» იხილე განახლებული ვებ-გვერდი

U19-ის ევროპული დღიური - საქართველო ლიტვაში პირველი ჩავიდა



16 ივლისს, საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა ლატვიური შეკრება დაასრულა და ნაშუადღევს ლიტვაში, კაუნასში გაემგზავრა. დილით კი, გია ცეცაძის გუნდმა რიგის „დაუგავასთან“ შეკრების ბოლო ტესტ-მატჩი გამართა. პირველი ამხანაგური შეხვედრის მსგავსად, საქართველოს ნაკრებმა მეტოქეს ექვსი ბურთი გაუტანა, თუმცა, ჩვენს ფეხბურთელებს შეხვედრაში იმდენი ასპროცენტიანი საგოლე მომენტი ჰქონდათ, რომ ანგარიში ასტრონომიული შეიძლებოდა ყოფილიყო. U19 vs დაუგავა - 6:1 (არკადიას სპორტული კომპლექსის სტადიონი) 19-წლამდელებმა მატჩი შემდეგი შემადგენლობით დაიწყეს: მიქავა, მთივლიშვილი, სანდოხაძე, ნ.ჭანტურია, უბილავა, ცნობილაძე, ენდელაძე, მარკოზაშვილი, არაბული (კაპ), ფანცულაია, ზივზივაძე მეორე ტაიმში შეცვლაზე შევიდნენ - ლუკა ზარანდია, ნიკა კაჭარავა, ლაშა დვალი, ლევან გეგეჭკორი, გურამ სამუშია და სანდრო გურეშიძე. გოლები: ზივზივაძე (2), ფანცულაია, სამუშია, კაჭარავა, ზარანდია მატჩი საქართველოს ნაკრების აბსოლუტური კარნახით მიმდინარეობდა. შეიძლება ითქვას, რომ გუნდმა მშვენიერი გენერალური რეპეტიცია გაიარა. პირველი ტაიმის დაახლოებით მე-11 წუთზე, ზივზივაძე - მარკოზაშვილი - ფანცულაიას კომბინაცია ზივზივაძემ თავად დაასრულა - 1:0. სწორედ, ამის შემდეგ დაიწყო გაუთავებელი, სწრაფი, კომბინაციური შეტევები, რომლებიც გოლით არა და არ სრულდებოდა. ასპროცენტიანი საგოლე მომენტები ვერ გამოიყენეს - არაბულმა, ფანცულაიამ, მარკოზაშვილმა, ცნობილაძემ... ამის საპასუხოდ, მეტოქემ ანგარიშის გათანაბრება პირველივე ტაიმში, თერთმეტმეტრიანი დარტყმით შეძლო. საკუთარ საჯარიმოში მეტოქე ნიკა სანდოხაძემ წააქცია. გაშვებული გოლის შემდეგ, საქართველოს ნაკრები თამაშს კვლავ უპირობოდ აკონტროლებდა. ჩვენი ფეხბურთელები მშვენივრად აგდებდნენ და უმატებდნენ ტემპს. თუმცა, პირველ ტაიმში ანგარიშის გაზრდა ვეღარ მოვახერხეთ. მეორე ტაიმი კი, ორი წუთის დაწყებული იქნებოდა, რომ შეტევაში მშვენივრად ჩართული მთივლიშვილის გამჭოლი გადაცემა ბუდუ ზივზივაძემ გოლად აქცია - 2:0. ამ გოლმა ჩვენი ნაკრები აშკარად „გახსნა“ და თამაშის ბოლომდე, რიგელთა მეკარეს კიდევ ოთხჯერ მოუწია საკუთარი კარიდან ბურთის გამოტანა. ანგარიში სამამდე გიორგი ფანცულაიამ გაზარდა, რომელიც საკუთარი ნახევრიდან გრძელი და უზუსტესი პასით მეკარესთან პირისპირ გაიყვანა ნიკა ჭანტურიამ. ამის შემდეგ, მოედანზე ახლადშემოსული გურამ სამუშიას ჯერი დადგა, რომელმაც ტრადიციას არ უღალატა და ეფექტური გოლი გაიტანა. ნიკა სანდოხაძის გადაცემის შემდეგ, ნაკრების 7-მა ნომერმა მეკარეს ბურთი თავზე გადაუგდო - 4:1. ამასობაში, ნიკა კაჭარავამაც გაილაღა; საჯარიმოში ცრუ მოძრაობებით შევიდა და ნაკრების ანგარიში 5-მდე გაზარდა. წერტილი კი, ამ შეხვედრაში ლუკა ზარანდიამ საკმაოდ ეფექტურად დასვა. ნაკრების ყველაზე უმცროსმა წევრმა ბურთი თავისებურად „მოიგდო“, საჯარიმოს ხაზთან შეგებებული ყველა ფეხბურთელი თვალის დახამხამებაში ჩამოიცილა და კარში ბურთიანად შევიდა - 6:1. სასტუმროში დაბრუნებული ნაკრები კი, სადილის შემდეგ ავტობუსით კაუნასში გაემგზავრა და ხვალ დილიდან, უკვე ევროპის ჩემპიონატის ფერხულში ჩაებმება. დაგეგმილისამებრ, 19-წლამდელები სასტუმრო „Park Inn Radisson“ – ში დაბინავდნენ. გუნდმა ივახშმა და ახლა, ფეხბურთელები ისვენებენ. პირველი ლიტვური ვარჯიში კი, ხვალ დილითაა დაგეგმილი. სფფ-ის პრესსამსახური კაუნასი, ლიტვა

