» იხილე განახლებული ვებ-გვერდი

ლივერპულმა მილანი დაამარცხა, პსჟ-მ ლესტერი გაანადგურა


ლივერპულმა მილანი დაამარცხა, პსჟ-მ ლესტერი გაანადგურა

დღეს გამთენიისას, ჩემპიონთა საერთაშორისო თასის ეგიდით, კალიფორნიაში, ორი საინტერესო დაპირისპირება გაიმართა.

სანტა კლარას შტატში "ლივერპული" ნაცნობ მეტოქეს, "მილანს" შეხვდა და გულშემატკივარმა სანახაობრივი თამაში იხილა. ორივე გუნდის სასტარტო შემადგენლობა მიახლოვებული იყო ოპტიმალურთან. იურგენ კლოპმა მხოლოდ ერთი ახალგაზრდა, ტრენტ არნოლდი, მარჯვენა ფრთაზე გაამწესა. ხოლო ვინჩენცო მონტელამ "ბაიერნთან" თამაშის შემდეგ, ვერგარასა და ზანელატოს მისცა შანსი.

ინგლისელებმა აქტიურად დაიწყეს, მაგრამ შეხვედრის ნახევარი საათი არც ისე საინტერესო გამოდგა. ტაიმის ბოლოს "ლივეპრულმა" კვლავ მოუმატა და რამდენიმე კარგი მომენტიც შექმნა, მაგრამ უშედეგოდ. შესვენებაზე კლოპმა ალბერტო მორენო, რობერტო ფირმინიო და დივოკ ორიჯი გამოიყვანა, რამაც გაამართლა. ანგარიში სწორედ ახალგაზრდა ბელგიელმა ფორვარდმა გახსნა. ორიჯიმ მორენოს მშვენიერი გრძელი პასი მიიღო და მარჯვენა ფრთიდან ლამაზი გოლი შეაგდო. საპასუხოდ, "მილანის" ფრანგმა თავდამსხმელმა, მბაიე ნიანგმა, კარგი შანსი ვერ გამოიყენა, რასაც კვლავ "ლივერპულის" შეტევები და ფირმინიოს გოლი მოჰყვა. ბრაზილიელმა ოიოს დარტყმულს დაამატა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 2:0.

იურგენ კლოპის გუნდმა მორიგი ამხანაგური თამაში მოიგო. აღსანიშნავია, რომ ჟორჟინიო ვიინალდუმმა სადებიუტო მატჩი ჩაატარა, ხოლო სხვა ახალწვეულება კლავანისა და მანეს სახით, მორიგი შანსი მიიღეს.

ლივერპული 2:0 მილანი

გოლები: 1:0 - ორიჯი (59'), 2:0 - ფირმინიო (73').

ლივერპული: მინოლე; არნოლდი (კლაინი 46'), ლოვრენი (უისდომი 75'), კლავანი (რენდალი 75'), მილნერი (ოიო 62'); ლალანა (სტიუარტი 46'), ჰენდერსონი (ბრანეგენი 75'), ვიინალდუმი (მორენო 46'); მანე (მარკოვიჩი 46'), სტარიჯი (ორიჯი 46'), კოუტინიო (ფირმინიო 46').

მილანი: გაბრიელი; აბატე, ვერგარა, რომანიოლი (პალეტა 46'), ანტონელი (კალაბრია 69'); ბერტოლაჩი (კუცკა 33'), მონტოლივო, ზანელატო (პოლი 46'); სუსო (ბონავენტურა 68'), ლუის ადრიანო (მატრი 46'), ნიანგი (ჰონდა 69').


