» იხილე განახლებული ვებ-გვერდი
7

"დინამო" – "სტრეიმური". მატჩისწინა ვარჯიში და პრესკონფერენცია



დღეს, თბილისის დროით 20:00 საათზე, „დინამო არენაზე“ ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი გაიმართება. „დინამო თბილისი“ ფარერების ჩემპიონს „სტრეიმურს“ უმასპინძლებს. დღეს ორივე გუნდმა წინასამატჩო ვარჯიში ჩაატარა. მინდორზე ჯერ მასპინძლები გავიდნენ, შემდეგ ორივე გუნდის მთავარი მწვრთნელი პრესკონფერენციაზე გამოცხადდა, დღის ბოლოს კი „დინამო არენა“ სავარჯიშოდ ჩვენს სტუმრებს დაეთმოთ. საკმაოდ ხუმარა ყოფილა „სტრეიმურის“ მთავარი მწვრთნელი რუნი ნოლსე. აი, როგორ დაიწყო მან საუბარი ჟურნალსიტებთან: რუნი ნოლსე („სტრეიმურის“ მთავარი მწვრთნელი) : მოგესალმებით. ჩემს გვერდით არის ჩვენი ნახევარმცველი ჰანსენი, რომელიც დღესდღეობით ჩემპიონთა ლიგის მოქმედი ბომბარდირია. ხვალინდელი თამაშისთვის ყველანაირად ვემზადებით. ისიც ვიცით, რომ ძლიერ გუნდთან მოგვიწევს დაპირისპირება. - იქნება თუ არა თქვენთვის ხელსაყრელი შედეგი ფრე? - დიახ, აბსოლუტურად. ორიოდ სიტყვით „ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირსაც“ მივმართეთ: ჰანსენი ("სტრეიმურის" ფეხბურთელი): „ხვალინდელი თამაშისთვის ვემზადებით. ვიცით, რომ საკმაოდ რთული მატჩი გველოდება. ბოლომდე მზად ვართ და ვეცდებით, ჩვენთვის ხელსაყრელი შედეგი ვაჩვენოთ. იმედს ვიტოვებ, რომ ხვალ გოლის გატანა გამომივა“. ფარერების კუნძულების შემდეგ „დინამოს“ ჯერი დადგა. პრესკონფერენციაზე გუნდის მთავარი მწვრთნელი დუშან უჰრინი და ვეტერანი ფეხბურთელი დავით კვირკველია გამოჩნდნენ. დუშან უჰრინი( „დინამოს“ მთავარი მწვრთნელი): ამ მომენტს დიდი ხანი ველოდით. ვფიქრობ, დავიმსახურეთ ეს. ვერ ვიტყვი, რომ ძალიან ძლიერი მეტოქე გვყავს, მაგრამ აღვნიშნავდი, რომ საკმაოდ უხერხული მოწინააღმდეგეა, რომელიც ცდილობს, რომ კარგი ფეხბურთი ითამაშოს. თუმცა ჩვენ ვალდებულნი ვართ, ეს ეტაპი გავიაროთ, რადგან ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ვაპირებთ მოხვედრას. - თუ ნახეთ მოწინააღმდეგის თამაში და როგორ ფიქრობთ, რომელ საფეხბურთო კომპონენტშია „სტრეიმური“ ყველაზე სახიფათო? - დიახ, ორი თამაში ვნახე. აღსანიშნავია, რომ გუნდში ფარერების ეროვნული ნაკრებიდან ბევრი ფეხბურთელი თამაშობს. მათი დაუფასებლობა ცუდად დაგვიჯდება. - ვინ განიხილება პეტერ გრაიციარის შემცვლელად შუა ხაზში? და რას იტყვით ახალწვეულ ვუოზე? - გრაიციარის შემცვლელს რაც შეეხება, შევეცდებით ვიპოვოთ კონკრეტული მოთამაშე მის ადგილზე. ვუოს თამაშს კი ახლო მომავალში ყველანი ერთად ვიხილავთ. ჩვენი ახალი თავდამსხმელი ფიზიკურად ძლიერია. ჩვენს განკარგულებაში დვალი-მერებაშვილი-ჩისკოა შეტევის ხაზში. თუმცა მატი ტრავმირების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მათი შემცვლელი გვჭირდება. გვყავს ახალგაზრდა ხოჭოლავაც, თუმცა იგი ამ ეტაპზე ასეთი მატჩებისთვის გამოუცდელია. ვუო სხვა ყაიდის ფეხბურთელია. იგივე მერებაშვილი, ჩისკოსგან და დვალისგან განსხვავებით, იგი უფრო ე.