Goal.Ge

რეალი მსაჯის გარეშეც რეალია!



5 მარტის შემდეგ, როდესაც ერთმანეთს ოლდ ტრაფორდზე მანჩესტერ იუნაიტედი და მადრიდის რეალი დაუპირისპირდნენ ქართველი ქომაგების უმრავლესობამ ერთი რამ ამოიჩემა, "მსაჯმადრიდი" "ჩაქირი-ფლორენტინო პერესის საუკეთესო ტრანსფერი და ჟოზე მოურინიოს საკვანძო ფეხბურთელი" მინდა საყოველთაო ყურადღების ქვეშ მყოფი ვითარება უფრო განვავრცო და ეს სტატია მთლიანად ამ მატჩს და მასში მომხდარ ყველა მნიშვნელოვან ეპიზოდს დავუთმო. მთავარი განსახილველი თემა მატჩის დაწყებამდე კრიშტიანუ რონალდუს ოლდ ტრაფორდზე დაბრუნება გახლდათ, მაგრამ მასზე მეტად აქტუალური ნანის საეჭვო გაძევება გახდა მატჩის შემდგომ. კრიშტიანუმ გაიტანა და არ აღნიშნა, უბრალოდ ხელები აწია და უსიტყვოდ აგრძნობინა მანჩესტერის გულშემატკივრებს თანაგრძნობა მათ მწუხარებასთან დაკავშირებით, ალბათ ეს გახლდათ გოლი, რომელიც მას ყველაზე ნაკლებად გაუხარდა თავის კარიერაში, მან ღირსეულად მოახერხა გამკლავებოდა პირად ამბიციებსა და ინტერესს და ბოლომდე მიაგო პატივი ყოფილ კლუბს, ამაზე უნდა გვესაუბრა მატჩის შემდეგ ყველას, მაგრამ ნანის გაძევებამ ეს ეპიზოდიც კი დაჩრდილა... [caption id="attachment_2301" align="alignright" width="449"]ოლდ ტრაფორდის სიყვარული მუდამ რონის გულში! მანიუს სიყვარული მუდამ რონის გულში. კი მაგრამ რა მოხდა ოლდ ტრაფორდზე? ნუთუ ასე უსამართლოდ მოექცნენ მანჩესტერს, რომ საკუთარ კედლებში მყოფ გუნდს მსაჯის მიმართ ასეთი დოზით უკმაყოფილების საფუძველი აქვს, ნუთუ იმდენად დიდი იყო ნანის გაძევებამდე მათი უპირატესობა, რომ მატჩის საბოლოო ანგარიშზე სწორედ მისმა გაძევებამ იმოქმედა, იქნებ მათი დამარცხების მიზეზი მხოლოდ პორტუგალიელის გაძევება არ გახლდათ?! მე მახსოვს ორივე თამაში სანტიაგო ბერნაბეუზეც და ოლდ ტრაფორდზეც და ეპიზოდებიც, რომლებიც რეალის სასარგებლოდ ნამდვილად არ დასრულებულა, დი მარიას საჯარიმოში შეპარვა და ჯონსის მიერ მისი უბრალოდ თამაშიდან მოწყვეტა და არ დანიშნული თერთმეტმეტრიანიც, მაგრამ ეს ეპიზოდი არაფერია ოლდ ტრაფორდზე იგუაინის დარტყმისას მომხდარ ფაქტთან შედარებით, რომესაც თურქმა არბიტრმა უბრალოდ ჩასტვენა ვერ გაბედა. იგუაინის თავურის შემდეგ რაფაელი უბრალოდ წამით დე ხეა გახდა და გადაარჩინა საკუთარი გუნდი გაშვებული