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ბარსას სათადარიგო ვარიანტი ნეიმარის ტრანსფერის ჩაშლის შემთხვევაში

როგორც მოგეხსენებათ, "ბარსელონა" "პარი სენ-ჟერმენის" თავდამსხმელის, ნეიმარის დაბრუნების თაობაზე აქტიურად მუშაობს.

დღეს, 13:50

"კოსტას ჟეზუსზე გაცვლით, იუვე უფრო იხეირებს, ვიდრე სიტი", - ბრაზილიელი მწვრთნელი

"სან-პაულუს" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ალექსი სტივალმა, იგივე კუკამ, დუგლას კოსტას გაბრიელ ჟეზუსზე გაცვლის შესახებ ისაუბრა:

დღეს, 13:42

უან-ბისაკამ ყველაზე უხერხული მეტოქე დაასახელა

"მანჩესტერ იუნაიტედის" მარჯვენა მცველმა, აარონ უან-ბისაკამ ყველაზე უხერხული მოწინააღმდეგე დაასახელა:

დღეს, 13:27

რომელ ევროპულ გუნდს ჰქონდა ყველაზე ხანგრძლივი დაუმარცხებელი სერია?

"ლივერპულის" თებერვლის ჩავარდნამდე, ბევრი იწერებოდა მერსისაიდელთა დაუმარცხებელი სერიის შესახებ.

დღეს, 13:17

როდის დაარსდა პირველი საფეხბურთო კლუბი და სად იმყოფება ის ახლა?

ინგლისის რანგით მერვე საფეხბურთო დივიზიონში ბინადრობს გუნდი, უბრალო სახელწოდებით - "შეფილდი".

დღეს, 13:04

ინიესტა ბარსელონაში შესაძლო დაბრუნებას გამოეხმაურა

"ბარსელონას" ყოფილმა კაპიტანმა, ანდრეს ინიესტამ კატალონიაში შესაძლო დაბრუნების შესახებ ისაუბრა:

დღეს, 12:51

"კონორსა და ხაბიბს მხოლოდ კარიერის დასრულება დარჩათ", - ფერგიუსონი

UFC-ის მებრძოლმა მსუბუქ წონით კატეგორიაში, ტონი ფერგიუსონმა მორიგი ხმაურიანი განცხადება გააკეთა:

დღეს, 12:43

"2004 წლის საბერძნეთი ბრაზილიასა და არგენტინასაც დაამარცხებდა", - ხარისტეასი

საბერძნეთის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა, ანგელოს ხარისტეასმა თავისი ეროვნული გუნდისთვის ტრიუმფალური ევრო-2004 გაიხსენა:

დღეს, 12:34

"ოქროს ბურთს მხოლოდ მესი უნდა იღებდეს", - ლუისი

მადრიდის "ატლეტიკოს" ყოფილმა მარცხენა მცველმა, ფილიპე ლუისმა, ლიონელ მესის შესახებ ისაუბრა:

დღეს, 12:26

კლოპი: "ალექსანდრ-არნოლდს მხოლოდ ერთი ნაკლი გააჩნდა"

"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა ისაუბრა თავისი შეგირდის, ტრენტ ალექსანდრ-არნოლდის შესახებ:

დღეს, 12:05

რეალის 3 მთავარი სამიზნე ზაფხულისთვის

El Mundo Deportivo-მ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდისთვის მადრიდის "რეალის" სამი მთავარი სამიზნე დაასახელა.

დღეს, 11:49

რეალი თუ ბარსა? რუისისთვის ბრძოლაში ფავორიტი გამოიკვეთა

როგორც მოგეხსენებათ, მადრიდის "რეალი" და "ბარსელონა" ინტერესდებიან "ნაპოლის" ცენტრალური ნახევარმცველით, ფაბიან რუისით.

დღეს, 11:40

ბარსელონა და სევილია გაცვლაზე თანხმდებიან

Sport-ის თანახმად, "ბარსელონას" ცენტრალური ნახევარმცველის, ივან რაკიტიჩის "სევილიაში" დაბრუნება გარდაუვალია.

დღეს, 11:31

მილანმა საინტერესო ბარტერი დაგეგმა

Express Sport Germany-ს თანახმად, "მილანი" ინტერესდება არა მხოლოდ "ლაიპციგის" სპორტული დირექტორით, არამედ კლუბის ფორვარდითაც.

