მელოტი ავანტიურისტი "მესტალიიდან"

2016 წლის გაზაფხულზე პაკო აიესტარანი ოფიციალურად გახდა „ვალენსიას“ მთავარი მწვრთნელი და ესპანურ კლუბთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ესპანელმა 2015/16 წლების სეზონის მსვლელობისას შეცვალა დროებით ბრიტანელი გარი ნევილი, რომელმაც ვერაფერი გააკეთა „მესტალიაზე“. გარის ხელმძღვანელობით ჩატარებულ 28 შეხვედრაში, „ვალენსიამ“ მხოლოდ ათი გამარჯვება მოიპოვა, გამოვარდა ესპანეთის თასიდან ნაადრევ სტადიაზე და აგრეთვე ევროპის ლიგიდან, ეროვნულ ჩემპიონატში კი დაქვეითდა მე–14 პოზიციამდე. სეგუნდა დივიზიონამდე გუნდს მხოლოდ ექვსი ქულა აშორებდა. სწორედ ასეთ რთულ პერიოდში ჩაიბარა გუნდი პაკომ, რომელმაც თავიდან ვერა, მაგრამ ნელ–ნელა შეცვალა სიტუაცია. ბასკმა „ღამურებს“ დაახლოებით თვე–ნახევარი უთავკაცა და მოახერხა გუნდის პროგრესირება. გარდა ამისა, მას ამ კლუბთან ძალიან კარგი მოგონებები აკავშირებს, თბილი ურთიერთობა აქვს „ვალენსიასთან“ და ხელმძღვანელობამ სწორედ ამიტომ შეაჩერა არჩევანი მასზე, როდესაც იყო უფრო მიმზიდველი ვარიანტები, თუნდაც ჰოლანდიელი ფრანკ დე ბურის სახით. თუმცა, აიესტარანი ესპანელია და თანაც ძლიერი მენტალიტეტის მქონე პიროვნება.
პაკო აიესტარანი თავის დროზე „რეალ სოსიედადის“ ღირსებას იცავდა, მაგრამ დიდი ფეხბურთი ნამდვილად არასოდეს უთამაშია. სამწვრთნელო კარიერა კი „ოსასუნაში“ დაიწყო, სადაც 1996/97 წლების სეზონში ფიზიკური მომზადების სპეციალისტი იყო და ეხმარებოდა ახალგაზრდა რაფაელ ბენიტესს. სწორედ იქ შეიკრა საკმაოდ საინტერესო და წარმატებული სამწვრთნელო დუეტი, რომელმაც ათ წელიწადზე მეტი იარსება, თანაც დიდი მიღწევებით.

ამ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ესპანელებმა ხუთ კლუბში იმუშავეს: „ოსასუნაში“, „ექსტრამადურაში“, „ტენერიფეში“, „ვალენსიასა“ და „ლივერპულში“. აიესტარანმა მესტალიაზე სამი სეზონი დაჰყო (2001–04) და ამ პერიოდში „ღამურებმა“ ორჯერ მოიგეს ესპანეთის ეროვნული ჩემპიონატი და აგრეთვე მოიპოვეს უეფას თასი 2003/04 წლების სეზონში. ეს დიდებული ჟამი „ვალენსიას“ ისტორიაში ყველაზე წარმატებულ ეპოქად ითვლება და დაახლოებით 12 წლიანი პაუზის შემდეგ „მესტალიაზე“ დაბრუნებულ რაფაელ ბენიტესს გულშემატკივრები საკმაოდ თბილად დახვდნენ. სტადიონზე მრავლად იყო რაფას სამადლობელი ბანერები წარწერით: „რაფა, შენ გვაჩუქე ცხოვრების საუკეთესო წლები. მადლობა“. ეს პატივისცემა და სიყვარული გარკვეულწილად პაკოსაც ეკუთვნის. 2004 წელს აიესტარანი და ბენიტესი წავიდნენ „ლივერპულში“, რომელთან ერთადაც მოიგეს ჩემპიონთა ლიგა, უეფას სუპერთასი, ინგლისის თასი და სუპერთასი.

