» იხილე განახლებული ვებ-გვერდი

U19-ის ევროპული დღიური - მობილიზება, კონცენტრაცია და 2 დღე ჩემპიონატამდე



საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა, კაუნასში დღეს პირველი ვარჯიშები ჩაატარა. ცეცაძის გუნდმა დილითაც ივარჯიშა და საღამოსაც. ხვალიდან, ორჯერადი ვარჯიშები აღარ იქნება და წვრთნა მხოლოდ საღამოობით გაიმართება. შეთანხმების მიხედვით, საქართველოსა და ესპანეთის ნაკრები გუნდები კაუნასის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის სტადიონზე ივარჯიშებენ. ხვალ, ნაკრებს რამდენიმე ღონისძიება აქვს. დილა, საუზმის შემდეგ, უეფას ოფიციალური ფოტოსესიით დაიწყება და მსაჯებთან შეხვედრით გაგრძელდება. ამის შემდეგ, გუნდი დაისვენებს და საღამოს ვარჯიშისთვის მოემზადება. ხვალვე, კაუნასში ჩამოდიან ქართული ტელევიზიები, რომლებიც იმ დღიდანვე ჩაერთვებიან ჩემპიონატის აქტიურ გაშუქებაში. კარგი ამბების კვალდაკვალ, უსიამოვნოს, სამწუხაროდ, ვერ ავცდით. ლატვიაში, ბოლო ვარჯიშზე მიღებული წელის ტრავმამ ისე შეაწუხა ნაკრების მეკარე - გაბრიელ თებიძე, რომ მას უკვე მესამე დღეა არ უვარჯიშია და ექიმების ინტენსიური მეთვალყურეობის ქვეშაა. თებიძის ტრავმის შესახებ ვკითხეთ ნაკრების ექიმს - დავით ზაქრაძეს: „გამოკვლევების გარეშე ზუსტ დიაგნოზს ვერ გეტყვით, მაგრამ არის ტკივილი წელის არეში. ეს შეიძლება იყოს როგორც კუნთოვანი ტკივილი, ასევე ხერხემლის, ასე ვთქვათ, ნერვული ტკივილი. თუმცა, იმედი მაქვს, რომ ეს არ არის ხერხემლის პრობლემა, რადგან ტრავმა მკურნალობას ექვემდებარება და ეს კარგი ტენდენციაა. აი, მაგალითად დღეს, ტკივილი თითქმის აღარ აქვს; მხოლოდ, ძალიან ღრმა და მკვეთრ მოძრაობებზე რეაგირებს. მოკლედ, მიდის მკურნალობისა და ამასთან ერთად, რეაბილიტაციის პროცესი. ჯერ ვერ ვიტყვით, მზად იქნება თუ არა თამაშისთვის, რადგან ვარჯიშები გამოტოვა და არანაირი ტკივილის შეგრძნება არ უნდა ჰქონდეს. ანუ, ფსიქოლოგიურად თავისუფალი უნდა იყოს იმისგან, რომ მას არ სტკივა და შესაბამისად, ეს არ უნდა იყოს ხელისშემშლელი ფაქტორი. სანამ არ დავრწმუნდებით, რომ ის პრაქტიკულად გამოჯანმრთელდა, მანამდე ვერაფერს ვიტყვით.“ ვარჯიშის შემდეგ, მეკარე ბაჩო მიქავასაც გავესაუბრეთ, რომელიც უკვე მეორე დღეა, მეგობრის და თანაგუნდელის გარეშე ვარჯიშობს. ბაჩო მიქავა: „დღეს დილით კაუნასში პირველად ვივარჯიშეთ. ყველაფერმა ნორმალურად ჩაიარა. რა თქმა უნდა, უკვე ყველა ვგრძნობთ, სად ვართ. რეჟიმიც განსხვავებული და მკაცრი გვაქვს. ბიჭები მაქსიმალურად ვცდილობთ, ყველაფერი სწორად და კარგად გავაკეთოთ. ჩვენ აქ საბრძოლველად ჩამოვედით და ეს სულ გვახსოვს. მოკლედ, იგრძნობა, რომ ევროპის ჩემპიონატია. ვარჯიშები კარგად მიდის და ყველა ჯანმრთელადაა. სამწუხაროდ, გაბის ტრავმა ძალიან მოულოდნელი იყო. მაგრამ იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე გამოჯანმრთელდება და ჩვენთან ერთად იქნება.“ - ნაკრებში ოფიციალური თამაში ჯერ არ გქონია და შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, არის შანსი, რომ შენი დებიუტი პირდაპირ ევროპის ჩემპიონატზე, საფრანგეთის წინააღმდეგ შედგეს. რას ფიქრობ ამაზე? - ნერვიულობით არ ვნერვიულობ, რადგან ასეთი ვარ. რა თამაშიც არ უნდა მქონოდა, არასდროს ვღელავდი. ჩემთვის სულ ერთია, ვისთან სათამაშოდ გავდივარ. მთავარია, მე ვიყო დამაჯერებელი და გოლი არ გავუშვა. ახლაც ასე ვარ... ანუ კარი მშრალად უნდა შევინახო და პირიქით - ბიჭებმა გაიტანონ. - შენ პროგნოზები კარგად გეხერხება და საკმაოდ ზუსტადაც გამოგდის. ამ შემთხვევაში, რას ფიქრობ მომავალ მატჩზე? - საფრანგეთს 1:0 მოვუგებთ და გოლს ბუდუ ზივზივაძე გაიტანს. ასე თუ მოხდა, ადამიანი არ იქნება ჩემზე ბედნიერი. სფფ-ის პრესსამსახური კაუნასი, ლიტვა წყარო: gff.ge