გოლისაგან, მსაჯის სასტვენი დუმდა, დუმდა მაშინ როცა თერთმეტმეტრიანი და წითელი ბარათიც გარდაუვალი იყო. ნანის გაძევება ჩემთვისაც მიუღებელი გახლავთ, მაგრამ მაინც გკითხავთ ყველას, რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში თუ მსაჯი ნანის არ გააძევებდა, მაგრამ რაფაელს კი და თან თერთმეტმეტრიანსაც მიაყოლებდა??? ალბათ ცოტა არ იყოს დამაბნეველი კითხვაა, ალბათ ნათელმხილველიც ვერ გასცემდა ამ კითხვაზე პასუხს, მაგრამ მანჩესტერის ფანების უმეტესობა რაფაელის გაძევებას დაასახელებდა, რადგან ყოველთვის ადვილია იმაზე ფიქრი და საუბარი, რაც არ მომხდარა და ვერც გადამოწმდება. ფერგიუსონის გამკვირვებია ასაკმა უწია თუ რა ხდება არ ვიცი, ჩემი უსაყვარლესი მწვრთნელი და უდიდესი პატივისცემით აღსავსე ადამიანია, სხვა თუ არაფერი "სერ" წოდება აქვს და მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო მწვრთელთა შორისაც ღირსეულად უჭირავს ადგილი. ბრაზილიელ რონალდოზე მსუქანაა და კრიშტიანუ რონალდუ მასზე გაცილებით ძლიერიაო, რატომ თქვა არ ვიცი, ეტყობა ცუდად დაამახსოვრდა კიჭას მიერ ოლდ ტრაფორდზე შესრულებული ჰეთთრიკი, ამას რომ თავი დავანებოთ მთელი კვირაა აჩემებული აქვს მესამედ გაგვაგდო ძალით მსაჯმა ჩემპიონთა ლიგიდანო, თითქოსდა ისეთი გამოკვეთილი ყოფილიყო მაჩესტერის უპირატესობა, როგორც მაგალითად 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ესპანელების და იტალიელების მიერ კორეის წინააღმდეგ გამართული მატჩები გახლდათ. მე მას უდიდეს პატივს ვცემ და ვაღიარებ ნანის არ გაძევება გაცილებით სამართლიანი იქნებოდა, მაგრამ ჩაქირმა ასე ჩათვალა საჭიროდ და არც ეს საქციელი გახლავთ იმდენად გასაკიცხი, რომ მას მადრიდის რეალის მეთორმეტე ფეხბურთელი ვუწოდოთ. გახსოვთ პეპეს და დანი ალვეშის ეპიზოდი და პეპეს წითელი? გახსოვთ ჩელსი-ბარსელონა და უამრავი არ დანიშნული თერთმეტმეტრიანი? მეც მახსოვს და მსაჯელონად წოდებული გუნდის ზედიზედ მოპოვებული ტიტულებიც არ მავიწყდება, ასეთი ლოგიკით ბარსელონა 2009 წლის ჩემპიონი არ უნდა გამხდარიყო, მაგრამ გახდა და რატომღაც მგონია თუ რეალი წელს ლიგის მოიგებას მოახერხებს ყველა ანტიმადრიდულად განწყობილი ადამიანი ჩაქირისკენ გაიშვერს ხელს, არცერთს არ გაახსენდება რეალის სწრაფი კონტრშეტევები, ლამაზი თამაში და გოლები, არც