ავტორიზაცია

10 ყველაზე დიდი სტადიონი მსოფლიოში

10 ყველაზე დიდი სტადიონი მსოფლიოში
თარიღი 26 Aug 2016, 17:24
საფეხბურთო საიტი GOAL.GE მსოფლიოში ტევადობით ყველაზე დიდი სტადიონების ჩამონათვალს გთავაზობთ. საინტერესოა, რომ "მარაკანა" ამ ათეულს მიღმაა დარჩენილი. ბევრს კი დღემდე ჰგონია, რომ ბრაზილიაში მდებარე ეს მოედანი მოწინავე ადგილებს იკავებს.

10. ბურჯ ალ–არაბი / Borg El Arab. ტევადობა – 86 ათასი.

10 ყველაზე დიდი სტადიონი მსოფლიოში

ეს ეგვიპტეში ყველაზე დიდი, ხოლო აფრიკაში სიდიდით მეორე სტადიონია. არენა 2006 წელს აშენდა ეგვიპტის არმიის მიერ. ის მდეობარეობს ქალაქ ალექსანდრიის მახლობლად. სტადიონი იმ მიზნით აშენდა, რომ ქვეყანას 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშის უფლება მოეპოვებინა. ამ მოედანზე ეგვიპტის საშინაო შეხვედრების და ქვეყნის სათასო ფინალის გამართვა იგეგმება.

9. ბუკიტ ჯალილი / Bukit Jalil. ტევადობა – 87,411

10 ყველაზე დიდი სტადიონი მსოფლიოში

მოედანი მალაიზიის დედალქალაქში, კუალა–ლუმპურში 1998 წელს გაიხსნა. ახლა ეს სტადიონი ქვეყნის საშინაო არენა გახლავთ. აქ მალაიზიის სუპერთასისა და ლიგის თასის ფინალები ტარდება.

8. ბუნგ კარნო / Bung Karno. ტევადობა – 88,083

10 ყველაზე დიდი სტადიონი მსოფლიოში

სტადიონი 1960 წელს ინდონეზიის დედაქალაქში, ჯაკარტაში აშენდა. აღნიშნული მოედანის აშენებაში, დიდი წვლილი საბჭოთა კავშირსაც მიუძღვის. ბუნგ კარნო არის ინდონეზიის ყველაზე დიდი სტადიონი, სადაც ნაკრების საშინაო მატჩები ტარდება.

7. უემბლი / Wembley. ტევადობა – 90,000

10 ყველაზე დიდი სტადიონი მსოფლიოში

სტადიონი 2007 წელს ლონდონში ძველი "უემბლის" ადგილზე აშენდა. ძველი "უემბლი", რომელიც Empire Stadium–ითაცაა ცნობილი, მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი სტადიონი გახლდათ. 2003 წლიდან ეს მოედანი ინგლისის საშინაო არენა გახდა. ეროვნული ნაკრების მატჩების გარდა, უემბლიზე ლიგის თასის ნახევარფინალები და ფინალები, სუპერთასის მატჩები, პრემიერ ლიგაში გადამსვლელი პლეი–ოფები და ბევრი სხვა მატჩები ტარდება.

6. სოკერ სიტი / Spccer City. ტევადობა – 94, 736

10 ყველაზე დიდი სტადიონი მსოფლიოში

სტადიონი სამხრეთ აფრიკაში, კერძოდ, იოჰანესბურგში 1989 წელს აშენდა. 1996 წელს აქ აფრიკის თასის ფინალი ჩატარდა. ახლა ეს მოედანი "კაიზერ ჩიფსის" საშინაო არენაა, რომელიც აგს–ს თერთმეტ გზის ჩემპიონია. "სოკერ სიტი" აფრიკის კონტინენტის ყველაზე დიდი სტადიონი გახლავთ.

