» იხილე განახლებული ვებ-გვერდი

ატლეტიკომ და ატლეტიკმა დამაჯერებელი გამარჯვებები მოიპოვეს



ესპანეთის ეროვნული ჩემპიონატის ბოლო ტურის დღევანდელი სათამაშო დღე დასრულდა. რამდენიმე წუთის წინ დამაჯერებელი საშინაო გამარჯვებები ჩაიწერეს აქტივში ბილბაოს "ატლეტიკმა" და მადრიდის "ატლეტიკომ", რითიც ღირსეულად დაემშვიდობნენ ლა ლიგის მიმდინარე გათამაშებას.

სან მამესზე საკმაოდ სანახაობრივი და საინტერესო შეხვედრა გაიმართა. ბილბაოს "ატლეტიკის" მიზანი "სელტას" გადასწრება და მეხუთე ადგილის დაკავება იყო, რაც ევროპის ლიგის პირდაპირ ჯგუფურ ეტაპზე თამაშის საშუალებას იძლევა. ბასკებმა აქტიურად დაიწყეს და არიც ადურისმა დებიუტშივე გახსნა ანგარიში. ტაიმის შუაწელს სუსაეტას ჩინებული პასით კარგად ისარებლა ისევ ადურისმა და თავისი მორიგი გოლი გაიტანა ლა ლიგის მიმდინარე სეზონში. მეორე ნახევრის სტარტზე "სევილიამ" ახალგაზრდების წყალობით გაქვითა ერთი ბურთი. ჩურო სანჩესის პასით ხუან მუნიოსმა შეაგდო და გაჩნდა იმედი, რომ ანდალუსიელები გაიბრძოლებდნენ. თუმცა, მოედნიდან მალევე გააძევეს ფრანგი მარცხენა მცველი ტიმოტი კოლოძეიჩაკი და ამას მოჰყვა რაულ გარსიას საკონტროლო გასროლა თავით. "ატლეტიკმა" 3:1 მოიგო და "ატლეტიკოს" დახმარებით გაიფორმა პირდაპირი საგზური ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე.

შეხვედრის შემდეგ კლუბმა და ფანებმა გააცილეს "ატლეტიკის" ლეგენდარული კაპიტანი და მცველი კარლოს გურპეგი, რომელმაც ამ გუნდს 14 წელიწადი მიუძღვნა. მას ოვაციებით შეხვდნენ ბასკი გულშემატკივრები.

ატლეტიკი 3:1 სევილია

გოლები: ადურისი (11'; 31'), რაულ გარსია (71') – ხუამ მუნიოსი (55').

ატლეტიკი: ირაისოსი – ლეკუე, ბოვედა, გურპეგი (მიკელ რიკო 87'), ბალენსიაგა (ელუსტონდო 49') – სან ხოსე, ბენია – ინაკი ვილიამსი (მუნიაინი 76'), რაულ გარსია, სუსაეტა – ადურისი.

სევილია: სერხიო რიკო – კარმონა, რამი (კარისო 46'), დიეგო გონსალესი, კოლოძეიჩაკი – ნ'ზონზი (კნიხოვიაკი 46'), კრისტოფორო – ჩურო სანჩესი, იბორა, კანაპლიანკა (ესკუდერო 61') – ხუამ მუნიოსი.

ვისენტე კალდერონზე კი "როხიბლანკომ" ღირსეულად დაასრულა სეზონი და 2:0 დაამარცხა "სელტა", რითიც პირველ რიგში, ბილბაოს "ატლეტიკს" დაეხმარა. დიეგო პაბლო სიმეონემ ოპტიმალური თერთმეტეული აირჩია, გოლები კი ფერნანდო ტორესმა და ანტუან გრიზმანმა შეაგდეს. მადრიდელებმა სეზონი მესამე ადგილზე დაასრულეს 85 ქულით და იწყებენ მზადებას ჩემპიონთა ლიგის ფინალისთვის. ვიგოიურმა კლუბმა კი დაკარგა მეხუთე ადგილი, მაგრამ მაინც იასპარეზებს ევროპის ლიგაზე. "სელტა" ცხრაწლიანი პაუზის შემდეგ ბრუნდება ევროთასებზე!

ატლეტიკო 2:0 სელტა

გოლები: ფ.ტორესი (51'), გრიზმანი (54').

ატლეტიკო: ობლაკი – ხუანფრანი, სავიჩი, გოდინი, ფელიპე ლუისი – საულ ნიგესი, ა.ფერნანდესი, გაბი, კოკე – ფ.ტორესი (ტიაგო 78'), გრიზმანი (კარასკო 74').

სელტა: სერხიო ალვარესი – ხონი, უგო მალიო, სერხი გომესი, პლანიასი – ვასი (იაგო ასპასი 59'), მ.დიასი – ორელიანა (ბონგონდა 72'), პაბლო ერნანდესი (რადოია 82'), ნოლიტო – გვიდეტი.

