» იხილე განახლებული ვებ-გვერდი

სერბეთისა და საქართველოს მესამე შეხვედრა - მოგება უმნიშვნელოვანესია!



საქართველოს 19-წლამდე ნაკრებს ხვალ უმნიშვნელოვანესი მატჩი ელის. ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე შეხვედრაში ჩვენი გუნდი სერბეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. როგორც იცით, სერბებმა პირველ მატჩში თურქეთი დაამარცხეს და ამ ეტაპზე, ჯგუფის პირველ ადგილზე იმყოფებიან. ჩვენი ნაკრების მოტივაცია კი, გაცილებით მაღალია, რადგან გამარჯვების შემთხვევაში, ძალზე დიდ ნაბიჯს გადავდგამთ ჯგუფიდან გასასვლელად. ჩვენ არაერთი მოსაზრება მოვისმინეთ კაუნასში მყოფი ფეხბურთის სპეციალისტებისა თუ მედიის წარმომადგენლებისა და მათი ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ საქართველოსთან მატჩში, დრულოვიჩის გუნდი თურქებთან აღებულ 3 ქულას გაუფრთხილდება და ფრეც დააკმაყოფილებს. ნაწილი კი, ამბობს, რომ ეს მათთვის დამღუპველი იქნება და სერბებმა აუცილებლად მოგებაზე უნდა ითამაშონ. ასეა თუ ისე, სერბებმა თავიანთი საფიქრალი იფიქრონ. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ყველაზე მთავარი იციან - ჩვეული შემართებით უნდა გავიდნენ და თამაში მოიგონ. ეს დაპირისპირება, ჩვენთვის და სერბებისთვის მესამე იქნება, რადგან მიმდინარე წელს, გუნდები ამხანაგურ მატჩებში ორჯერ შეხვდნენ ერთმანეთს. ცეცაძის გუნდმა, მატჩისწინა ვარჯიში, ტრადიციულად, კაუნასის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის სტადიონზე ჩაატარა. სერბეთთან მატჩს, ჩვენი ნაკრები სრული საბრძოლო შემადგენლობით შეხვდება. დისკვალიფიკაციის მოხდის შემდეგ, გუნდს დაუბრუნდნენ გურამ სამუშია და დავით უბილავა, რომელთაც, სავარაუდოდ, მოედანზეც ვიხილავთ. ვარჯიშის შემდეგ, საღამოს, uefa.com- თან დაგეგმილი ინტერვიუ ჩაწერა ნაკრების კაპიტანმა - ბაჩო არაბულმა. შემდეგ კი, ჩვენ გუნდის მცველებს - ნიკა სანდოხაძესა და ნიკა ჭანტურიას გავესაუბრეთ და განვლილი და მომავალი მატჩების შეფასება ვთხოვეთ. ნიკა სანდოხაძე: „ფრანგებთან ნათამაშები ფრე ყველას დამსახურებაა. მცველებს დიდი ჯაფა დაგვადგა, მაგრამ ჩვენი გუნდი იმითაა გამორჩეული, რომ აქ პირველი მცველი თავდამსხმელია და ეს დიდი პლიუსია. რაც შეეხება უშუალოდ დაცვის ხაზს, ყველა კარგად გაისარჯა. მართალია, გვქონდა პატარ-პატარა შეცდომები და უპირველესად, ამას ჩემს თავზე ვიტყვი, თუმცა, ღვთის წყალობით ისე გამოვიდა, რომ ამას ცუდი შედეგი არ მოჰყოლია. ჩვენ დიდი ხანია ერთად ვთამაშობთ და საკმაოდ კარგადაც ვართ შეთამაშებული. ფრანგებთან თამაში რთული იყო იქედან გამომდინარე, რომ ძალიან სწრაფები არიან და ფიზიკურად ძლიერები. სანამ ალღოს ავუღებდით, მანამდე გაგვიჭირდა. შემდეგ, უკვე თამაში რომ გახურდა და კარგად დავინახეთ მათი ძლიერი და სუსტი მხარეები, იმისდა მიხედვით