წ. „საჯარიმოს ფეხბურთელად“ მიიჩნევა. სწორედ ისეთი ტიპის მოთამაშეა, რომელიც ჩვენს გუნდს აკლდა. - თქვენ თქვით, რომ მიზანი ჯგუფურ ეტაპზე გასვლაა. ხმაურიანი ტრანსფერი ჯერ არ განგიხორციელებიათ. ამ რესურსით რამდენადაა შესაძლებელი, რომ გუნდი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გავა? - ჯგუფურ ეტაპზე ასპარეზობა ბევრ რამეზე იქნება დამოკიდებული. მაგალითად, წილისყრაში გამართლებაზე, ანუ შეიძლება ჩვენზე ძლიერ გუნდთან მოგვიწიოს თამაში, თუმცა გავიაროთ ის ეტაპი. ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, რომელი გუნდი უკეთ იქნება მზად კონკრეტული მატჩისთვის. პირველი ნაბიჯის გადადგმა ხვალ მოგვიწევს. შემდეგი ნაბიჯი ერთი კვირის შემდეგაა. რა თქმა უნდა, ეს ბარიერი უნდა დავძლიოთ. - ხშირად „დინამო“ პირველ წუთებში უშვებს გოლს. ამ კუთხით როგორ მუშაობთ? - ეს ვიცით და ვმუშაობთ პრობლემის გადაწყვეტაზე. აქვე დავამატებდი, ძალიან დიდი თხოვნაა, რომ ვითამაშოთ სავსე ტრიბუნების და არა 2 ან 5 ათასი კაცის წინაშე. - თუ გუნდი რეალურად გეგმავს ჯგუფურ ეტაპზე გასვლას ერთი-ორი მაღალი დონის ფეხბურთელის დამატება აუცილებელია. სატრანსფერო ფანჯარა ჯერ არ დახურულა. უნდა ველოდოთ თუ არა სიახლეებს ამ მხრივ? - პირველ რიგში ეს ბარიერი უნდა გადავლახოთ. ამ კითხვაზე პასუხს მაშინ გაგცემთ, როცა გვეცოდინება, თუ ვინ იქნება ჩვენი შემდეგი მეტოქე. შეიძლება ეს გუნდიც, ეს შემადგენლობაც საკმარისი იყოს. დავით კვირკველია („დინამოს“ ფეხბურთელი“): "ყველა გუნდთან მომზადებაა საჭირო. მოწინააღმდეგის არ დაფასება არ შეიძლება. თითოეულმა ფეხბურთელმა ვიცით, რომ ეს ეტაპი უნდა გავიაროთ, თუ გინდ ძლიერი მეტოქე გვყავდეს. ყველა ფეხბურთელი ემზადება მატჩისთვის. ფეხბურთში შეუძლებელი არაფერია. ბოლოს ,როცა „დინამო“ უეფაზე გავიდა, ამას არავინ მოელოდა. ახლაც არ არის წარმოუდგენელი ამის მიღწევა. პირველ რიგში, ეს ეტაპი უნდა დავძლიოთ და შემდეგ კენჭისყრა გვაჩვენებს გადაულახავი არაფერი არაა“. კვარაცხელია („დინამოს“ ფეხბურთელი): "გუნდი საბრძოლოდაა განწყობილი. არ აქვს მეტოქის სიძლიერეს მნიშვნელობა. მოედანზე ბოლომდე დავიხარჯებით. ვიცით, რომ ბევრი მაყურებელი მოვა. ისინი უნდა გავახაროთ“. ვარჯიშის ამსახველი ვიდეომასალა: მატჩზე დასასწრები ბილეთები 3-5 ლარი ეღირება. Geosports.ge

