» იხილე განახლებული ვებ-გვერდი

U19-ის ევროპული დღიური - მწვრთნელების პრესკონფერენცია და მატჩისწინა ვარჯიში



19-წლამდელთა ევროპის 2013 წლის ჩემპიონატისწინა მღელვარებამ და განწყობამ უკვე ყველა და ყველაფერი მოიცვა. სასტუმრო „Park Inn Radisson“ - ში დილიდან აქტიურობა იყო. უკვე ჩამოვიდნენ უეფას ოფიციალური პირები, დელეგაციები, სტუმრები... დღის 13 საათამდე, სანამ ნაკრები გუნდების მწვრთნელების პრესკონფერენციები დაიწყებოდა, ჩემპიონატის თასი მოიტანეს და მწვრთნელებთან ერთად ფოტოსესიებიც გაიმართა. შემდეგ კი, როგორც უკვე ვთქვით, მწვრთნელები მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ. პრესკონფერეცია ჩვენი ჯგუფის მწვრთნელების წარდგენითა და მათთან საუბრით დაიწყო - გია ცეცაძე, ოკან ბურუკი (თურქეთი), ფრანსის სმერეცკი (საფრანგეთი) და ლუბინკო დრულოვიჩი (სერბეთი). მწვრთნელებმა ყველა შეკითხვას უპასუხეს და ორ საკითხზე ყველა შეთანხმდა, რომ პირველი მატჩი ძალიან მნიშვნელოვანია და ამ ჯგუფიდან გასვლის შანსი ოთხივე გუნდს აქვს. როცა ფრანგთა დამრიგებელს - ფრანსის სმერეკს ჰკითხეს საქართველოს ნაკრების შესახებ და თუ რას აპირებს ხვალინდელ მატჩში, მან ხუმრობით უპასუხა, საქართველოს თამაშები ვნახეთ, გავაანალიზეთ და რაც შეეხება მათთან მატჩს, ძალიან გთხოვთ, ჩვენს ტაქტიკას და სტრატეგიას აქ ნუ მათქმევინებთო... რაც შეეხება გია ცეცაძეს, მან ასეთი კომენტარი გააკეთა: „უპირველესად, მინდა მივესალმო ჩემს კოლეგებს და კიდევ ერთხელ გამოვთქვა დიდი სიხარული, რომ საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე იმყოფება. მადლობას ვუხდი ორგანიზატორებს თბილი დახვედრისთვის. ჩვენი აქ ყოფნა საშუალებას მისცემს ქართულ ფეხბურთს, განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდეს. ასე რომ, ეს ყველაფერი მთელი ჩვენი ქვეყნისთვისაა მნიშვნელოვანი. ახალგაზრდულ ფეხბურთში ეს ძალიან ძლიერი ტურნირია და ვფიქრობ, ჩვენს ჯგუფში ყველას აქვს შანსი ნახევარფინალში გავიდეს. დარწმუნებული ვარ, ყველა თამაში საინტერესო იქნება და საქართველოს ნაკრები მზადაა ბრძოლისთვის. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენს სამშობლოს და ხალხს სიხარული მოვუტანოთ. რა თქმა უნდა, პირველი თამაში უაღრესად მნიშვნელოვანია და გამარჯვება ჩვენთვის იქნება უდიდესი წინგადადგმული ნაბიჯი ნახევარფინალისკენ. ორი აზრი არ არსებობს, ძალიან რთული თამაში გვექნება. ჩვენ ვეცდებით, რომ მოწინააღმდეგეს ჩვენი თამაში მოვახვიოთ თავს და არ მივცეთ თავიანთი პლიუსების გამოყენების საშუალება. მოკლედ, მათი კარგი თვისებები უნდა შევზღუდოთ და სუსტ წერტილებში დავარტყათ. ერთი ვიცი, რომ ხვალ საქართველოს ნაკრები კარგ ფეხბურთს ითამაშებს. აქცენტი, რასაკვირველია, შეტევაზე გაკეთდება.... ჩვენ სხვანაირად არ ვიცით და არ შეგვიძლია“ - განაცხადა ცეცაძემ. ამის შემდეგ კი, საპრესკონფერენციო დარბაზი უკვე A ჯგუფის გუნდების - ჰოლანდიის, ესპანეთის, პორტუგალიისა და ლიტვის ნაკრებების მთავარმა მწვრთნელებმა დაიკავეს. საღამოს, საქართველოს ნაკრებმა მატჩისწინა ოფიციალური ვარჯიში ღრუბლიანი და გრილი ამინდის თანხლებით ჩაატარა. მსუბუქი მოთელვის შემდეგ, ფეხბურთელები მწვრთნელებთან ერთად, კვლავ ტაქტიკური მონახაზების დახვეწას შეუდგნენ. ვარჯიში კარში დარტყმებითა და მინი-ორკარათი დასრულდა. კაუნასში უკვე ჩამოვიდნენ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი - ზვიად სიჭინავა და ფედერაციის ტექნიკური დირექტორი - ნიკოლოზ ჩხეიძე. გენერალური მდივანი და ვიცე-პრეზიდენტები კი, თამაშამდე შემოგვიერთდნებიან. მაშ, ასე... 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი. 20 ივლისი სერბეთი vs თურქეთი საქართველო vs საფრანგეთი (20:00. ალიტუსის სტადიონი) ლიტვა vs ჰოლანდია ესპანეთი vs პორტუგალია საქართველოს ნაკრები ალიტუსში სადილის შემდეგ გაემგზავრება, რადგან წინ, დაახლოებით, ერთი საათის გზა ელის. ქართველ გულშემატკივარს კი, საშუალება ექნება მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი მე-9 არხის ეთერში ნახოს. სფფ-ის პრესსამსახური კაუნასი, ლიტვა

