» იხილე განახლებული ვებ-გვერდი
7

თბილისში სტიაუასი არ ეშინიათ



დინამო თბილისის მთავარმა მწვრთნელმა დუშან უჰრინ-უმცროსმა უეფას ოფიციალურ ვებ-გვერდთან საუბრისას განაცხადა, რომ გუნდის მიზანი ერთ-ერთი ევროთასის ჯგუფურ ეტაპზე თამაშია. დუშან უჰრინ-უმცროსი, ცნობილი ჩეხი სპეციალისტის შვილია. უმცროსი უჰრინიც მამის კვალს გაჰყვა და ერთი წლის წინ საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბის მთავარი მწვრთნელი გახდა. მას შემდეგ რაც ჩეხეთის ვიცე-ჩემპიონი, მლადა-ბოლესლავთან ერთად გახდა და იგივე შედეგს რუმინეთის ტიმიშოარასთან ერთად მიაღწია. მან პირველივე წელს შეძლო წარმატების მიღწევა. საქართველოში მოიგო ჩემპიონატი და თასი. გილოცავთ წარმატებულ სტარტს დინამოში და პირველ ტიტულებს სამწვრთნელო კარიერაში... გმადლობთ. მანამდე ყოველთვის მეორე ვიყავი. როცა დინამოში მოვდიოდი, ვგრძნობდი, რომ ჩემპიონობის დრო დადგა. ყველა ქვეყანაში სადაც ვმუშაობდი ჩეხეთში, რუმინეთში და მათ შორის საქართველოშიც, ბევრი რამ იყო ჩემი გუნდების წინააღმდეგ, მაგრამ როგორც იტყვიან ყველაფერი კარგია, რაც კარგად მთავრდება. როგორც გრძნობთ თავს ჩემპიონის რანგში ? ჩემპიონატის და თასის მოგების შემდეგ ბედნიერი ვიყავი, მაგრამ ეს უკვე ისტორიაა, საჭიროა წინსვლა. კლუბის პრეზიდენტ რომან ფიფიას სურს წარმატებული გუნდი ჰყავდეს და თავის მხრივ ყველაფერს აკეთებს ამისათვის. აუცილებელია ჩვენც მონდომებით ვიმუშაოთ. ჩვენ არა მხოლოდ გამარჯვება გვინდა, არამედ გვინდა მოვიგოთ შემტევი და სანახაობრივი ფეხბურთით. ცნობილია, რომ ტიტულის დაცვა უფრო რთულია. ყველა მეტოქე ჩემპიონის წინააღმდეგ განსაკუთრებული მონდომებით თამაშობს. ვიმედოვნებ, რომ ყველაფერი გვაქვს ახალ გამოწვევებს, რომ გაუმკლავდეთ. ჩვენ არა მხოლოდ გასული სეზონის შედეგის განმეორება გვსურს, არამედ ევროპის ერთ-ერთი თასის ჯგუფურ ეტაპზე თამაშიც გვინდა. თქვენ ამ ამოცანის შესრულების გზაზე ნაბიჯი უკვე გადადგით მეორე რაუნდში ფარერების სტრეიმურის განადგურებით, რომელსაც ორი მატჩის ჯამში 9:2 მოუგეთ. ერთი შეხედვით სუსტი მეტოქე შეგვხვდა. მეორე მხრივ საშინაო შეხვედრის პირველი ტაიმი მხოლოდ 2:1 მოვიგეთ. კარგია, რომ მეორე ტაიმში 4 ბურთი გავიტანეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ფარერებზე რთული თამაში გველოდა. ძალიან მნიშვნელოვანი გახლდათ სტრეიმურის დამარცხება და მესამე წრეში გასვლა. მარცხის შემთხვევაშიც, ჩვენ შევინარჩუნებთ ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაშის შანსს. ახლა კი ყველანი მხოლოდ სტიაუასთან თამაშებზე ვფიქრობთ. თქვენ კარგად იცნობთ რუმინულ ფეხბურთს. როგორ დაახასიათებთ მეტოქეს, რომელთანაც ტიმიშოარაში მუშაობის პერიოდში არასოდეს წაგიგიათ ? სტიაუა ძალიან ძლიერი და კარგად ორგანიზებული გუნდია. მის შემადგენლობაში რუმინეთის ნაკრების რამდენიმე ფეხბურთელი ირიცხება. სტიაუას წინააღმდეგ 4 ჩატარებული მატჩიდან ერთი მოვიგეთ და სამი ფრედ დავასრულეთ. ჩემპიონატი, ისევე როგორც ჩვენ სტიაუამაც დამაჯერებლად მოიგო. თუმცა ამ ორი ლიგის ერთმანეთთან შედარება არ შეიძლება, მათ შორის დიდი სხვაობაა, ვინაიდან რუმინეთში პირველობისთვის ერთდროულად 5-6 გუნდი იბრძვის. გაძლევთ თუ არა უპირატესობას რუმინეთში მუშაობის გამოცდილება ? მეტოქე როგორც მწვრთნელს კარგად მიცნობს. იციან, რომ ჩემი გუნდი შემტევ ფეხბურთს თამაშობს. სტიაუაში დარწმუნებულები არიან, რომ შემდეგ ეტაპზე გავლენ, მაგრამ მე ნაადრევი დასკვნებისგან თავს შევიკავებდი. ჩემი აზრით შანსები 50/50. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული რამდენად კარგად მოვემზადებით. მთავარი სწორი გეგმა გვქონდეს, რამდენიმე მონახაზი უკვე არსებობს. ვახტანგ ბზიკაძე UEFA.COM 29.07

