» იხილე განახლებული ვებ-გვერდი

გია ცეცაძე: „ამ შედეგით, მე თავს მოგებულად არ ვთვლი და ფრანგების არ ვიცი...“



საქართველოს 19-წლამდე ნაკრების სადებიუტო მატჩი ევროპის ჩემპიონატზე ძალიან დაძაბული და მძიმე აღმოჩნდა, თუმცა, ცოტა რომ გაგვმართლებოდა, ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტად შერაცხულ ფრანგებს მოედნიდან სულაც უქულოდ გავუშვებდით. ჩვენს მოწინააღმდეგეს, მართლაც რომ ძლიერი და კარგად დაბალანსებული გუნდი ჰყავს. მაგრამ საქართველოს ნაკრებმა ისეთი ჟინიანი და აზრიანი თამაში აჩვენა, რომ მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე, ფრანგთა გამოცდილმა დამრიგებელმა - ფრანსის სმერეცკმა ჩვენი გუნდის მისამართით კომპლიმენტები არ დაიშურა. „ფიზიკური დატვირთვების მხრივ, ძალიან მძიმე მატჩი იყო და ამ თვალსაზრისით, ჩემი ფეხბურთელებით უკმაყოფილო ვარ. როცა შანსი გვქონდა, ვერ გამოვიყენეთ. ასე რომ, ფრე სამართლიან შედეგად მიმაჩნია. საქართველოს ძალიან სიმპათიური და კარგად ორგანიზებული გუნდი ჰყავს. შეტევის ხაზში კი, რამდენიმე ინდივიდუალისტი აშკარად გამოსარჩევია. მე სხვა ფეხბურთელებიც მომეწონა. ისე, დღევანდელი მატჩის შედეგი, ჩვენ შეიძლება ძალიან ძვირად დაგვიჯდეს“ - განაცხადა სმერეკმა. მატჩს საკმაო რაოდენობით გულშემატკივარი დაესწრო. მრავლად იყვნენ ქართველებიც და ჩვენს ნაკრებს გამხნევება და ქომაგობა არ მოჰკლებია. თამაშზე მოვიდნენ ლატვიასა და ლიტვაში საქართველოს ელჩები, კონსულები და საელჩოს თანამშრომლები. როგორც წინა დღეებში გატყობინებდით, ლიტვაში მყოფებიან სფფ-ის პრეზიდენტი, გენერალური მდივანი, ტექნიკური და სპორტული დირექტორები, აღმასკომის ოთხი წევრი და ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია. თავად მატჩი კი, ერთგვარ ეპიზოდებად იყო დაყოფილი, როცა ხან ერთი გუნდი იწვევდა გულშემატკივართა ოვაციას და ხანაც - მეორე. უხარისხოდ ჩატარებული პირველი ტაიმის შემდეგ, მატჩის მეორე ნახევარში საქართველოს ნაკრებმა ფიზიკური მომზადების მაღალი დონე აშკარად გამოავლინა. ფრანგებს კი, გადაღლა შეტევების ქაოტურობაში დაეტყოთ. მძიმე ორთაბრძოლები და ბრძოლები გადაიტანა ჩვენმა დაცვის ხაზმა. შეცვლაზე შემოსულმა ნიკა კაჭარავამ კი, ფრანგები კინაღამ უქულოდ დატოვა. 82-ე წუთზე, მეტოქის საჯარიმოში კარგად გათამაშებული ბურთი ნაკრების 11-მა ნომერმა კარში დაარტყა და მეკარემ ბოლო წამსღა მოასწრო თითით მისთვის სიჩარე შეენელებინა. ბურთი კარისკენ ნელა და უცნაურად წავიდა და კარის ხაზზე რამდენიმე წამი იბზრიალა... ტრიბუნებზე ბევრს გოლი ეგონა, თუმცა, სამწუხაროდ, მეტოქემ დაგვასწრო და ბურთი გამოიტანა. საბრძოლო 0:0 სადებიუტო შეხვედრაში, საფრანგეთის ნაკრებთან... შედეგით უკმაყოფილებას არ მალავდა საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი, რომელმაც მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე ასეთი კომენტარი გააკეთა: „კარგი თამაში გამოვიდა და შეიძლებოდა, საჩვენოდაც დამთავრებულიყო და ფრანგებსაც მოეგოთ. პირველ ტაიმში ჩემი გუნდის თამაშით ძალიან უკმაყოფილო ვარ; განსაკუთრებით, წინა ხაზით. რაღაც კონცენტრაცია დაგვაკლდა, ნაკლებად მოძრაობდნენ და ზუსტად ამით ვარ უკმაყოფილო. ვეცდებით, რომ სერბეთთან მატჩამდე უფრო მეტი ვიმუშაოთ, მსგავსი შეცდომები გამოვასწოროთ და ის შეხვედრა გამარჯვებით დავასრულოთ. მეორე ტაიმს არაუშავდა. თუმცა, რომ ვთქვა, რომ 100 პროცენტით კმაყოფილი ვარ, თავს მოვიტყუებ და არც მივცემ ჩემს თავს მაგის თქმის უფლებას. უფრო მეტი მინდოდა და მეტს ველოდი... მაგრამ ყველამ კარგად ვიცით, ერთი თამაშით არ განისაზღვრება ყველაფერი და ჩვენ აქ იმისთვის ვართ, რომ შემდეგ და შემდეგ ეტაპებზე გავიდეთ. ტურნირი გრძელდება და ვეცდებით, ჯგუფური ეტაპის დარჩენილი მატჩებიდან ქულათა მაქსიმუმი გამოვწუროთ. მდგომარეობა ცოტა გავირთულეთ, რადგან 3 ქულის აღების შემთხვევაში, საქმე უფრო იოლად იქნებოდა. ამ შედეგით, მე თავს მოგებულად არ ვთვლი და ფრანგების არ ვიცი... ამპარტავნობაში არავინ ჩამომართვას, საფრანგეთის ნაკრებთან ფრე ითამაშა და უკმაყოფილოაო, მაგრამ მართლა ასე ვარ... თამაშის ხარისხმა არ დამაკმაყოფილა. ეს მთელი პროცესია - ბიჭები პირველად თამაშობენ ევროპის ჩემპიონატზე. შესარჩევი სხვაა, ელიტრაუნდიც... ეს კი, ევროპის ჩემპიონატია. სხვა ქვეყნებივით ხუთჯერ და ექვსჯერ რომ მოვხვდებით ფინალურ ეტაპზე, მაშინ სხვა სიტუაცია იქნება. მოკლედ, ჩვენ ამ შედეგით არ მოგვიგია და არც წაგვიგია - ქულა ავიღეთ. ძალიან გვაკლდნენ დისკვალიფიცირებული ფეხბურთელები. სამუშია ნაკრებისთვის დიდი ძალაა და უბილავაც ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელია. თუმცა, თანამედროვე ფეხბურთის ტენდენციებიდან გამომდინარე, ჩვენთან ყველა ფეხბურთელი ძირითადია. ამის ნათელი მაგალითი ელიტრაუნდი იყო. სერბეთთან ძალიან პრინციპული მატჩი გველოდება. მათ დღეს თურქები დაამარცხეს. რა თქმა უნდა, შევუტევთ და მათ დამარცხებას ვეცდებით. ფრეზე თამაში საქართველოს ნაკრებისთვის დამღუპველი იქნება - მე ასე მგონია. გამოვალთ და ჩვენს თამაშს ვითამაშებთ. ამაზე მეტს ვერაფერს გეტყვით - 23-ში თავად ნახავთ. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ ჩემი გუნდის კარგ ფიზიკურ კონდიციებში. როცა გუნდში თემურ ლორთქიფანიძე გყავს, სხვანაირად არც შეიძლება იყოს. თან, მატჩებს შორის დასვენება 2 დღეა და ბიჭები აღდგენას და დასვენებას კარგად მოასწრებენ.“ 0 ივლისი, 2013. 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი. B ჯგუფი ალიტუსის სტადიონი საქართველო vs საფრანგეთი - 0:0 საქართველო: თებიძე, მთივლიშვილი, ნ.ჭანტურია, სანდოხაძე, დვალი, ცნობილაძე, ენდელაძე, მარკოზაშვილი (კაჭარავა 77), არაბული (კაპ), ფანცულაია, ზივზივაძე (ზარანდია 64) მთ.მწვრთნელი - გია ცეცაძე საფრანგეთი: ბენარდო, იკოკო, მენდი, კონტე, როდრიგესი (გბამინი 80), იუნუ, ბენზია, ნანჟი, რაბიო, ლაპორტი, მარტიალი (ნგუეტი 66) მთ.მწვრთნელი - ფრანსის სმერეცკი გაფრთხილება: იუნუ, ფანცულაია, არაბული, ცნობილაძე, გბამინი მსაჯი: ემირ ალესკოვიჩი (ბოსნია) ჯგუფის მეორე შეხვედრაში, ყველასათვის მოულოდნელად სერბებმა თურქები დაამარცხეს - 2:1 და 3 ქულით ჯგუფის ლიდერები არიან. ასე რომ, 23 ივლისის მატჩს ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება. 21 ივლისს, ნაკრებს დილით აღდგენითი ვარჯიში ექნება. შემდეგ კი, გუნდი მთელი დღის განმავლობაში დაისვენებს. A ჯგუფში, ლიტვამ დამატებული დროის უკანასკნელ წუთზე გაშვებული გოლით წააგო ჰოლანდიასთან - 2:3; ხოლო ესპანელებმა მინიმალური ანგარიშით დაამარცხეს პორტუგალია - 1:0. სფფ-ის პრესსამსახური კაუნასი, ლიტვა

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

კასილასი უმძიმეს ეპიზოდს იხსენებს: "კიდევ კარგი, ეს ვარჯიშზე მოხდა..."

ვეტერანი ესპანელი მეკარე იკერ კასილასი უმძიმეს ეპიზოდს იხსენებს, როცა ვარჯიშზე გულმა დაარტყა.

დღეს, 05:04

კასილასმა რონალდოს რეალში დებიუტი გაიხსენა

ლეგენდარულმა მეკარემ იკერ კასილასმა რონალდოსთან ლაივ ჩართვაში ბრაზილიელის დებიუტი გაიხსენა.

დღეს, 05:01

რონალდო რეალის პერიოდს იხსენებს: "ამაზე უკეთესი კომბინაცია არ არსებობს'

ბრაზილიელი ფეხბურთელი რონალდო ლაივში იყო და რამდენიმე ძალიან საინტერესო საკითხზე ისაუბრა.

დღეს, 04:56

ლუიშ ფიგუ: "ბედნიერი ვარ, რომ ამ გუნდის წევრი ვიყავი"

პორტუგალიელი ფეხბურთელი ლუის ფიგუ მადრიდის "რეალში "გატარებულ პერიოდს იხსენებს.

დღეს, 04:52

ბექჰემი რონალდოს: "შენ და სხვა რამდენიმე ბრაზილიელი საუკეთესოები ხართ"

ვეტერანი ბრაზილიელი ფეხბურთელი რონალდო ლაივში ჩაერთო და რამდენიმე მის თანაგუნდელს გაესაუბრა.

დღეს, 04:48

კრესპომ ერთმანეთს ლაუტარო მარტინესი და აგუერო შეადარა

ლეგენდარულმა არგენტინელმა ფეხბურთელმა ერნან კრესპომ ერთმანეთს ლაუტარო მარტინესი და კუნ აგუერო შეადარა.

დღეს, 04:33

ინტერის ყოფილი მოთამაშე: "მესის ინტერში გადასვლა შესაძლებელია"

ბოლო პერიოდში, აქტიურად იწერება, რომ ლეო მესის შეძენით მილანის "ინტერია" დაინტერესებული.

დღეს, 04:30

სამპდორიას პრეზიდენტი: "უნდა შევეგუოთ, რომ სეზონი აღარ განახლდება"

"სამპდორიას" პრეზიდენტი მასიმო ფერერო აცხადებს, რომ მისი ვარაუდით, ეს სეზონი აღარ განახლდება.

დღეს, 04:25

ბრუნო ფერნანდეში: "ახალი ვერონი ვარ"

"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველმა ბრუნო ფერნანდეშმა თავისი თავი ხუან სებასტიან ვერონს შეადარა.

დღეს, 04:20

ჟირუს გუნდიდან წასვლა იბლოკება? - ინგლისში ახალი ინფორმაცია ვრცელდება

თითქმის გადაწყვეტილი იყო, რომ ლონდონის "ჩელსის" თავდამსხმელი ოლივიე ჟირუ სეზონის ბოლოს გუნდს დატოვებდა.

დღეს, 03:41

ატლეტიკოს ყოფილი ფეხბურთელი: "როცა კორონავისური გაივლის, იმედია ხალხი უკეთესი გახდება"

მადრიდის "ატლეტიკოს" ყოფილი ნახევარმცველი გაბი მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზე საუბრობს.

დღეს, 03:30

რუდიგერი იხსენებს ისტორიას, როგორ გაუცვალა მესის მაისური

ლონდონის "ჩელსის" მცველი რუდიგერი იხსენებს ისტორიას, როგორ გაუცვალა ლეო მესის მაისური.

დღეს, 03:26

ბაიერნის ფეხბურთელი: "ჩემპიონთა ლიგის მოგება შეგვიძლია"

მიუნხენის "ბაიერნის" ახალგაზრდა ფეხბურთელი ალფონსო დევისი ჩემპიონთა ლიგაზე თავისი გუნდის შანსებს აფასებს.

დღეს, 03:23

გავიხსენოთ, ჩივაძის გოლი 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე [VIDEO]

1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მე-6 ჯგუფში საბჭოთა კავშირის ნაკრები ბრაზილიის, შოტლანდიისა და ახალი ზელანდიის ნაკრებებთან ერთად მოხვდა.

დღეს, 03:13

ბარსელონა რეალის ფეხბურთელის შეძენაზე ფიქრობს

„ბარსელონა“ მადრიდის „რეალის“ ახალგაზრდა ფეხბურთელის, სეზარ გელაბერტის შეძენაზე ფიქრობს.