დღეს, 11:21

სად გაიმართება ფერგიუსონისა და გეტჟის ბრძოლა?

როგორც მოგეხსენებათ, ჯერჯერობით უცნობია, თუ სად გაიმართება ტონი ფერგიუსონისა და ჯასტინ გეტჟის ბრძოლა.

დღეს, 11:13

შაქირი ახალ გუნდს უახლოვდება

Blick-ის ცნობით, "ლივერპულის" შემტევი, ჯერდან შაქირი ახალ გუნდს უახლოვდება.

დღეს, 11:04

5 გუნდი, რომელიც ჰაკიმის ხელში ჩაგდებას ცდილობს

AS-მა დაასახელა ხუთი გუნდი, რომელიც დორტმუნდის "ბორუსიას" მარჯვენა მცველის, აშრაფ ჰაკიმის ხელში ჩაგდებას ცდილობს.

დღეს, 10:44

"რეალს მოუხდებოდა", - კასილასმა ყოფილ კლუბს ფეხბურთელი ურჩია

მადრიდის "რეალის" ყოფილმა კაპიტანმა, ლეგენდარულმა იკერ კასილასმა "სამეფო კლუბს" ფეხბურთელი ურჩია:

დღეს, 10:24

"რეალში მილიარდი ევროს სანაცვლოდაც არ დავბრუნდებოდი", - ეტო'ო

მადრიდის "რეალის" ყოფილმა თავდამსხმელმა, სამუელ ეტოომ "სამეფო კლუბი" უარყოფითად კიდევ ერთხელ გაიხსენა:

დღეს, 10:16

გვარდიოლა იუვენტუსიდან ძველი შეგირდის გადმობირებას ეცდება

Corriere dello Sport-ის თანახმად, "მანჩესტერ სიტი" ტურინის "იუვენტუსის" ერთ-ერთი შემტევით დაინტერესდა.

დღეს, 10:05

Marca: რატომ არის რონალდუს რეალში დაბრუნება ცუდი იდეა?

Marca-ს ჟურნალისტმა, ხოსე ფელიქს დიასმა განმარტა, თუ რატომ არის კრიშტიანუ რონალდუს მადრიდის "რეალში" დაბრუნება ცუდი იდეა:

დღეს, 09:46

მორატი: "ვიცი, რომ ინტერს მესის გადაბირება უნდა"

მილანის "ინტერის" ყოფილი პრეზიდენტი მასიმო მორატი ამბობს, რომ "ინტერს" ლეო მესი სურს.

დღეს, 05:07

დიბალა: "ჩემი იუვენტუსში გადასვლის ისტორია გუშინდელივით მახსოვს"

არგენტინელი ფეხბურთელი პაულო დიბალა იმ მომენტს იხსენებს, როცა ტურინის "იუვენტუსში" გადავიდა.

დღეს, 05:04

მანემ კლოპი შეაქო: "მის ხელში დონე აგვიმაღლდა"

"ლივერპულის" მთავარი მწვრთნელს იურგენ კლოპს ამ გუნდის თავდამსხმელი სადიო მანე აქებს.

დღეს, 05:00

მარინო: "პრემიერ ლიგის ეს სეზონი აღარ განახლდება"

"უდინეზეს" სპორტული დირექტორი პიერპაოლო მარინო პრემიერ ლიგაზე საუბრობს.

დღეს, 04:58

ლეგენდარული ინგლისელი ფეხბურთელი საავადმყოფოში გადაიყვანეს

ლეგენდარული ინგლისელი ფეხბურთელი ჯიმი გრივსი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

დღეს, 03:41

"ჰარი კეინი ახალგაზრდა შირერს მაგონებს"

ყოფილი მეკარე მაიკ ტეილორი ინგლისის ნაკრების ამჟამინდელ ლიდერს, ჰარი კეინს აქებს.

დღეს, 03:35

ლა ლიგის პრეზიდენტი: "ფეხბურთელებმა ეს ნორმალურ ფაქტად უნდა აღიქვან"

ლა ლიგის პრეზიდენტი ხავიერ ტებასი აცხადებს, რომ ფეხბურთელები კრიზისს უნდა შეეგუონ.

დღეს, 03:11

უკრაინიდან წასვლის შემდეგ, შევჩენკო პრემიერ ლიგაში ან სერია ა-ში იმუშავებს

ცნობილი ანალიტიკოსი ანდრეა მალდერა აცხადებს, რომ ანდრეი შევჩენკოს პრემიერ ლიგაში ან სერია ა-ში მუშაობა სურს.

დღეს, 03:03

ზუსტად 39 წლის წინ! დინამო 3:0 ფეიენოორდი [VIDEO]

1981 წლის 8 აპრილს, თბილისის "დინამომ" "ფეიენოორდი" მიიღო და მეტოქე 3:0 დაამარცხა.

დღეს, 02:48

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10