» იხილე განახლებული ვებ-გვერდი

U19-ის ევროპული დღიური - ყველა მონაწილე გუნდი კაუნასშია



უეფას 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის მონაწილე რვავე საუკეთესო გუნდი უკვე კაუნასშია და ტურნირის დასაწყებად ყველაფერი მზადაა. საქართველოს ნაკრების უშუალო, B ჯგუფის მეტოქეებიდან, დღეს, პირველი კაუნასში სერბები ჩამოვიდნენ. დღის მეორე ნახევარში თურქეთის ნაკრები გამოჩნდა. ყველაზე გვიან კი, ფრანგები მოვიდნენ. სასტუმროში უკვე სხვა ატმოსფეროა და იგრძნობა, რომ ჩემპიონატის დაწყებამდე სულ რამდენიმე საათიღა რჩება. 18 ივლისის დილა საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა მსაჯებთან დაგეგმილი შეხვედრით დაიწყო. ჩვენი გუნდისთვის საგანგებოდ მომზადებული პრეზენტაცია ჩაატარა ცნობილმა ბერძენმა მსაჯმა - კიროს ვასარასმა, რომელიც უეფას სამსაჯო კომიტეტის წევრია. ამ ჩემპიონატზე კი, მსაჯების დამკვირვებლადაა მოვლენილი. ასე იყო შარშანაც - 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე სლოვენიაში. სწორედ ამიტომ, კიროს ვასარასმა, რომელმაც მსგავსი პრეზენტაცია მაშინაც ჩაატარა, ადვილად იცნო ნიკა ჭანტურია და ლაშა დვალი და მათი ხელახალი ნახვით კმაყოფილება გამოთქვა. შეხვედრა ძალიან საინტერესოდ წარიმართა - კითხვა-პასუხის რეჟიმში. ვასარასმა ფეხბურთელებს რამდენიმე ახალი წესი და ცვლილება გააცნო და მათთან ერთადგანიხილა სხვადასხვა სათამაშო ეპიზოდები. შეხვედრის დასასრულს კი, ასეთი რამ თქვა: „მე ძალიან კარგად ვიცი, თუ როგორი ბრძოლით მოხვედით ევროპის ჩემპიონატამდე, რადგან ელიტრაუნდის ჯგუფებს თვალს აქტიურად ვადევნებდი. ყველა, ვინც შარშანდელ 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს ესწრებოდა, ერთხმად აღნიშნავს, რომ საქართველოს ნაკრები იყო გუნდი, რომელიც არ ლაპარაკობდა და ფეხბურთს თამაშობდა. მე სწორედ ამით დამამახსოვრდით. მინდა წარმატება გისურვოთ და დიდი იმედი მაქვს, რომ წელსაც ნამდვილ, სამართლიან ფეხბურთს ითამაშებთ.“ საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელიც კმაყოფილი დარჩა შეხვედრით და აღნიშნა, რომ გუნდისთვის ეს ძალიან სასარგებლო იქნება. ამის შემდეგ, უეფას ოფიციალური ფოტოსესია გაიმართა, რომელიც საკმაოდ მხიარულ ვითარებაში წარიმართა. საღამოს ვარჯიშამდე კი, ფეხბურთელებმა მთელი დღე დაისვენეს. ბოლო დღეების ვარჯიშები მთლიანად ტაქტიკური სქემების დახვეწას მოიცავს. თითქმის სამდღიანი, იძულებითი დასვენების შემდეგ, პირველად ივარჯიშა გაბრიელ თებიძემ, რომელმაც ლატვიაში გამართულ ბოლო ვარჯიშზე წელის ტრავმა მიიღო. 19 ივლისიც არანაკლებ მნიშვნელოვანი დღეა. ადგილობრივი დროით 13 საათზე, დაიწყება ოფიციალური პრესკონფერენცია საქართველოს, საფრანგეთის, სერბეთისა და თურქეთის ნაკრებთა მთავარი მწვრთნელების მონაწილეობით. მათ შემდეგ კი, მედიას უკვე A ჯგუფის გუნდების თავკაცები შეხვდებიან. საქართველოს ნაკრების მატჩისწინა, ოფიციალური ვარჯიში კი, ლიტვის დროით, საღამოს 19 საათზე დაიწყება. ახლოვდება პირველი სათამაშო დღე და რა თქმა უნდა, მღელვარება მატულობს. თუმცა, ეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებზე მაინცდამაინც არ ითქმის, რადგან ყველაზე მოუთმენლად, სწორედ, ისინი ელოდებიან 20 ივლისს. სფფ-ის პრესსამსახური კაუნასი, ლიტვა