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

VIDEO: ათასობით ადამიანი ბუენოს-აირესის ქუჩებში, მარადონას ხსოვნის საპატივცემლოდ არის გამოსული

დიეგო მარადონას ხსოვნის საპატივცემლოდ, ათასობით ადამიანი ბუენოს აირესის ქუჩებშია გამოსული.

დღეს, 11:20

"ღმერთი მოკვდა", - გამოცემა AS-ის დღევანდელი ქავერი

ესპანური გამოცემა AS დღეს საინტერესო სათაურით გამოვიდა.

დღეს, 11:14

მარადონას ხსოვნის საპატივცემლოდ, ნაპოლიმ სტადიონზე ანთებული შუქი მთელი ღამით დატოვა

„ნაპოლის“ დიდებული საქციელი საკუთარი ლეგენდის დასაფასებლად.

დღეს, 11:08

პირლო: "ფეხბურთის ღმერთმა დაგვტოვა"

„იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელი, ანდრეა პირლო, დიეგო მარადონას გარდაცვალებას გამოეხმაურა.

დღეს, 10:58

ზიდანი: "გამარჯვება დამსახურებულია"

ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურში მადრიდის „რეალმა“ სტუმრად „ინტერი“ 2:0 დაამარცხა.

დღეს, 10:55

ატლეტიკოს მოთამაშეები უკმაყოფილოები იყვნენ, რომ მსაჯი ლოკომოტივის ფეხბურთელებს რუსულად ესაუბრებოდა

მადრიდის „ატლეტიკოს“ ფეხბურთელებმა „ლოკომოტივთან“ მატჩის არბიტრის მიუკერძოებლობაში ეჭვი შეიტანეს.

დღეს, 10:52

ოფიციალურად: ნაპოლის სტადიონს სახელს მარადონას საპატივცემლოდ გადაარქმევენ

იტალიური „ნაპოლის“ საშინაო სტადიონს სახელი ლეგენდარული დიეგო არმანდო მარადონას საპატივცემლოდ გადაერქმევა.

დღეს, 10:48

"წაგება დავიმსახურეთ" - კლოპი ჩემპიონთა ლიგაზე მარცხის შემდეგ

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე "ლივერპული" შინ "ატალანტას" დაუპირისპირდა და 0:2 დამარცხდა.

დღეს, 02:53

აზარი: "ეს გოლი ჩემი თავდაჯერებისთვის მნიშვნელოვანი იყო"

მადრიდის "რეალი" ბელგიელმა შემტევმა ედენ აზარმა ჩემპიონთა ლიგაზე გოლი 3-წლიანი პაუზის შემდეგ გაიტანა.

დღეს, 02:39

კადრები: დღეს, ჩემპიონთა ლიგის ყველა მატჩში პატივი დიეგო მარადონას მიაგეს

ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი დიეგო მარადონა გულის შეტევით 60 წლის ასაკში გარდაიცვალა.

დღეს, 02:30

კაკას შემდეგ პირველი ფეხბურთელი, რომელმაც პენალტი რამოსის და რონალდუს გარეშე გაიტანა

მადრიდის "რეალმა" ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებული მატჩი ჩაატარა და სტუმრად "ინტერი" 0:2 დაამარცხა.

დღეს, 02:26

პირველი გამარჯვება: რამდენი მატჩი არ ჰქონდა რეალს სან სიროზე მოგებული?

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მადრიდის "რეალი" "ინტერს" დაუპირისპირდა და 2:0 დაამარცხა.

დღეს, 02:22

გვარდიოლა ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში შევიდა - ის, რაც ჯერ არცერთ მწვრთნელს არ გაუკეთებია

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე "მანჩესტერ სიტიმ" "ოლიმპიაკოსი" სტუმრად 0:1 დაამარცხა.

დღეს, 02:18

3 ფეხბურთელი, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე 3 სხვადასხვა კლუბიდან იქნა გაძევებული

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მადრიდის "რეალი" სტუმრად "ინტერს" დაუპირისპირდა და 0:2 დაამარცხა.

დღეს, 02:13

აიაქსის ფეხბურთელი, რომელმაც კლიუვერტის და დე იონგის რეკორდი გაიმეორა

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ამსტერდამის "აიაქსი" "მიდტიულანდს" დაუპირისპირდა და 3:1 დაამარცხა.

დღეს, 02:09

ცნობილია 6 გუნდი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფიდან გასვლა გაინაღდა

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-4 ტურის ყველა მატჩი დასრულდა და ბევრი რამ გამოიკვეთა.