5. კამპ ნოუ / Camp Nou. ტევადობა – 99 354

10 ყველაზე დიდი სტადიონი მსოფლიოში

კატალონიის "ბარსელონას" საშინაო არენა ევროპაში ტევადობით ყველაზე დიდი გახლვათ. მოედანი 1957 წელს აშენდა, 1982 წელს ის მსოფლიოს ჩემპიონატს, 1992 წელს კი ოლიმპიადას მასპინძლობდა. ამ სტადიონზე ევროტურნირების ფინალებიც არაერთხელ გამართულა. საფეხბურთო მატჩების გარდა, სტაიონზე ხშირად შეხვდებით კონცერტებსაც. აქ ისეთ ცნობილ მომღერლებს/ჯგუფებს აქვთ ჩატარებული კონცერტი, როგორებიც: მაიკლ ჯექსონი, ფრანკ სინატრა, U2 და სხვები არიან.

4. მელბურნ კრიკეტ გრაუნდი / Melbourne Cricket Ground. ტევადობა – 100,024

10 ყველაზე დიდი სტადიონი მსოფლიოში

ავსტრალიის სიდიდით ნომერ პირველი სტადიონი. ამის გარდა, ის არის კრიკეტის ყველაზე დიდი მოედანი მსოფლიოში. ამ არენაზე ავსტრალიის ეროვნული ნაკრები არა მხოლოდ კრიკეტის თამაშებს, არამედ საფეხბურთო მატჩებსაც მართავს. ეს სტადიონი ოლიმპიურ თამაშებსაც მასპინძლობა. აქ ხშირად შეხვდებით როგორც საფეხბურთო მატჩებს და კრიკეტს, ასევე ავსტრალიურ ფეხბურთს და მძლეოსნობას.

3. აცტეკა / Azteca. ტევადობა – 105,064

10 ყველაზე დიდი სტადიონი მსოფლიოში

ლათინური ამერიკის ყველაზე დიდი სტადიონი. ეს მოედანი მექსიკის დედაქალაქში, მეხიკოში 1966 წელს აშენდა და მსოფლიოს ჩემპიონატს ორჯერ უმასპინძლა (1970, 1986). აცტეკა 1986 წლის 22 ივნისს გახლდათ სწორედ ის მოედანი, სადაც დიეგო არმანდო მარადონამ ხელით ლეგენდარული გოლის გატანა მოახერხა. მარადონას ამ მოედანზე კიდევ ერთი ლეგენდარული გოლი აქვს გატანილი. ალბათ ყველას გახსოვთ, თუ როგორ მოატყუა არგენტინელმა ფეხბურთელმა ინგლისის ნაკრების 6 ფეხბურთელი, რასაც გოლი მოჰყვა. ეს გოლი მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში საუკეთესოდაა დასახელებული და ის სწორედ ამ მოედანზე გავიდა.

2. სელთ ლეიქი / Salt Lake Stadium. ტევადობა – 120,000

10 ყველაზე დიდი სტადიონი მსოფლიოში

სტადიონი 1984 წელს აშენდა და ინდოეთის ქალაქ კალკუტაში მდებარეობს. ამ მოედანზე ინდოეთის ნაკრები საკუთარ საშნაო შეხვედრებს ატარებს. ამის გარდა, სტადიონი "ისტ–ბენგალის", "მოჰუნ ბეგანის" და "მოჰამედიანის" მატჩებსაც მასპინძლობს.

1. პირველი მაისის სტადიონი / Sadium Of 1 May. ტევადობა – 150,000

10 ყველაზე დიდი სტადიონი მსოფლიოში

მსოფლიოში ტევადობით ყველაზე დიდი სტადიონი ჩრდილოეთ კორეაში მდებარეობს. 1989 წელს ეს მოედანი იმისთვის აშენდა, რომ ახალგაზრდებისა და სტუდენტების რიგით მე–13 ფესტივალი ჩატარებულიყო. ახლა ამ მოედანზე ჩრდილოეთ კორეა საშინაო მატჩებს ატარებს.