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

"წაგება დავიმსახურეთ" - კლოპი ჩემპიონთა ლიგაზე მარცხის შემდეგ

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე "ლივერპული" შინ "ატალანტას" დაუპირისპირდა და 0:2 დამარცხდა.

დღეს, 02:53

აზარი: "ეს გოლი ჩემი თავდაჯერებისთვის მნიშვნელოვანი იყო"

მადრიდის "რეალი" ბელგიელმა შემტევმა ედენ აზარმა ჩემპიონთა ლიგაზე გოლი 3-წლიანი პაუზის შემდეგ გაიტანა.

დღეს, 02:39

კადრები: დღეს, ჩემპიონთა ლიგის ყველა მატჩში პატივი დიეგო მარადონას მიაგეს

ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი დიეგო მარადონა გულის შეტევით 60 წლის ასაკში გარდაიცვალა.

დღეს, 02:30

კაკას შემდეგ პირველი ფეხბურთელი, რომელმაც პენალტი რამოსის და რონალდუს გარეშე გაიტანა

მადრიდის "რეალმა" ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებული მატჩი ჩაატარა და სტუმრად "ინტერი" 0:2 დაამარცხა.

დღეს, 02:26

პირველი გამარჯვება: რამდენი მატჩი არ ჰქონდა რეალს სან სიროზე მოგებული?

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მადრიდის "რეალი" "ინტერს" დაუპირისპირდა და 2:0 დაამარცხა.

დღეს, 02:22

გვარდიოლა ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში შევიდა - ის, რაც ჯერ არცერთ მწვრთნელს არ გაუკეთებია

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე "მანჩესტერ სიტიმ" "ოლიმპიაკოსი" სტუმრად 0:1 დაამარცხა.

დღეს, 02:18

3 ფეხბურთელი, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე 3 სხვადასხვა კლუბიდან იქნა გაძევებული

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მადრიდის "რეალი" სტუმრად "ინტერს" დაუპირისპირდა და 0:2 დაამარცხა.

დღეს, 02:13

აიაქსის ფეხბურთელი, რომელმაც კლიუვერტის და დე იონგის რეკორდი გაიმეორა

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ამსტერდამის "აიაქსი" "მიდტიულანდს" დაუპირისპირდა და 3:1 დაამარცხა.

დღეს, 02:09

ცნობილია 6 გუნდი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფიდან გასვლა გაინაღდა

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-4 ტურის ყველა მატჩი დასრულდა და ბევრი რამ გამოიკვეთა.

დღეს, 02:04

ბაიერნმა შინ ზალცბურგი დაამარცხა და პლეი-ოფში ადგილი დაიბევა [VIDEO]

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურში „ბაიერნმა“ შინ „ზალცბურგი“ დაამარცხა - 3:1.

დღეს, 01:54

ატლეტიკომ შინ ლოკომოტივს ვერ მოუგო [VIDEO]

ჩემპიონთა ლიგაზე გაიმართა ჯგუფური ეტაპის მე-4 რაუნდის მატჩი "ატლეტიკოსა" და "ლოკომოტივს" შორის.

დღეს, 01:52

რეალმა ინტერი დამაჯერებლად დაამარცხა და ჯგუფში სიტუაცია გაიუმჯობესა [VIDEO]

ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურში „რეალმა“ სტუმრად „ინტერი“ დამაჯერებლად, 2:0 დაამარცხა.

დღეს, 01:51

ლივერპული ენფილდზე ატალანტასთან დამარცხდა [VIDEO]

ჩემპიონთა ლიგის მე-4 ტურში „ლივერპული“ შინ „ატალანტასთან“ 0:2 დამარცხდა.

დღეს, 01:50

წინ მხოლოდ ორი არაადამიანია! ლევანდოვსკი ჩემპიონთა ლიგაზე რაულს გაუტოლდა

„ზალცბურგთან“ გატანილი გოლი რობერტ ლევანდოვსკისთვის განსაკუთრებული აღმოჩნდა.