დავიწყეთ მოქმედება, რაც ჩვენს თამაშსაც დაეტყო. მეორე თამაში ჩვენთვის კარგად ნაცნობ გუნდთან გვაქვს და შესაბამისად, ყველაზე მეტი ინფორმაცია მათზე გვაქვს. ძალიან ძლიერი და პრინციპული მეტოქე გვყავს. თან, ისეთი თამაშია, რომ შესაძლოა, ჯგუფში ბევრი რამე ამ დაპირისპირებამ გადაწყვიტოს. სუსტი მხარე ყველა გუნდს აქვს და ამაზე უშუალოდ მწვრთნელთან ვისაუბრებთ. ამასთან, კარგი შეტევის ხაზი ჰყავთ და თან, ელიტრაუნდის შემდეგ, რამდენიმე ახალი ფეხბურთელი დაიმატეს. დარწმუნებული ვარ, ძალიან მაგარი თამაში იქნება; გულშემატკივარს რომ უყვარს ისეთი, რადგან ისინი არაფერს დაგვითმობენ და ჩვენზე აღარ მაქვს ლაპარაკი... ვინ მოედანზე იქნება და არ იქნება, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს თამაში საჩვენოდ დამთავრდეს და წინ ერთი დიდი ნაბიჯი გადავდგათ.“ ნიკა ჭანტურია: „ფაქტია, რომ დასაწყისში გაგვიჭირდა, რადგან მწვრთნელის დავალება ვერ შევასრულეთ. ფრანგების თამაში სამწვრთნელო შტაბთან ერთად გვქონდა გარჩეული და ვიცოდით, როგორ ფეხბურთელებთან მოგვიწევდა დაპირისპირება. მეორე ტაიმი ბევრად უკეთესად ჩავატარეთ და ეს თამაშსაც დაეტყო, რადგან არაფერი დაგვითმია და პირიქით, მოგებაც შეგვეძლო. რაც შეეხება სერბეთის ნაკრებს, ფიზიკურად ძლიერი გუნდია და მებრძოლი ფეხბურთელები ჰყავთ. სტილით, საფრანგეთის ნაკრებისგან განსხვავებული გუნდია და ძალისმიერ ფეხბურთს თამაშობენ. ვიცით, რომ რთული თამაში გვექნება. მათი ნაჩვენები შედეგი, თავად მეტყველებს ამ გუნდზე და ისედაც, ევროპის ჩემპიონატზე შემთხვევით ვერ მოხვდებოდნენ. სერბებს კარგად ვიცნობთ, იმედიანად ვართ განწყობილები და მოგება ჩვენ უფრო გვჭირდება, ვიდრე მათ. თუმცა, ყველაზე მთავარია, მწვრთნელის დავალება 100 პროცენტით შევასრულოთ... თავდადება და მონდომება რომ არ გვაკლია, ამას ყველა ხედავს. ასევე, წინა თამაშზე მაღალი ხარისხის ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ და ცოტა უნდა გაგვიმართლოს - ესაა ფეხბურთი. საფრანგეთთან, ალბათ, პირველი თამაშის ფაქტორმაც იმოქმედა; მარტო ჩვენზე არა, მოწინააღმდეგეზეც... თავისებური დაძაბულობა და მღელვარება მაინც იგრძნობოდა. რადგან პირველი ბარიერი მშვიდობიანად გადავლახეთ, ლოგიკურად, სულ უფრო და უფრო უნდა მოვუმატოთ.“ მაშ, ასე - 23 ივლისს, საღამოს 19:30 წუთზე (თბილისის დროით), მარიამპოლის სტადიონზე საქართველოს და სერბეთის ნაკრებთა დაპირისპირება დაიწყება. ოდნავ მოგვიანებით, თურქეთი საფრანგეთს შეხვდება. A ჯგუფში კი, ჰოლანდია - პორტუგალია და ლიტვა - ესპანეთის მატჩები იქნება. საქართველოს ნაკრების მატჩის ნახვას, ქართველი გულშემატკივარი კვლავ მე-9 არხის პირდაპირი ეთერის საშუალებით შეძლებს. მათ კი, ვინც საზღვარგარეთ იმყოფება, ტრანსლაციის ნახვა „ევროსპორტის“ მეშვეობით შეუძლია. სფფ-ის პრესსამსახური კაუნასი, ლიტვა

