ავტორიზაცია

მატჩის წინ: ესპანეთი - თურქეთი

მატჩის წინ: ესპანეთი - თურქეთი
თარიღი 17 Jun 2016, 10:29
17 ივნისს, თბილისის დროით 23:00 საათზე "სტად დე ნიცაზე" ევრო 2016-ის D ჯგუფის მე-2 ტურის შეხვედრაში ესპანეთი თურქეთს დაუპირისპირდება.

ესპანეთი - თურქთი

ჩემპიონატი: ევრო 2016, ჯგუფი D, II ტური.
თარიღი: 23:00 საათი, 17 ივნისი.
სტადიონი: "სტად დე ნიცა", მიცა
მთავარი მსაჯი: მილორად მაჯიჩი(სერბეთი)
პირდაპირი ტრანსლიაცია: საზოგადოებრივი მაუწყებელი
უფასო სპორტული პროგნოზების საიტი მხოლოდ
ტოტალიზატორის მოყვარულებისთვის: Xbet.ge


გუნდების წინასამატჩო მდგომარეობა

ესპანელებმა პირველ ტურში დაამტკიცეს, რომ უკვე გადაიტანეს ორი წლის წინ მიღებული ფსიქოლოგიური დარტყმა და საკმაოდ კარგი თამაში აჩვენეს. მიუხედავად იმისა, რომ ეს არ ყოფილა იდეალური, საჩემპიონო თამაში, „ფურია როხამ“ რამდენიმე საინტერესო მომენტი შექმნა, კაგრად აკონტროლებდა მატჩს და საბოლოოდ ხერარდ პიკეს გოლით მოიგო. ფენომენალური თამაში აჩვენა გუნდის ლიდერმა, ანდრეს ინიესტამ, რომელიც მართლაც დიდებულ ფორმაში იმყოფება და ვნახოთ დღეს როგორ იასპარეზებს. გარდა ინიესტასი, საკმაოდ კარგად და ტექნიკურად მოქმედებდა ნოლიტო, რომელიც კვლავ ძირითადში იქნება. ბევრი იბრძოლა ალვარო მორატამ და სამწუხაროდ, უსაქმოდ იყო დავიდ დე ხეა. დელ ბოსკემ თამაშის შემდეგ განაცხადა, რომ კასილასსა და დე ხეას კვლავ თანაბარი შანსები აქვთ ძირითადში მოხვედრის, მაგრამ წესით ისევ დავიდი დაიწყებს. არ არის გამორიცხული, რომ სესკ ფაბრეგასი შეცვალოს ტიაგო ალკანტარამ და თუნდაც ვიხილოთ გამოცდილი ფორვარდი არიც ადურისი. მთავარი კი ის არის, რომ ესპანეთს არავინ აკლია და დანარჩენი დელ ბოსკეს გადასაწყვეტია.

თურქეთის ნაკრებმა პირველი მატჩი ჩააგდო! ფათიჰ თერიმის გუნდმა ძალიან უსუსური შთაბეჭდილება დატოვა, რაც თამაშის შემდეგ აღიარა კაპიტანმა, არდა თურანმა, რომელმაც თავისი ცუდი თამაშის გამო ბოდიში მოუხადა გულშემატკივრებს. ვერც თურქების მეორე ვარსკვლავმა, ჰაკან ჩალჰანოღლუმ გაიბრწყინა, სამაგიეროდ ძალიან კარგად ჩაერთო თამაშში 18 წლის თურქი თავდამსხმელი ემრე მორი, რომელიც ახალი სეზონიდან დორტმუნდის „ბორუსიაში“ იასპარეზებს. მორი სერიოზული ტალანტი ჩანს, რომელმაც ხორვატებთან არაერთი ლამაზი ეპიზოდი შემოგვთავაზა, მართლაც კარგი ბიჭი ჩანს. პირველმა მატჩმა აჩვენა, რომ გუნდს პრობლემები აქვს დაცვის ცენტრში, სამაგიეროდ ჰყავს საკმაოდ კარგი გოლკიპერი ვოლკან ბაბაჯანი, რომელმაც რამდენიმე მშვენიერი ბურთი მოიგერია. ფათიჰ თერიმი სავარაუდო რამდენიმე ცვლილებას განახორციელებს ძირითად შემადგენლობაში, რადგან თურქებს აშკარად მოსამატებელი აქვთ, თანაც უფრო მეტად უნდა გააძლიერონ დაცვის ხაზი. სწორედ ამიტომ, მოსალოდნელია, რომ თურქეთი ხუთი მცველით იმოქმედებს, უბრალოდ მეჰმეტ ტოპალი აიწევს ცენტრისკენ და სკამზე გადაჯდება ახალგაზრდა ომარ ტუფანი. მესამე ცენტრალური მცველი კი სემი ქაია იქნება. გარდა ამისა, თურქები ალბათ ცენტრფორვარდის გარეშე იმოქმედებენ, რადგან სჭირდებათ კონტრშეტევები. ტოსუნს შეცვლის ვოლკან შენი.

