეზე იმუშავებენ", - ბარსელონა დაისჯება?

"ატლეტიკოს" პრეზიდენტმა, ენრიკე სერესომ ფორვარდ ანტუან გრიზმანის საქმეზე კომენტარი გააკეთა.

გუშინ, 22:26

რონალდუ: "არსენალში გადასვლამდე ერთი ნაბიჯი მაშორებდა"

"იუვენტუსის" ფორვარდმა, კრიშტიანუ რონალდუმ 2003 წელს, "არსენალში" არშემდგარ ტრანსფერზე ისაუბრა.

გუშინ, 22:18

ხავიმ ჩემპიონთა ლიგის მოგების 3 ფავორიტი დაასახელა

"ბარსელონას" ექს-ფეხბურთელმა, ხავიმ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების ფავორიტებზე ისაუბრა.

გუშინ, 22:09

პსჟ - რეალი: სასტარტო შემადგენლობები ცნობილია

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ეგიდით, "პსჟ"-სა და "რეალის" დაპირისპირება ძალიან მალე დაიწყება.

გუშინ, 22:05

ატლეტიკო - იუვენტუსი: სასტარტო შემადგენლობები ცნობილია

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ეგიდით, "ატლეტიკოსა" და "იუვენტუსის" დაპირისპირება ძალიან მალე დაიწყება.

გუშინ, 22:04

მბაპე რეალში გადავა, ტრანსფერის ყველა დეტალი გასაჯაროვდა

"პსჟ"-ს თავდამსხმელი, კილიან მბაპე კარიერას "რეალში" გააგრძელებს, წერენ ესპანურ პრესაში.

გუშინ, 21:16

ანჩელოტიმ ევროპის საუკეთესო კლუბი დაასახელა

"ნაპოლის" მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ ევროპის საუკეთესო კლუბი დაასახელა.

გუშინ, 21:07

ხავიმ დაასახელა ფეხბურთელი, რომელსაც მესისა და რონალდუს შეცვლა შეუძლია

"ალ სადის" მთავარმა მწვრთნელმა, ხავი ერნანდესმა საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა.

გუშინ, 21:00

დაძაბულობა არსენალში - მაიტლანდ-ნაილსმა ემერი საჯაროდ გააკრიტიკა

"არსენალის" ნახევარმცველმა, ეინსლი მაიტლანდ-ნაილსმა საინტერესო განცხადება გააკეთა.

გუშინ, 20:51

დასაფასებელი საქციელი - რატომ გააჩერა რონალდუმ ავტობუსი? [VIDEO]

"იუვენტუსის" თავდამსხმელმა, კრიშტიანუ რონალდუმ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ შესანიშნავი ადამიანია.

გუშინ, 20:41

ოფიციალურად: მანჩესტერმა კონტრაქტი კიდევ ერთ ფეხბურთელს გაუხანგრძლივა

მოგეხსენებათ, აქამდე, "მანჩესტერ იუნაიტედმა" ახალი კონტრაქტი გოლკიპერ დავიდ დე ხეას გაუფორმა.

გუშინ, 19:59

ექიმებმა ალბას დიაგნოზი დაუსვეს - როდის დაბრუნდება ესპანელი?

მოგეხსენებათ, კატალონიის "ბარსელონას" მარცხენა მცველმა, ხორდი ალბამ ტრავმა მიიღო.

გუშინ, 19:54

ეტო'ომ იმის შესახებ ისაუბრა, თუ როგორ შედგა მისი ტრანსფერი ბარსელონაში

"ბარსელონას" ექს-თავდამსხმელმა, სამუელ ეტო'ომ საინტერესო ისტორია გაიხსენა.

გუშინ, 19:50

ტუხელი: "ნეიმარი მთელი ძალებით ცდილობდა პსჟ-დან წასვლას"

"პსჟ"-ს მთავარმა მწვრთნელმა, ტომას ტუხელმა გუნდის თავდამსხმელ ნეიმარზე ისაუბრა.