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

განახლებადი: ჩემპიონთა ლიგა, დღე 2! - ყველაფერი დღევანდელ მატჩებზე

ყველაფერი, რაც დღევანდელი მატჩების შესახებ უნდა იცოდე, აქ გელოდება!

დღეს, 10:54

ლეო მესის ანტიკორონავირუსულ მატრასზე სძინავს

"ბარსელონას" თავდამსხმელმა, ლიონელ მესიმ იპოვნა გზა, თუ როგორ უნდა დაიცვას თავი კორონავირუსისგან.

დღეს, 18:38

იუვენტუსმა შეთავაზება გააკეთა, ზიდანის პასუხმა არ დააყოვნა

"იუვენტუსი" გუნდში "რეალის" მთავარი მწვრთნელის, ზინედინ ზიდანის მიწვევას ცდილობს.

დღეს, 18:18

ვინ შეცვლის სარის? - იუვენტუსში მორიგი კანდიდატი შეარჩიეს

მოგეხსენებათ, დღეს ოფიციალურად დადასტურდა, რომ "იუვენტუსმა" მაურისიო სარი გაათავისუფლა.

დღეს, 17:55

სარის შემდეგ, იუვენტუსმა შესაძლოა სპორტული დირექტორიც გაუშვას

"იუვენტუსის" სპორტული დირექტორი, ფაბიო პარატიჩი შესაძლოა გაათავისუფლონ, წერს Sky Sport Italia.

დღეს, 17:51

შეთავაზება გაკეთდა, იუვენტუსმა სარის შემცვლელს უკვე მიაგნო?!

მოგეხსენებათ, "იუვენტუსის" ხელმძღვანელობამ მაურისიო სარის გათავისუფლება ოფიციალურად დაადასტურა.

დღეს, 17:44

მესი: "ცვლილებებია საჭირო, წინააღმდეგ შემთხვევაში ნაპოლის ვერ დავამარცხებთ"

"ბარსელონას" თავდამსხმელმა, ლიონელ მესიმ ჩემპიონთა ლიგაზე "ნაპოლისთან" გასამართ მატჩზე ისაუბრა.

დღეს, 17:36

"ძალიან იმედგაცრუებულები ვართ", - მატეის დე ლიგტი

"იუვენტუსის" მცველმა ჩემპიონთა ლიგაზე "ლიონთან" მოგებული მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

დღეს, 17:24

დეპაიმ ჩემპიონთა ლიგაზე ვან ნისტელროის რეკორდი გაიმეორა

"ლიონის" თავდამსხმელმა ჩემპიონთა ლიგის საპასუხო 1/8 ფინალურ მატჩში "იუვენტუსის" (1:2) კარის აღება მოახერხა.

დღეს, 17:18

ოფიციალურად: იუვენტუსმა მაურისიო სარი გაათავისუფლა

"იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო სარიმ დაკავებული თანამდებობა დატოვა.

დღეს, 17:10

"ვიცოდით, რომ შემდეგ ეტაპზე გასვლა შეგვეძლო", - ლიონის გოლკიპერი

"ლიონის" გოლკიპერმა, ანტონი ლოპეშმა ჩემპიონთა ლიგაზე "იუვენტუსთან" მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

დღეს, 16:51

GOAL.COM: იუვენტუსმა მაურისიო სარი გაუშვა

"იუვენტუსის" მთავარი მწვრთნელი, მაურისიო სარი ძალიან მალე დაკავებულ თანამდებობას დატოვებს.

დღეს, 16:28

ლამპარდი ჩელსიდან ვილიანის შესაძლო წასვლას გამოეხმაურა

"ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა, ფრენკ ლამპარდმა გუნდიდან თავდამსხმელ ვილიანის შესაძლო წასვლაზე ისაუბრა.

დღეს, 16:15

შეთანხმება მიღწეულია, დავიდ სილვა ახალ კლუბს უახლოვდება

"მანჩესტერ სიტის" ნახევარმცველმა, დავიდ სილვამ კარიერა შეიძლება იტალიის ჩემპიონატში გააგრძელოს.

დღეს, 15:17

კოუტინიო არსენალის სავარჯიშო ბაზაზე შეამჩნიეს

კატალონიის "ბარსელონას" ნახევარმცველი, ფილიპე კოუტინიო "არსენალის" სავარჯიშო ბაზას ეწვია.

დღეს, 15:07

ლიგაზე გატანილი გოლებით, რონალდუ ატლეტიკოს გაუთანაბრდა

პორტუგალიელის შედეგიანობა ჩემპიონთა ლიგაზე უბრალოდ შთამბეჭდავია.