მოგვიანებით, კარსონის შტატში, "პსჟ-მ" ინგლისის ჩემპიონი "ლესტერ სიტი" ძალიან მარტივად დაამარცხა. უნაი ემერიმ სასტარტო თერთმეტეული კვლავ შეცვალა, არელოა, მუნიე, დავიდ ლუისი, სტამბული, დი მარია, მოსტა და პასტორე პირველივე წუთებიდან მინდორზე გავიდნენ. რაც შეეხება "ლესტერს", კლაუდიო რანიერის, ფაქტობრივად, საჩემპიონო გუნდი ჰყავდა, რამდენიმე ფეხბურთელის გამოკლებით.

პარიზელებმა კარგად დაიწყეს, რამდენიმე კარგი შეტევა განახორციელეს და ტაიმის შუაში პენალტიც მოიპოვეს. იკონეს წაქცევის გამო დანიშნული თერთმეტმეტრიანი ედინსონ კავანიმ გოლად აქცია. "ლესტერი" მალევე გამოფხიზლდა. ჯერ რიად მაჰრეზის ჩინებული საჯარიმო დარტყმა არეოლამ მოიგერია, შემდეგ ამარტი ინგლისელთა კარს თავით ემუქრებოდა, მაგრამ ააცილა. შეტევაში გართულ ინგლისელებს კი ფრანგების კონტრშეტევები ეპარებოდათ და ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა გოლით დარსულდა. მუნიეს პასით ახალგაზრდა იკონემ კვლავ გამოიჩინა თავი. მეორე ტაიმი "ლესტერმა" კარგად დაიწყო, მაგრამ დებიუტშივე კარგი მომენტი გააფუჭა. "პსჟ-მ" კი სწრაფი შეტევები გააგრძელა და 64-ე წუთზე ლუკას მოურამ მაქსველის პასით შეაგდო. ბოლოსკენ ინგლისელები ისევ გააქტიურდნენ, მაგრამ გოლი თავად გაუშვეს. მცველების შეცდომით ედურმა ისარგებლა - 4:0.

პსჟ 4:0 ლესტერი

გოლები: 1:0 - კავანი (26' პენ.), 2:0 - იკონე (45'), 3:0 - მოურა (64'), 4:0 - ედური (90').

პსჟ: არეოლა; მუნიე (ორიე 80'), დავიდ ლუისი (კრიხოვიაკი 61'), კიმპემბე (გორგიანი 80'), მაქსველი (კურჟავა 79'); სტამბული (მოურა 61'), მოტა (ნკუკუ 62'), პასტორე (რაბიო 62'); დი მარია (კალეგარი 62'), კავანი (ბენ არფა 61'), იკონე (ედური 80').

ლესტერი: შმეიხელი; ლუის ერნანდესი (სიმპსონი 46'), მორგანი, ჰუტი, ჩილუელი (ფუხსი 46'); მაჰრეზი (გრეი 66'), მენდი (კინგი 66'), ამარტი (დრინქვოთერი 46'), შლუპი (ოლბრაიტონი 46'); ულოა, ოკაზაკი (მუსა 46').

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

მილანის მწვრთნელობის მთავარი კანდიდატი უკვე გამოიკვეთა

Sky Sport Italia-ს თანახმად, "მილანის" მწვრთნელობის მთავარი კანდიდატი უკვე გამოიკვეთა.

დღეს, 10:42

ვინ გადაუნერგა აბიდალს ღვიძლი 2011 წელს?

როგორც მოგეხსენებათ, 2011 წელს ერიკ აბიდალს აღმოაჩნდა ონკოლოგიური დაავადება, რის გამოც მისთვის ღვიძლის გადანერგვა გახდა საჭირო.

დღეს, 10:34

მიზეზი, რის გამოც ნეიმარს პსჟ-ში დარჩენა მოუწევს

Mundo Deportivo-ს თანახმად, ნეიმარის "პარი სენ-ჟერმენში" დარჩენის შანსი და ალბათობა საკმაოდ მაღალია.

დღეს, 10:21

უაიტის კომენტარი UFC-ის 249-ე ივენთის გაუქმების შესახებ

როგორც მოგეხსენებათ, სულ რაღაც რამდენიმე დღის წინ დამტკიცებული UFC-ის რიგით 249-ე ივენთი მაინც ჩაიშალა.