კრიშტიანუს და კომპანიის ბრწყინვალე ასპარეზობა, მინდა უბრალოდ ყველას გითხრათ ეს არის ფეხბურთი და ერთი კონკრეტული ეპიზოდით მის განსაზღვრას არავის გირჩევთ, რა მოხდებოდა ნანის გაძევების გარეშე ოლდ ტრაფორდზე? არ ვიცი, ვერაფერს გეტყვით, მაგრამ იქნებ უფრო დიდი ყოფილიყო ანგარიშიც რეალის სასარგებლოდ ან სულაც პირიქით, სულ ვერ მოეხერხებინა მადრიდის რეალს გოლის გატანა და მოდრიჩის ბრწყინვალე გოლიც არ გვენახა. არაპროგნოზირებადი რაც არის ჩემთის უფრო მეტადაა მოსაწონი, უფრო მეტად დამაინტრიგებელი, ამიტომაც მიყვარს ფეხბურთი, მაგრამ არ მიყვარს ბოღმით აღსავსე ადამიანები კონკრეტული გუნდების მიმართ, სოციალურ ქსელში არსებული ყველა "ხუმრობის პიკად ქცეული" კომენტარი თუ სურათი კი უბრალოდ მაღიზიანებს და მაგიტომაც შევეცადე ამ სტატიით შემენელებინა მაინც ის არარეალური განწყობა, რომლის თანახმადაც მანჩესტერს რეალმა თითქოსდა მსაჯის დახმარებით აჯობა. ბერნაბეუზე დე ხეას ბრწიყინვალე თამაში მაინც გაგახსენდეთ და ის სეივები,რომლებიც მან განახორციელა და გადაარჩინა გუნდი წაგებას. ან გამახსენეთ მანჩესტერი ვინმესთან მეორე ნომრად საკუთარ კედლებში? რეალთან რატომღაც ასე გამოჩნდა,ისინი 1:1-ის შემდეგ უკეთეს მდგომარეობაში მხოლოდ თეორიულად იყვნენ, რადგან რეალთან გოლის არ გაშვება უბრალოდ არარეალურად ჟღერს. მსაჯში კი არა საკუთარ თავში ეძებონ პრობლემა, რუნის რეალთან ასვენებ? ტრამვა აქვს და ერთი ტაიმის მერე აღარ ტკივა ფეხი? იქნებ ტკივილგამაყუჩებელი უცხოა თქვენთვის? 2008 წლის ევროპის ჩემპიონატი მთლიანად კივილგამაყუჩებლით ითამაშა რონალდუმ და რუნისთვის 90 წუთი გაჭირდა? აი ეს უნდა იყოს მანჩესტერის ფანების მთავარი არგუმენტი, როცა მათი გუნდის დამარცხებაზე ვსაუბრობთ და არა ნანის გაძევება!!! და მაინც ალბათ ყველას უფრო გაგვიხარდებოდა ამ მატჩის უემბლიზე ხილვა, თუმცა ასე ინება კენჭისყრის შედეგად უეფამ და მანჩესტერის გარეშე დატოვა ყველაზე პრესტიჟული საფეხბურთო გათამაშება. მე ვაფასებ ყველა გუნდის ფანს, ყველა ჭეშმარიტ გულშემატკივარს და ყველას გთხოვთ ამ სტატიას, რომ წაიკითხავთ როგორც ჟურნალისტს ნუ შემაფასებთ, რადგან მე კარგად მესმის და ვიცი ჟურნალისტურად არ მიწერია ამ სტატიაში არაფერი, მე უბრალოდ ღიად დავაფიქსირე ამ სტატიის საშუალებით საკუთარი აზრი...