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

მათეუსი: "ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ მომდევნო სეზონში ნოიერი ბაიერნის ფეხბურთელი აღარ იქნება"

როგორც იცით, მანუელ ნოიერი „ბაიერნთან“ ახალ კონტრატზე შეთანხმებას ვერ ახერხებს.

დღეს, 17:15

რეალმა კილიან მბაპეს ტრანსფერი 2021 წლისთვის გადადო

მიუხედავად კორონავირუსის კრიზისისა, „რეალმა“ მთავარი სატრანსფერო სამიზნე არ შეიცვალა.

დღეს, 17:11

პრემიერ ლიგის რომელ გუნდს აზარალებს კორონავირუსის პაუზა ყველაზე მეტად?

ბრიტანულმა გამოცემა Daily Mail-მა წარმოადგინა დასკვნა, პრემიერ ლიგის რომელი გუნდი იზარალებს ყველაზე მეტად კორონავირუსის პაუზისგან.

დღეს, 17:04

2010-2011 წლებში რუსეთმა ფიფას ვიცე-პრეზიდენტი მოისყიდა

ამერიკის იუსტიციის სამინისტროს მტკიცებით...

დღეს, 16:55

ბაიერნის ნახევარმცველი პაუზის შემდეგ პირველივე ვარჯიშზე დაიმტვრა

„ბაიერნის“ ფრნაგმა ნახევარმცველმა, კორენტინონ ტოლისომ, პაუზის შემდეგ პირველივე ვარჯიშზე ტრავმა მიიღო.

დღეს, 16:50

დორტმუნდმა ჯეიდონ სანჩოს შემცვლელი ესპანურ ვალენსიაში იპოვნა

„ბორუსია დორტმუნდი“ „ვალენსიას“ შემტევი ნახევარმცველის, ფერან ტორესის გადაბირებით დაინტერედა.

დღეს, 16:48

გვარდიოლას იუვედან თავისი ექს-შეგირდის წამოყვანა უნდა

„იუვენტუსის“ ნახევარმცველი, დუგლას კოშტა შესაძლოა ზაფხულში „მანჩესტერ სიტიში“ გადაბარგდეს.

დღეს, 16:38

10 საუკეთესო უცხოელი თავდამსხმელი ერედივიზიის ისტორიაში

წარმოგიდგენთ 10 საუკეთესო უცხოელ თავდამსხმელს ერედივიზიის ისტორიაში.

დღეს, 16:14

რატომ უთხრა უარი ბარსას, ევროს ყველაზე სახიფათო მეტოქე და ბევრი სხვა - კუმანის ვრცელი ინტერვიუ

ჰოლანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა, Marca-ს ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა.

დღეს, 15:23

აზარი დროს უსწრებს - როდის იქნება სათამაშოდ მზად ბელგიელი შემტევი?

მადრიდის „რეალის“ შემტევი, ედენ აზარი, ოპერაციის შემდეგ გამოჯანმრთელების პროცესს გადის.

დღეს, 14:51

"საუკეთესო მატჩი ჯერ კიდევ წინ მაქვს, მაგრამ...", - დე იონგმა ყველაზე კარგი მატჩი დაასახელა, რომელიც ბარსელონაში ჩაუტარებია

„ბარსელონას“ ნახევარმცველმა, ფრენკი დე იონგმა, გუნდში სადებიუტო სეზონი შეაფასა.

დღეს, 14:45

დავიდ სილვას კარიერის იტალიურ გრანდში გაგრძელების რეალური ვარიანტი გაუჩნდა

„მანჩესტერ სიტის“ კაპიტანი, დავიდ სილვა, „მილანის“ ინტერესთა სფეროში მოექცა.

დღეს, 14:38

ფეხბურთელი, რომლის ჩართვასაც რეალი ჰოლანდის ტრანსფერში გეგმავს

მადრიდის „რეალის“ ხელმძღვანელობა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ერლინგ ჰოლანდის შეძენას შეეცდება.

დღეს, 14:35

კონტემ ხელმძღვანელობას ომამეიანგის შეძენა სთხოვა

მილანის „ინტერის“ ხელმძღვანელობა „არსენალის“ ლიდერის შეძენას შეეცდება.