დღეს, 02:04

ბაიერნმა შინ ზალცბურგი დაამარცხა და პლეი-ოფში ადგილი დაიბევა [VIDEO]

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურში „ბაიერნმა“ შინ „ზალცბურგი“ დაამარცხა - 3:1.

დღეს, 01:54

ატლეტიკომ შინ ლოკომოტივს ვერ მოუგო [VIDEO]

ჩემპიონთა ლიგაზე გაიმართა ჯგუფური ეტაპის მე-4 რაუნდის მატჩი "ატლეტიკოსა" და "ლოკომოტივს" შორის.

დღეს, 01:52

რეალმა ინტერი დამაჯერებლად დაამარცხა და ჯგუფში სიტუაცია გაიუმჯობესა [VIDEO]

ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურში „რეალმა“ სტუმრად „ინტერი“ დამაჯერებლად, 2:0 დაამარცხა.

დღეს, 01:51

ლივერპული ენფილდზე ატალანტასთან დამარცხდა [VIDEO]

ჩემპიონთა ლიგის მე-4 ტურში „ლივერპული“ შინ „ატალანტასთან“ 0:2 დამარცხდა.

დღეს, 01:50

წინ მხოლოდ ორი არაადამიანია! ლევანდოვსკი ჩემპიონთა ლიგაზე რაულს გაუტოლდა

„ზალცბურგთან“ გატანილი გოლი რობერტ ლევანდოვსკისთვის განსაკუთრებული აღმოჩნდა.

დღეს, 01:49

VIDEO: ნოიერის წარმოუდგენელი ორმაგი სეივი ზალცბურგთან მატჩში

„ზალცბურგთან“ მატჩში მანუელ ნოიერმა თავისი არაადამიანური შესაძლებლობები კიდევ ერთხელ გამოავლინა.

დღეს, 01:46

საშინელი სერია დასრულდა! ბოლოს როდის ჰქონდა გატანილი აზარს გოლი ჩემპიონთა ლიგაზე?

მადრიდის „რეალი“ „ინტერთან“ მატჩში ედენ აზარის ზუსტად შესრულებული 11-მეტრიანით დაწინაურდა.

დღეს, 00:11

ფოტოები: ნეაპოლი ამ წუთებში - ათასობით გულშემატკივარი კუმირს ქუჩაში ემშვიდობება

კლუბის ლეგენდის, დიეგო მარადონას ხსოვნის საპატივცემლოდ, ნეაპოლი მისი სურათებით გადაჭრელდა, ხალხი კი ქუჩებშია გამოსული.

გუშინ, 23:59

სიტიმ საბენძნეთში მინიმალურად იმარჯვა და პლეი-ოფში ოფიციალურად გავიდა [VIDEO]

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურში „სიტიმ“ სტუმრად „ოლიმპიაკოსი“ მინიმალური ანგარიშით დაამარცხა - 0:1.

გუშინ, 23:55

რამოსის, კაზემიროს და ბენზემას გარეშე - ინტერი V რეალი [სასტარტო შემადგენლობები]

ჩემპიონთა ლიგის დღის ცენტრალურ მატჩამდე ცოტა დრო რჩება.

გუშინ, 22:48

ნაპოლის სტადიონს შესაძლოა მარადონას საპატივცემლოდ სახელი შეეცვალოს

დიეგო მარადონას გარდაცვალებას „ნაპოლის“ პრეზიდენტი, აურელიო დე ლაურენტისი გამოეხმაურა.

გუშინ, 22:12

"ის არ გვტოვებს, რადგან დიეგო მარადიულია!" - მესი მარადონას გარდაცვალებას ეხმაურება

60 წლის ასაკში, გულის შეტევით ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი დიეგო მარადონა გარდაიცვალა.

გუშინ, 22:09

ჩემპიონთა ლიგის დღევანდელი მატჩები წუთიერი დუმილით დაიწყება

დღეს გასამართი ჩემპიონთა ლიგის მატჩები წუთიერი დუმილით დაიწყება.

გუშინ, 22:06

"სპორტში სიცარიელემ დაისადგურა", - ნადალი

ლეგენდარული ფეხბურთელის გარდაცვალებას ესპანელი ჩოგბურთელი რაფა ნადალიც ეხმაურება.

გუშინ, 21:52
i

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10