ავტორიზაცია

საქართველომ სომხეთი კვლავ დაამარცხა

საქართველომ სომხეთი კვლავ დაამარცხა
თარიღი 03 Mar 2016, 16:10
რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ამხანაგური მატჩი "მიხეილ მესხზე", საქართველოს 17 წლამდელთა და სომხეთის 18 წლამდელთა ნაკრებებს შორის. დაპირისპირება "ჯვაროსნებისთვის" წარმატებულად დაიწყო. "საბურთალოს" ფეხბურთელმა, გიორგი ივანიაძემ მე-4 წუთზე ანგარიში გახსნა. მალევე, მე-13 წუთზე ბექა ქავთარაძის გოლმა ქართველები ორბურთიანი უპირატესობით დააწინაურა. მე-2 გოლიდან ზუსტად 5 წუთში, გიორგი ივანიაძის დუბლმა, მე-18 წუთზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

საქართველო 3:0 სომხეთი, "მიხეილ მესხი"

გოლი: ივანიაძე '4; '18, ქავთარაძე '13

საქართველო U17 - 1. კერესელიძე, 2. კიკალიშვილი(ქაფიანიძე '41), 3. ასათიანი (კ)(ვირუბოვი '41), 4. კასრელიშვილი, 5. გულბანი(ნიკოლეიშვილი '41), 6. კუცია(ძებნიაური '59), 7. ნინუა(ანდრონიკაშვილი '65), 8. შეწირული, 9. ქავთარაძე(ოზბეთელაშვილი '41), 10. ჩაკვეტაძე(სპანდერაშვილი '41), 11. ივანიძე(დავითაშვილი '41)

მთ. მწვრთნელი - ვასილ მაისურაძე

სომხეთი U18 - 12. ასლანიანი, 3. ხაჩატრიანი(გრიგორიანი '54), 4. სარგსიანი, 5. მანუკიანი(პეტროსიანი '76), 6. ნადირიანი (კ), 7. მოვსისიანი(არუთინიანი '76), 10. პეტროსიანი(მოვსისიანი '65), 11. არუთინიანი(პოღოსიანი '76), 15. სპერციანი(ხარბუტიანი '76), 16. მელქონიანი(ავაგიანი '30), 20. გევორგიანი(მურადიანი '30)

გაფრთხილება: ვირუბოვი - არუთინიანი, მურადიანი, ნადირიანი

მთ. მწვრთნელი - არამ ვოსკანიანი

შეგახსენებთ, რომ ამ ნაკრებებს შორის პირველი შეხვედრა პირველ მარტს გაიმართა და საქართველოს გამარჯვებით, 4-1 დასრულდა.

საბა საპანაძე