დღეს, 10:14

როდის განაახლებენ იტალიური გუნდები ვარჯიშებს?

როგორც მოგეხსენებათ, უკვე ერთი თვეა კორონავირუსის გამო იტალიის ჩემპიონატი გაჩერებულია.

დღეს, 05:28

იუვენტუსის ფეხბურთელი კორონავირუსისგან განიკურნა და მალე კარანტინს დატოვებს

ტურინის "იუვენტუსის" ფეხბურთელი დანიელე რუგანი იყო პირველი მოთამაშე, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა.

დღეს, 05:26

ატლეტიკოს ნაპოლის თავდამსხმელის შეძენა სურს

გავლენიანი იტალიური პრესა იტყობინება, რომ მადრიდის "ატლეტიკო" "ნაპოლის" ფეხბურთელის შეძენით ინტერესდება.

დღეს, 05:23

ბელგიის ჩემპიონატის ეს სეზონი გაუქმდა, თუმცა გადაწყვეტილება იცვლება?

გასულ კვირას, გამოაცხადეს, რომ ბელგიის ჩემპიონატის ეს სეზონი აღარ განახლდებოდა, მიზეზი კორონავირუსია.

დღეს, 05:20

ოფიციალურად: UFC 249 აღარ ჩატარდება

ოფიციალურად დადასტურდა, რომ UFC 249, რომელიც 18 აპრილს იყო დაგეგმილი, აღარ ჩატარდება.

დღეს, 05:15

ვულვზის ფეხბურთელი: "4-ეულში შესვლა შეგვიძლია"

"ვულვზის" ფეხბურთელი რაულ ხიმენესი ოპტიმისტურადაა განწყობილი და თავისი გუნდის შესაძლებლობებს აფასებს.

დღეს, 05:11

ინფანტინო: "ჩემპიონატების მალე განახლება უბრალოდ შეუძლებელია"

ფიფას პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.

დღეს, 05:09

რონალდომ ბექჰემი შეაქო: "ის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესოა"

ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა რონალდომ ინგლისელი ნახევარმცველი დევიდ ბექჰემი შეაქო.

დღეს, 05:06

ტიაგო: "ყველაფრის 0-დან დაწყება მოგვიწევს"

მიუნხენის "ბაიერნის" ნახევარმცველი ტიაგო ალკანტარა აცხადებს, რომ მის გუნდს ყველაფრის თავიდან დაწყება მოუწევს.

დღეს, 05:03

ბრუნო ფერნანდეში: "მანჩესტერი ერთი ფეხბურთელის გამო შემიყვარდა"

"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველი ბრუნო ფერნანდეში ამბობს, რომ ის ამ გუნდს დიდი ხანია ქომაგობს.

დღეს, 05:00

"2 ფეიკ სიახლე!" - ლეო მესი ტყუილ ინფორმაციებს ეხმაურება

ბოლო პერიოდში, არგენტინელ ფეხბურთელზე ლეო მესიზე ბევრი ინფორმაცია იწერება.

დღეს, 04:55

გრიზმანი უკმაყოფილოა: "Football Manager-ის შემქმნელებს ჩემი თამაში არ უნახავთ"

"ბარსელონას" თავდამსხმელმა, ანტუან გრიზმანმა Football Manager-ში თავისი მონაცემების შეფასება გააკეთა:

დღეს, 00:25

დადასტურდა: ლინდელოფმა მანჩესტერი დატოვა

"მანჩესტერ იუნაიტედის" ოფიციალურმა ვებ-გვერდმა დაადასტურა, რომ ვიქტორ ლინდელოფმა კლუბი დატოვა.

დღეს, 00:14

ვინ არის ევროპის ტოპ-5 ლიგის ყველაზე საიმედო მეკარე?