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ნევილი: "მანჩესტერ იუნაიტედს პოგბას შენარჩუნება არ უღირს"

"მანჩესტერ იუნაიტედის" ექს-ფეხბურთელმა, გარი ნევილმა მანიკუნიანელთა ნახევარმცველ პოლ პოგბაზე ისაუბრა.

დღეს, 22:27

სასწაული კომბინაცია დინამო ბათუმის შესრულებით და იდეალური შესრულება [VIDEO]

ეროვნული ლიგის ტურის ცენტრალური შეხვედრა "დინამო ბათუმსა" და "ტორპედოს" შორის მიმდინარეობს.

დღეს, 22:21

"შესანიშნავი პირობები ექნება", - ტორესი აზარის რეალში ტრანსფერს ეხმაურება

"ატლეტიკოსა" და "ჩელსის" ექს-თავდამსხმელმა, ფერნანდო ტორესმა ედენ აზარის "რეალში" გადასვლაზე ისაუბრა.

დღეს, 22:21

უმტიტიმ საკუთარ მომავალს ნათელი მოჰფჰინა

"ბარსელონას" ცენტრალური მცველი, სამუელ უმტიტი საკუთარ მომავალზე ოფიციალურ განცხადებას აკეთებს.

დღეს, 22:14

იმობილემ ზღაპრული შეთავაზება მიიღო, ლაციო უარზეა

არ არის გამორიცხული, უახლოეს პერიოდში "ლაციოს" თავდამსხმელმა, ჩირო იმობილემ კლუბი დატოვოს.

დღეს, 22:07

ვან გაალმა მანჩესტერ სიტიში გვარდიოლას მთავარი მიღწევა დაასახელა

ცნობილი სპეციალისტი, ლუი ვან გაალი "მანჩესტერ სიტიში" პეპ გვარდიოლას მუშაობას აფასებს.

დღეს, 22:03

რეალის ამომავალი ვარსკვლავი არჩევანს ორ კლუბს შორის გააკეთებს

აღნიშნულ ინფორმაციას ავტორიტეტული ესპანური გამოცემა MARCA ავრცელებს.

დღეს, 21:30

კარიერის დასრულება თუ გაგრძელება? - რობენის განცხადება საკუთარ მომავალზე

მოგეხსენებათ, 2019 წლის 30 ივნისს, "ბაიერნის" თავდამსხმელი, არიენ რობენი თავისუფალი აგენტი ხდება.

დღეს, 21:26

ოფიციალურად: ბარსელონამ ამ ზაფხულს პირველი ფეხბურთელი გაყიდა

მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "ბარსელონამ" პირველი ფეხბურთელი გაყიდა.

დღეს, 21:14

ლორენტე ტოტენჰემიდან მიდის, ესპანელის შეძენა 4 კლუბს სურს

"ტოტენჰემის" თავდამსხმელმა, ფერნანდო ლორენტემ კარიერა შესაძლოა იტალიაში გააგრძელოს.

დღეს, 21:08

პრაქტიკულად გადაწყდა: ტოტენჰემმა ზაფხულის პირველი ტრანსფერი შეათანხმა!

მოგეხსენებათ, 2018 წლის იანვარში ლუკას მოურას შეძენის შემდეგ "ტოტენჰემს" ტრანსფერი არ განუხორციელებია.

დღეს, 21:03

"მას დიდი კლუბები აკვირდებიან", - რა ბედი ელის "ახალ კანტეს"?

"ლიონის" პრეზიდენტმა ჟან-მიშელ ოლასმა განაცხადა, რომ კლუბი მზადაა ნახევარმცველი, ტანგი ნდომბელე გაყიდოს.

დღეს, 20:34

დანი ალვეშის შემდეგ პსჟ-ს კიდევ ერთი ფეხბურთელი ტოვებს?

მოგეხსენებათ, აქამდე, "პარი სენ ჟერმენმა" კლუბიდან მცველ დანი ალვეშის წასვლა დაადასტურა.

დღეს, 20:29

ლივერპული, აიაქსი თუ ბაიერნი? - 17 წლის ტალანტმა არჩევანი გააკეთა

"ზვოლეს" ცენტრალური მცველი, ზეპ ვან დენ ბერგი ევროპულ გრანდებს შორის დიდი მოთხოვნით სარგებლობს.

დღეს, 20:19

პიკე დე ლიგტს შეხვდა - რაზე ისაუბრეს ესპანელმა და ჰოლანდიელმა?

"ბარსელონას" მცველი, ხერარდ პიკე ბაჰამის კუნძულებზე, სადაც ისვენებს, "აიაქსის" უკანახაზელ მატეის დე ლიგტს შეხვდა.

დღეს, 20:15

შეთანხმება მიღწეულია - ბარსელონა და ვალენსია ფეხბურთელებს ცვლიან!

ესპანური პრესის ინფორმაცით, უახლოეს პერიოდში "ბარსელონა" და "ვალენსია" ფეხბურთელებს გაცვლიან.

დღეს, 20:10

რომას უარი იუვენტუსს - რამდენ მილიონს იხდიდნენ ტურინელები?

იტალიური პრესის ინფორმაციით, "რომამ" ნიკოლო ძანიოლოს ტრანსფერის თაობაზე "იუვენტუსის" წინადადება იუარა.

