ავტორიზაცია

პორტუგალიის ეროვნული ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

პორტუგალიის ეროვნული ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
თარიღი 17 May 2016, 23:59
დღეს, პორტუგალიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ფერნანდო სანტოსმა იმ 23 კაცის ვინაობა დაასახელა, რომლებიც ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებენ.

რა თქმა უნდა, გუნდს კრიშტიანო რონალდუ უკაპიტნებს. აღსანიშნავია რენატო სანჩესის მოხვედრა განაცხადში. მოგეხსენებათ, ახალგაზრდა ფეხბურთელი რამდენიმე დღის წინ "ბაიერნში" გადავიდა.

მეკარე: რუი პატრისიო, ენტონი ლოპესი, ედუარდო.

მცველები: ვიერინია, სედრიკი, რიკარდო კარვალიო, ბრუნო ალვეში, პეპე, ხოსე ფონტე, ელისეუ, რაფაელ გუარეირო.

ნახევარმცველები: ვილიამ კარვალიო, დანილო, ჟოაო მარიო, ადრიენ სილვა, ანდრე გომეში, ჟოაო მოუტინიო, რენატო სანჩესი.

თავდამსხმელები: კრიშტიანო რონალდუ, რიკარდო კუარეშმა, ედერი, ნანი, რაფა.
TOP.GE