ავტორიზაცია

VIDEO: ყაზაიშვილის ცოლის ძმა დააპატიმრეს: "ნოდარს იარაღი ჩაუდეს"

VIDEO: ყაზაიშვილის ცოლის ძმა დააპატიმრეს: "ნოდარს იარაღი ჩაუდეს"
თარიღი 04 Sep 2016, 15:24
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარმა სამმართველომ, ვალერი ყაზაიშვილის ცოლის ძმა, ნოდარ ნიშნიანიძე დააკავა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, თეა პერატაია იტყობინება, რომ ნოდარ ნიშნიანიძეს სახლში იარაღი აღმოუჩინეს.

სხვა აზრზე არიან დაკავებულის ახლობლები და თვითონ დაკავებულიც.

ნოდარ ნიშნიანიძე და მისი მეუღლე ჯერ კიდევ დაკავებიდან 1 დღით ადრე ავრცელებდნენ ვიდეოს, სადაც ამბობდნენ, რომ მათ უთვალთვალებდნენ.

ვიდეოში ნათლად ჩანს, რომ ოჯახის წევრები პოლიციის ვიზიტს ელოდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრები


ნოდარ ნიშნიანიძის ოჯახის კადრები


"ეს არადამიანები! სად ვცხოვრობთ, რისი გულისთვის? კაცი გამართლდა 1 თვეა სახლიდან არ გასულა. და ქვეყანა რომ არ დატოვა იგივე იკადრეთ? ფუ თქვენი", - წერს ნოდარ ნიშნიანიძის მეუღლე სოციალურ ქსელში.

VIDEO: ყაზაიშვილის ცოლის ძმა დააპატიმრეს: "ნოდარს იარაღი ჩაუდეს"

როგორც იცით, ნოდარ ნიშნიანიძე ვალერი ყაზაიშვილის მეუღლის, გვანცა ნიშნიანიძის ძმაა.

ფოტოზე ხედავთ ნოდარ ნიშნიანიძეს გიორგი ჭანტურიასთან, გურამ კაშიასთან და ვალერი ყაზაიშვილთან ერთად.
VIDEO: ყაზაიშვილის ცოლის ძმა დააპატიმრეს: "ნოდარს იარაღი ჩაუდეს"

VIDEO: ყაზაიშვილის ცოლის ძმა დააპატიმრეს: "ნოდარს იარაღი ჩაუდეს"