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

"ძლიერი მხარეები? ბარსელონაში ასეთი არ მქონდა", - მასკერანო

"ბარსელონას" ყოფილმა საყრდენმა ნახევარმცველმა, ხავიერ მასკერანომ საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა:

დღეს, 00:31

რაშფორდმა საყვარელი ფეხბურთელი დაასახელა

"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელმა, მარკუს რაშფორდმა ოცნების ფეხბურთელი და მეწყვილე დაასახელა:

დღეს, 00:21

10 საუკეთესო მეკარე პრემიერ ლიგის ისტორიაში, ლინეკერისა და შირერის ვერსიით

ყოფილმა ინგლისელმა თავდამსხმელებმა, გარი ლინეკერმა და ალან შირერმა პრემიერ ლიგის 10 საუკეთესო მეკარე დაასახელეს.

დღეს, 00:13

რონალდუ პირველი მილიარდერი ფეხბურთელის წოდებას უახლოვდება

Forbes-ის თანახმად, ტურინის "იუვენტუსის" ლიდერი, კრიშტიანუ რონალდუ პირველი მილიარდერი ფეხბურთელის წოდებას უახლოვდება.

გუშინ, 23:56

ხაბიბი: "ფერგიუსონთან ბრძოლა არ შედგება"

UFC-ის ჩემპიონმა მსუბუქ წონით კატეგორიაში, ხაბიბ ნურმაგომედოვმა, ტონი ფერგიუსონთან ბრძოლის შესახებ ისაუბრა:

გუშინ, 23:40

მუჯირი: "სამწუხაროდ, საქართველოში გასამართი ტურნირიც გაგვიუქმდა"

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი დავით მუჯირი კომენტარს აკეთებს.

გუშინ, 23:32

სოლსკიაერი: "ფეხბურთელებმა ახლა ცოლებთან ერთად უნდა ივარჯიშონ"

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ოლე-გუნარ სოლსკიაერმა საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა:

გუშინ, 23:29

რა ეღირება პოგბა პანდემიის დასრულების შემდეგ?

CIES Football Observatory-მ გამოიკვლია, თუ რა ეღირებიან ფეხბურთელები კორონავირუსის პანდემიის დასრულების შემდეგ.

გუშინ, 23:14

ბარსელონა პსჟ-ს ისტორიულ გაცვლას შესთავაზებს - Sky Sports

კატალონიის "ბარსელონას" ხელმძღვანელობას თავდამსხმელ ნეიმარის დაბრუნება კვლავ სურს.

გუშინ, 22:30

დიბალა: "ჩემი სიტყვები მესიზე? სხვანაირად უნდა მეთქვა"

პაულო დიბალამ განაცხადა, რომ თანამემამულის, ლიონელ მესის გაკრიტიკებას არ აპირებდა.

გუშინ, 22:17

მანჩესტერმა პოგბას შემცვლელი იპოვნა, კონკრეტული თანხა მზადაა

მოგეხსენებათ, არ არის გამორიცხული, ზაფხულში პოლ პოგბამ "მანჩესტერ იუნაიტედი" დატოვოს.

გუშინ, 22:09

დიბალა: "რონალდუს ვუთხარი, რომ არგენტინაში ცოტა გვძულს"

პაულო დიბალამ იმის შესახებ ისაუბრა, თუ როგორ გაეხუმრა თანაგუნდელ კრიშტიანუ რონალდუს.

გუშინ, 21:57

ჰოლანდისთვის ზაფხულში ორი გრანდი იბრძოლებს - ESPN

"დორტმუნდის" თავდამსხმელის, ერლინგ ჰოლანდის ყიდვა ევროპულ გრანდებს სურთ.

გუშინ, 21:24

ბარსელონამ უმტიტის ფასი დაადო, მსურველები გამოჩნდნენ

"ბარსელონას" ხელმძღვანელობა მზადაა ცენტრალური მცველი, სამუელ უმტიტი გაყიდოს.

გუშინ, 20:59

დე ბრუინმა განაცხადა, თუ როგორ იმოქმედებს კარანტინი მის კარიერაზე

"მანჩესტერ სიტის" ნახევარმცველმა, კევინ დე ბრუინმა საინტერესო განცხადება გააკეთა.