ესპანეთის ნაკრები აშკარა ფავორიტია, მაგრამ ამ ევროპის ჩემპიონატმა უკვე დაგვანახა, რომ გამორიცხული არაფერია. თანაც, თურქები ძალიან მოტივირებულები იქნებიან და აუცილებლად ბოლომდე იბრძოლებენ.

სავარაუდო შემადგენლობები

ესპანეთი: დე ხეა – ხუანფრანი, პიკე, რამოსი, ალბა – ინიესტა, ბუსკეტსი, ფაბრეგასი – ნოლიტო, მორატა, სილვა.
დისკვალიფიკაცია ემუქრებათ:

თურქეთი: ბაბაჯანი – გიონული, ქაია, ბალთა, ერკინი – ინანი, ტოპალი, იოზაკუპი – შენი, ჩალჰანოღლუ, არდა.
დისკვალიფიკაცია ემუქრებათ: ბალთა, შენი, ტოსუნი.

საინტერესო ფაქტები


ესპანეთის ნაკრების თურქებისთვის 52 წელია არ მოუგია.

იმ შემთხვევაში თუ ესპანეთი ხვალ მოიგებს, ჯგუფიდან გასვლას გაინაღდებს, ხოლო თუ თურქებმა 1 ქულაც ვერ მოიპოვეს, ჯგუფში ჩარჩებიან.

ერთადერთი გამარჯვება "ფურია როხამ" თურქეთის წინააღდეგ 1954 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მოიპოვა, როდესაც 1-0 იმარჯვეს.

მწვრთნელების წინასამატჩო კომენტარები

ვისენტე დელ ბოსკე(ესპანეთი): "მნიშვნელოვანია, რომ სტარტზე 3 ქულა მოვიპოვეთ. უნდა გვესმოდეს, რომ თურქებს ძალიან ბევრი პრობლემის შექმნა შეუძლიათ. ეს არის დიდი გუნდი, რომელიც საკმაოდ გამართულ ფეხბურთს აჩვენებს. მათი სტილი ძალიან კარგად ვიცით, ამიტომაც, თურქეთის წინააღმდეგ მხოლოდ 3 ქულა დამაკმაყოფილებს".

ფათიჰ თერიმი(თურქეთი): "არ ვარ მწვრთნელი, რომელიც მეტოქის კართან დგომას და შეტევებს ითხოვს. ასეთი სტილით ესპანეთის წინააღდეგ ვერცერთი გუნდი ვერ ითამაშებს. ასევე, თუ ჩვენ მხოლოდ დაცვაზე ვიფიქრებთ, მაინც მივიღებთ იმდენი რაოდენობის გოლს საკუთარ კარში, რამდენსაც თავქუდმოგლეჯილი შეტევისას, ამიტომაც საჭიროა წინ და უკან დაბალანსებული თამაში ვაჩვენოთ".