დღეს, 13:03

ამ სეზონის ჩემპიონთა ლიგაზე, ვარანზე დაბალი შეფასება მხოლოდ ერთმა ფეხბურთელმა მიიღო

ფრანგმა მცველმა „მანჩესტერ სიტისთან“ მატჩის შედეგად, ძალიან დაბალი შეფასება მიიღო.

დღეს, 13:00

"გააზიარეთ, თუ დახმარება შეგიძლიათ", - სტერლინგი რეალის დამარცხებას ხუმრობით გამოეხმაურა

„მანჩესტერ სიტის" შემტევი, რაჰიმ სტერლინგი, ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში გასვლას იუმორით გამოეხმაურა.

დღეს, 12:56

უეფამ გუშინდელი მატჩების საუკეთესო ფეხბურთელები დაასახელა

უეფამ მერვედფინალების პირველი დღის საუკეთესო ფეხბურთელები დაასახელა.

დღეს, 12:53

გატუზო: "მოსაგებად, ნაპოლის ევერესტის დალაშქვრა მოუწევს"

„ნაპოლის" მთავარმა მწვრთნელმა, ჯენარო გატუზომ, „ბარსელონასთან" მოახლოვებულ დაპირისპირებაზე ისაუბრა.

დღეს, 12:36

გვარდიოლაზე ხშირად, 21-ე საუკუნეში რეალი არავის დაუმარცხებია

ესპანელ სპეციალისტზე ხშირად, „რეალს" 21-ე საუკუნეში ვერავინ ამარცხებს.

დღეს, 12:19

გვარდიოლას ჰკითხეს, თუ რაზე ისაუბრეს მატჩის შემდეგ მან და ზიდანმა

როგორც გითხარით, გუშინდელი მატჩის შემდეგ, ზიდანი და გვარდიოლა სტადიონზე დარჩნენ და ერთმანეთს გაესაუბრნენ.

დღეს, 12:14

ლამპარდი: "ქამბექის რომ არ გვჯეროდეს, აქ არ ვიქნებოდით"

„ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა, ფრენკ ლამპარდმა, „ბაიერნთან" მოახლოვებულ შეხვედრაზე ისაუბრა.

დღეს, 11:42

"თუ ლიგა ვერ მოვიგეთ, ხელმძღვანელობამ უნდა იმოქმედოს", - ვიდალი სეტიენის გაშვებაზე საუბრობს

„ბარსელონას“ ნახევარმცველმა, არტურო ვიდალმა, კიკე სეტიენის მომავალზე ისაუბრა.

დღეს, 11:36

ბონუჩი: "ჩვენი მთავარი მიზანი სკუდეტო იყო და მისი მოგება მოვახერხეთ"

„იუვენტუსის" მცველმა, ლეონარდო ბონუჩიმ, ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნაზე ისაუბრა.

დღეს, 11:27

"ყოველდღე ვმუშაობ, რომ დავემსგავსო", - გაბრიელ ჟესუსმა მისი მისაბაძი მაგალითი დაასახელა

„მანჩესტერ სიტის" თავდამსხმელმა, გაბრიელ ჟესუსმა, „რეალთან" საპასუხო დაპირისპირებაზე ისაუბრა (2:1).

დღეს, 11:12

პიანიჩი: "ზედიზედ ცხრა ჩემპიონობა კარგია, მაგრამ იუვენტუსი უფრო მეტისკენ უნდა ისწრაფოდეს"

„იუვენტუსის" ნახევარმცველმა, მირალემ პიანიჩმა, ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნაზე ისაუბრა.

დღეს, 11:07

სარი: "იუვენტუსი დაწყევლილია"

„იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა, მაურიციო სარიმ, „ლიონთან" გამოვარდნაზე ისაუბრა.

დღეს, 11:03

სეზონის პირველივე მატჩში - გიორგი აბურჯანიამ ტვენტეს მაისურით გაიტანა [VIDEO]

"ტვენტემ" ჰოლანდიის ჩემპიონატის ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო და პირველი ამხანაგური მატჩი გამართა.

დღეს, 03:38

სად ითამაშებს რონალდუ შემდეგ სეზონში? - იუვენტუსში ოფიციალური განცხადება გააკეთეს

ტურინის "იუვენტუსის" პრეზიდენტმა ანდრეა ანელიმ კრიშტიანუ რონალდუს მომავალზე ოფიციალური კომენტარი გააკეთა.

დღეს, 03:05
i

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10