პრიმერა დივიზიონის საფინალო ტური ხვალ დასრულდება კიდევ ხუთი თამაშით და მთავარი ინტრიგა ცხრილის ქვედა ნაწილშია. "ხეტაფე", "ხ.სპორტინგი" და "რაიო ვალეკანო" – ამ სამი გუნდიდან მხოლოდ ერთი დარჩება ლა ლიგაში.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

კასილასი უმძიმეს ეპიზოდს იხსენებს: "კიდევ კარგი, ეს ვარჯიშზე მოხდა..."

ვეტერანი ესპანელი მეკარე იკერ კასილასი უმძიმეს ეპიზოდს იხსენებს, როცა ვარჯიშზე გულმა დაარტყა.

დღეს, 05:04

კასილასმა რონალდოს რეალში დებიუტი გაიხსენა

ლეგენდარულმა მეკარემ იკერ კასილასმა რონალდოსთან ლაივ ჩართვაში ბრაზილიელის დებიუტი გაიხსენა.

დღეს, 05:01

რონალდო რეალის პერიოდს იხსენებს: "ამაზე უკეთესი კომბინაცია არ არსებობს'

ბრაზილიელი ფეხბურთელი რონალდო ლაივში იყო და რამდენიმე ძალიან საინტერესო საკითხზე ისაუბრა.

დღეს, 04:56

ლუიშ ფიგუ: "ბედნიერი ვარ, რომ ამ გუნდის წევრი ვიყავი"

პორტუგალიელი ფეხბურთელი ლუის ფიგუ მადრიდის "რეალში "გატარებულ პერიოდს იხსენებს.

დღეს, 04:52

ბექჰემი რონალდოს: "შენ და სხვა რამდენიმე ბრაზილიელი საუკეთესოები ხართ"

ვეტერანი ბრაზილიელი ფეხბურთელი რონალდო ლაივში ჩაერთო და რამდენიმე მის თანაგუნდელს გაესაუბრა.

დღეს, 04:48

კრესპომ ერთმანეთს ლაუტარო მარტინესი და აგუერო შეადარა

ლეგენდარულმა არგენტინელმა ფეხბურთელმა ერნან კრესპომ ერთმანეთს ლაუტარო მარტინესი და კუნ აგუერო შეადარა.

დღეს, 04:33

ინტერის ყოფილი მოთამაშე: "მესის ინტერში გადასვლა შესაძლებელია"

ბოლო პერიოდში, აქტიურად იწერება, რომ ლეო მესის შეძენით მილანის "ინტერია" დაინტერესებული.

დღეს, 04:30

სამპდორიას პრეზიდენტი: "უნდა შევეგუოთ, რომ სეზონი აღარ განახლდება"

"სამპდორიას" პრეზიდენტი მასიმო ფერერო აცხადებს, რომ მისი ვარაუდით, ეს სეზონი აღარ განახლდება.

დღეს, 04:25

ბრუნო ფერნანდეში: "ახალი ვერონი ვარ"

"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველმა ბრუნო ფერნანდეშმა თავისი თავი ხუან სებასტიან ვერონს შეადარა.

დღეს, 04:20

ჟირუს გუნდიდან წასვლა იბლოკება? - ინგლისში ახალი ინფორმაცია ვრცელდება

თითქმის გადაწყვეტილი იყო, რომ ლონდონის "ჩელსის" თავდამსხმელი ოლივიე ჟირუ სეზონის ბოლოს გუნდს დატოვებდა.

დღეს, 03:41

ატლეტიკოს ყოფილი ფეხბურთელი: "როცა კორონავისური გაივლის, იმედია ხალხი უკეთესი გახდება"

მადრიდის "ატლეტიკოს" ყოფილი ნახევარმცველი გაბი მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზე საუბრობს.

დღეს, 03:30

რუდიგერი იხსენებს ისტორიას, როგორ გაუცვალა მესის მაისური

ლონდონის "ჩელსის" მცველი რუდიგერი იხსენებს ისტორიას, როგორ გაუცვალა ლეო მესის მაისური.

დღეს, 03:26

ბაიერნის ფეხბურთელი: "ჩემპიონთა ლიგის მოგება შეგვიძლია"

მიუნხენის "ბაიერნის" ახალგაზრდა ფეხბურთელი ალფონსო დევისი ჩემპიონთა ლიგაზე თავისი გუნდის შანსებს აფასებს.

დღეს, 03:23

გავიხსენოთ, ჩივაძის გოლი 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე [VIDEO]

1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მე-6 ჯგუფში საბჭოთა კავშირის ნაკრები ბრაზილიის, შოტლანდიისა და ახალი ზელანდიის ნაკრებებთან ერთად მოხვდა.

დღეს, 03:13

ბარსელონა რეალის ფეხბურთელის შეძენაზე ფიქრობს

„ბარსელონა“ მადრიდის „რეალის“ ახალგაზრდა ფეხბურთელის, სეზარ გელაბერტის შეძენაზე ფიქრობს.

