ავტორიზაცია

პოგბა: "ოქროს ბურთის, პრემიერ ლიგისა და ჩემპიონთა ლიგის მოგება მინდა"

პოგბა: "ოქროს ბურთის, პრემიერ ლიგისა და ჩემპიონთა ლიგის მოგება მინდა"
თარიღი 09 Aug 2016, 19:59
"მანჩესტერ იუნაიტედის" ფრანგი ახალწვეული პოლ პოგბა "ოლდ ტრაფორდზე" გადაბარგების შემდეგ, მომავალს ამბიციურად უყურებს.

"ინგლისის ეროვნული ჩემპიონატის მოგება მინდა, რადგან წინა ჯერზე ამის გაკეთება ვერ მოვახერხე.

გარდა ამისა, რა თქმა უნდა, ჩემპიონთა ლიგის მოგებაც მსურს. თუმცა, ჩემი ერთ-ერთი მთავარი მიზანი - ოქროს ბურთის მოგებაა. თუმცა, ეს ყველაფერი მოგვიანებით, რადგან თავდაპირველად, პრემიერ ლიგის ტიტულის მოპოვება მინდა", - განაცხადა პოლ პოგბამ.

23 წლის ფრანგმა "წითელი ეშმაკების" ძირითად გუნდში მხოლოდ ერთი, 2011/12 წლების სეზონი ჩაატარა და მანკუნიანელებმა მაშინ ტიტული "მანჩესტერ სიტის" დაუთმეს.