ეს თანდემი იდეალურად მუშაობდა 2007 წლამდე, როდესაც ბილბაოს „ატლეტიკის“ პრეზიდენტობის კანდიდატმა, ხავიერ გონსალესმა განაცხადა, რომ თუ ხალხი მას აირჩევდა, კლუბის სპორტულ დირექტორად პაკოს დანიშნავდა. სამწუხაროდ, ბასკური კლუბის პრეზიდენტი გახდა სხვა კანდიდატი, ხოლო აიესტარანმა გააგრძელა მუშაობა ინგლისში. მიუხედავად ამისა, მას ნამდვილად გაუცრუვდა იმედები და გაუშვა ხელიდან მშობლიური ქალაქის კლუბში მუშაობის შესაძლებლობა.
იმავე წლის სექტემბერში ესპანური დუეტი მაინც დაიშალა და აესტარანი 11 წლიანი ერთგული, წარმატებული მუშაობის შემდეგ ბენიტესს ჩამოშორდა. რაფამ მაშინ თავის ყოფილ ასისტენტს უწოდა გამყიდველი და აღნიშნა, რომ აიესტარანი ჩუმად ეხმარებოდა სხვა გუნდებს. თავად პაკომ კი ეს გადაწყვეტილება ახსნა მწვრთნელთან გაუგებრობით, რომელმაც მისი აზრით, უბრალოდ დაივიწყა პრინციპები. „ლივერპულიდან“ წამოსვლის შემდეგ, ლონდონის „ჩელსის“ თავკაცმა, ავრაამ გრანტმა, შესთავაზა პაკოს სამუშაო კლუბში, მაგრამ მალევე მიიღო მტკიცე უარი.
„ატლეტიკის“ არშემდგარმა სპორტულმა დირექტორმა, 2008 წელს იგივე პოსტი დაიკავა „რეალ სოსიედადში“. თუმცა, კლუბის პრეზიდენტთან კონფლიქტის გამო მხოლოდ რამდენიმე კვირით შეინარჩუნა ადგილი. ძალიან მალე ბასკი აღმოჩნდა ლისაბონის „ბენფიკაში“ და დაიწყო მუშაობა ფიზიკური მომზადების მწვრთნელად კიკე სანჩეს ფლორესის შტაბში. იქ კი პაკო ერთი წელიც ვერ გაჩერდა და კვლავ შეიცვალა სამუშაო ადგილი. 2009/10 წლების სეზონი მოუსვენარმა მელოტმა დაიწყო უკვე უნაი ემერისთან ერთად, ისევ „ვალენსიაში“. იმ სეზონში „ღამურებმა“ დაიკავეს მეოთხე ადგილი ლა ლიგაში, მოიპოვეს ჩემპიონთა ლიგის საგზური და ეს საკმაოდ კარგი შედეგი იყო. თუმცა, უნაი ემერისგან განსხვავებით, აიესტარანმა უარი განაცხადა კონტრაქტის გახანგრძლივებაზე.

ერთწლიანი პაუზის შემდეგ, პაკო კვლავ დაუბრუნდა კიკე ფლორსს, რომელთან ერთადაც 2011/12 წლებში „ალ–აჰლიში“ იმუშავა. დუბაის გუნდთან ერთად მან მოიგო არაბეთის უმაღლეს ლიგა და ამ წარმატებით დაკმაყოფილებულმა დატოვა პოსტი. მისი მთავარი მიზანი იყო მთავარ მწვრთნელად მუშაობა და უახლოესი ორი წელიწადი მექსიკასა და ისრაელში გაატარა.