გუშინ, 23:45

ბარსელონას ბრაიტვეიტმა რონალდოს 2002 წლის ვარცხნილობა გაიკეთა [ფოტო]

კარანტინში ჯდომისას, „ბარსელონას“ ახალწვეულმა ბრაზილიელი რონალდოს სტილში გაიკეთა ვარცხნილობა.

გუშინ, 23:33

რამდენს დაზოგავს რეალი ხელფასების დაკლების შედეგად?

მადრიდის „რეალმა“ ოფიციალურად დაადასტურა, რომ კორონავირუსის პანდემიის დროს, თანამშრომლებს ხელფასს 10% ან 20%-ით შეუმცირებს.

გუშინ, 22:43

ფეხბურთელების ღირებულება დაეცა - დაქვეითებული მესი და ახალი ათეული

Transfermarkt-მა კორონავირუსის პანდემიის გამო ფეხბურთელების სატრანსფერო ღირებულება შეამცირა.

გუშინ, 21:53

ხელფასების დაკლებასთან დაკავშირებით, რეალი ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს

მადრიდის „რეალის“ საკალათბურთო და საფეხბურთო გუნდების მწვრთნელებმა და ფეხბურთელებმა ხელფასის დაკლებაზე თანხმობა განაცხადეს.

გუშინ, 21:44

მანე: "უპრობლემოდ მივიღებ იმას, თუ ლივერპული ტიტულის გარეშე დარჩა"

კორონავირუსის პანდემიის გამო, „ლივერპული“ შესაძლოა პრემიერ ლიგის ტიტულის გარეშე დარჩეს, იმ შემთხვევაში, თუ სეზონს მთლიანად გააუქმებენ.

გუშინ, 21:04

ბარსელონა ტერ შტეგენის შემცვლელის ძიებას შეუდგა და მთავარი კანდიდატიც შეარჩია

„აიაქსის“ გოლკიპერი, ანდრე ონანა, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს შესაძლოა ესპანეთის პრიმერა დივიზიონში გადაბარგდეს.

გუშინ, 21:01

მესის ორი სერიოზული მსურველი ჰყავს, ერთმა შემოთავაზებით უკვე მიმართა

„ბარსელონას“ თავდამსხმელის და კაპიტნის, ლიონელ მესის შეძენა მილანის „ინტერს“ მოუნდა.

გუშინ, 20:50

50 საუკეთესო მატჩი ისტორიაში: იტალია 3-2 ბრაზილია [VIDEO]

ესპანურმა გამოცემა Marca-მ საინტერესო რუბრიკა წამოიწყო, რომელშიც მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში 50 საუკეთესო მატჩს იხსენებს.

გუშინ, 20:44

მოურინიომ დანაშაული აღიარა

ლონდონის „ტოტენჰემის“ მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო, ხელმძღვანელობის საყვედურს სამართლიან ზომად მიიჩნევს.

გუშინ, 20:21

ინგლისის პრემიერ ლიგა ნაადრევად შეწყდება? ხელმძღვანელობის პასუხი გავრცელებულ ჭორებზე

პრემიერ ლიგა სეზონის ნაადრევად დასრულებას არ აპირებს, მიუხედავად ამის შესახებ გაჩენილი ინფორმაციისა.

გუშინ, 20:17

ტოტენჰემმა მოურინიოს უსაყვედურა

ლონდონის „ტოტენჰემის“ ხელმძღვანელობამ გუნდის მთავარ მწვრთნელს, ჟოზე მოურინიოს, შენიშვნა მისცა...

გუშინ, 20:09

ძამბროტა კალაძესა და გატუზოზე სახალისო ისტორიას იხსენებს

ვეტერანი იტალიელი ფეხბურთელი ჯანლუკა ძამბროტა კალაძესა და გატუზოზე სახალისო ისტორიას იხსენებს.

გუშინ, 20:04

კვიპროსში გიორგი ქინქლაძის თამაშს იხსენებენ

"ანორთოსისის" ოფიციალური გვერდი ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის, გიორგი ქინქლაძის თამაშს იხსენებს.

გუშინ, 20:00

ჯერ ტროლები, ახლა ეს! ბართომეუ თანამშრომლებს არ ინდობს

„ბარსელონას“ პრეზიდენტი, ხოსეპ მარია ბართომეუ, არ აპირებს კლუბის იმ თანამშრომლების დანდობას, რომლებიც მხარს მას არ უჭერენ.

გუშინ, 19:54

პაოლო მალდინიმაც და მისმა შვილმაც კორონავირუსი დაამარცხეს

„მილანის“ ტექნიკურმა დირექტორმა, პაულო მალდინიმ და მისმა შვილმა, დანიელ მალდინიმ, კორონავირუსისგან გამოჯანმრთელება მოახერხეს.

გუშინ, 19:47

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10