ავტორიზაცია

ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც ევროპის ოქროს ბუცი მოიგო

ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც ევროპის ოქროს ბუცი მოიგო
თარიღი 17 May 2016, 04:41
დასრულდა 2015-2016 წლების სეზონი ევროპის შიდა ჩემპიონატებში.

მიმდინარე სეზონში, ევროპის მასშტაბით ყველაზე მეტი გოლი ლუის სუარესმა გაიტანა ლა ლიგაში და ევროპის ოქროს ბუცს მეორედ დაეუფლა.

შეგახსენებთ, რომ ურუგვაელი ფეხბურთელი პირველად, ევროპის ბომბარდირი "ლივერპულში" თამაშის დროს გახდა, 2013-2014 წლების სეზონში.

ევროპის ოქროს ბუცთან დაკავშირებით გთავაზობთ საკმაოდ საინტერესო ისტორიას...

იცოდით, რომ ეს ჯილდო ქართველ ფეხბურთელს ჰქონდა მიღებული? დიახ, 1995-96 წლების სეზონში ევროპის საუკეთესო ბომბარდირი ზვიად ენდელაძე გახდა, რომელმაც 1 სეზონში 40 გოლის გატანა მოახერხა.

1995 წელს ქართველი ფეხბურთელი ზესტაფონის "მარგვეთის" ღირსებას იცავდა. სეზონში იმერლებმა 85 გოლი გაიტანეს, საიდანაც 40 ენდელაძის ანგარიშზე იყო.

გაცნობებთ, რომ 1995-96 წლების სეზონში "მარგვეთი" საქართველოს ჩემპიონატის მე-2 პოზიციაზე გავიდა 68 ქულით. "ზესტაფონელებს" მხოლოდ თბილისის "დინამომ" აჯობა (79 ქულა).

რაც შეეხება ზვიად ენდელაძეს, მისი კარიერა რუსთავის "მეტალურგში" დაიწყო 1988 წელს. 1990-91 წლების სეზონი მან "საირმეში" გაატარა, სადაც 44 მატჩში 37 გოლი გაიტანა.

1991-92 წლების სეზონში "სამტრედიას" ღირსებას იცავდა, 1992 წლის ზაფხულში კი "მარგვეთში" გადავიდა.

1996 წელს ოქროს ბუცის მოპოვების შემდეგ, ის რუსეთში, კერძოდ კი "ვლადივასტოკში" გადავიდა, თუმცა მალევე დაბრუნდა სამშობლოში. საბოლოოდ ენდელაძემ კარიერა 2010 წელს, "ჩხერიმელაში" დაასრულა, 44 წლის ასაკში.

შეგახსენებთ, რომ 1997 წლამდე უეფას ჩემპიონატების შეფასების სისტემა არ ჰქონდა და ევროპის ყველა შიდა ჩემპიონატში გატანილი გოლი 1 ქულად ითვლებოდა.

ევროპის ოქროს ბუცის მფლობელები
ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც ევროპის ოქროს ბუცი მოიგო