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ფეხბურთელების ღირებულება დაეცა - დაქვეითებული მესი და ახალი ათეული

Transfermarkt-მა კორონავირუსის პანდემიის გამო ფეხბურთელების სატრანსფერო ღირებულება შეამცირა.

დღეს, 21:53

ხელფასების დაკლებასთან დაკავშირებით, რეალი ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს

მადრიდის „რეალის“ საკალათბურთო და საფეხბურთო გუნდების მწვრთნელებმა და ფეხბურთელებმა ხელფასის დაკლებაზე თანხმობა განაცხადეს.

დღეს, 21:44

მანე: "უპრობლემოდ მივიღებ იმას, თუ ლივერპული ტიტულის გარეშე დარჩა"

კორონავირუსის პანდემიის გამო, „ლივერპული“ შესაძლოა პრემიერ ლიგის ტიტულის გარეშე დარჩეს, იმ შემთხვევაში, თუ სეზონს მთლიანად გააუქმებენ.

დღეს, 21:04

ბარსელონა ტერ შტეგენის შემცვლელის ძიებას შეუდგა და მთავარი კანდიდატიც შეარჩია

„აიაქსის“ გოლკიპერი, ანდრე ონანა, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს შესაძლოა ესპანეთის პრიმერა დივიზიონში გადაბარგდეს.

დღეს, 21:01

მესის ორი სერიოზული მსურველი ჰყავს, ერთმა შემოთავაზებით უკვე მიმართა

„ბარსელონას“ თავდამსხმელის და კაპიტნის, ლიონელ მესის შეძენა მილანის „ინტერს“ მოუნდა.

დღეს, 20:50

50 საუკეთესო მატჩი ისტორიაში: იტალია 3-2 ბრაზილია [VIDEO]

ესპანურმა გამოცემა Marca-მ საინტერესო რუბრიკა წამოიწყო, რომელშიც მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში 50 საუკეთესო მატჩს იხსენებს.

დღეს, 20:44

მოურინიომ დანაშაული აღიარა

ლონდონის „ტოტენჰემის“ მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო, ხელმძღვანელობის საყვედურს სამართლიან ზომად მიიჩნევს.

დღეს, 20:21

ინგლისის პრემიერ ლიგა ნაადრევად შეწყდება? ხელმძღვანელობის პასუხი გავრცელებულ ჭორებზე

პრემიერ ლიგა სეზონის ნაადრევად დასრულებას არ აპირებს, მიუხედავად ამის შესახებ გაჩენილი ინფორმაციისა.

დღეს, 20:17

ტოტენჰემმა მოურინიოს უსაყვედურა

ლონდონის „ტოტენჰემის“ ხელმძღვანელობამ გუნდის მთავარ მწვრთნელს, ჟოზე მოურინიოს, შენიშვნა მისცა...

დღეს, 20:09

ძამბროტა კალაძესა და გატუზოზე სახალისო ისტორიას იხსენებს

ვეტერანი იტალიელი ფეხბურთელი ჯანლუკა ძამბროტა კალაძესა და გატუზოზე სახალისო ისტორიას იხსენებს.

დღეს, 20:04

კვიპროსში გიორგი ქინქლაძის თამაშს იხსენებენ

"ანორთოსისის" ოფიციალური გვერდი ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის, გიორგი ქინქლაძის თამაშს იხსენებს.

დღეს, 20:00

ჯერ ტროლები, ახლა ეს! ბართომეუ თანამშრომლებს არ ინდობს

„ბარსელონას“ პრეზიდენტი, ხოსეპ მარია ბართომეუ, არ აპირებს კლუბის იმ თანამშრომლების დანდობას, რომლებიც მხარს მას არ უჭერენ.

დღეს, 19:54

პაოლო მალდინიმაც და მისმა შვილმაც კორონავირუსი დაამარცხეს

„მილანის“ ტექნიკურმა დირექტორმა, პაულო მალდინიმ და მისმა შვილმა, დანიელ მალდინიმ, კორონავირუსისგან გამოჯანმრთელება მოახერხეს.