დღეს, 01:49

VIDEO: ნოიერის წარმოუდგენელი ორმაგი სეივი ზალცბურგთან მატჩში

„ზალცბურგთან“ მატჩში მანუელ ნოიერმა თავისი არაადამიანური შესაძლებლობები კიდევ ერთხელ გამოავლინა.

დღეს, 01:46

საშინელი სერია დასრულდა! ბოლოს როდის ჰქონდა გატანილი აზარს გოლი ჩემპიონთა ლიგაზე?

მადრიდის „რეალი“ „ინტერთან“ მატჩში ედენ აზარის ზუსტად შესრულებული 11-მეტრიანით დაწინაურდა.

დღეს, 00:11

ფოტოები: ნეაპოლი ამ წუთებში - ათასობით გულშემატკივარი კუმირს ქუჩაში ემშვიდობება

კლუბის ლეგენდის, დიეგო მარადონას ხსოვნის საპატივცემლოდ, ნეაპოლი მისი სურათებით გადაჭრელდა, ხალხი კი ქუჩებშია გამოსული.

გუშინ, 23:59

სიტიმ საბენძნეთში მინიმალურად იმარჯვა და პლეი-ოფში ოფიციალურად გავიდა [VIDEO]

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურში „სიტიმ“ სტუმრად „ოლიმპიაკოსი“ მინიმალური ანგარიშით დაამარცხა - 0:1.

გუშინ, 23:55

რამოსის, კაზემიროს და ბენზემას გარეშე - ინტერი V რეალი [სასტარტო შემადგენლობები]

ჩემპიონთა ლიგის დღის ცენტრალურ მატჩამდე ცოტა დრო რჩება.

გუშინ, 22:48

ნაპოლის სტადიონს შესაძლოა მარადონას საპატივცემლოდ სახელი შეეცვალოს

დიეგო მარადონას გარდაცვალებას „ნაპოლის“ პრეზიდენტი, აურელიო დე ლაურენტისი გამოეხმაურა.

გუშინ, 22:12

"ის არ გვტოვებს, რადგან დიეგო მარადიულია!" - მესი მარადონას გარდაცვალებას ეხმაურება

60 წლის ასაკში, გულის შეტევით ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი დიეგო მარადონა გარდაიცვალა.

გუშინ, 22:09

ჩემპიონთა ლიგის დღევანდელი მატჩები წუთიერი დუმილით დაიწყება

დღეს გასამართი ჩემპიონთა ლიგის მატჩები წუთიერი დუმილით დაიწყება.

გუშინ, 22:06

"სპორტში სიცარიელემ დაისადგურა", - ნადალი

ლეგენდარული ფეხბურთელის გარდაცვალებას ესპანელი ჩოგბურთელი რაფა ნადალიც ეხმაურება.

გუშინ, 21:52

არგენტინაში 3-დღიანი გლოვა გამოცხადდა

სამშობლოში დიეგო არმანდო მარადონას გარდაცვალებას ათმაგად განიცდიან.

გუშინ, 21:47

"ეს სიცარიელე ვერადსროს ამოივსება", - რონალდუს კომენტარი მარადონას გარდაცვალებაზე

დიეგო არმანდო მარადონას გარდაცვალების ფაქტს სოციალურ ქსელში კრიშტიანუ რონალდუ ეხმიანება.

გუშინ, 21:42

"ერთხელაც, ზეცაში ბურთს ერთად გავაგორებთ", - პელე

დიეგო არმანდო მარადონას გარდაცვალებას ბევრისთვის ფეხბურთის მეფე, პელე გამეოხმაურა.

გუშინ, 21:35

"ყოველთვის ემოციებს და ღიმილს მგვრიდი", - შევჩენკო მარადონას გარდაცვალებას გამოეხმაურა

უკრაინული ფეხბურთის ლეგენდა, ანდრეი შევჩენკო, დიეგო მარადონას მოულოდნელ გარდაცვალებას გამოეხმაურა.

გუშინ, 21:29

საშინელი დამთხვევა - დღე, რომელიც ფეხბურთის ისტორიაში სამუდამოდ შავად ჩაიწერება

ფეხბურთის ორი უდიდესი ლეგენდა ერთი და იმავე დღეს გარდაიცვალა.

გუშინ, 21:20

VIDEO: მარადონა გულშემატკივრებს გახურებითაც კი ახარებდა

ლეგენდარული ფეხბურთელი დღეს, 25 ნოემბერს, 60 წლის ასაკში გარდაიცვალა.

გუშინ, 20:49

60 წლის ასაკში გარდაიცვალა ლეგენდარული დიეგო მარადონა

ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი დიეგო არმანდო მარადონა 60 წლის ასაკში გარდაიცვალა.

გუშინ, 20:28
i

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10