ავტორიზაცია

ედგარ დავიდსი: "ხავისა და ინიესტას წინააღმდგ თამაში უბრალოდ შეუძლებელი იყო"

ედგარ დავიდსი: "ხავისა და ინიესტას წინააღმდგ თამაში უბრალოდ შეუძლებელი იყო"
თარიღი 15 Jun 2016, 03:04
ბარსელონურ კარიერას იხსენებს ჰოლანდიელი ფეხბურთელი, ედგარ დავიდსი.

43 წლის ყოფილი ნახევარმცველი ხავისა და ინიესტაზე აკეთებს კომენტარს. ის ამბობს, რომ მათ წინააღმდეგ თამაში პრაქტიკულად შეუძლებელი იყო.

"მახსოვს მათ წინააღმდეგ თამაში "ბარსელონას" ვარჯიშებზე. ხავი და ინიესტა გასაოცარი მოთამაშეები იყვნენ და ბურთს არანორმალურად ფლობდნენ.

ჩემს საუკეთესო წლებშიც კი ვეთამაშებოდი ნებისმიერ მოთამაშეს, თუმცა ხავისა და ინიესტას წინააღმდეგ თამაში უბრალოდ შეუძლებელი იყო. მათ ბურთს ვერ წაართმევდი", - აცხადებს დავიდსი.