დღეს, 14:31

"ისე ჰარმონიულად ვიყავით, თითქოს ერთად გვეძინა", - ბერბატოვმა კარიერის საუკეთესო პარტნიორი დაასახელა

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა თავდამსხმელმა, დიმიტარ ბერბატოვმა კარიერის საუკეთესო პარტნიორი დაასახელა:

დღეს, 13:34

ოფიციალურად: მიულერის მომავალი საბოლოოდ გაირკვა

მიუნხენის "ბაიერნის" ოფიციალურმა ვებ-გვერდმა დაადასტურა, რომ ტომას მიულერის მომავალი საბოლოოდ გაირკვა.

დღეს, 13:24

დისტანცია, 3-4 კაციანი ჯგუფები და არავითარი შხაპი - ბაიერნმა ვარჯიში განაახლა

მიუნხენის "ბაიერნი" ევროპის ერთ-ერთი პირველი კლუბია, რომელმაც კორონავირუსის პანდემიის პერიოდში ვარჯიში განაახლა.

დღეს, 13:15

"კლოპი შენკლის მაგონებს", - ლივერპულის ექს-კაპიტანი

"ლივერპულის" ყოფილმა კაპიტანმა, გრემ სუნესმა მერსისაიდელთა ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი, იურგენ კლოპი, ბილ შენკლის შეადარა:

დღეს, 13:05

"მესის, რონალდუსა და ნეიმარს კიდევ ერთ მოთამაშეს დავამატებდი", - დელ პიეროს საუკეთესო 4-ეული

ტურინის "იუვენტუსის" ცოცხალმა ლეგენდამ, ალესანდრო დელ პიერომ თანამედროვეობის ოთხი საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა:

დღეს, 12:52

"ფერნანდეში ფლეიმეიქერის პოზიციაზე შემთხვევით აღმოჩნდა", - ბრუნოს პირველი მწვრთნელი

"მანჩესტერ იუნაიტედის" შემტევი ნახევარმცველის, ბრუნო ფერნანდეშის პირველმა მწვრთნელმა, ანტონიო პერესმა საინტერესო განცხადება გააკეთა:

დღეს, 12:40

დე იონგმა თავისი საფეხბურთო მაისურების კოლექციიდან საუკეთესო გამოარჩია

ნიდერლანდების ნაკრების ცენტრალურმა ნახევარმცველმა, ფრენკი დე იონგმა თავისი მაისურების კოლექციიდან საუკეთესო გამოარჩია:

დღეს, 12:30

"ვადანაშაულებ თუ არა ხაბიბს?", - უაიტი

UFC-ის პრეზიდენტმა, დეინა უაიტმა, ხაბიბ ნურმაგომედოვის შესახებ საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა:

დღეს, 12:19

"რონალდუ აფრიკელი რომ ყოფილიყო, უკვე კარიერას დაასრულებდა", - ბაბანგიდა

ამსტერდამის "აიაქსის" ყოფილმა ვინგერმა, ტიჯანი ბაბანგიდამ, კრიშტიანუ რონალდუს შესახებ ისაუბრა:

დღეს, 12:09

მათეუსი: "ბაიერნს ის სანეზე მეტად გამოადგება"

მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილმა ცენტრალურმა ნახევარმცველმა, ლოთარ მათეუსმა "რეკორდმაისტერის" სატრანსფერო გეგმების შესახებ ისაუბრა:

დღეს, 12:00

რონალდუს თვითიზოლაციაში კიდევ ერთხელ მოათავსებენ

როგორც მოგეხსენებათ, ტურინის "იუვენტუსის" ლიდერი, კრიშტიანუ რონალდუ კარანტინს გადის თავის მშობლიურ კუნძულზე,

დღეს, 11:38

არც ბარსელონაში გადასვლა და არც პსჟ-ში დარჩენა - ნეიმარის აგენტის განცხადება

"პარი სენ-ჟერმენის" შემტევის, ნეიმარის აგენტმა თავისი კლიენტის მომავლის შესახებ საინტერესო განცხადება გააკეთა:

დღეს, 11:30

"ის პოგბას მანჩესტერში დარჩენაზე დაიყოლიებს", - დინი

"უოტფორდის" კაპიტანმა, ტროი დინიმ "მანჩესტერ იუნაიტედის" შესახებ საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა:

დღეს, 11:21

ვან დეიკი: "პირველი კონტრაქტის გაფორმებამდე, ჭურჭელს ვრეცხავდი"

"ლივერპულის" ცენტრალურმა მცველმა, ვირჯილ ვან დეიკმა თავისი კარიერის ადრეული პერიოდი გაიხსენა:

დღეს, 11:12

"ფერგიუსონისა და გეტჟის გამარჯვებული ხაბიბს შეხვდება", - უაიტი

როგორც მოგეხსენებათ, UFC-ის რიგით 249-ე ღონისძიებაზე ტონი ფერგიუსონს, ხაბიბ ნურმაგომედოვის ნაცვლად ჯასტინ გეტჟი შეებრძოლება.

დღეს, 11:01

რეტროკლასიკო კასილასის, პუიოლისა და ინიესტას მონაწილეობით მართლაც შედგება?

იკერ კასილასმა, კარლეს პუიოლმა და ანდრეს ინიესტამ სოაციალურ ქსელში საკმაოდ საინტერესო საკითხი განიხილეს.

დღეს, 10:38

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10