„ესტუდიანტეს ტეკოსთან“ ერთად 2013 წელს პაკო მექსიკის მეორე ლიგის ფინალამდე მივიდა, მაგრამ გადამწყვეტ რაუნდში გუნდი დამარცხდა და ვერ აღზევდა უმაღლეს დივიზიონში. ჩრდილოეთ ამერიკაში მუშაობის სურვილი მას უკვე აღარ ჰქონდა და 2014 წლის აგვისტოში დაუბრუნდა ევროპას, სადაც ჩაიბარა თელ–ავივის „მაკაბი“. მან შეცვალა ოსკარ გარსია ხუნიეტა, რომელსაც შეეშინდა საომარი მოქმედებების და დატოვა კლუბი. თუმცა, აიესტარანმა მოახერხა ამ პრობლემის გადალახვა და ისტორიული წარმატება მოუტანა „მაკაბის“. „ყვითელმა ეშმაკებმა“ ისრაელის ფეხბურთის ისტორიაში პირველი ტრებლი გაიფორმეს: მოიგეს ეროვნული ჩემპიონატი და კიდევ ორი თასი.

ერთ წელიწადში პაკომ კვლავ მექსიკაში გამოსცადა თავი. აღსანიშნავია, რომ მან ჩრ.ამერიკაში დაბრუნება ამჯობინა „ლივერპულში“ დაბრუნებას, სადაც მას ჩრ.ირლანდიელი ბრენდან როჯერსი პატიჟებდა. აიესტარანი იყო კატეგორიული, პრინციპული და მხოლოდ მთავარი მწვრთნელის პოსტს უმიზნებდა. ასე გახდა „სანტოს ლაგუნას“ თავკაცი, მაგრამ საკმაოდ ცუდი შედეგების გამო უკვე სამ თვეში დატოვა გუნდი. თუმცა, უმუშევარი არ დარჩა და 2016 წლის თებერვლის შუაწელს უკვე მესამედ აღმოჩნდა „ვალენსიაში“. თუმცა, ამჯერად არა, როგორც ფიზიკური მომზადების მწვრთნელი, არამედ გარი ნევილის ასისტენტი.
თეორიულად გარის მთავარი ასისტენტები მისი ძმა ფილ ნევილი და ანგულო იყვნენ, მაგრამ პრაქტიკულად – პაკო აიესტარანი. სწორედ მისი მისვლის შემდეგ ჩაატარა „ვალენსიამ“ ნევილის ხელმძღვანელობით საუკეთესო მატჩები და ზედიზედ ოთხი გამარჯვების მოპოვება მოახერხა ყველა ტურნირზე ერთად. მესტალიაზე ბევრი ამ წარმატებას სწორედ ბასკის დაბრუნებას უკავშირებდა. თუმცა, რამდენიმე ტურის შემდეგ ყველაფერი დაუბრუნდა თავის ადგილს და „ლევანტესთან“ პრინციპული დერბის წაგების შემდეგ „ვალენსიას“ ქომაგებს კვლავ აუცრუვდათ იმედები, უფრო გააქტიურდნენ და მოითხოვეს ნევილის განთავისუფლება მთავარი მწვრთნელის პოსტიდან.
ბრიტანელი სპეციალისტი დიდი ხანი აღარ გააჩერეს კლუბში და უფროსი ნევილი სწორედ აიესტარანმა შეცვალა, რომელიც წლების განმავლობაში ნელ–ნელა მიიწევდა აქამდე. მისი მთავარი მიზანი სახელოვანი ევროპული კლუბის ჩაბარება იყო და მრავალი ექსტრემალური თუ ეგზოტიკური მოგზაურობის, ინგლისში გატარებული რამდენიმე წლის შემდეგ, მოახერხა თავის ყველაზე მშობლიურ ადგილზე დამკვიდრება. პაკო წლების განმავლობაში ემზადებოდა და მწიფდებოდა მთავარი მწვრთნელის პოსტის დასაკავებლად, რასაც ნამდვილად ვერ ვიტყვით მის წინამორბედზე, რომელმაც პირდაპირ მიკროფონიდან გადაინაცვლა სკამზე. აიესტარანმა კი როგორც იქნა მიაღწია მიზანს და დაკავდა საყვარელი საქმიანობით.

