"დილამ" "სიონს" აჯობა, "ტორპედოს" ქამ-ბექი საკუთარ კედლებში » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

"დილამ" "სიონს" აჯობა, "ტორპედოს" ქამ-ბექი საკუთარ კედლებში



სულ რამდენიმე წუთის წინ დასრულდა უმაღლესი ლიგის 24-ე ტურის ეგიდით გამართული შეხვედრები. გორის "დილამ" შინ "სიონს" აჯობა, ხოლო "გურიამ" სტუმრად ბათუმის "დინამო" დაამარცხა. რაც შეეხება ქუთაისის "ტორპედოს", ქუთათურებს სამი ქულა მატჩის ბოლოსკენ ვაჟა ტაბატაძემ მოუტანა. "დილა" 2-1 "სიონი" გოლი: 1-0 მარცვალაძე (17'), 2-0 ნონიკაშვილი (80'), 2-1 კობახიძე (84'). დამთავრდა 24-ე ტურის ეგიდით გამართული შეხვედრა "თენგიზ ბურჯანაძეზე", სადაც გორის "დილამ" ბოლნისის "სიონი" მიიღო და 2-0 დაამარცხა. ორთაბრძოლაში ანგარიში 17-ე წუთისთვის გაიხსნა. გორელთა შემადგენლობიდან თავი ოთარ მარცვალაძემ გამოიჩინა. მატჩის მე-80 წუთზე ლევან ნონიკაშვილმა მასპინძლების უპირატესობა ორბურთიანი გახადა. ბოლნისელებმა შეხვედრის მიწურულს პრესტიჟის გოლის გატანა მაინც მოახერხეს. გოლი ოთარ კობახიძის ანგარიშზეა (84'). გაფრთხილება გვალია (33'), წიქარიძე (46'), ღონღაძე (62'), მუჯრიშვილი (62'), - ალბერტო (65'). გაძევება: გვალია (80'). "ტორპედო" 2-1 "სამტრედია" გოლი: 0-1 ზივზივაძე (25'), 1-1 კაპანაძე (43'), 2-1 ტაბატაძე (81'). არანაკლებ დაძაბული დაპირისპირება გამოდგა "რამაზ შენგელიაზე" გამართული ორთაბრძოლა, სადაც ერთმანეთს მეტოქეობა ქუთაისის "ტორპედომ" და "სამტრედიამ" გაუწუეს. კვლავ ჩინებულ ფორმაშია ბუდუ ზივზივაძე. ფეხბურთელმა 25 წუთისათვის სტუმრები წინ გაიყვანა. პირველი ნახევრის მიწურულს (43') თორნიკე კაპანაძემ თამაშში წონასწორობა აღადგინა. 81 წუთზე ვაჟა ტაბატაძემ სამტრედიელთა კარი მეორედ დალაშქა და საკუთარ გუნდს სამი ქულაც მოუტანა. გაფრთხილება: ტაბატაძე (40'), ადამაძე (70'). "დინამო" (ბთ) 1-2 "გურია" გოლი: 1-0 კომაზეცი (26'), 1-1 სმოლი (32'), 1-2 სმოლი (34'). უაღრესად დრამატული გამოდგა მატჩი "ჩელე არენაზე", სადაც ბათუმის "დინამომ" "გურიას" უმასპინძლა და თამაში ანგარიშით, 1-2 დათმო. ანგარიში 26-ე წუთისათვის ნიკოლა კომაზეცმა ულამაზესი შორეული დარტყმით გახსნა. პირველ ნახევარში ამ უკანასკნელის შედევრს კარლოს სმოლის დუბლი (34';36') მოყვა. ეს უკანასკნელი მატჩის გმირათაც იქცა.

"მერანი" 2-0 "საპოვნელა" გოლი: 1-0 საბანაძე (52'), 2-0 საბანაძე (61').

"ზუგდიდი" 3-0 "შუქურა" გოლი: 1-0 კალანდაძე (11'), 2-0 სამუშია (80'), 3-0 პუკანიჩი (ს.კ. - 90+').

შაკო შიუკაშვილი


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები