» იხილე განახლებული ვებ-გვერდი
7

"დინამოს" მეტოქე - ბუქარესტის "სტიაუა"



30 ივლისს, თბილისის "დინამო" ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრას შინ დინამო არენაზე, რუმინეთის ჩემპიონის – ბუქარესტის სტიაუას წინააღმდეგ ჩაატარებს. მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. ბუქარესტის სტიაუა ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე დინამო თბილისის მეტოქე რუმინეთის საუკეთესო გუნდი, 1947 წლის 7 ივნისს დაარსებული ბუქარესტის სტიაუა იქნება. 1961 წლამდე, არმიის სპორტული კლუბის თავდაპირველი სახელწოდება ASA Bucureşti იყო. ლურჯ–წითელ ფერებში გამოწყობილი სტიაუა საშინაო შეხვედრებს სტადიონ Arena Națională–ზე მართავს, რომელიც 55 611 მაყურებელს იტევს. გუნდის ოფიციალური ჰიმნი ჯგუფ Scooter–ის შესრულებული «Maria (I Like it Loud)» არის. ტიტულები ბუქარესტის სტიაუა აღმოსავლეთ ევროპის პირველი გუნდია, რომელმაც უეფას ჩემპიონთა თასის მოგება მოახერხა. 1986 წლის გათამაშების ფინალში სტიაუას მეკარემ, ჰელმუტ დუკადამმა ოთხი დარტყმულიდან ოთხივე ბურთი მოიგერია და ჩვენმა მომავალმა მეტოქემ კატალონიური ბარსელონა პენალტების სერიაში, ანგარიშით – 2:0 დაამარცხა. სტიაუამ ამავე წელს თასების მფლობელთა თასის გათამაშების გამარჯვებული დინამო კიევი დაამარცხა და უეფას სუპერთასიც მოიგო. რუმინულმა კლუბმა 1987 წელს საკონტინენტთაშორისო თასის ფინალში არგენტინულ რივერ პლეიტთან მინიმალური ანგარიშით – 0:1 დამარცხდა. ბუქარესტის სტიაუა რუმინეთის საფეხბურთო ჩემპიონატის რეკორდსმენია – გუნდმა გათამაშება ტრიუმფით 24–ჯერ დაასრულა. სტიაუას ეკუთვნის რეკორდი რუმინეთის თასის გათამაშებაზეც, გუნდმა ქვეყნის თასი 21–ჯერ მოიგო. ქვეყნის სუპერ თასის გათამაშებაზე კი სევე სარეკორდოდ 6–ჯერ იმარჯვა. სტიაუა ევროთასებზე ბუქარესტის სტიაუას უეფას ჩემპიონთა თასისა და ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაზე სულ 117 მატჩი აქვს გამართული. ჩვენმა მომავალმა მეტოქემ 44 შეხვედრა მოგებით დაასრულა, 30 მატჩი ფრედ, 43 მატჩში კი დამარცხდა. ბურთების შეფარდება რუმინული კლუბის სასარგებლოდ – 170:163–ზე არის. უეფას თასების მფლობელთა თასის გათამაშებაზე სტიაუამ 40 გამართული მატჩიდან 14 თამაში მოიგო, 12 შეხვედრა ფრედ დაასრულა, 14–ჯერ კი დამარცხდა. სტიაუას ბალანსი გატანაილ და გაშვებულ გოლებს შორის უარყოფითი აქვს 51:54–ზე. უეფას თასისა და ევროპის ლიგის გათამაშებაზე ჩატარებული 106 მატჩიდან 42 შეხვედრა მოიგო, 30 ფრედ დაასრულა, 34 შეხვედრაში კი დამარცხდა. ბურთების შეფარდება რუმინული კლუბის სასარგებლოდ 142:122–ზე არის. დინამო VS რუმინული კლუბები რუმინული გუნდების წინააღმდეგ დინამოელებს 22 (4 ოფიციალური და 18 ამხანაგური) შეხვედრა აქვთ ჩატარებული. ურთიერთშეხვედრებში უპირატესობას თბილისური გუნდი ფლობს – 12 მოგება, 6 ფრე და 4 მარცხი. ბურთების შეფარდება 46:24–ზე არის. დინამოელებმა რუმინული გუნდების წინააღმდეგ პირველად 1945 წელს ითამაშეს. ჩვენმა გუნდმა პირველი რუმინული ტურნე ტრიუმფალურად განვლო – 3 მატჩი, 3 მოგება და 17 გატანილი გოლის საპასუხოდ მიღებული 6 ბურთი... თბილისელი ფეხბურთელები რუმინულ გუნდს უკანასკნელად ერთი თვის წინ, ავსტრიულ შეკრებაზე დაუპირისპირდნენ. დინამომ და რუმინულმა ჩფრ კლუჟმა ფრედ – 0:0 ითამაშეს. 1987 წელი. 22 ოქტომბერი. უეფას თასის გათამაშება. 1/16 ფინალი. პირველი მატჩი. ვიქტორია ბუქარესტი 1:2 დინამო თბილისი გოლები: ჭედია, შენგელია 1987 წელი. 4 ნოემბერი. უეფას თასის გათამაშება. 1/16 ფინალი. მეორე მატჩი. დინამო თბილისი 0:0 ვიქტორია ბუქარესტი 1994 წელი. 9 აგვისტო. უეფას თასის გათამაშება. I ეტაპი. პირველი მატჩი. დინამო თბილისი 2:0 უნივერსიტატია კრაიოვა გოლები: ქინქლაძე, შ. არველაძე 1994 წელი. 23 აგვისტო. უეფას თასის გათამაშება. I ეტაპი. მეორე მატჩი. უნივერსიტატია კრაიოვა 1:2 დინამო თბილისი გოლები: ყაველაშვილი, ქინქლაძე 1945 წელი. ტურნე რუმინეთში. 16 დეკემბერი ჩფრ ბუქარესტი 1:2 დინამო თბილისი გოლები: პანიუკოვი, ბერეჟნოი 20 დეკემბერი იუვენტუსი ბუქარესტი 5:10 დინამო თბილისი გოლები: ჯეჯელავა – 5, პანიუკოვი – 3, პაიჭაძე, ბერეჟნოი 26 დეკემბერი ტიმიშოარას ნაკრები 0:5 დინამო თბილისი გოლები: პანიუკოვი – 2, ბერეჟნოი – 3, ჯეჯელავა 1953 წელი. 27 სექტემბერი რუმინეთის ნაკრები 2:1 დინამო თბილისი გოლი: ჭკუასელი 1953 წელი. ტურნე რუმინეთში. 10 ნოემბერი დინამო ბუქარესტი 2:1 დინამო თბილისი გოლი: კ. გაგნიძე 15 ნოემბერი ფლამურა როშე არადი 2:2 დინამო თბილისი გოლები: კალოევი, ჭკუასელი 18 ნოემბერი შტიინცა კლუჟი 1:1 დინამო თბილისი გოლები: კ. გაგნიძე 22 ნოემბერი კკა ბუქარესტი 1:0 დინამო თბილისი 1955 წელი. 31 მაისი. დინამო თბილისი 2:2 ლოკომოტივი ბუქარესტი გოლები: კოტრიკაძე, ვარდიმიადი 1957 წელი. 11 ივნისი. დინამო თბილისი 4:0 დინამო ბუქარესტი გოლები: ღოღობერიძე, ჭკუასელი, კ. გაგნიძე, ხასაია 1961 წელი. 26 ოქტომბერი. დინამო თბილისი 4:2 პეტროლულ პლოეშტი გოლები: კალოევი – 3, სმირნოვი 1966 წელი. 18 ნოემბერი. დინამო თბილისი 2:1 პროგრესული ბუქარესტი გოლები: ასათიანი, ხუციშვილი 1971 წელი. ტურნე ერევანში. 24 სექტემბერი უნივერსიტატ კლუჟი 1:0 დინამო თბილისი 1980 წელი. ტურნირი რუმინეთში. 12 ივლისი არჯესი პიტეშტი 0:1 დინამო თბილისი გოლი: თავაძე 15 ივლისი რუმინეთის ნაკრები 0:2 დინამო თბილისი გოლები: დარასელია, ჟვანია 18 ივლისი კონსტანტა 1:2 დინამო თბილისი გოლები: დარასელია, ჟვანია 20 ივლისი სპორტულ სტუდენტსკო 1:1 დინამო თბილისი გოლი: შენგელია 2013 წელი. 27 ივნისი. დინამო თბილისი 0:0 ჩფრ კლუჟი fcdinamo.ge

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

მარადონა ბათუმის და თბილისის არენებზე: ქართული მატჩები წუთიერი დუმილით დაიწყო [ფოტო]

ეროვნული ლიგის მე-14 ტურში 2 გამოტოვებული შეხვედრა გაიმართა.

დღეს, 01:19

სრულად მზად ნაკრებისთვის: მამარდაშვილის მორიგი სასწაული სეივები ბათუმთან [VIDEO]

ეროვნული ლიგის მე-14 ტურში "დინამო ბათუმი" საკუთარ მოედანზე "ლოკომოტივს" დაუპირისპირდა და 1:2 დამარცხდა.

დღეს, 00:57

იბრაჰიმოვიჩის გარეშე დარჩენილი მილანი ლილთან ფრეს დასჯერდა [VIDEO]

ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურის ფარგლებში "მილანი" ესტუმრა "ლილს" და ფრანგ მოწინააღმდეგესთან 1:1 ითამაშა.

გუშინ, 23:56

არსენალმა სოლსკიაერის ყოფილი კლუბი არ შეიმჩნია - დამაჯერებელი გამარჯვება სტუმრად [VIDEO]

ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურის ფარგლებში ლონდონის "არსენალი" ესტუმრა "მიოლდეს" და მოწინააღმდეგე 3:0 დაამარცხა.

გუშინ, 23:50

"გრძელვადიანი გეგმები გვაქვს", - დორტმუნდში ჰოლანდის მომავალზე ალაპარაკდნენ

"დორტმუნდის" სპორტული დირექტორი, მიხაელ ცორკი საინტერესო განცხადებას აკეთებს.

გუშინ, 23:40

ფოტო: ევროპა ლიგის მატჩის წინ, ნაპოლის ფანებმა სტადიონთან მარადონას ხსოვნას პატივი მიაგეს

ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის ეგიდით, "ნაპოლი" დღეს შინაურ კედლებში "რიეკას" უმასპინძლებს.

გუშინ, 22:59

"არასოდესაა გვიანი პრემიერ ლიგაში გადასვლა", - ბერბატოვმა რამოსს კლუბი ურჩია

"მანჩესტერ იუნაიტედის" ექს-ფორვარდმა, დიმიტარ ბერბატოვმა სერხიო რამოსს რჩევა მისცა.

გუშინ, 22:50

სულაქველიძე მარადონაზე: "მისი აყვანა რომ დამავალეს, მეგონა ნაკრებიდან მიშვებდნენ" [VIDEO]

ვეტერანი მცველი თენგიზ სულაქველიძე იხსენებს, თუ როგორ დაავალეს მას მარადონას აყვანა.

გუშინ, 22:43

"პსჟ და სიტი ხელფასებს ნავთობიდან და გაზიდან მიღებული თანხით იხდიან", - ლა ლიგის პრეზიდენტი

ხავიერ ტებასმა მსოფლიო ფეხბურთზე "პსჟ"-სა და "მანჩესტერ სიტის" გავლენაზე ისაუბრა.

გუშინ, 22:39

3-42-ზე - საქართველოს ქალთა ნაკრები მალტასთანაც განადგურდა

დღეს გაიმართა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი ქალთა შორის, სადაც საქართველოს ნაკრებმა მალტას უმასპინძლა.

გუშინ, 22:36

"მესის დაველაპარაკებით, მაგრამ ეკონომიკას არ დავაიგნორებთ", - ბარსას პრეზიდენტობის კანდიდატი

"ბარსელონას" ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა, ემილი რუსომ ლეო მესის მომავალზე ისაუბრა.

გუშინ, 22:29

"რონალდუ და მესი ვერც კი იოცნებებენ იმ პატივისცემაზე, რომელსაც მარადონა იღებდა"

არგენტინის ნაკრების ექს-ნახევარმცველმა, ოსვალდო არდილესმა საინტერესო განცხადება გააკეთა.

გუშინ, 22:21

"შემრცხვა და ბოდიში მოვუხადე", - მალდინი მარადონაზე უცნობ ისტორიას იხსენებს

"მილანის" ყოფილმა კაპიტანმა, პაოლო მალდინიმ საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა.

გუშინ, 22:04

ისტორიული ფოტო: მარადონას გარდაცვალებამ მოსისხლე მტრების გულშემატკივრებიც გააერთიანა

"ბოკასა" და "რივერის" გულშემატკივრები ერთად განიცდიდნენ დიეგო მარადონას გარდაცვალებას.

გუშინ, 21:51

VIDEO: არგენტინის პრეზიდენტი დიეგო მარადონას დაემშვიდობა

არგენტინის პრეზიდენტი, ალბერტო ფერნანდესი დიეგო მარადონას გამოსამშვიდობებელ ცერემონიას ეწვია.

გუშინ, 21:42

ლამი: "გუშინ ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი წავიდა"

"ბაიერნისა" და გერმანიის ნაკრების ექს-მცველი, ფილიპ ლამი დიეგო მარადონას გარდაცვალებას გამოეხმაურა.

გუშინ, 21:26

მარადონას ადვოკატი და მეგობარი: "სასწრაფო დახმარება საათნახევარი მოდიოდა"

დიეგო მარადონას ადვოკატმა და მეგობარმა, მატიას მორლამ სკანდალური განცხადება გააკეთა.

გუშინ, 21:19

MARCA: რეალი ბრუნოს ტრანსფერზე ზამთარში ერთ შემთხვევაში ამუშავდება

"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველი, ბრუნო ფერნანდეში შეიძლება "რეალის" ფეხბურთელი გახდეს.

გუშინ, 21:07

ზიდანი: "1986 წლის მუნდიალის გამო, მარადონა სამუდამოდ დამამახსოვრდა"

"რეალის" მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა დიეგო მარადონას გარდაცვალებაზე განცხადება გააკეთა.

გუშინ, 20:47

კლოპი: "მარადონა ყოველთვის ჩემი ცხოვრების ნაწილი იყო"

"ლივერპულის" მთავარი მწვრთნელი, იურგენ კლოპი დიეგო მარადონას გარდაცვალებას ეხმაურება.

გუშინ, 20:40

"ჩემი მეგობარი, ჩემი კუმირი... ჩემი საყვარელი ათიანი", - რონალდინიო მარადონას დაემშვიდობა

ბრაზილიის ნაკრების ექს-თავდამსხმელმა დიეგო მარადონას გარდაცვალებაზე განცხადება გააკეთა.

გუშინ, 20:36

"არასოდეს დაგივიწყებთ", - აგუეროს კომენტარი მარადონას გარდაცვალებაზე

"მანჩესტერ სიტის" თავდამსხმელი, სერხიო აგუერო დიეგო მარადონას გარდაცვალებას ეხმაურება.

გუშინ, 20:28

სიმეონე: "როცა გირეკავენ და ამას გეუბნებიან, ფიქრობ: "არა, დიეგო ვერ მოკვდებოდა"

"ატლეტიკოს" მწვრთნელი, დიეგო სიმეონე დიეგო მარადონას გარდაცვალებაზე განცხადებას აკეთებს.

გუშინ, 20:21

ბათუმის პირველი მარცხი ახალ სტადიონზე: ლოკომოტივი ლიდერებს შეუერთდა

ეროვნული ლიგის მე-14 ტურის გამოტოვებული შეხვედრა "დინამო ბათუმსა" და "ლოკომოტივს" შორის შედგა.

გუშინ, 20:17

"დარწმუნებული ვარ, კონტრაქტს გაახანგრძლივებს", - ზიდანმა თავისი შეგირდი შეაქო

"რეალის" მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა ნახევარმცველ ლუკას ვასკესის მომავალზე ისაუბრა.

გუშინ, 19:56

კლოპმა დაასახელა ორი ფეხბურთელი, რომელიც ზამთარში ლივერპულს დატოვებს

"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა გუნდიდან ორი ფეხბურთელის წასვლა დაანონსა.

გუშინ, 19:50

"ნოიერი კარიერის საუკეთესო ფორმაშია", - ფლიკმა საქებარი სიტყვები არ დაიშურა

"ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, ჰანს ფლიკმა გოლკიპერ მანუელ ნოიერის შესახებ ისაუბრა.

გუშინ, 19:45

"ჯანდაბა, მეგობარო, მენატრები", - მოურინიო მარადონას გარდაცვალებას ეხმაურება

"ტოტენჰემის" მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ დიეგო მარადონას გარდაცვალების გამო სამძიმარი გამოთქვა.

გუშინ, 19:34

მარადონასთან გამოსამშვიდობებელ ცერემონიას მილიონამდე ადამიანი დაესწრება

არგენტინელ ფეხბურთელ დიეგო მარადონასთან დამშვიდობების ცერემონია "კასა როსადაში" ჩაივლის.

გუშინ, 19:28

ფანცულაიას ულამაზესმა გოლმა ტორპედოს ვერ უშველა, დინამო კვლავ ლიდერია [VIDEO]

ეროვნულ ლიგაში გაიმართა მე-14 ტურის გამოტოვებული შეხვედრა "დინამო ბათუმსა" და "ლოკომოტივს" შორის.

გუშინ, 19:26
i

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10