ყველაფერი არც ისე მარტივად დაიწყო, რადგან პაკომ წააგო თავისი სადებიუტო მატჩი. „ღამურები“ სტუმრად 1:2 დამარცხდნენ კერკეტი კაკალი „ლას პალმასის“ წინააღმდეგ, რითიც მხოლოდ გაიუარესეს მდგომარეობა. თუმცა, ამის შემდეგ გუნდმა მოულოდნელად მოუმატა და აკრიფა საკმაოდ კარგი ფორმა, რომელმაც „ვალენსიას“ გულშემატკივრების თვალები კვლავ გაანათა და დაუბრუნა იმედი. აიესტარანმა თავისი პირველი გამარჯვება იზეიმა „მესტალიაზე“ „სევილიას“ წინააღმდეგ, როდესაც ალვარო ნეგრედომ ბოლო წუთზე მოუტანა თავის გუნდს სამი ქულა – 2:1. ამას მოჰყვა სენსაციური, მაგრამ დამსახურებული გამარჯვება კამპ ნოუზე ასევე 2:1 ანგარიშით და საკუთარ მოედანზე „ეიბარის“ განადგურება – 4:0. „მესტალია“ სექტემბრის შემდეგ პირველად აჯილდოვებდა აპლოდისმენტებით გუნდსა და მოთამაშეებს, განსაკუთრებით სასიხარულო კი პაკო ალკასერის ჰეთ–რიქი იყო, რომელიც ამოვარდნილი იყო ფორმიდან.
დარჩენილ ოთხ შეხვედრაში („ხეტაფეს“, „ვილიარეალის“, „რეალისა“ და „სოსიედადის“ წინააღმდეგ) „ლოს ჩესმა“ მხოლოდ ერთი ქულა მოიპოვა და საბოლოოდ მე–12 პოზიცია დაიკავა ლა ლიგაში. თუმცა, „ხეტაფესთან“ უხვგოლიან ფრემდე (2:2) აიესტარანის გუნდს ევროპის ლიგაზე მოხვედრის მათემატიკური შანსებიც კი ჰქონდა. გარდა ამისა, იმ სამი გამარჯვების შემდეგ აშკარა იყო, რომ გუნდი როგორც იქნა მწყობრში ჩადგა და დაიწყო გამართული ფეხბურთის თამაში. მატჩების დროს აიესტარანი ყოველთვის ძალიან ემოციური იყო და დაიმსახურა სიუჟეტი საკმაოდ პოპულარულ ესპანურ გადაცემაში სახელწოდებით – „El día después“, რაც მომავლის დღეს ნიშნავს.
მიუხედავად იმისა, რომ ვალენსიური გაზეთის „Super Deporte-ს“ მკითხველების მხოლოდ 13% იყო იმის მომხრე, რომ აიესტარანი დარჩენილიყო გუნდში მომავალი სეზონისთვის, კლუბის მფლობელმა, პეტერ ლიმმა, მაინც მასზე შეაჩერა არჩევანი და გამოუცხადა ნდობა ადამიანს, რომელიც ძალიან კარგად იცნობს კლუბს. ამბიციურ ბასკს აქვს ორი წელიწადი იმისათვის, რომ წარმოაჩინოს თავი სახელოვან ევროპულ კლუბში და დაამტკიცოს საკუთარი შესაძლებლობები. მელოტ ავანტიურისტს ნამდვილად შეუძლია წლების განმავლობაში დაგროვებული გამოცდილების სწორად გამოყენება და „ვალენსიას“ ესპანური ფეხბურთის ელიტაში დაბრუნება, შემდეგ კი უკვე უფრო მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა. პაკოს იმედი აქვთ და ვნახოთ როგორი გამოვა აიესტარანის დამოუკიდებელი სამწვრთნელო კარიერა.