იტალიის ნაკრებს რობერტო ბაჯო გაწვრთნის

ევრო 2016-ის შემდეგ იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლეგენდარული რობერტო ბაჯო გახდება. აღნიშნულ ინფორმაციას Football italia ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, ანტონიო კონტე სამუშაოდ ზაფხულში ლონდონის "ჩელსის" მიაშურებს. ამის შესახებ ინფორმაცია იტალიის ფეხბურთის ფედერაციის თავკაცმა, კარლო ტავეკიომ ოფიციალურად დაადასტურა.
წყარო: Football italia