» იხილე განახლებული ვებ-გვერდი

ბალკანელებს გაყოლებული შანსი... ბალკანელებისვე იმედად



საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა, ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე, პრინციპულ მატჩში გამარჯვება ვერ შეძლო და ჯგუფიდან გასასვლელად მცირე შანსიღა დარჩა. სერბეთის ნაკრებმა კი, პირველ ტურში დაწყებული საქმე წარმატებით გააგრძელა და 6 ქულით უკვე ნახევარფინალისტია. პარალელურ შეხვედრაში, საფრანგეთმა 2:1 დაამარცხა თურქეთი და ჩვენთან ნათამაშები უგოლო ფრის შემდეგ, სატურნირო მდგომარეობა მკვეთრად გაიუმჯობესა. ამას, ისიც ემატება, რომ ბოლო ტურში, ფრანგები უკვე ნახევარფინალზე მოფიქრალ სერბებს შეხვდებიან და სავარაუდოდ, დადებით შედეგსაც მიაღწევენ. მითუმეტეს, სერბთა თავკაცი წამყვანი მოთამაშეების დასვენებას აპირებს. ამის შესახებ, ლიუბინკო დრულოვიჩმა მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე ღიად განაცხადა. ლიუბინკო დრულოვიჩი: „ჩემმა გუნდმა ორი ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა და შედეგად, უკვე ნახევარფინალში ვართ. ყველაფერი ძალიან კარგად მიდის... საქართველოს ნაკრებს და მის მწვრთნელს ძალიან კარგად ვიცნობთ - მოედანზეც და პირადადაც. ეს მართლაც გამორჩეული და სიმპათიური გუნდია, თუმცა, დღეს ჩვენ აღმოვჩნდით ძლიერები. ბოლო მატჩში, საფრანგეთის ნაკრებთან შანსს აუცილებლად მივცემ სათადარიგო მოთამაშეებს, რადგან ისინიც ძალიან კარგი ფეხბურთელები არიან და ამას იმსახურებენ.“ შეიძლება ითქვას, რომ სერბეთის ნაკრებმა ყველაფერი გააკეთა, რაც უნდოდა... ჩვენებს კი, თავისი თამაშის პოვნის საშუალება არ მისცეს. იყო რამდენიმე მომენტი, რასაც სინანულით გავიხსენებთ და უპირველესად, ეს ბაჩო არაბულის შესრულებული საჯარიმო დარტყმაა, რომელიც სერბთა კარის ძელს მოხვდა... მეტოქემ კი, გამარჯვების გოლი 74-ე წუთზე გაიტანა. მიტროვიჩის პასით მეკარესთან პირისპირ გასულმა მელეგმა შედეგიანად დაარტყა... მართალია, გაბი თებიძე ბურთს შეეხო, თუმცა, კარის გადარჩენა ვერ მოახერხა. მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე ღიად ისაუბრა საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმაც. გია ცეცაძე: „გუნდმა ვერ ითამაშა - ესაა ფაქტი და ყველაფრის პასუხი. თუმცა, სანამ მიზერული შანსი მაინც გვაქვს, ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ და ყველანაირად ვეცადოთ, რომ ეს კონცენტრაცია არ დაიკარგოს. რეალურად რომ შევხედოთ, საფრანგეთის თამაშიდან დაწყებული და ამ თამაშით დამთავრებული, რაღაცა მეც დავაკელი და ბიჭებმაც. რაღაც არ გამოვიდა... ელიტრაუნდში გაცილებით უკეთ ვითამაშეთ. მიზეზი მხოლოდ ჩვენშია... გუნდმა წააგო - ესეიგი ყველამ წააგო. თითქოს ძალიან იოლი და ბანალური გამონათქვამია - ფეხბურთია და ხან წააგებ და ხან მოიგებ, მაგრამ, მართლა ასეა. ის, რაც ელიტრაუნდში კარგად გამოგვდიოდა, აქ აღარ გამოვიდა. დღეს, ჩვენმა მეტოქემ აშკარად გვაჯობა. მათ თავიანთი კოზირები ბოლოდე გამოიყენეს. ჩვენ კი, ჩვენი თამაში ვერ ვითამაშეთ. შეძლება ითქვას, რომ საფრანგეთთან უფრო გამოგვივიდა, ვიდრე სერბებთან; განსაკუთრებით, პირველ ტაიმში. ბიჭებმა თვითონაც ძალიან კარგად იციან, ვინ რა ვერ გააკეთა და ვის რა არ გამოუვიდა. სამომავლოდ, მათთვის ეს კარგი მაგალითი და გაკვეთილი იქნება. ჩვენ რომ ყოველწლიურად გავდიოდეთ ევროპის ჩემპიონატებზე, ყველა ასაკობრივ ჯგუფში და ასე ვთქვათ, კარგად ვიყოთ გაშინაურებულები, მაშინ შესაძლებელი იქნებოდა, უფრო კონკრეტულ რაღაცეებზე გველაპარაკა. მხოლოდ მეორე წელია, რაც ჩვენი ასაკობრივი ნაკრებები ფინალურ ეტაპზე ხვდებიან და ეს მხოლოდ დასაწყისია. ბოლო თამაშში აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ. სხვა თუ არაფერი, პრინციპის საკითხია, რომ ევროპის ჩემპიონატზე ერთი თამაში მოვიგოთ. ფრეც გვქონდა, წაგებაც და ახლა, მგონი გამარჯვების დროც მოვიდა. ყოველშემთხვევაში, ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით. ბიჭები საოცრად დამწუხრებულები და სევდიანები არიან... გასახდელში რომ გენახათ, თქვენც ცრემლები წამოგივიდოდათ, მაგრამ მათ თვალებში ჩანს ის იმედი, ძალიან მცირე, მაგრამ მაინც. ამიტომ, ჩვენი გასაკეთებელი ბოლომდე უნდა გავაკეთოთ. ღმერთმა ქნას, ცოტათი მაინც გაგვიმართლოს...“ 23 ივლისი, 2013. 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი. B ჯგუფი მარიამპოლის სტადიონი სერბეთი vs საქართველო 1:0 (0:0) სერბეთი: რაიკოვიჩი, გოლუბოვიჩი, მილინკოვიჩი, ანტიჩი, ფილიპოვიჩი, მაქსიმოვიჩი, ველიკოვიჩი, პავლოვსკი (მელეგი 62), ლუკოვიჩი, ჯურჯევიჩი (ოჟეგოვიჩი 88), მიტროვიჩი მთ.მწვრთნელი - ლიუბინკო დრულოვიჩი საქართველო: თებიძე, მთივლიშვილი, ნ.ჭანტურია, სანდოხაძე, დვალი, ცნობილაძე, ენდელაძე (უბილავა 64), მარკოზაშვილი (კაჭარავა 70), არაბული (კაპ), ფანცულაია, ზივზივაძე (სამუშია 46) მთ.მწვრთნელი - გია ცეცაძე გოლი: მელეგი (74) გაფრთხილება: მიტროვიჩი, მარკოზაშვილი, მაქსიმოვიჩი, ლუკოვიჩი, ველიკოვიჩი, ფილიპოვიჩი, სამუშია, არაბული მსაჯი: ორელ გრინფილდი (ისრაელი) სფფ-ის პრესსამსახური კაუნასი, ლიტვა