სანამ მიმდინარე სეზონი შეჩერებულია, შეგვიძლია გავიხსენოთ, თუ ვინ არის ტოპ-5 ლიგაში ყველაზე საიმედო მეკარე.

დღეს, 00:06

სუარესი: "იმედია, შემდეგი ვარჯიში უკვე თანაგუნდელების გარემოცვაში იქნება"

"ბარსელონას" თავდამსხმელმა, ლუის სუარესმა ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ განცხადება გააკეთა:

გუშინ, 23:48

"კონორი როგორც ეჭვიანი მეძავი, ისე იქცევა", - ხაბიბის მენეჯერი

ხაბიბ ნურმაგომედოვის მენეჯერმა, ალი აბდელ-აზიზმა კონორ მაკგრეგორი მწვავედ კიდევ ერთხელ გააკრიტიკა:

გუშინ, 23:40

"მანჩესტერში გადმოსვლის შესაძლებლობას ხელიდან ვერ გავუშვებდი", - ბრუნო

"მანჩესტერ იუნაიტედის" ახალწვეულმა, ბრუნო ფერნანდეშმა თავისი გუნდის შესახებ განცხადება გააკეთა:

გუშინ, 23:27

ჩელსისა და ზიეჩს შორის გაურკვევლობა წარმოიქმნა

The Telegraph-ის თანახმად, ლონდონის "ჩელსისა" და ჰაკიმ ზიეჩს შორის ერთგვარი გაურკვევლობა წარმოიქმნა.

გუშინ, 23:19

ტერ შტეგენმა კარიერის საუკეთესო მომენტი დაასახელა

"ბარსელონას" მეკარემ, მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა თავისი კარიერის ყველაზე გამორჩეული მომენტი დაასახელა:

გუშინ, 23:11

მესიმ ინტერში შესაძლო გადასვლაზე ოფიციალური განცხადება გააკეთა

"ბარსელონას" თავდამსხმელი, ლიონელ მესი ბოლო პერიოდში გავრცელებულ ჭორებს გამოეხმაურა.

გუშინ, 22:38

"6:2 გამარჯვება ბერნაბეუზე", - ტურეს საუკეთესო მოგონება, რომელიც ბარსელონას უკავშირდება

"ბარსელონას" ექს-ნახევარმცველმა, იაია ტურემ კლუბთან დაკავშირებული საუკეთესო მოგონება გაიხსენა.

გუშინ, 22:30

მესი: "როცა ანრი ბარსელონას გასახდელში შემოვიდა, თვალებში შეხედვას ვერ ვბედავდი"

"ბარსელონას" თავდამსხმელმა, ლიონელ მესიმ განაცხადა, რომ ტიერი ანრით აღფრთოვანებული იყო.

გუშინ, 22:22

ახალი მწვრთნელის ძიებაში - მილანმა 3 კანდიდატი შეარჩია

"მილანი" გუნდის მთავარი მწვრთნელის, სტეფანო პიოლის შემცვლელის ძიებას აგრძელებს.

გუშინ, 22:14

"ლაუტაროს არასოდეს უთქვამს, რომ რეალი არ მოსწონს", - აგენტის მინიშნება

"ინტერის" თავდამსხმელ ლაუტარო მარტინესის აგენტმა საკმაოდ ხმაურიანი კომენტარი გააკეთა.

გუშინ, 22:07

იაია ტურემ ერთმანეთს მანჩესტერული დერბი და ელ კლასიკო შეადარა

"ბარსელონასა" და "სიტის" ექს-ნახევარმცველმა, იაია ტურემ საინტერესო განცხადება გააკეთა.

გუშინ, 22:00

"თუ ოქროს ბურთი სურს, ლივერპული უნდა დატოვოს", - მანეს რჩევა მისცეს

სენეგალის ნაკრების ექს-ფეხბურთელმა, დიომანსი კამარამ სადიო მანეს მომავალზე ისაუბრა.

გუშინ, 21:56

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10