გუშინ, 19:44

ეტო'ო: "მინდა პირველი ფერადკანიანი მწვრთნელი გავხდე, ვინც ჩემპიონთა ლიგას მოიგებს"

"ბარსელონას" ექს-თავდამსხმელმა, სამუელ ეტო'ომ საინტერესო განცხადება გააკეთა.

გუშინ, 19:40

სად ჩატარდება 2021, 2022 და 2023 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალები?

აღნიშნულ ინფორმაციას ავტორიტეტული ბრიტანული გამოცემა Sky Sports ავრცელებს.

გუშინ, 18:55

რისი წყალობით წაართვა პსჟ-მ ბარსელონას მთავარი ტალანტი?

ფრანგული პრესისთვის "პსჟ"-ს 16 წლის ახალწვეულის, ხავი სიმონსის ხელფასი გახდა ცნობილი.

გუშინ, 18:33

ვერატი: "პარი სენ ჟერმენი რეალზე ძლიერია"

"პსჟ"-ს ნახევარმცველმა, მარკო ვერატიმ განაცხადა, რომ პარიზული კლუბი "რეალზე" ძლიერია.

გუშინ, 18:25

რონალდუ: "მაქვს თუ არა ანგარიშზე ნახევარი მილიარდი დოლარი?"

"იუვენტუსის" თავდამსხმელმა, კრიშტიანუ რონალდუმ საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა.

გუშინ, 18:19

რეალი და პსჟ შეთანხმდნენ - El Chiringuito

"პსჟ"-ს თავდამსხმელი, კილიან მბაპე მომავალ ზაფხულს "რეალში" გადავა, იუწყება El Chiringuito.

გუშინ, 18:11

ჩემპიონთა ლიგა: დღე მეორე - რონალდუ ნაცნობ ქალაქში, ნაცნობ მეტოქესთან

დღეს, თბილისის დროით 20:55-სა და 23:00 საათზე სტარტს აიღებს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე დღე.

გუშინ, 16:45

დადასტურდა: მესი ბოკა ხუნიორსში ითამაშებს

"ბარსელონას" კაპიტანი ლიონელ მესი "ბოკა ხუნიორსის" შემადგენლობაში ითამაშებს.

გუშინ, 16:09

აზარი და კურტუა კანტეს არ ეშვებიან

The Sun-ის ცნობით, მადრიდის "რეალი" ნ'გოლო კანტეს არ ეშვება, უფრო კონკრეტულად კი ედენ აზარი და ტიბო კურტუა.

გუშინ, 15:59

ზიდანი: "პსჟ - ჩემპიონთა ლიგის ფავორიტია"

მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა "პარი სენ-ჟერმენზე" ისაუბრა:

გუშინ, 15:48

ტუხელი: "ვათამაშებ თუ არა რეალთან იკარდის?"

"პარი სენ-ჟერმენის" მთავარმა მწვრთნელმა ტომას ტუხელმა მაურო იკარდიზე ისაუბრა:

გუშინ, 15:38

ეროვნული ლიგა - 27-ე ტურის სიმბოლური გუნდი GOAL.GE-ს ვერსიით

გთავაზობთ ეროვნული ლიგის 27-ე ტურში მოთამაშე ფეხბურთელებისგან შემდგარ სიმბოლურ გუნდს.

გუშინ, 15:27

სიმეონე: "რონალდუს წინააღმდეგ იარაღი არ არსებობს"

მადრიდის "ატლეტიკოს" მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ კრიშტიანუ რონალდუზე ისაუბრა:

გუშინ, 15:06

კლოპი: "ნაპოლის პენალტის შესახებ კიდევ ბევრი რაღაცის თქმა შემიძლია"

"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა "ნაპოლისთან" შეხვედრა კიდევ ერთხელ გაიხსენა:

გუშინ, 14:50

AS: ტერ შტეგენის მოგერიებული პენალტი არ უნდა ჩათვლილიყო?!

AS-მა მარკ-ანდრე ტერ შტეგენის მოგერიებული პენალტის თაობაზე საკმაოდ საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა.

გუშინ, 14:43

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10