გუშინ, 20:53

გარიგება ახლოვდება - პსჟ-ს მფლობელები ინგლისურ კლუბს ყიდულობენ?

"პარი სენ ჟერმენის" მფლობელებმა უახლოეს პერიოდში შეიძლება ინგლისური კლუბი იყიდონ.

გუშინ, 20:28

მოთხოვნა იზრდება - ხამესი პრემიერ ლიგის 4 კლუბს სურს

"რეალის" კოლუმბიელ ნახევარმცველს, ხამეს როდრიგესს მსურველთა რიგი უდგას.

გუშინ, 20:21

კეინს ფასი დაადეს, ტოტენჰემი კოლოსალურ თანხას ითხოვს

"ტოტენჰემის" ხელმძღვანელობა თავდამსხმელ ჰარი კეინის შენარჩუნებაში დარწმუნებულია.

გუშინ, 20:17

კავანის წასვლა ახლოვდება, ტუხელმა შემცვლელი შეარჩია

"პსჟ"-ს თავდამსხმელს, ედინსონ კავანის სეზონის დასრულების შემდეგ კონტრაქტი ეწურება.

გუშინ, 20:05

კონტაქტი შედგა, დონარუმას სერიოზული მსურველი ჰყავს

არ არის გამორიცხული, ზაფხულში ჯანლუიჯი დონარუმამ სამუშაო ადგილი შეიცვალოს.

გუშინ, 19:46

პრემიერ ლიგაში ხელფასები არ მცირდება, მიზეზი ცნობილია

ინგლისის ჩემპიონატის კლუბები ჯერჯერობით ფეხბურთელებს ხელფასს არ შეუმცირებენ.

გუშინ, 19:29

პსჟ პრობლემებშია: დაფინანსების შემცირება ან აქციების გაყიდვა

Qatar Sports Investments-მა შესაძლოა "პსჟ"-ს დაფინანსება სარგძნობლად შეამციროს.

გუშინ, 19:21

ოფიციალურად: ამ სეზონში უიმბლდონი არ ჩატარდება

საჩოგბურთო სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ტურნირი ამ სეზონში არ ჩატარდება.

გუშინ, 19:15

უეფას ახალი გადაწყვეტილება საქართველოს ნაკრებების მატჩებთან დაკავშირებით

დღეს, უეფას ორგანიზებით და 55-ვე წევრი ასოციაციის გენერალური მდივნების მონაწილეობით მორიგი ვიდეო კონფერენცია ჩატარდა.

გუშინ, 19:12

"რიცხვს მაინც დახედეთ", - ფრანგულმა ვებ-გვერდმა აღიარა, რომ ჟირუს პასუხი ბენზემაზე მოგონილია

ფრანგულმა ვებ-გვერდმა beFoot-მა აღნიშნა, რომ ოლივიე ჟირუს პასუხი კარიმ ბენზემას კომენტარზე, უბრალო საპირველაპრილო ხუმრობაა.

გუშინ, 17:45

მესიმ 15 საუკეთესო ახალგაზრდა დაასახელა - სიაში რეალის ორი ფეხბურთელია

„ბარსელონას“ კაპიტანმა, ლიონელ მესიმ თანამედროვეობის 15 საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი დაასახელა.

გუშინ, 17:38

ლივერპული ბრძოლას გამოეთიშა - სანჩოსთვის ბრძოლაში ორი გრანდი დარჩა

დორტმუნდის „ბორუსიას“ ინგლისელი შემტევი სატრანსფერო ბაზარზე დიდი პოპულარულობით სარგებლობს.

გუშინ, 17:32

იუვენტუსი და იუნაიტედი ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ხმაურიან გაცვლას ამზადებენ?

„მანჩესტერ იუნაიტედსა“ და „იუვენტუსს“ შორის შესაძლოა ხმაურიანი გაცვლა განხორციელდეს.

გუშინ, 17:27

მენიე: "სულ რომ განგრენა დამემართოს, კარგი შენაძენი ვარ, მაგრამ პსჟ-ში მინდა დარჩენა"

ბელგიელი მცველი პარიზულ გუნდში დარჩენას აპირებს.

გუშინ, 17:14

იუვენტუსმა რონალდუს ფასი დაადო - პორტუგალიელს ორი მსურველი უკვე გამოუჩნდა

პორტუგალიელმა უახლოეს ზაფხულს შესაძლოა გუნდი შეიცვალოს.

გუშინ, 16:55

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10