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

"ბარსაში მინდა, მაგრამ...", - ხავიმ აღიარა, რა მოსთხოვა გუნდის ხელმძღვანელობას

„ბარსელონას“ ექს-კაპიტანმა, ხავი ერნანდესმა, რომელიც ამჟამად „ალ-სადს“ უდგას სათავეში, კატალონიურ გუნდში დაბრუნების სურვილი გამოთქვა.

დღეს, 13:14

ფეხბურთელი, რომლის შეძენის აუცილებლობაშიც რეალი დარწმუნებულია

Marca-ს ინფორმაციით, ედუარდო კამავინგა „რეალს“ თავს დღითიდღე უფრო მეტად აწონებს.

დღეს, 13:04

ფრანგულ ტელეარხს მესი მის ირანელ ორეულში აერია [ფოტო]

ფრანგულ ტელეარხ M6-ს ლიონელ მესი და მისი ირანელი ორეული, რეზუ პარასტეში აერია ერთმანეთში.

დღეს, 12:53

ფერდინანდი: "რაოდენ არ უკმაყოფილოებიც არ უნდა იყვნენ ლივერპულის ქომაგები, სეზონი უნდა განულდეს"

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ექს-კაპიტანმა, რიო ფერდინანდმა, კორონავირუსით გამოწვეულ პაუზაზე ისაუბრა.