დღეს, 19:47

ბათუმის ახალ სტადიონზე ჩემპიონთა ლიგის ჰიმნი გაუშვეს [VIDEO]

"დინამო ბათუმის" სტადიონზე სამუშაოები კვლავ მიმდინარეობს და მის გახსნას გაზაფხულის ბოლოს უნდა ველოდოთ.

დღეს, 19:45

ობლაკის დუბლიორის ძიებაში, ატლეტიკომ კანდიდატები შეარჩია

აღნიშნულ ინფორმაციას ავტორიტეტული ესპანური გამოცემა AS ავრცელებს.

დღეს, 18:56

სუარესი ლაუტაროს ბარსელონაში შესაძლო ტრანსფერს გამოეხმაურა

"ბარსელონას" თავდამსხმელს "ინტერის" ფორვარდ ლაუტარო მარტინესთან კონკურენციის არ ეშინია.

დღეს, 18:53

პრემიერ ლიგის ისტორიაში 10 საუკეთესო ტრანსფერი ESPN-ს ვერსიით

ESPN-მ პრემიერ ლიგის ისტორიაში განხორციელებული საუკეთესო ტრანსფერების სია შეადგინა.

დღეს, 18:47

მაურისიო სარის 5 ხელშეუხებელი ფეხბურთელი

"იუვენტუსის" მწვრთნელმა ის ფეხბურთელები შეარჩია, რომლებიც გუნდში აუცილებლად დარჩებიან.

დღეს, 18:38

მიგელ ველოსო: "გაბრაზებული რონალდუს ხილვა სასიამოვნო იყო"

"ვერონას" პორტუგალიელმა ნახევარმცველმა, მიგელ ველოსომ საინტერესო განცხადება გააკეთა.

დღეს, 18:31

"ვერავინ წარმოიდგენდა, რომ მესი მსოფლიოში საუკეთესო გახდებოდა", - ბარსას ექს-ფეხბურთელი

"ბარსელონას" ექს-ფეხბურთელმა, კრისტიან იდალგომ საინტერესო განცხადება გააკეთა.

დღეს, 18:25

იუვენტუსი და ბარსელონა ფეხბურთელების გაცვლას გეგმავენ

"იუვენტუსი" და "ბარსელონა" ფეხბურთელების გაცვლის შესაძლებლობას განიხილავენ.

დღეს, 18:17

"ამაზე უკეთესი ვარიანტი არ არსებობს", - როისმა სანჩოს მომავალზე რჩევა მისცა

"დორტმუნდის" შემტევი ნახევარმცველი, მარკო როისი ჯეიდონ სანჩოზე საუბრობს.

დღეს, 18:09

კლოპი: "როცა მანეს პირველად შევხვდი, ახალბედა რეპერს ჰგავდა"

"ლივერპულის" მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა სადიო მანესთან პირველ შეხვედრაზე ისაუბრა.

დღეს, 18:00

მანჩესტერმა მოლაპარაკებები დაიწყო, ლაციო კოლოსალურ თანხას ითხოვს

აღნიშნულ ინფორმაციას ავტორიტეტული ბრიტანული გამოცემა Sky Sports ავრცელებს.

დღეს, 17:34

ბარსელონას კურზავა სურს, ფეხბურთელის პოზიცია ცნობილია

აქამდე არსებული ცნობით, "ბარსელონა" ლეუვენ კურზავას აგენტთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.

დღეს, 17:05

ლუის სუარესი საკუთარ მომავალზე განცხადებას აკეთებს

"ბარსელონას" ურუგვაელი თავდამსხმელი, ლუის სუარესი საკუთარ მომავალზე ალაპარაკდა.

დღეს, 17:02

Sport.es: ბარსელონა კოუტინიოს ყიდის და საბოლოო ფასი დაადო

"ბარსელონას" ხელმძღვანელობა ბრაზილიელ ნახევარმცველს, ფილიპე კოუტინიოს ყიდის.

დღეს, 16:41

გვარდიოლამ მანჩესტერ სიტის ხელფასის შემცირებაზე პასუხი აცნობა

"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ კლუბის პირობები მიიღო.

დღეს, 16:35

ხელფასის შემცირება - ლივერპულის ხელმძღვანელების დასაფასებელი ნაბიჯი

"ლივერპულის" ხელმძღვანელობამ საკუთარი ინიციატივით ხელფასი შეიმცირა.

დღეს, 16:27

ზიდანმა ზაფხულისთვის სასურველი სუპერვარსკვლავი შეარჩია

"რეალის" მთავარ მწვრთნელს, ზინედინ ზიდანს გუნდის შემადგენლობის გაძლიერება სურს.

დღეს, 16:20

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10