გუშინ, 23:45

ბარსელონას ბრაიტვეიტმა რონალდოს 2002 წლის ვარცხნილობა გაიკეთა [ფოტო]

კარანტინში ჯდომისას, „ბარსელონას“ ახალწვეულმა ბრაზილიელი რონალდოს სტილში გაიკეთა ვარცხნილობა.

გუშინ, 23:33

რამდენს დაზოგავს რეალი ხელფასების დაკლების შედეგად?

მადრიდის „რეალმა“ ოფიციალურად დაადასტურა, რომ კორონავირუსის პანდემიის დროს, თანამშრომლებს ხელფასს 10% ან 20%-ით შეუმცირებს.

გუშინ, 22:43

ფეხბურთელების ღირებულება დაეცა - დაქვეითებული მესი და ახალი ათეული

Transfermarkt-მა კორონავირუსის პანდემიის გამო ფეხბურთელების სატრანსფერო ღირებულება შეამცირა.

გუშინ, 21:53

ხელფასების დაკლებასთან დაკავშირებით, რეალი ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს

მადრიდის „რეალის“ საკალათბურთო და საფეხბურთო გუნდების მწვრთნელებმა და ფეხბურთელებმა ხელფასის დაკლებაზე თანხმობა განაცხადეს.

გუშინ, 21:44

მანე: "უპრობლემოდ მივიღებ იმას, თუ ლივერპული ტიტულის გარეშე დარჩა"

კორონავირუსის პანდემიის გამო, „ლივერპული“ შესაძლოა პრემიერ ლიგის ტიტულის გარეშე დარჩეს, იმ შემთხვევაში, თუ სეზონს მთლიანად გააუქმებენ.

გუშინ, 21:04

ბარსელონა ტერ შტეგენის შემცვლელის ძიებას შეუდგა და მთავარი კანდიდატიც შეარჩია

„აიაქსის“ გოლკიპერი, ანდრე ონანა, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს შესაძლოა ესპანეთის პრიმერა დივიზიონში გადაბარგდეს.

გუშინ, 21:01

მესის ორი სერიოზული მსურველი ჰყავს, ერთმა შემოთავაზებით უკვე მიმართა

„ბარსელონას“ თავდამსხმელის და კაპიტნის, ლიონელ მესის შეძენა მილანის „ინტერს“ მოუნდა.

გუშინ, 20:50

50 საუკეთესო მატჩი ისტორიაში: იტალია 3-2 ბრაზილია [VIDEO]

ესპანურმა გამოცემა Marca-მ საინტერესო რუბრიკა წამოიწყო, რომელშიც მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში 50 საუკეთესო მატჩს იხსენებს.

გუშინ, 20:44

მოურინიომ დანაშაული აღიარა

ლონდონის „ტოტენჰემის“ მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო, ხელმძღვანელობის საყვედურს სამართლიან ზომად მიიჩნევს.

გუშინ, 20:21

ინგლისის პრემიერ ლიგა ნაადრევად შეწყდება? ხელმძღვანელობის პასუხი გავრცელებულ ჭორებზე

პრემიერ ლიგა სეზონის ნაადრევად დასრულებას არ აპირებს, მიუხედავად ამის შესახებ გაჩენილი ინფორმაციისა.

გუშინ, 20:17

ტოტენჰემმა მოურინიოს უსაყვედურა

ლონდონის „ტოტენჰემის“ ხელმძღვანელობამ გუნდის მთავარ მწვრთნელს, ჟოზე მოურინიოს, შენიშვნა მისცა...

გუშინ, 20:09

ძამბროტა კალაძესა და გატუზოზე სახალისო ისტორიას იხსენებს

ვეტერანი იტალიელი ფეხბურთელი ჯანლუკა ძამბროტა კალაძესა და გატუზოზე სახალისო ისტორიას იხსენებს.

გუშინ, 20:04

კვიპროსში გიორგი ქინქლაძის თამაშს იხსენებენ

"ანორთოსისის" ოფიციალური გვერდი ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის, გიორგი ქინქლაძის თამაშს იხსენებს.

გუშინ, 20:00

ჯერ ტროლები, ახლა ეს! ბართომეუ თანამშრომლებს არ ინდობს

„ბარსელონას“ პრეზიდენტი, ხოსეპ მარია ბართომეუ, არ აპირებს კლუბის იმ თანამშრომლების დანდობას, რომლებიც მხარს მას არ უჭერენ.

გუშინ, 19:54

პაოლო მალდინიმაც და მისმა შვილმაც კორონავირუსი დაამარცხეს

„მილანის“ ტექნიკურმა დირექტორმა, პაულო მალდინიმ და მისმა შვილმა, დანიელ მალდინიმ, კორონავირუსისგან გამოჯანმრთელება მოახერხეს.

გუშინ, 19:47

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10