დღეს, 12:44

ზუსტად 36 წლის წინ ლივერპულმა დაამყარა რეკორდი, რომელიც დღემდე არავის გაუმეორებია

1984 წლის 29 მარტს გაიმართა ინგლისის ლიგის თასის ფინალური მატჩი „ლივერპულსა“ და „ევერტონს“ შორის.

დღეს, 12:28

ბარსელონაზე რამდენით ნაკლებს ხარჯავს რეალი ფეხბურთელების ხელფასებზე?

როგორც გითხარით, კორონავირუსის დროს, მადრიდის „რეალი“ თავისი თანამშრომლებისთვის ხელფასის შემცირებას არ გეგმავს.

დღეს, 12:12

იმისთვის, რომ ფერგიუსონთან ბრძოლა შედგეს, ხაბიბმა რუსეთის ტერიტორია დღეს უნდა დატოვოს

30 მარტის შუაღამიდან, რუსეთში დროებით შეჩერდება საერთაშორისო საავტომობილო, რკინიგზის, საფეხმავლო, საზღვაო და სახმელეთო მიმოსვლები.

დღეს, 12:04

ბაიერნის ექს-ფეხბურთელმა: "შესაძლოა, გიოტცე ფულმა გააფუჭა, ისევე როგორც იოზილი"

მიუნხენის „ბაიერნის“ ექს-ნახევამრცველმა, მიხაელ რუმენიგემ, დორტმუნდის „ბორუსიას“ მარიო გიოტცე გააკრიტიკა.

დღეს, 12:01

დე იონგი და იოვიჩი - წლის იმედგაცრუებათა შორის არიან, აზარი - არა

ესპანურმა გამოცემა AS-მა, ლა ლიგის ახალწვეულებს შორის, წლის იმედგაცრუებები დაასახელა.

დღეს, 11:51

რამდენია ტერ შტეგენის ბარსელონადან გამოსასყიდი თანხა?

მიუნხენის „ბაიერნი“ მანუელ ნოიერის შესაძლო წასვლისთვის მზადებას შეუდგა.

დღეს, 11:45

რეალი, ბარსელონა, ბაიერნი და ჩელსი ნიჭიერი ნახევარმცველისთვის იბრძვიან [VIDEO]

ერთბაშად ოთხი ევროპული გრანდი „ესპანიოლის“ ფეხბურთელისთვის იბრძვის.

დღეს, 11:28

"სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი", - ლუის ენრიკე რამოსის თვისებებს აქებს

ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი თავისი გუნდის კაპიტანზე საუბრობს.

დღეს, 11:20

ბარსელონას ფეხბურთელებს ხელფასის შემცირება იმიტომ არ უნდათ, რომ მსგავსი რამ რეალში არ ხდება

უარის მიუხედავად, ხოსეპ ბართომეუ „ბარსელონას“ ფეხბურთელების“ ხელფასის შემცირებაზე დათანხმებას მაინც ცდილობს.

დღეს, 11:17

გოდინი: "იტალია კორონავირუსს უშუალოდ ჩინეთის პრობლემად მიიჩნევდა და ზომებს არ იღებდა"

„ინტერის“ ურუგვაელმა მცველმა, დიეგო გოდინმა, ევროპაში კორონავირუსის გავრცელებაზე ისაუბრა.

დღეს, 10:56

რონალდუმ დედის ინსულტის გადატანის შემდეგ, მასთან ერთად გადაღებული პირველი ფოტო გამოაქვეყნა [ფოტო]

„იუვენტუსის“ პორტუგალიელმა შემტევმა, კრიშტიანუ რონალდუმ, სოციალურ ქსელში, დედამისთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა.

დღეს, 10:48

ტერ შტეგენი: "ხალხს ეცინება, როცა ვამბობ რომ ფეხბურთი არ მიყვარს, არადა არქიტექტურა მირჩევნია"

„ბარსელონას“ მეკარემ, მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა აღიარა, რომ ფეხბურთში დიდად ვერ ერკვევა.

დღეს, 10:42

ჟირუ: "იანვარში ინტერში გადასვლა შემეძლო..."

ლონდონის "ჩელსის" ფრანგი თავდამსხმელი ოლივიე ჟირუ ამბობს, რომ ზამთარში მას გუნდის დატოვება შეეძლო.