დღეს, 20:04

ელ შაარავიმ ზღაპრული შეთავაზება მიიღო - დეტალები ცნობილია

არ არის გამორიცხული, "რომას" თავდამსხმელმა, სტეფან ელ შაარავიმ ამ ზაფხულს კლუბი დატოვოს.

დღეს, 19:53

დე როსის ორი სერიოზული მსურველი ჰყავს - რა ბედი ელის იტალიელს?

"რომას" ნახევარმცველი, დანიელე დე როსი ორი იტალიური კლუბის ინტერესთა სფეროშია მოქცეული.

დღეს, 19:46

მორენო ლივერპულს ტოვებს, ესპანელის ახალი კლუბი ცნობილია - MARCA

აქამდე ოფიციალურად დადასტურდა, რომ მარცხენა მცველი, ალბერტო მორენო "ლივერპულიდან" მიდის.

დღეს, 19:43

ნეიმარი ბარსელონაში გადასვლასთან ახლოსაა! - პირობები ცნობილია

"პარი სენ ჟერმენის" თავდამსხმელი, ნეიმარი, დიდი ალბათობით, "ბარსელონაში" დაბრუნდება.

დღეს, 19:37

ესპანეთის ნაკრების წარმატებული ტურნე: ლომებმა მსოფლიო თასის მონაწილეს სძლიეს და რეიტინგში დაწინაურდნენ

ესპანეთის ნაკრების წარმატებული ტურნე: ლომებმა მსოფლიო თასის მონაწილეს სძლიეს და რეიტინგში დაწინაურდნენ

დღეს, 19:23

უმცროსი ბორჯღალოსნები, 7-ქალა ნაკრები და ნიკა ამაშუკელი სამშობლოში დაბრუნდნენ

უმცროსი ბორჯღალოსნები, 7-ქალა ნაკრები და ნიკა ამაშუკელი სამშობლოში დაბრუნდნენ

დღეს, 19:03

"მას შეუძლია გორგოძის მემკვიდრე გახდეს" - იაშაღაშვილი U20 მსოფლიო ჩემპიონატის სიმბოლურში

"მას შეუძლია გორგოძის მემკვიდრე გახდეს" - იაშაღაშვილი U20 მსოფლიო ჩემპიონატის სიმბოლურში

დღეს, 18:48

რამოსზე 3 მილიონით მეტი - რამდენი იქნება დე ლიგტის ხელფასი იუვენტუსში?

სატრანსფერო ბაზარზე „აიაქსის“ 19 წლის კაპიტნისთვის ნამდვილი ომია გაჩაღებული.

დღეს, 18:36

ნაპოლი ხამესის გამო მარადონას საპატივცემლოდ გაუქმებულ ნომერს აბრუნებს?

ნეაპოლიტანური კლუბი გუნდში ხამეს როდრიგესის გადმობარგებას მოუთმენლად ელის.

დღეს, 18:27

მონაკო ფაბრეგასს შეძენიდან 6 თვეში გაყიდის?

ესპანელმა ნახევარმცველმა მონეგასკური კლუბი შესაძლოა გადასვლიდან ექვს თვეში დატოვოს.

დღეს, 18:11

მამუკა გორგოძემ ტულონთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

მამუკა გორგოძემ ტულონთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

დღეს, 18:06

სევილიას ფორვარდმა მოახდინა ავარია, რომელსაც ახალდაქორწინებული წყვილი ემსხვერპლა [VIDEO]

„სევილიას“ სარეზერვო გუნდის თავდამსხმელი, ხოაო მალეკი, ავტოავარიის ინიციატორი გახდა.

დღეს, 17:25

პირველად 2016 წლის შემდეგ - ლორან ბლანი მწვრთნელობას პრემიერ ლიგაში უბრუნდება?

გუშინ, 24 ივნისს, „ნიუკასლმა“ ესპანელი მწვრთნელის, რაფა ბენიტესის წასვლა ოფიციალურად დაადასტურა.

დღეს, 17:12

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10