ავტორიზაცია

ალექსიძე ჩელსიში და სხვა ქართველები, რომლებიც პრემიერ ლიგაში თამაშობდნენ

ალექსიძე ჩელსიში და სხვა ქართველები, რომლებიც პრემიერ ლიგაში თამაშობდნენ
თარიღი 29 Aug 2016, 03:38
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ჰენრიკ მხითარიანი "მანჩესტერ იუნაიტედში" გადავიდა და ის სომხეთის საფეხბურთო ისტორიაში შევიდა.

მხითარიანი პირველი სომეხია, რომელიც პრემიერ ლიგაში ასპარეზობს.

რა თქმა უნდა, სომხური პრესაც ჰენრიკის ქება-დიდებაშია, რადგან ცხადია, რომ მათი დამოუკიდებლობის ისტორიაში მსგავსი პრეცენდენტი არ ყოფილა.

სომხებს პრემიერ ლიგაში 2016 წლამდე არ ჰყავდა ფეხბურთელი, საქართველოს კი ჯერ კიდევ 90-იანებში ჰყავდა.

გავიხსენოთ ის ქართველები, რომლებიც ინგლისში ასპარეზობდნენ.

1. გიორგი ქინქლაძე - ის "მანჩესტერ სიტის" ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელად ითვლება. ქინქლაძე "ქალაქელთა" შემადგენლობაში 1995-1998 წელს ასპარეზობდა და სწორედ ის იყო პირველი ქართველი, რომელმაც პრემიერ ლიგაში ითამაშა.

გვარდიოლას რეაქცია, როდესაც ქინქლაძეზე გაიგო.


2. თემურ ქეცბაია - გიორგი ქინქლაძის მსგავსად, თემურ ქეცბაიაც კარგად ახსოვს ინგლისელ ქომაგს. მართალია, თემური სხვა ფაქტის გამო, თუმცა უდავოა, რომ საქართველოს ისტორიაში ის ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ქეცბაია 1997-2000 წლებში ირიცხებოდა "ნიუკასლის" შემადგენლობაში, 2000-2001 წლებში კი "ვულვერჰემპტონში" თამაშობდა.

ქეცბაიას ყველაზე ცნობილი კადრი "ნიუკასლიდან"


3. მიხეილ ყაველაშვილი - 1995 წელს გიორგი ქინქლაძესთან ერთად, "მანჩესტერ სიტიმ" კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი, მიხეილ ყაველაშვილი დაიმატა. ქართველი 1995-1997 წლებში ასპარეზობდა "სიტიში".
ალექსიძე ჩელსიში და სხვა ქართველები, რომლებიც პრემიერ ლიგაში თამაშობდნენ

4. რატი ალექსიძე -
უცნაური იყო ალექსიძის კარიერა. ის 1999-2001 წლებში ლონდონის "ჩელსიში" ასპარეზობდა, საიდანაც "დინამო თბილისში" დაბრუნდა. "დინამოს" შემდეგ ის რუსულ "როსტოვშიც" იყო, თუმცა მხოლოდ 1 წლით.
ალექსიძე ჩელსიში და სხვა ქართველები, რომლებიც პრემიერ ლიგაში თამაშობდნენ

5. კახაბერ ცხადაძე - საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი "მანჩესტერ სიტის" შემადგენლობაში 1998-2000 წლებში გამოდიოდა.
ალექსიძე ჩელსიში და სხვა ქართველები, რომლებიც პრემიერ ლიგაში თამაშობდნენ

6. მურთაზ შელია - კიდევ ერთი ქართველი, რომელიც "მანჩესტერ სიტის" ღირსებას იცავდა, მურთაზ შელიაა. ის 1997 წელს "ვლადიკავკაზიდან" გადავიდა პრემიერ ლიგაში და 2000 წლამდე ასპარეზობდა.
ალექსიძე ჩელსიში და სხვა ქართველები, რომლებიც პრემიერ ლიგაში თამაშობდნენ

7. ზურაბ ხიზანიშვილი - ის უკანასკნელი ქართველია, რომელმაც პრემიერ ლიგაში ითამაშა. ზურა 2005-2011 წლებში გამოდიოდა "ბლექბერნის" შემადგენლობაში. ასევე, ის "რედინგისა" და "ნიუკასლშიც" თამაშობდა.
ალექსიძე ჩელსიში და სხვა ქართველები, რომლებიც პრემიერ ლიგაში თამაშობდნენ