დღეს, 03:12

ანტონიო კონტეს ქველმოქმედება დისტანციური სწავლებისთვის

მილანის "ინტერის" მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ კორონავირუსთან საბრძოლველად ქველმოქმედება გაიღო.

დღეს, 03:08

კრაუჩი რონალდოზე: "მეთქი მეტყვის, პიტერ როგორ ხარო, მან კი საერთოდ ვერ მიცნო"

ინგლისის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი პიტერ კრაუჩი ბრაზილიელ რონალდოზე სახალისო ისტორიას იხსენებს.

დღეს, 02:58

"ის მსოფლიოში საუკეთესოა და რეალში რეკორდებს დაამყარებს", - ბელგიის მწვრთნელმა კურტუა შეაქო

ბელგიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მარტინესმა "რეალის" გოლკიპერი ტიბო კურტუა შეაქო.

დღეს, 02:52

რომა ექიმებს აფასებს - 5 ათასი ბილეთი უფასოდ!

იტალიაში ვითარება კვლავ კრიტიკულია და ჯერჯერობით უცნობია, როდის განახლდება ჩემპიონატი.

დღეს, 02:44

"რთულია იმის წარმოდგენა, რომ ჯერ მხოლოდ 21 წლისაა" - ლივერპულის ყოფილი მცველი არნოლდზე

"ლივერპულის" ყოფილმა მარჯვენა მცველმა გლენ ჯონსონმა ამ გუნდის და ამ პოზიციის ამჟამინდელი ფეხბურთელი ალექსანდრ-არნოლდი შეაქო.

დღეს, 02:41

უეფას პრეზიდენტი: "შესაძლოა, ეს სეზონი დავკარგოთ"

კორონავირუსის გამო, შესაძლოა ეს სეზონი ჩაიშალოს. ამასთან დაკავშირებით კომენტარი უეფას პრეზიდენტმა ალექსანდრ ჩეფერინმა გააკეთა.

დღეს, 02:32

ბარსელონას ყოფილ მეკარეს კორონავირუსი დაუდასტურდა

კატალონიის "ბარსელონას" ყოფილ მეკარეს, ყველასთვის ცნობილი რუშტუს კორონავირუსი დაუდასტურდა.

დღეს, 02:28

კარაგერმა ერთმანეთს მოურინიო და გვარდიოლა შეადარა: "მწვრთნელი რომ ვიყო, მას მივბაძავდი"

ვეტერანმა ინგლისელმა ფეხბურთელმა ჯიმი კარაგერმა ერთმანეთს ჟოზე მოურინიო და პეპ გვარდიოლა შეადარა.

დღეს, 02:25

ლოკომოტივის მთავარმა მწვრთნელმა თანამდებობა დატოვა

ჩვენი ინფორმაციით, "ლოკომოტივის" მთავარმა მწვრთნელმა ლევან კორღალიძემ თანამდებობა დატოვა.

დღეს, 01:15

VIDEO: ფეხბურთი გაჩერებულია: ქართველმა ფეხბურთელმა კი ბელარუსის ჩემპიონატში გაიტანა

ბელარუსის ჩემპიონატის მეორე ტურში "გოროდეა" "შახტიორს' დაუპირისპირდა და 0:2 დამარცხდა.

დღეს, 01:04

რატომ არ აკლებს ფეხბურთელებს ხელფასს მადრიდის რეალი?

მადრიდის „რეალი“ კორონავირუსის დროს საკუთარ თანამშრომლებს ხელფასს არ აკლებს.

გუშინ, 23:19

იუვენტუსი ფეხბურთელებს მარტიდან ივნისამდე საერთოდ უხელფასოდ დატოვებს

„იუვენტუსის“ ოფიციალურმა ვებ-გვერდმა დაადასტურა, რომ გუნდის ფეხბურთელები 3 თვე საერთოდ უხელფასოდ იქნებიან.

გუშინ, 23:12

არც მესი და არც რონალდუ - ვეინალდუმმა თავისი კარიერის ყველაზე რთული მეტოქე დაასახელა

„ლივერპულის“ ჰოლანდიელმა ნახევარმცველმა, ჯორჯინიო ვეინალდუმმა, კარიერის ყველაზე რთული მეტოქე დაასახელა.

გუშინ, 22:54

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10